გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინელებმა ოკუპანტებს სერიოზული დარტყმები მიაყენეს
გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის ავიაციამ და არტილერიამ რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ მძლავრად იმუშავა. განადგურდა რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი და ოკუპანტების თავშეყრის რამდენიმე რაიონი.
როგორც უკრაინის სამხედრო ძალების გენერალური შტაბის დილის მოხსენებაშია ნათქვამი, თავდაცვის ძალების ავიაციამ, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, ოკუპანტების კონცენტრაციის ადგილებს სერიოზული დარტყმები მიაყენა. გაანადგურებულია მოწინააღმდეგის „ორლან-10“ ტიპის 4 უპილოტო საფრენი აპარატი.
,,ჩვენმა რაკეტებმა და არტილერისტებმა დაარტყეს სამეთაურო პუნქტს, მტრის ცოცხალი ძალის 2 პუნქტს და ,,Солнцепек"- ის 1 მძიმე ცეცხლსასროლ სისტემას, რომლითაც ოკუპანტები განსაკუთრებით ამაყობენ.“ - აღნიშნულია გენერალური შტაბის განცხადებაში.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.