Jump to content
Planeta.Ge

ბექა ლილუაშვილი: პოლიტიკურმა დღის წესრიგმა საქართველოს მოსახლეობის ყოველდღიურ საჭიროებებთან ბმა დაკარგა


 

image.jpeg

პარლამენტის დეპუატატი, პარტიასაქართველოსთვისწევრ ბექა ლილუაშვილ ,,ნაციონალური მოძრაობისთავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც მან თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის შტაბები შეიქმნება.

ნაციონალური მოძრაობისახალმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ყველაზე დიდიფსონიმაგიდაზე უკვე დადო, შეთავაზების სახით, რომელიც რამდენიმე დღის წინ გააჟღერა,- განაცხადა ლილუაშვილმა პალიტრანიუსის გადაცემა „360 გრადუსში.

მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობისმხარდამჭერები ახალი თავმჯდომარის განცხადებებით დაბნეულები არიან.

როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებასთანშეთანხმებების გაკეთების წარმატებული გამოცდილება აქვთ. ოფისის გადაფორმებაზე არ ვიცი, მაგრამ დანარჩენ ნაწილზე საუბარი ნამდვილად იყო და ეს მაგიდაზე უკვე დადეს.

პირველ რიგში, თუნაციონალურ მოძრაობასრამე წნეხის შექმნა უნდა, „ქართული ოცნებისმიმართ, უნდა დაიწყოს საკუთარი თავის ნორმალიზება და რეალური პასუხისმგებლობის აღება, რაც ამომრჩეველმა ამ პარტიას დააკისრა. პარტია უნდა ჩამოყალიბდეს რა არის მისი სტრატეგია და თანმიმდევრულად გაყვეს მას. „ნაციონალური მოძრაობისმხარდამჭერები დაბნეულები არიან, ახალი თავმჯდომარის ასეთმა განცხადებებმა, გაურკვევლობა შემოიტანა,“- აღნიშნა ლილუაშვილმა.

პალიტრანიუსის ეთერში მან NDI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგები შეაფასა და თქვა, რომ ერთის მხრივ, ხელისუფლება ცდილობს დღის წესრიგი შეინარჩუნოს, ხოლო ოპოზიცია ცდილობს პარტიული ინტერესიდან ამოვიდეს და დამკვეთების სურვილები შეასრულოს.

,,პოლიტიკურმა დღის წესრიგმა ბმა საქართველოს მოსახლეობის ყოველდღიურ საჭიროებებთან დაკარგა. პირველ რიგში, დაკარგა უპასუხისმგებლო პოლიტიკური აქტორების გამო. საბოლოო ჯამში, ჩვენ კრიტიკული მდგომარეობა გვაქვს. ერთის მხრივ, ხელისუფლება ცდილობს დღის წესრიგი შეინარჩუნოს, რომელიც მისთვის ელექტორალურად საინტერესო და მომგებიანია და არა იმიტომ, რომ მოსახლეობის მიმართ პასუხისმგებლობას გრძნობდეს. მეორეს მხრივ, ოპოზიცია ცდილობს პარტიული ინტერესიდან ამოვიდეს და დამკვეთების სურვილები შეასრულოს“, - განაცხადა დეპუტატმა.

 

 

Edited by ირმა-იტი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...