საქართველოს პრეზიდენტმა 251 პატიმარი შეიწყალა.
შეწყალების დოკუმენტს პრეზიდენტმა დღეს მოაწერა ხელი.
კომისიის თავმჯდომარის ელენე თევდორაძის განცხადებით, შეწყალებულთაგან 23 პატიმარს დარჩენილი სასჯელი გაუნახევრდა, დანარჩენები კი საპატიმროებიდან გათავისუფლდებიან.
შეწყალებულებს შორის 12 ქალია, მათგან ორს გაუნახევრდა სასჯელი, ათი კი გათავისუფლდება.
შეწყალებულებს შორის არიან ისეთი პატიმრებიც, რომელთა შესახებ შუამდგომლობა შეწყალების კომისიაში საპატრიარქოდან შევიდა.
რუსთავი 2
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.