Jump to content
Planeta.Ge

უკრაინის წინააღმდეგ ომში ,,ვაგნერის" შემადგენლობაში სავარუდოდ სერბი მებრძოლებიც იბრძვიან


image.jpeg

 

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ შემადგენლობაში შეიძლება 200-მდე სერბი იბრძოდეს. როგორც უკრაინული მედია იუწყება, ამის შესახებ სერბმა ადვოკატმა, საზოგადოებრივი ჯგუფ Octobar-ის თავმჯდომარემ, ჩედომირ სტოიკოვიჩმა მედიაცენტრ ,,უკრაინა-ოდესაში“ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, არსებობს საფუძვლიანი მტკიცებულება იმისა, რომ სერბეთის მოქალაქეები უკრაინაში ,,ვაგნერის“ შემადგენლობაში იბრძვიან.

,,გვაქვს ბევრი ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ მონაწილეობენ სერბები ომში  რუსეთის მხარეს. კერძოდ, ფრონტის წინა ხაზზე... ეს შეიძლება იყოს 30-დან 200-მდე სერბეთის მოქალაქე", - აღნიშნა მან.

მისი თქმით, ასევე დაფიქსირებულია, რომ სერბებს ,,ვაგნერის“ დაჯგუფების ფორმები აცვიათ.

დაქირავებულების ზუსტი რიცხვის შესახებ ცნობები სერბ ადვოკატს არ მოეპოვება. მისი თქმით, მის ხელთ არსებული ვიდეოები ადასტურებს, რომ სერბები ქვეითების შემადგენლობაში იბრძვიან და მათი ასაკი 20-30 წელს არ აღემატება. ამასთან, მათ არა აქვთ საომარი გამოცდილება.     

სტოიკოვიჩი აცხადებს, რომ მან ბელგრადის სასამართლოს და სერბეთის გენერალურ პროკურატურას დაჯგუფება ,,ვაგნერის“ საქმიანობის აკრძალვის მოთხოვნით იანვარში მიმართა.  

„ვფიქრობ, სასამართლომ და პროკურატურამ ეს ფაქტები ბელგრადში უნდა გამოიძიონ“, - განაცხადა ადვოკატმა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...