Jump to content
Planeta.Ge

ისრაელმა უკრაინისთვის ,,რკინის გუმბათის" გადაცემის შესაძლებლობაზე მინიშნება გააკეთა


 

image.jpeg

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ CNN-თან ინტერვიუში უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების შესაძლებლობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ იერუსალიმი უკრაინისთვის თავისი ტაქტიკური რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის ,,რკინის გუმბათის“  გადაცემის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ მისი სახელმწიფო სწავლობს შეტევებისგან კიევის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების, მათ შორის ,,რკინის გუმბათის“ გადაცემის საკითხს.

,,მე ნამდვილად განვიხილავ ამას,” - უთხრა მან CNN-ის კორესპონდენტს.

Iron Dome იგივე ,,რკინის გუმბათი“ არის ისრაელის ტაქტიკური სარაკეტო თავდაცვითი სისტემა, რომელიც შექმნილია კომპანია Rafael - ის მიერ. მას უმართავი ტაქტიკური რაკეტების დაჭერა ცაში 4-დან 70 კილომეტრამდე მანძილზე შეუძლია.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...