ჩეხეთის ახალი პრეზიდენტის თქმით, უკრაინა ნატო-ს წევრობას ნამდვილად იმსახურებს
ჩეხეთის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა, ნატოს ყოფილმა გენერალმა პეტრ პაველმა განაცხადა, რომ უკრაინა ნატო-ში გაწევრიანებას ომის დასრულებისთანავე იმსახურებს.
არჩევნების შემდეგ თავის პირველ ინტერვიუში პაველმა BBC-ის ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინა „მორალურად და პრაქტიკულად მზად არის,“ ომის დასრულების შემდეგ ალიანსს შეუერთდეს, მისი არმია კი ევროპაში ყველაზე გამოცდილი იქნება.
,,უკრაინის არმია, ალბათ, ყველაზე გამოცდილი არმია იქნება ევროპაში. უკრაინა იმსახურებს იყოს დემოკრატიული ქვეყნების საზოგადოების ნაწილი."- თქვა ჩეხეთის პრეზიდენტმა.
მან, ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომის დასრულების გადაწყვეტილება რუსეთის ხელშია.
„პრეზიდენტ პუტინის მხოლოდ ერთი გადაწყვეტილებაა საჭირო, რომ თავისი ძალები გაიყვანოს უკრაინიდან და ომი დასრულდება“, - თქვა მან.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.