Jump to content
Planeta.Ge

ელცინმა უკრაინასთან ომი, ჯერ კიდევ 1992 წელს, ჯორჯ ბუშ უფროსთან საუბრისას იწინასწარმეტყველა


 

 image.jpeg

რუსეთის ფედერაციის მაშინდელმა პრეზიდენტმა ბორის ელცინმა ჯერ კიდევ 1992 წელს, აშშ-ს პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უფროსთან საუბრისას იწინასწარმეტყველა უკრაინასთან ომი, როდესაც თქვა, რომ ,,მათთვის უკრაინა იყო დესტაბილიზაციის მთავარი ფაქტორი.“

როგორც შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების არქივის გასაიდუმლოებულ ჩანაწერებში ჩანს, უკრაინასთან რუსეთის ურთიერთობების თემა თითქმის ყველა საუბარში არის აქტუალური.

ჩანაწერების მიხედვით შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა, რომ ელცინი უთანხმოების გადაჭრას ,,მშვიდობიანი გზებით“ცდილობდა, მაგრამ იქვე „პარლამენტის ნაციონალისტური ჯგუფებიდან“ მომდინარე საფრთხეების შესახებ თხზავდა ზღაპრებს.

ბორის ელცინი მხარს უჭერდა უკრაინის პირველ პრეზიდენტს, კომუნისტ ლეონიდ კრავჩუკს, ვინაიდან „გააზრებული ჰქონდა ის შიდა ზეწოლა,“ რომელსაც კრავჩუკი უმაღლეს რადაში, ვითომ და პროუკრაინულ ძალებთან ,,აწყდებოდა.“

ერთ-ერთ საუბარში რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა აშშ-ს ექსპრეზიდენტს განუცხადა, რომ უკრაინა მათთვის ,,დესტაბილიზაციის მთავარ ფაქტორს ,,წარმოადგენდა,“ თუმცა უფროს ბუშს იმაშიც არწმუნებდა, რომ ,,რუსეთ-უკრაინის ურთიერთობაში იუგოსლავიური შემთხვევა არ განმეორდებოდა.“  

არქივის მასალებში ის ფაქტიც არის აღნიშნული, რომ უკრაინა, ყაზახეთი და ბელორუსი სწორედ ამ პერიოდში დათანხმდნენ, მათ ხელთ არსებული ყველა ბირთვული იარაღი რუსეთისთვის გადაეცათ.

ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ერთ-ერთი უკრაინული გამოცემა აქვეყნებს.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...