რუსეთის დუმის დეპუტატების აზრით უკრაინელ პოეტ ლესია უკრაინკას უცხო ქვეყნის აგენტის სახელი უნდა მიენიჭოს, მისი ძეგლი კი პრიგოჟინის ძეგლით ჩანაცვლდეს
რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმამ წამოაყენა იდეა იმის შესახებ, რომ უკრაინელ პოეტ ლესია უკრაინკას უცხო ქვეყნის აგენტის სტატუსი მიენიჭოს, სხვადასხვა ქალაქში არსებული მისი ყველა ძეგლი კი რუსების ძეგლებით ჩაანაცვლონ.
აღნიშნული ინიციატივა ადგილობრივ მედიასთან საუბარში რუსმა დეპუტატმა ანდრეი გურულიოვმა გააჟღერა.
მან გააკრიტიკა ის ფაქტი, რომ უკრაინის ბულვარში მდებარე ლესია უკრაინკას ძეგლთან მოქალაქეებს, დნეპრის სარაკეტო დარტმის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ყვავილები და საბავშვო სათამაშოები მიაქვთ.
,,ეს არის ნამდვილი უცხო ქვეყნის აგენტი. იგი დაიბადა და ცხოვრობდა რუსეთის იმპერიაში, მაგრამ, მოდი, ვაღიაროთ, რომ რუსეთის მიმართ ცუდი დამოკიდებულება ჰქონდა. კანონში ხომ არსად წერია, რომ აგენტი აუცილებლად ცოცხალი უნდა იყოს?" - განაცხადა დეპუტატმა.
მისი აზრით, რუსეთის ფედერაციაში საკმაოდ ჰყავთ საკუთარი ,,არწივები,“ რომელთა ძეგლებითაც უკრაინელი პოეტის ძეგლები შეიძლება ჩანაცვლდეს.
,,აი, რამდენი ყოჩაღი ბიჭი ჰყავს პრიგოჟინს ან კადიროვს, ნამდვილი არწივები. შეიძლება ძეგლი დაუდგა რომელიმეს, მაგალითად ვინც განსაკუთრებით გამოირჩეოდა, ვთქვათ, სოლედარში. შეიძლება საერთოდ კომპოზიციაც დაიდგას: პრიგოჟინი და მისი რამდენიმე მებრძოლი... მთავრი პატრიოტული ფანტაზიის თვალსაწიერია.“ - აღნიშნა ანდრეი გურულიოვმა.
ლესია უკრაინკას ბრინჯაოს ქანდაკება მოსკოვში, უკრაინის ბულვარში 2006 წელს დამონტაჟდა.
Edited by ირმა-იტი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.