შსს-ს ინფორმაციით, 2021 წელთან შედარებით დანაშაულის რაოდენობა შემცირდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, გასულ წელს, 2021 წელთან შედარებით, ქვეყანაში დანაშაულის რაოდენობა 3.39% -ით (1908 ფაქტი) შემცირდა. ამის შესახებ მან საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
დარახველიძის ინფორმაციით, შემცირებულია ისეთი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულები, როგორიცაა: მკვლელობა; მკვლელობის მცდელობა; ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება; თავისუფლების უკანონო აღკვეთა; ყაჩაღობა; ქურდობა, მათ შორის ბინის გაქურდვა და სხვ.
მან ასევე თქვა, რომ გაზრდილია დანაშაულის გახსნის რიცხვი და ის 62% - ს აღემატება.
„აქვე გაგაცნობთ ერთ სიახლეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეისწავლა ევროპული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც შემუშავდა მთელი რიგი სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნების ახალი ფორმა და ვადები.“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.