Jump to content
Planeta.Ge

საქართველოში წარმოებულ კვერცხში ანტიბიოტიკი არ აღმოჩნდა


ქართულ სამომხმარებლო ბაზარზე გასაყიდად გამოტანილ კვერცხში, ლაბორატორიული  კვლევით, ანტიბიოტეიკები არ აღმოჩნდა.

ამის შესახებ ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ ერთ-ერთი წარმატებული პროგრამის, ,,მომხმარებელი.გეს“ ვებ-საიტზე ვრცელდება.

,,კვერცხის უვნებლობის შესამოწმებლად თბილისის მაღაზიებში შევიძინეთ სხვადასხვა ფერმის მიერ წარმოებული კვერცხის 8 ნიმუში და  სურსათში აკრძალული ანტიბიოტიკის შემცველობაზე შევამოწმეთ. საბედნიეროდ, ამ ნიმუშებში დარღვევები არ გამოვლინდა.

შესამოწმებლად შევარჩიეთ ისეთი პროდუქტები, რომლებიც ამ დროისათვის ხელმისაწვდომია მაღაზიებში, დიდი ფერმების მიერ არის წარმოებული, ეტიკეტირებულია და მასობრივად იყიდება საქართველოს სავაჭრო ქსელებში.

ნიმუშები შემოწმდა 3 ანტიბიოტიკის შემცველობაზე (მეტრონიდაზოლი, ქლორამფენიკოლი/ ლევომიცეტინი და ნიტროფურაზონი), რომლებსაც არ შეიძლება, რომ სურსათი შეიცავდეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენი ინფორმაციით, მეცხოველეობაში მაინც გამოიყენება.“ - ნათქვამია განცხადებაში.

აქვე ვიგებთ, რომ საქართველოს კანონმდებლობით, სულ რეგლამენტირებულია (გარკვეული ოდენობებით დაშვებულია) ასეულობით ფარმაკოლოგიურად აქტიური ნივთიერების (მათ შორის ანტიბიოტიკის) გამოყენება სურსათში, ხოლო 9 ნივთიერება საერთოდ აკრძალულია.

შემოწმება ჩატარდა ლაბორატორია ,,გლობალტესტში,რომელსაც ცხოველური წარმოშობის სურსათში ანტიბიოტიკების შემოწმებაზე სახელმწიფო აკრედიტაცია გააჩნია. სურსათის ეროვნული სააგენტო აღნიშნული სახის კვლევებს, წლების განმავლობაში, სწორედ ამ ლაბორატორიაში ახორციელებს.

,,სასიხარულოა, რომ ჩვენს მიერ შემოწმებული ნივთიერებები კვერცხში არ აღმოჩნდა. თუმცა, ანტიმიკრობული პრეპარატებით (მათ შორის, ანტიბიოტიკებით) სურსათის დაბინძურება პრობლემად რჩება და ამ საკითხს, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, კვლავაც თვალს მივადევნებთ.“ - აღნიშნავს ,,მომხმარებელი.გე.“

მართალია, შემადგენლობაში ანტიბიოტიკი არ აღმოჩნდა, მაგრამ ორგანიზაციამ გამოსაკვლევი ნიმუშებიდან ორს ეტიკეტირების დარღვევა აღმოუჩინა. ესენია: შპსმწვანე ფერმის პროდუქტი, ,,ორგანულ გარემოში წარმოებული კვერცხი და შპს ,,ეკო კვერცხის“ ნაწარმი - ,,რა კარგია.“

საქართველოს კანონმდებლობის თანხმად, სურსათის ეტიკეტზე ტერმინების − „ბიოლოგიური“, „ეკოლოგიური“, „ეკო“, „ბიო“, „ორგანული“ − ნებისმიერი კომბინაციით დასატანად, პროდუქტი ბიოწარმოების სპეციალური წესის შესაბამისად უნდა იყოს წარმოებული და ამის დამადასტურებელი სერტიფიკატი უნდა მიიღოს. სურსათის ეტიკეტზე კი მითითებული უნდა იყოს სერტიფიკაციის ორგანოს დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი ან ლოგო. 

,,ზემოაღნიშნული პროდუქტების ეტიკეტებზე არ იყო მითითებული სერტიფიკაციის ორგანოს რეკვიზიტები. ასე, რომ გაურკვეველია, რამდენადაა ეს პროდუქცია მართლაცორგანულიანეკოლოგიური.- ვკითხულობთ ვებ-გვერდზე.

ორგანიზაციის თქმით, ფაქტის შესახებ წერილები ურსათის ეროვნულ სააგენტოსა და და მეწარმეებს გადაეგზავნებათ.

შეგახსენებთ, რომ ,,მომხმარებელი.გე“ 20011 წელს დაარსდა და მას შემდეგ, სხვადასხვა სამომხმარებლო პროდუქციის ლაბორატორიული კვლევის ორგანიზებას, ძირითადად უცხოური დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით ეწევა. თუმცა, ეს დაფინანსება შეზღუდულია, ყოველთვის არ არის ხელმისაწვდომი და ამიტომ, პერიოდულად, ამა თუ იმ კვლევას მოქალაქეთაგან მიღებული შემოწირულობებით ატარებენ.

აღნიშნული კვლევაც ორგანიზაციის სახელზე 2022 წლის განმავლობაში შესული შემოწირულობით მოხდა, რისთვისაც მადლობას უხდიან საზოგადოებას.  

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...