Jump to content
Planeta.Ge

2 დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის საჰაერო თავდაცვამ მტრის 84 დრონი გაანადგურა


უკრაინის მახედრო საჰაერო ძალების სამეთაურო შტაბის მონაცემებით, ორი დღე-ღამის განმავლობაში, 2023 წლის 1 და 2 იანვარს მათ მიერ განადგურებულია მტრის 84 დრონი.

როგორც საჰაერო ძალების სამეთაურო შტაბის სპიკერმა იური იგნატმა ტელეეთერით გამართულ საინფორმაციო მარათონზე განაცხადა, უკრაინა რუსეთის მხრიდან მსგავსი შეტევის მოსაგერიებლად ისევ ემზადება.  

,,თუ 250 დრონის შესახებ ჩვენი სპეცსამსახურების მიერ მოპოვებული ინფორმაციით ვიმსჯელებთ, მაშინ მათი ნახევარი უკვე გამოყენებულია და თუ ისინი კვლავ იგივე ტემპით განაგრძობენ თავდასხმას, როგორც ეს ამ ორი ღამის განმავლობაში გააკეთეს, პირობითად შეგვიძლია გამოვთვალოთ, რამდენი დარჩათ. თუმცა, ნუ დაგავიწყდებათ, რომ მოწინააღმდეგეს შეუძლია მორიგი პარტიის შემოტანაც.“ - აღნიშნა იგნატმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, სექტემბრიდან დღემდე უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ რუსეთის მხრიდან მათ ტერიტორიაზე გაშვებული 500-მდე ,,შაჰიდი“ კამიკაძე-დრონი გაანადგურა.  

 

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...