რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზი მოხალისის ცხედარი უკრაინიდან ოკუპირებულ სოხუმში ჩამოასვენეს
2 იანვარს, გვიან ღამით უკრაინის ფრონტიდან ოკუპირებულ სოხუმში რუსეთის მხარეს მებრძოლი კიდევ ერთი აფხაზი მოხალისე, დიმიტრი წვიჟბა ჩამოასვენეს.
ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრეს-სამსახური იუწყება.
1991 წელს დაბადებული დიმიტრი წვიჟბა ერთ-ერთია იმ 4 მოხალისიდან, რომლებიც გასული წლის დეკემბრის ბოლოს უკრაინულ ავდეევკასთან დაიღუპნენ. მათ შორის სამი აფხაზია. დიმიტრი წვიჟბას გარდა, ცნობილია კიდევ ერთი დაღუპულის ვინაობა, ეს არის მადბეი აბიჯბა, მესამის ვინაობის შესახებ ინფორმაცია პრესაში ჯერ არ გაჟღერებულა.
ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებულმა პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზი მოხალისეების ცხედრების გადმოსვენება საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელს ლევ კვიწინიას დაავალა.
2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, რუსეთ-უკრაინის ომში აქამდე რუსეთის მხარეს მებრძოლი 4 აფხაზი მოხალისე დაიღუპა. ესენია: ახრა კირკინაძე, არტურ კირკინაძე, ლორან სმირი და ბესლან ტაბაღუა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.