ხაბუმელი ზოროს თავგადასავალი
ახლობელმა მდინარეში გაგრილება შემომთავაზა....
მეც ჩვეულობრივად შევცურე წყალში, მაგრამ 2 წუთი არ იყო გასული , ვიღაც უცხო ტიპი მომეპარა, თავი ლამის მდინარის ფსკერამდე ჩამაყოფინა ,თან როცა გაჭირვებით იქიდან ამოვყვინთე, "პრივეტ " მომაძახა და ცალი ხელი "ჯიგრულად" ამიწია . :|
იმდენად დიდი იყო გაოგნება, წინააღმდეგობა ვერ გავუწიე ან რას ვიტყოდი ...3-4 ჯერ გაიმეორა მანევრი , ხოლო ამოყვინთისას გაკვირვებული ვუსმენდი მის რეპლიკებს:
-ოჯახში ხომ კარგადა ხართ?!
.....ყლუუუუუპ .....
-მამაშენი როგორაა?.....
.....ყლუპ ......
--მომიკითხე
.....ყლუუუუპ .....
როგორც იქნა, რიტუალი დასრულდა, გაოგნებული შოკიდან ძლივს გამოვედი და სანამ ჩხუბს დავუწყებდი, ახლობელს ვკითხე, თუ ვინ იყო ეს უცნაური ადამიანი..
-კაცოოოოოოოოო, ვერ იცანი ?!
-რა უნდა ვიცნო,კინაღამ დამახრჩო. მთვრალი თუა წაიყვანეთ სახლში. მაინცდამაინც უნდა ვცემო ?!
პაუზა.....
-ზოროა,ეს ზორო....არ გეცნო?!
ეეე, ესენი ან მწარედ მეკაიფებიან ან წინა დღით მოწეულმა მარიხუანამ ახლა შემახსენა თავი..:დ
-რა ზორო?
-ზორო, ზორო. მთელი სოფელი იცნობს.არაფერი უთხრა, მთვრალია, მთვრალი -წარმოიდგინეთ მეგრული აქცენტი და სავსებით სერიოზული გამომეტყველება.
შევხედე, არც ბანდერასს გავდა და არც შონ კონერს, აშკარად მეკაიფებიან , გავიფიქრე ....გადავწყვიტე არ დამეძაბა სიტუაცია. მითუმეტეს ტიპმა ისეთი გადამკოცნა, ლოყა ლამის მომწყვიტა . აი ბოლოს კი სიგარეტი გამომართვა,კიდევ გადამეხვია,ჩემს თეთრ მაისურზე გემრიელად შეიწმინდა ქვიშიანი ხელები და მდუმარედ დამემშვიდობა.![]()
გაგიჟებული ახლობელს ვეცი.......
მართლა ზოროა, ზოროოოოო .არ გატყუებ...
მეორეს ვკითხე ...." ხოხ, ლაშა, შენ შემოგევლოს ჩემი თავი, ზოროა , ეგ ზორო. დიდებული კაცი. ოქროს გული აქვს.ახლა ცოტა ნასვამი იყო, კარგად ისვრის. ცხენები და ნადირობა უყვარს
-რა მოწიეთ? :| მეც მომაწევინეთ :|
კაიფობდნენ?!
უუუუპს, ეს კაცი ნამდვილად ზორო იყო , მართალია ნიღაბი არ ეკეთა ,მაგრამ მისი რეალური სახელია ზ ო რ ო .
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.