Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    70
  • comments
    34
  • views
    312.860

როგორი საქართველო? პოლიტაქტიური დილეტანტის დღიურებიდან


lasha_alo

5.115 views

მეოცე საუკუნის ათიანი წლები

 

ცარიზმის კრიზისი და იმპერიის წინაშე მდგარი სოციალური პრობლემატიკა. ....

საქართველოში სოციალ-დემოკრატია დომინირებს.

ეროვნული თემა არსებობს,მაგრამ მასების დილემა საკუთარი ოჯახების კეთილდღეობაა და არა ფიქრი ნაციონალურ ფასეულობებზე, რომელიც პოპულარული უფრო თავადურ წრეებშია.

ეროვნულ-დემოკრატებიც კი მთავარ თეზისად ზეკლასობრივი პოლიტიკური პარტიის განვითარებას თვლიდნენ ანუ ცდილობდნენ მათდამი სნობიზმის ბრალდება არ ყოფილიყო,

ფაქტია-

თერგდალეულობამ, მიუხედავად მისი გრანდიოზული მნიშვნელობისა, უბრალო ხალხამდე ცუდად მიაღწია, მისი კონცეფციები არ გახდა ქართული სახელმწიფოს ლოკომოტივი . მემარცხენეებს მოუწიათ ჩაებარებინათ პირველი რესპუბლიკა ,სადაც თავისუფლების შენარჩუნების თემა ქვეყნის განვითარები ქვაკუთხედი გახლდათ. ვერ გაუმკლავდნენ, დამარცხდნენ...ისე კი თერგდალეულებთან უსაგნო კამათს მათგან გაკვეთილების მიღება ერჩივნათ...

 

საბჭოთა პერიოდი

 

მენშევიზმი აკრძალულია , სოციალური და ნაციონალური თემა ტოტალიტარული რეჟიმის მიერ გადაწყვეტილადაა გამოცხადებული.

თერგდალელულთა მემკვიდრეობა ნებადართულია,თუმცა იმ პირობით რომ არ გაცდებოდა საბჭოთა ყალიბებს .

ქართულ სინამდვილეში არაპოპულარული რუსული ბოლშევიზმი სიმშვიდისათვის თანხმდება ილია ჭავჭავაძის კულტს ,რომელიც რიგითი გლეხის ცნობიერებამდეც კი აღწევს .რელიგია და ეროვნულება პროტესტის ფარული ქოლგის 2 მეტნაკლებად ნებადართული სუბიექტია.ამდენად გასაკვირი არაა, შემდეგში განვითარებული ანტისაბჭოთა კონსერვატიული იდეოლოგიის შესაბამისი საზრისი- ენა,მამული,სარწმუნოება რაციონალური ელემენტების გარეშე.

პერესტროკა, ვულკანის ამოფრქვევის ეტაპი

იმპერია მსხვრევას იწყებს. ქართული ბოლშევიკური ელიტა დროში იკარგება, ინტილიგენცია მასთანაა მიწებებული..ასეთ გაუგებრობაში დისიდენტების ვიწრო ჯგუფი ხდება ეროვნული დროშის ფლაგმანი.

ამ პერიოდში იმდენად იტაცებს ქართველ კონსერვატორებს პატრიოტიზმის თემა, საერთოდ ავიწყდებათ ეკონომიკის ფუნქცია და არათუ მემარცხენე პოლიტიკური კონცეფციები,არამედ სოციალურ საკითხებზეც მსჯელობაც კრემლის ოინებად ეჩვენებათ. თითქოს მეორდება ისტორია- საუკუნის დასაწყისში სოცდეკების მოუმზადებლობას მიმდინარე გამოწვევებისადმი, მაგრამ ამჯერად შემობრუნებული რაკურსიდან.....წინანი უკან დგებიან, უკანანი წინ.....

 

პოსტსაბჭოური ერა

 

კონსერვატიზმი მარცხდება, ბოლშევიკების მიერ აღზრდილი ნომენკლატურული ოლიგარქია ხელისუფლებას იბრუნებს ,მაგრამ იდეოლოგიად ეროვნულ თემას იტოვებს.....

შევარდნაძიზმი კორპორაციული ინტერესების აპოლოგიაა,ის შორს დგას ღირებულებებისაგან .ამდენად მისი შემდგომი ფიასკო უნდა შეფასდეს კლეპტოკრატიის კრახად,

მისი „ნაცმო“ მემკვიდრეები მხოლოდ სიმკვეთრეს აძლევენ ნაციონალურ იდეას და თვითონ ხდებიან ერთი პიროვნების ქვეშ გაერთიანებულ კანტორად ,რომელიც ნელ-ნელა კარგავს გავლენას საზოგადოების ფენებში.ბოლოს კი წრე ვიწროვდება, ალტერნატივა ჩნდება და ჩვენ ვართ მომსწრენი, თუ როგორ დაემხო ნაცმოძრაობის ელიტის მმართველობაც საქართველოში.ამ რეჟიმის კრახი გარდაუვალი გახლდათ ზუსტად საკუთარი სოციალური უსაფუძვლობის გამო.

 

დღევანდელი რეალობა

 

ერთ პიროვნებასთან ასოცირებული სერიოზული ცვლილებები იყო ზოგადი განაჩენი ავტორიტარიზმის წინააღმდეგ. დღეს სააკაშვილიც კი საუბრობს ევოლუციური ტრანსფორმაციის იდეის დიდ მნიშვნელობაზე. ...

ასეთ დროს, განვითარების დონე მაღლა იწევს, მიმდინარე მომენტში კვლავ აქტუალური გახდება თემა მარცხნივ თუ მარჯვნივ, როგორი საქართველო გვინდა ...

ქართული კონსერვატიზმი,როგორც იდეოლოგია კრიზისშია . ილიას ლიბერალური ხედვა იმდენად დაშორდა ორიგინალს,რომ დაკარგა მიწიერი სახე. ლიბერალიზმს ეროვნულებმა წაართვეს ილია , აქციეს მედუზას თავად ოპონენტებთან ურთიერთობისას.

„ეროვნულებს“ ასაზრდოებს მისტიკური წარმოდგენები რელიგიაზე და აღარაფერი სხვა , მის ძირში კი ქსენოფობიური და სხვა ანომალიათა ნიშნებიც ჩანს,რაც მასობრივი გავლენის მიუხედავად, კონსერვატიზმს უძლურ მოხუცად წარმოსახავს.

მემარჯვენე ფლანგზე კონსერვატიზმთან მეზობლობას იწყებს „ნაცმო“, რომელიც თავს „პატრიოტულ ელიტად“ მიიჩნევს.მათი სოციალური ველი ის ნომენკლატურაა, რომელსაც წლების განმავლობაში ეყრდნობოდა სააკაშვილი . წიკლაურის ბაგეებიდან „ელიტის „ მოხსენიება ერთგვარი აღქმაა, რომ ისინი დაშორდნენ მასას და სავარაუდო ბილიკად კონსერვატიზმის ელემენტების გამოყენებას მიიჩნევენ.

მემარცხენეების მდგომარეობაც სუსტია. ლეიბორისტული პარტიის სტრატეგიული შეცდომების წყალობით, ქმედითი პოლიტიკური ინსტიტუცია ამ ფლანგზე აღარაა. არადა მიმდინარე პროცესებზე გადამწყვეტი გავლენა იქონია ზუსტად მემარცხენე მოძრაობის ახალმა ტალღამ. სოციალური ქსელების წყალობით წარმოქმნილი ყველაზე მძლავრი ახალგაზრდული ჯგუფის პროტესტის ფასეულობა მათ მოტივაციაშია. ზუსტად ამიტომ მათ შეძლეს ის,რაც ვერ მოახერხეს გაცილებით უფრო პოპულარულმა „ეროვნულმა“ ორგანიზაციებმა . მათ წრეში შეიქმნა „იდეა“- გულწრფელი, ზოგჯერ მიამიტური, თუმცა არა ყალბი.

მემარცხენე გამოწვევები კიდევ უფრო სერიოზულ სახეს მიიღებს. ის რაც წლები ფაქტობრივად აკრძალული იყო, მოდაში შემოდის,თანაც კონსერვატიზმთან შედარებით გაბინძურებული არაა .

ლევაკების დილემა ეროვნულ თემასთან პრობლემაა. მასისგან გამიჯვნა დამოკლეს მახვილივით მათ თავზე მარგინალიზაციის საფრთხეს მოიცავს.ამიტომ თუ უნდათ წარმატება , უნდა გაიაზრონ კონსერვატიზმის იმპულსები საქართველოში.

ლიბერალები ? მათ არ ყავთ გამოხატული პოლიტიკური ლობი და უფრო მეტად არასამთავრობო სექტორს შეეკედლნენ. მაქსიმუმ,რასაც ველი , სუნთქვაა. ჯერ არანაირი იმპულსი პოზიციების დასაბრუნებლად არ აქვთ. იმედია , პოლიტიკური კლიმატის გაჯანსაღების შემთხვევაში ეს ფლანგიც ძალას მოიკრებს, ჯერ? პერსპექტივას ვერ ვხედავ

ასეთ სიტუაციაში მომავალი საქართველოს ღია თუ ფარული ორთაბრძოლა უპირობოდ მემარცხენეობასა და კონსერვატიზმს შორის გავა.

ეს იქნება უფრო „საზოგადოებრივი“ ჭიდაობა და პოლიტიკურ სახეს ალბათ წლების შემდეგ მიიღებს.

რაც შეეხება ნაცებს , მათი ადგილი მემარჯვენე ფლანგის უკიდურეს კიდეში თუ იქნება. არ აქვთ სოციალური ველი, დარჩათ გავლენები, არ დარჩათ იდეა. ის რასაც ქადაგებენ,მასებამდე ვერ მივა. მათი მაქსიმუმი მომავალში ბარიერის გადალახვაა. ისიც მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში. ჩათვალონ გაუმართლათ,ოქროს ხანა ამოეწურათ, ახლა ვერცხლის ჟამია......შემდეგში კიდევ უფრო ჩაიჩოჩებიან .

 

მესმის, ეს თემები დღეს აქტუალური არაა. კვლავინდებურად ელიტებს შორის ჭიდაობა მიდის ,მაგრამ მსჯელობის დაწყებად ღირს.

3 Comments


Recommended Comments

რასც შეეხება გასული საუკუნის დასაწყისის მოკლე შეფასებას ნაწილობრივ ვეთანხმები, არ ვეთანხმები იმაში რომ ეროვნული საწყისი მხოლოდ თავადაზნაურთა ინტერესს წარმოადგენდა: სპირიდონ კედია, მიხაკო წერეთელი(რომელმაც მოახერხა იმ დროის ანარქისტული იდეებში ეროვნული საკითხების პირველ პლანზე წამოწევა) დათა ვაჩნაძე, რეზო გაბაშვილი, ალექსანდრე ასათიანი, ნიკო ნიკოლაძე, ექვთიმე თაყაიშვილი, კონსტანტინე აბხაზი და სხვები მუშაობდნენ ამ საკითხებზე საკმაოდ აქტიურად.....დამოუკიდებლობა მოგეხსენებათ სოც დეკებმა გერმანიისა და ინგლისის ზეგავლენის ქვეშ გამოაცხადეს ამას გარდა საქართველოს მოსახლეობა მენტალურად გადაჩვეული იყო დამოუკიდებელ სახელმწიფოში ცხოვრებას არ ქონდა ამის პასუხისმგებლობის გამოცდილება, ამასთან საქართველომ საგარეო პოლიტიკაში ვერ შეძლო უსაფრთხოების მყარი გარანტიების(როგორიც ბალტიის ქვეყნებმა) მიღება და რუსეთთან დათმობების(ნეიტრალიტეტის) გამოცხადებით გზა გაუხსნა ხელმეორე ოკუპაციას.
ლინკი
რაც შეეხება მემარცხე მემარჯვენეობის თემას ვფიქრობ ეს ნაწილობრივ წარსულის თემაა რადგან კლასიკური გაგებით აღარ არსებობს. ტრადიციულად მემარცენეები ძლიერ პოზიციებს ფლობდნენ ღარიბ ქვეყნებში სადაც უმრავლესობას საშუალო კლასი არ წარმოადგენდა და სოციალური დემაგოგია პოპულარული იყო(ასეთებია ლათინური ამერიკის ქვეყნები, ნაწილობრივ-იტალია ესპანეთი, აღარაფერს ვამბობ პაკისტანსა და ინდოეთზე სადაც ისეთი ჰიბრიდებია რომ ...) მემარჯვენე ქვეყნები კი შესაბამისად სადაც საშუალო კლასი მოსახლებოის 40% ნაკლები არაა და მეწარმის ინტერესების დაცვით ეკონომიკაც ვითარდება...ასეთებია ინგლისი მისი დომინიონები, აშშ, იაპონია, ...საქართველოში ამავე მიზეზით რომ საერთოდ არავითარი სოც ფენა არ არსებობს აგრეთვე წარსულში ჩარჩენილი რეტროგრადი არისტოკრატია(რუსეთის ძველი ტრუბადური) რომელიც ყოველგვარი ხერხით ცდილობს თავისი მნიშვნელობისა და გავლენის შენარჩუნებას გადაულახავი წინააღმდეგობა აღმოჩნდა პოლიტიკური კულტურის განვითარების საკითხში.
ლინკი
საქართველოს სინამდვილეში ვფიქრობ ორი პოლიტიკური გავლენის არისტოკრატიის ჩამოყალიბებამდე ქვეყანა იქნება დაქსაქსული უმიზნო და ღატაკი-სხვა ქვეყნების შემყურე რომელთაც სიამოვნებით მოემსახურებიან ზემოთ ხსენებული რეტროგრადი-არისტოკრატები(როგორც მოვლენებმა აჩვენა ეს თითქმის უკვდავი პარაზიტთა დაჯგუფებაა რომელთაც გადარჩენის დიდი გამოცდილება დაუგროვდათ). ამ ორი ახალი პოლიტიკური არისტოკრატიიდან ერთი უნდა იყოს მემარჯვენე ტიპის ლიბერალური დაჯგუფება რომელიც საშუალო კლასის ინტერესების გამომხატველი იქნება და მეორე სამხედრო არისტოკრატია რომელიც სოციალურად სუსტ მოსახლეობას შეთავაზებს პატრიოტულ ინტერესებს და ღირსეულ დასაქმებას თავდაცვის ინფრასტრუქტურაში ეს სამუშაო(ამ ორი ცენტრის შექმნა) გარდაუვალია და მოიცავას დროს დაახლოებით 20წლამდე რის შემდეგაც ქვეყანას ბევრი პრობლემა მოეხსნება. სამწუხაროდ ზემოთ ჩამოთვლილ მიზეზებს ქვეყნის განვითარებას რაც აყოვნებს ემატება დღევანდელი ეკლესია რომელიც უკვე ორი ათეული წელია ბიზანტიურ თამაშებს თამაშობს და სერიოზულად უთხრის ძირს ქვეყნის ერთიანობასა და დამოუკიდებლობას აქაც რეფორმებია საჭირო და წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ორგანიზაციის დაფინანსების შეწყვეტა(მხოლოდ ძეგლთა დაცვის ფინანსირების დატოვებით).
ლინკი
×
×
  • შექმენი...