საქართველოსთან ჩხირკედელაობა მკვდარი ნომერია
წყარო:
http://news.ge/ge/news/story/34446-saqartvelostan-chkhirkedelaoba-mkvdari-nomeria
რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატი პაატა ზაქარეიშვილი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მარიონეტული ხელისუფლების განცხადებას აფასებს. ცხინვალში აღნიშნავენ, რომ ჟენევის დისკუსიის ფარგლებში საქართველოსთან საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხი დააყენეს.
”ასეთ არასერიოზულ საკითხებს არ უნდა ავყვეთ. ამ ტიპის საკითხების ინიციატორებს უნდა ვუთხრათ, რომ ეს მკვდარი ნომერია. თუმცა, არ უნდა დავამციროთ, შეურაცხყოფა არ უნდა მივაყენოთ,”- ამბობს პაატა ზაქარეიშვილი, - ვეტყვით, რომ თავს, რატომ იწვალებენ, ან ჩვენ რატომ გვაწვალებენ - ისეთ საკითხებს, რატომ აყენებენ, რომლებზეც აუცილებლად უარი უნდა ვუთხრათ. მათთან ისეთ ურთიერთობას მოვახერხებთ, რომ ასეთი უშედეგო ნაბიჯები იშვიათად გადადგან.”
როგორც ზაქარეიშვილი ამბობს, საქართველო, როგორც კი დემოკრატიზაციის გზას დაადგება, ამ ტიპის ჩხირკედელაობა მათ არანაირ სარგებელს არ მოუტანს.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.