Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    222
  • comments
    48
  • views
    549.509

თბილისში მდებარე პარლამენტის შენობის პრივატიზაცია შეჩერებულია


lasha_alo

2.089 views

123.jpg

 

- ამის შესახებ "მაესტროს" პრესკლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

ის დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ ამ შენობის გასხვისება უკვე მომხდარია.

"სამწუხაროდ, უკვე მოხდა შენობის გასხვისება, თუმცა პრივატიზაციის პროცესი შეჩერებულია, სხვა დეტალებს ვერ მოგახსენებთ. ძალიან სამწუხაროა, რომ პარლამენტის შენობა, სადაც ქვეყანამ დამოუკიდებლობის აქტი მიიღო ასე ნაჩქარევად გასხვისდა. ეს იყო შეცდომა", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

რაც შეეხება ქუთაისში მდებარე პარლამენტის ახალ შენობას, მინისტრობის კანდიდატმის განმარტებით, ქუთაისი პირადად მისთვის სათაყვანებელი ქალაქია, თუმცა ფიქრობს, რომ პარლამენტის გადატანით ამ ქალაქის განვითარება მხოლოდ ”ხელოვნური ზომებით” ხდება.

ამასთან, მინისტრობის კანდიდატის თქმით, სტრატეგიული ობიქეტების სია უნდა გადაიხედოს, რადგან არსებობს ობიექტები, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, არ შეიძლება სახელმწიფომ გაასხვისოს.

 

http://www1.interpre...cherebulia.html

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...