Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    33
  • comments
    32
  • views
    82.034

მეტი ზიანი ხალხს


atrava

2.587 views

საარჩევნო ვნებათაღელვა ნელ–ნელა ცხრება. სულ რამდენიმე დღეში ცესკო გამოაცხადებს საბოლოო შედეგებს. მმართველი რეჟიმი მართალია ნელა, მაგრამ შეუქცევადად, უშვებს ხელიდან განუზომელი ძალაუფლების ბერკეტებს. ხალხის ნებასა და რეჟიმს შორის ბრძოლამ ახალ სტადიასა და სიბრტყეებში გადაინაცვლა. იმის გამო, რომ სანამ ახლადარჩეული პარლამენტი მიიღებს ოფიციალურ უფლებამოსილებას, მანამდე, როგორც ჩანს არსებული რეჟიმი ცდილობს ისრგებლოს არსებული “განუკითხაობის” მომენტით და ცდილობს დარჩენილ დღეებში მეტი სარგებელი მიიღოს საკუთარი ფინანსური მდგომარეობის გასამყარებლად. ამის მაგალითი ყოველდღიურობაში ნათლად ჩანს: ჯერ ერთი პურსა და პურპროდუქტებზე ფასი დაახლოებით 11%–ით მოიმატა. ეს იმ დროს, როდესაც შეიმჩნევა საწვავზე ფასების გაიაფების ტენდენცია. მართალია არ გაუძვირებიათ ელექტროენერგია და გაზი, მაგრამ გახშირდა შემთხვევები რამდენიმე საათობით გარკვეული რაიონების ელექტროქსელებიდან გათიშვისა. არჩევნებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ბათუმის რამდენიმე უბანს ელექტროენერგია რამდენიმე საათის განმავლობაში არ მიეწოდებოდა. მიზეზად დასახელდა ის, რომ თითქოს გზის მშენებლობისას ბულდოზერმა ძალოვანი კაბელი დააზიანა. ინფორმაციის დასაზუსტებლად ცხელ ხაზზე დარეკვას არანაირი შედეგი არ მოჰყვა, უბრალოდ იმ მიზეზის გამო, რომ ზარს არავინ პასუხობდა. ბათუმის ზოგიერთ მაღაზიაში ვერ მიიღეს ე.წ. ხელვაჩაურის პური იმის გამო, რომ ამ რაიონში მთელი ღამის განმავლობაში არ მიეწოდებოდათ ელექტროენერგია.

საპარლამენტო არჩევნებში დამარცხებას ადგილობრივი თვითმმართველობები თავისებურად შეხვდნენ: მაგალითად ბათუმში დაიწყეს სადარბაზოებში განათების დაყენება. ეს ერთის მხრივ მისასალმებელი ფაქტია, რამდენიმე მაგრამ რომ არა: პირველი ხშირ შემთხვევაში სართულებზე განათების პლაფონები არ მუშაობენ. მეორე კი ის არის, რომ სავსებით შესაძლებელია ეს პლაფონები მრავალსართულიანი კორპუსების ბინადართა ყოფითი დაპირისპირების მიზეზი გახდეს, იმიტომ რომ ისინი ლიფტების მრიცხველს მიაბეს. იმ კორპუსებში სადაც ლიფტით სარგებლობა ფასიანია ელექტროენერგიის გადახდაზე პრობლემა არ არსებობს. მაგრამ იქ სადაც უფასო ლიფტია აქ კი პრობლემები შეიქმნება, რადგან, როგორც ცნობილია ლიფტების უმრავლესობა მოქმედებს მხოლოდ მე–2 ან მე–3 სართულს შემდეგ. ამის გამო ამ ორსი სართულის მაცხოვრებლები არ იხდიდნენ ლიფტის მიერ გახარჯულ ელექტროენერგიის გადასახადს. ისმის კითხვა მიიღებენ თუ არა ეს ოჯახები, ამ ელექტროენერგიის დანახარჯის ანაზღაურებაში მონაწილეობას? და მეორეც – რამდენიმე სართულზე თითქმის ყველა სადარბაზოში ახლადაყენებული პლაფონები არ მოქმედებს.

აქ კიდევ შეიძლება ერთი კითხის დასმაც: არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, ბათუმში მოქმედი ლიფტების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში რამდენიმე მრავალსართულიან კორუსის ამხანაგობებმა უკვე შეკრიბა და ჩარიცხა ის თანხები, რაც პროგრამით მოსახლეობას უნდა გადაეხადა. ლიფტების კაპიტალური რემონტი სექტემბრის შუა რიცხვებიდან უნდა დაწყებულიყო, მიუხედავად ამისა მოსახლეობა კვლავ ავარიული ლიფტებით სარგებლობს.

მართალია, ნაციონალურმა მოძრაობამ წააგო საპარლამენტო არჩევნები, და მათი ძირითადი სლოგანი ჰაერში დარჩა გამოკიდებული… მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი ჩამოცილებულნი არიან მმართველობას. მათ ხელში ჯერ კიდევ რჩება მართვის კოლოსალური აპარატი – ადგილობრივი თვითმმართველობები, ამიტომ უნდა მოეთხოვოს ნაცმოძრაობას აღებული ვალდებულებების 100%–იანი შესრულება. ან მოვითხოვოთ თვითმმართველობის ვადამდელი არჩევნები. წინააღმდეგ შემთხვევაში სავსებით შესაძლებელია ადგილობრივი თვითმმართველობები ფართომასშტაბიანი საბოტაჟის ცენტრები გახდეს.

1 Comment


Recommended Comments

×
×
  • შექმენი...