Jump to content
Planeta.Ge

ახალი ათონის ზღისპირა პარკის ბინადარი, თითქმის, ყველა გედი ძაღლებმა დაგლიჯეს


ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ ახალ ათონში, ზღვისპირას მდებარე ხელოვნურ ტბაში მობინადრე 24 გედიდან ცოცხლად მხოლოდ 6 გადარჩა, აქედან 1 თეთრი და დანარჩენი - შავი. სამწუხაროდ, 19 გედი ქუჩის ძაღლებმა დაგლიჯეს. 

ამის შესახებ სოციალურ ქსელში ერთ-ერთი აფხაზური ჯგუფი იუწყება.

იქვე წერენ, რომ ახალი ათონის პარკის ადმინისტრაცია მალე ახალი გედების ყიდვას გეგმავს. 

ინფორმაციას მოქალაქეების მხრიდან უკმაყოფილო და არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ერთნი უპატრონო ძაღლების დახოცვას და მათგან პარკის გათავისუფლებას ითხოვენ, მეორენი ძაღლებზე თავდასხმას აპროტესტებენ და მიიჩნევენ, რომ მომხდარზე პარკის ადმინისტრაციაა პასუხისმგებელი, რადგან სათანადო ყურადღება არ გამოიჩინეს.
,,მათ შეეძლოთ მშიერი ძაღლები დაეპურებინათ და ისინი გედებზე არ გაიწევდნენ. სამწუხარო ისაა, რომ აფხაზეთში ძაღლები და კატები არ უყვართ." 

,,ძაღლები დაინდეს და გედები დაღუპეს. ახლა, როცა გედები აღარ დარჩა, ის ძაღლები ადამიანების დაგლეჯაზე გადავლენ."

,,ქუჩის ძაღლები დაძრწოდნენ ყველგან, ფეხს ვერც პარკში და ვერც სანაპიროზე დადგამდი. ისინი ადგილობრივებსაც და სტუმრებსაც აშინებდენ."

,,თუ უპატრონო ძაღლების პრობლემას არ მოაგვარებენ, რად უნდათ ახალი გედები რომ იყიდონ, ისევ მათ შესაჭმელად?" - წერენ აფხაზები კომენტარებში.

ახალი ათონის ზღვისპირა პარკი და ხელოვნური ტბა ჯერ კიდევ 1880 - ან წლებში იმ ბერებმა გააშენეს, რომლებიც ახალი ათონის სიმონ კანანელის მამათა მონასტრის დაარსებაში იღებდნენ მონაწილეობას. თავდაპირველად ისინი ტბას თევზსაშენად იყებდნენ და სხვადასხვა ჯიშის თევზს ამრავლებდნენ, რომლითაც თავად იკვებებოდნენ. 

ახალი ათონის ზღვისპირა პარკი დამთვალირებელთათვის ოფიციალურად 1910 წელს გაიხსნა, მაშინ როცა აფხაზეთს რუსეთიდან სტუმრად რომანოვების სამეფო ოჯახი ეწვია.

საბჭოთა პერიოდში პარკს სხვადსხვა ზომისა და სახის თაბაშირის რამდენიმე სკულპტურაც შეემატა, მოგვიანებით კი ხელოვნურ ტბაში თეთრი და შავი გედებიც გაუშვეს, რის შემდეგაც მას ,,გედების ტბად" მოიხსენიებენ.
ახალი ათონის ზღვისპირა პარკი და ,,გედების ტბა" ქალაქის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს, რომელიც ადგილობრივებსაც და ტურისტებსაც ერთნაირად იზიდავს. 

Edited by ირმა-იტი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...