Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    70
  • comments
    34
  • views
    313.073

სტუდენტების კვალდაკვალ


lasha_alo

2.361 views

პროტესტი პროტესტად და ეს დღეები სტუდენტებმა კარგად მავარჯიშეს . ადვილი არ ყოფილა ახალგაზრდებთან ერთად აქტიური მოძრაობა....

სამაგიეროდ, უკვე საშუალო ასაკის უპირატესობასაც ვგრძნობ.... გაცილებით კრიტიკულად ვაფასებ პროცესებს, ვიდრე 20 წლის წინ....

გუშინდელი დღის ქრონიკა

 

მისვლისთანავე უნივერსიტეტის ეზოში ჩვეულობრივი წინასააქციო განწყობილება დამხვდა: ეზოს მიმდებარე მხარეს ერთმანეთში მოჭუკჭუჭე პატარა ჯგუფები და აქციისათვის მომზადების პროცესში მყოფი ორგანიზატორები.

 

shek.jpg

 

 

არ გამომპარვია კამათიც,

კამერით არ მივუახლოვდი,მაგრამ დაახლოებით გასაგები გახდა რეალობა-დღის ტემპერატურა მაღალი იქნებოდა....

 

აქციის დასაწყისმა მომიტინგეები დააბნია.

 

პერფომანსი, რომელიც ბიჭებმა დადგეს ადვილი აღსაქმელი ვერ გამოუვიდათ. ასეთი ემოციებით დატვირთული აუდიტორიის წინაშე სისხლით ტანსაცმელზე წარწერის გაკეთება კატეგორიულად მიუღებელია, თავიდანვე გასაგები უნდა ყოფილიყო "რიტუალი" კონტექსტიდან ამოვარდებოდა.

 

იყო მცირე კონფლიქტიც, 10 წუთიანი შეტაკება.

 

 

არ ვიცი ის მეორე ჯგუფი რას წარმოადგენს, მაგრამ ფიზიკური ძალის გამოყენება და აქციის "პერეხვატის" მცდელობა ძალიან ცუდად გამოუვიდათ.

 

როცა ორგანიზატორი სხვაა, ხარ სტუმარი. არ მოგწონს მასპინძელი? წადი ან ორგანიზატორებთან გაარკვიე ურთიერთობა.

 

სტუდკომსომოლს მეტი კი არაფერი გაუკეთებია? რითი ხარ მაშინ უკეთესი?!

 

ამის მერე მორალისტობა და აქციის გაურკვეველი მიმართულებით წაყვანის მცდელობა ხომ საერთოდ...

 

მთავარია ახალგაზრდებმა ერთმანეთში ურთიერთობა მალე გაარკვიეს და მსვლელობის ახალი მიმართულება "მოდულის" შენობა გახდა.

 

კადრებს დააკვირდით. მომიტინგეების რაოდენობა სტიქიურად იზრდება. არანაირი განსაკუთრებული მობილიზაცია, ადამიანების სოლიდარულობა ძალიან მაღალია.

მოდულთან მიტინგი ასევე მოსალოდნელი ტექსტებით მიდიოდა, იყო ბუნებრივი ემოციური განწყობილება

 

კადრებში დაფიქსირებული რუპორებიანი მანქანის მისია ვერ დავადგინე.

 

ჯერ მომიტინგეების შიგნით კარგი უფლებამოსილებივით შემოიჭრნენ, შემდეგ წამოვიდა გზავნილი, რომ აქედან მიემართათ მომიტინგეებისათვის. მით უფრო ძალიან უცნაური იყო სტუდენტურ პროტესტის ბექგრაუნდად "ჩემო კარგო ქვეყანავ" მოტივების არჩევა.

 

თავდაცვის სამინისტროდან კოლონა იუსტიციის სახლისკენ დაიძრა

 

,მაგრამ ზუსტად იმ ჩემთვის გაურკვეველი მანქანიდან გაისმა მასის გაყოფის მოწოდება. ვის მოუვიდა ტვინში საპატრიარქოსკენ ლაბორატორიის აქციის წაყვანა? ეს ხომ აბსურდი და პირდაპირი პროვოკაცია იყო. ნებსით? უნებლიედ? არ დავდებ თავს

 

მიტინგი აიჭრა, დრო დაჭირდა გონზე მოსვლას. ლაბორატორიამ ამ შემთხვევაში მიიღო ყველაზე მართებული გადაწყვეტილება და უნივერსიტეტისკენ წავიდნენ.

მე ცოტა დავიღალე და სახლისკენ გავწიე . გზაზე, კოლმეურნეობის მოედანთან პოლიციელების დიდი "ბატალიონი " დამხვდა...

კამერით არ გავრისკე, ტელეფონით გადავიღე

http://youtu.be/w72ItuBhYxs

აქციის ვაკეში გადანაცვლების პარალელურად , პოლიციელებმაც იქით გაიწიეს.

თსუში კი დაგეგმილი კონცერტი გაიმართა. სისტემამ ახალგაზრდული სილა მიიღო.

სანდრო ცაგარელის დაკავება ბოღმის ნთხევად თუ გამოდგა. ვერ "გაქაჩეს" მისი დასჯა. ამ დღის ბოლო აკორდად ეს სურათი გამოდგება

393670_318809941549741_1594260016_n (1).jpg

სისტემა უნდა დაინგრეს!

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...