Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    33
  • comments
    32
  • views
    82.177

განხეთქილება მმართველ გუნდში თუ?


atrava

2.266 views

ორი დღე საკმარისია იმისათვის, რომ ემოციები ოდნავ დაცხრეს და მოვლენებს საღი თვალით შევხედოთ და გავაანალიზოთ. თანაც, ამ ორ დღეში მრავალი ისეთი ინფორმაცია ჟღერდება, რომ ძლიერი ემოციური ფონი, რომ არა ქართული საზოგადოება შესაძლოა ემოციურ კოლაფსში აღმოჩენილიყო. ამ ინფორმაციებზე დაყრდნობით, მოვლენების შემდგომი განვითარების რამდენიმე შესაძლო ვარიანტი, თავისი უსასრულო ვარიაციებით, შეიძლება წარმოვიდგინოთ.

 

ვარიანტი პირველი

განხეთქილება მმართველ გუნდში

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პატიმართა წამების გარშემო გაკეთებული განცხადება, რომელიც ფაქტიურად გაკეთდა მანამ, სანამ სიუჟეტები ტელევიზიებით გადაიცემებოდა, იმის მიმანიშნებელი იყო, რომ მმართველ გუნდში საქმე მთლად ისე ვერ იყო დალაგებული, როგორც ამას მთელი ამ წლების განმავლობაში ჩაგვჩიჩინებდნენ. მოგვიანებით, ამ საქმის გარშემო პრემიერ–მინისტრის გვარის გაჟღერებამ ერთ პატარა დასკვნამდე მიმიყვანა: მიმდინარეობს შიდაგუნდური ბრძოლა ზეგავლენისათვის. ამ კონტექსტში, როგორც ჩანს ერთმანეთს უპირისპირდებიან ე.წ. ახალაიების კლანი და პრემიერ–მინისტრი. რადგან სასჯელაღსრულებითი სისტემა იუსტიციის სამინისტროს გავლენის სფეროში შედის, ამიტომ სავარაუდოა, ეს აქტი ასევე იუსტიციის მინისტრის ახალაიების კლანისაგან ჩამოცილებას ემსახურებოდეს. ნებისმიერ შემთხვევაში “გამარჯვებული” გამოვიდა ის, ვინაც პატიმართა წამებისა და გაუპატიურების შესახემ ვიდეო მასალა გადააგზავნა უცხოეთში.

მიუხედავად ამისა, ერთი მაგრამ აქაც რჩება: ბაჩო ახალაიამ, ორდღიანი პორტუბერაციების მიუხედავად, არა თუ შეინარჩუნა თანამდებობა, არამედ კვლავ აღიდგინა კონტროლი პენიტენციალურ სისტემაზე. როგორც ამბობენ ეს დროებითი მოთი მოვლენაა, მაგრამ ვინ იცის…

 

ვარიანტი მეორე

არჩევნების გაუქმება და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება

ამ ორი დღის განმავლობაში ემოციურმა დონემ საქართველოში პიკს მიაღწია. ეტყობა ხელისუფლებაში იყო ვარაუდი, ემოციურ ფონზე სავსებით შესაძლებელია, რომ მოსახლეობა არ დაკმაყოფილებულიყო მძლავრი საპროტესტო აქციებით… დაიწყებოდა არეულობა, ბუნტები… ხელისუფლება “იძულებული” გახდებოდა ქვეყანაში საგანგებო ვითარება გამოეცხადებინა, განუსაზღვრელი ვადით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პარლამენტი აღარ იფუნქციონირებდა, პრეზიდენტი გახდებოდა “უპრაგონო” სუზერენი განუსაზღვრელი ვადით.

ამ ვარაუდს ამყარებს სოზარ სუბარის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებაც. რომლის მიხედვითაც თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით ახალაიამ თბილისში 20 კონსპირაციულ ბინაში მოაწყო იარაღისა და ტყვია–წამლის საწყობები. ამასთან თუ გავიხსენებთ იმასაც, რომ ზოგიერთ რაიონში იქმნებოდა გაურკვეველი წარმომავლობის, ნახევრადგასამხედროებული ფორმირებები და ხდებოდა მათი წვრთვნები, ადვილი მისახვედრი ხდება თუ რისთვის სჭირდება ხელისუფლებას ეს ყველაფერი.

მაგრამ ისე არ წვიმს, როგორც ქუხსო – უთქვამს ბრძენ ქართველს. ქართული საზოგადოება ამ გამოცდა წარმატებით აბარებს: ხელისუფლებას არ აძლევს საფუძველს საგანგებო მდგომარეობის შემოღებაზე ფიქრისაც. ამიტომ უნდა გვახსოვდეს ბიძინა ივანიშვილის მიერ დუშეთში გამოსვლისას მოცემული რჩევა: შევინარჩუნოთ სიმშვიდე და არ ავყვეთ პროვოკაციებს…

თუმცა ოპოზიციის სახელით, ხელისუფლების მხრიდან პროვოკაციები მაინცაა მოსალოდნელი.

 

 

ვერსია მესამე

ნაკლებსავარაუდო: სისტემური კრახი

ხელისუფლება სისტემურ ნაკლზე ალაპარაკდა. აღიარებს რა საკუთარ ნაკლოვანებებს მხოლოდ ერთ სექტორში, ამით მოსახლეობის ყურადღების გატანას ცდილობს სხვა პრობლემებიდან, რათა დაიტოვოს მოსაფიქრებლად დრო იმისათვის თუ როგორ იმოქმედოს საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რადგან მიუხედავად ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისა, ნაცმოძრაობის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შანსი დღითი დღე უფრო მცირდება. ამასთან, აღარც ევროპა დაუჭერს “ქართული აბუგრეიბის” ავტორ პარტიას და მის ხელმძღვანელობას მხარს.

ჩვენს ხელისუფალს უყვარს ლაპარაკი კომპიუტერიზაციაზე, მაღალ ტექნოლოგიებზე… ის კი რჩება მხედველობიდან, რომ თუ პროგრამაში სისტემური შეცდომა ან ნაკლია, სისტემა ჯერ ცუდად მუშაობს, ხოლო შემდეგ საერთოდ ითიშება. მოცემულ შემთხვევაში ხდება სისტემის ახლით შეცვლა.

ჩვენს ქვეყანაში კი ვითარება ისე წარიმართა, რომ ახალი სისტემა ხელისუფლებაში ჯერ ვერ მოიფიქრეს და თანაც არ სურთ ძველთან განშორება. ამის დასტურია ის, რომ ბაჩო ახლაია ჯერ კიდევ ინარჩუნებს ყველა ასპექტში საკმაოდ მომგებიან თანამდებობას.

“სისტემური კრახი” ნაკლებსავარაუდოდ მიმაჩნია რამდენიმე მიზეზის გამო: ჯერ ერთი ხელისუფლება არ ცდილობს რაიმე მეტნაკლებად მისაღები გამოსავლის ძიებას. არ ცდილობს ამ სისტემის შეცვლას. აქცენტები გადატანილი აქვს მხოლოდ და მხოლოდ მობოდიშებასა და უშუალო მონაწილეების დასჯაზე… მითუმეტეს, თუ “სისტემური კრახზე” საუბრობს ამ სისტემის შემქმნელი, პრეზიდენტი სააკაშვილი, ეს იმის მაუწყებელია, რომ მისი ეს განცხადება უბრალოდ დეკლარაცია იქნება მომხდარისა.

 

ბოლო ვერსია

ესეც ნაკლებსავარაუდო: მონანიება

ისტორიული მაგალითები გვასწავლის რომ არ არსებობს მონანიე ხელისუფალი: საფრანგეთში იაკობინური დიქტატურა ჯერ დირექტორიამ, ხოლო შემდეგ ნაპოლეონის მმართველობამ შეცვალა. ხოლო ნაპოლენი კი ისე მიიცვალა, რომ პირზე მხოლოდ ჟოზეფინას სახელი ეკერა. ფრანკომ ესპანეთი ისე გადაულოცა მონარქებს, რომ ერთხელაც არ გამოუთქვამს წუხილი იმ უბედურებების გამო, რაც მან დაატეხა თავს რესპუბლიკურ ესპანეთს. არც პინოჩეტს გამოუთქვამს წუხილი იმის გამო რაც მან გააკეთა ჩილეში. არც ყოფილი სსრკ–ს პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტი გამოთქვამს წუხილს იმაზე, რაც მისი მმართველობის პერიოდში მოხდა რესპუბლიკებში. და ვერავინ ვერ დამარწმუნებს იმაში, რომ ვენი ხელისუფალნი ამით ინანიებდნენ თავის დანაშაულებრივ ქმედებებს.

 

 

P.S. თუ ვინმეს გაუჩნდა შენიშვნები ან წინადადებები დამიკავშირდით ფეისბუქით ან skype-თი atrava12.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...