Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    18
  • comments
    27
  • views
    83.301

სახეობა 8472


urfinjus

3.656 views

blog-0978075001348045331.jpgჯინ როდენბერის ფილმში "Star Trek " არი ერთი სახეობა რომელიც თხევად კოსმოსში ცხოვრობს, ამ სახეობას პირობითად 8472-ს ეძახიან. ერთადერთი რაც განასხვავებს ამ უცხოპლანეტელებს სხვებისაგან ეს შეუწყნარებელი დესტრუქციული ქმედებებია სხვების მიმართ რომლის მიზანიცაა ყველას და ყველაფრის ტოტალური განადგურება. სწორედ ამ სახეობას მახსენებს საქართველოში ვერ და არშემდგარი ადამიანთა ჯგუფები რომლებიც თავს ოპოზიციას უწოდებენ......2007 და 2011წლების რუსული აჯანყების შემდეგ რომელიც ქართულმა საზოგადოებამ არ მიიღო, საქართველოში ჩამოვიდა რუსეთში გამდიდრებული ადამიანი რომელიც დიდი მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების შემდეგ სათავეში ჩაუდგა სახეობა 8472-ს. რუსული გიგანტური ფულადი სახსრების ინექცია სახეობა 8472-ისათვის დაახლოებით გავს თალიბანისათვის ალქაიდასათვის და ჰესბოლასათვის ატომური იარაღის გადაცემას. ევროპელებთან პოზიორობას შეჩვეულმა საქართველოს ხელისუფლებამ ამ შეძლებული რუსი ოლიგარქის გამოჩენითანავე საჭიროდ არ ჩათვალა დაესვა ლეგიტიმური კითხვები ამ თანხების წარმომავლობის შესახებ იმ ქვეყნიდან სადაც არავითარი კანონი და სამართალი არ არსებობს ეს მომავალში აღმოჩნდა ერთერთი უსერიოზულესი შეცდომა რადგან ცნობილია რომ ვინც რუსეთში 100 000 მეტს აკეთებდა და არ თანამშრომლობდა რუსეთის ერთადერთ ორგანიზაციასთან ფეესბესთან(ეს ორგანიზაცია აკონტროლებს ხელისუფლებით დაწყებული და ბიზნესით დამთავრებული ყველაფერს რუსეთში) ან ციხეში აღმოჩნდა ან ემიგრაციაში გაიქცა. ამიტომ ჰიპოტეტურადაც კი იმის დაშვება შეუძლებელია რომ თანამშრომლობისა და გამორჩეული ლოიალობის გამოჩენის გარეშე ფეესბე უცხო ქვეყნის მოქალაქეს(მით უმეტეს კავკასიელს) უფლებას მიცემდა მილიარდები ეშოვა ბიზნესში(ამ შემთხვევაში ვაჭრობაში თორემ ეს ადამიანი არ იყო შემჩნეული მედიცინაში, ფიზიკაში ან სხვა რაიმე დისციპლინაში გამორჩეული ნიჭით). ჩამოსვლისას ამ ადამიანმა დაიწყო პატარ-პატა საჩუქრებით უსახსრებოდ დარჩენილი წითელი არისტოკრატიის შესყიდვა რასაც "ქველმოქმედებას" ეძახდნენ თავიდან მაგრამ პოლიტიკაში გამოჩენისთანავე ნათელი გახდა რატომ გაიცა ეს თანხები და ვისთვის. აქ იქუხა სიზარმაცესა და უნიჭობით დაძინებულმა სახეობა 8472-ის გენიამ და დაიწყო სახელმწიფოს განადგურების მოსამზადებელი სამუშაოები: ეხლახანს ციხის შიგნით მომხდარი ამბები რომელიც დიდი ხანია მზადდებოდა მხოლოდ დასაწყისად შეიძლება ჩაითვალოს იმ შავი ფიარის უსაზღვრო ჯაჭვისა რასაც რუსული ფული მისი მატარებელი და სახეობა 8472 ამზადებს და ახორციელებს საქართველოში....."ჩქარა ვმოძრაობ, კიბეებზე სწრაფად ავდივარ, ზოგიერთ საფეხურს ვახტები კიდეც....არცერთი საფეხური ამას არ მაპატიებს". გერმანელი მისტიკოსის დღიურიდან......როდესაც არ კითხულობ საიდანაა ფული არ გაგიკვირდეს რომ ამ ფულით ნაჭამი სადილში(მნიშვნელობა არა აქვს შენ მიირთვი თუ შენმა მეზობელმა) გადასახდმა შეიძლება სულ სხვების კისერზე გადაიაროს და ვერ შეუსაბამო გადასახადი. ხოლო სიცარიელით და საკუთარი მნიშვნელობის მტკივნეული დაკნინების აღქმის გამო 21საუკუნეში მცხოვრები სახეობა 8472 აუცილებლად გაანადგურებს ყველაფერს თუ ვინმემ მათი ფინანსური ინექცია არ შეაჩერა და ეს მხოლოდ არჩევნებს არ ეხება.
×
×
  • შექმენი...