ღამის პროტესტი
ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანი ნაკლებად მეგულება, ვინც შეეცდება გაამართლოს ან არ აღშფოთდეს იმ კადრებზე, რაც ვიხილეთ
http://planeta.ge/topic/70749-ეს-ყველამ-უნდა-ნახოთ/
1 საათში დაანონსებული პროტესტი საკმაოდ შთამბეჭდავი აღმოჩნდა და მოიცვა საზოგადოების ყველა ნაწილი.
ერთი შეხედვით თითქოს არაფერი, მილიონიან ქალაქში ადამიანების გარკვეული ჯგუფი შეიკრიბა,მაგრამ ეს მოხდა სტიქიურად,ღამის პერიოდში
შეხვედრაზე არ იყო ყალბი სახეები. აბსოოლიტურად ყველა მომსვლელს ეტყობოდა მომხდარის გამო სერიოზული წუხილი . აქ იყვნენ "ოცნების" მხარდამჭერები, არასამთავრობო სექტორის აქტივისტები, "ლაბორატორია 1918"ს ჯგუფი , პოლიტიკოსები,ხოლო უმეტესწილად ჩვეულობრივი მოქალაქეები.
როგორც ასეთ სპონტანურ შეხვედრებს ჩვევიათ,პროტესტის გამოხატვის კონტროლი არ იყო რომელიმე ერთი "ცენტრის" ხელში.იყო განსხვავებული მოთხოვნები.საბოლოოდ გაიმარჯვა დაცი ცაგურიას შემოტანილმა ვარიანტმა და უმრავლესოა შეთანხმდა ,რომ დილის 12.00 მოხდება აქციის გაგრძელება.
გამაკვირვა ერთმა, რა დროს ლექსები და სადღეგრძელოებია. ასეთი უცნაურობებიც მრავლად იყო .
იმედი მაქვს, ხვალ უფრო კონკრეტული მოთხოვნის სახე ექნება. უნდა გადადგეს ხათუნა კალმახელიძე და ბაჩო ახალაია. ამ 2 სულიერს შუბლის ძარღვი დიდი ხანია გაწყვეტილი აქვთ,თუმცა სკანდალი ზედონისაა და პასუხისმგებბლობის საკითხი გარდაუვალია
დანარჩენ სურათებს ფეისბუქის პეიჯზე ავტვირთავ . ბმულს ატვირთვისთანავე დავამატებ.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.