Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    33
  • comments
    32
  • views
    82.177

მმართველი გუნდის ცუდი მეხსიერება


atrava

1.702 views

ძალიან კარგად მახსოვს ის დრო, როდესაც საქართველოს მოქალაქეთა კავშირი და და აღორძინება უნისონში აძაგებდა ნაციონალურ მოზრაობას, სამთავრობო ტელევიზიები, მხედველობაში მაქვს პირველი არხი და აჭარა ისევე აძაგებდნენ ახლად შემდგარ პოლიტიკურ ორგანიზაციას, როგირც დღეს 5 სამავრობო ტელევიზია: რუსთავი 2, იმედი, პირველი არხი, აჭარა, რეალ ტვ. სხვა სამთავრობო არხებს სამწუხაროდ ვერ ვიჭერ :032:. ტექსტი ზუსტად იგივეა ხშირად უფრო აგრესიულიც, რასაც მაშინ მიშასა და მის პარტიაზე ლაპარაკობდნენ.

წინასაარჩევნოდ ვითარებაც ზუსტად იგივეა. ოღონდ ინფორმაციის სანდო წყაროდ ინტერნეტი მე-9 არხი და ადგილობრივი ტელევიზიები რჩება. თუ რეგიონებად დავყოფთ საქართველოს, მაშინ რეალური ინფორმაციის მიღების შანსი ამომრჩეველს ძალიან მცირე აქვს.

ისევ ჩვენს ცხვრებს დავუბრუნდეთ: დიდი ხანია მაწუხებს კითხვა: მაინცა და მაინც რატომ მიმდინარეობს ასეთი საინფორმაციო ომი ქართული ოცნებისა და მისი ლიდერის წინააღმდეგ? მაქვს ვერსია: 1. სახელისუფლო ძალამ დაკარგა შემოსავლის ძალიან დიდი ლეგალური წყარო. 2. კოალიცია ქართულ ოცნებაში გაერთიანდა ის ძალები, რომლებმაც მოახდინეს ვარდების რევოლუცია. (ისინი, რომ არა, ნაცმოძრაობა მარტო ვერ მოახერხებდა რევოლუციას, მაშინ ეს იქნებოდა სახელმწიფო გადატრიალება). 3. დაფარონ საკუთარი მანკიერი შეცდომები, რომელიც მათ მმართველობის 8 წლის განმავლობაში ჩაიდინეს.

მძიმე საარჩევნო ვითარება ისე მოქმედებს ყველაზე და განსაკუთრებით ნაციონალებზე, რომ მათ ტერმინებიც კი ეშლებათ, ისინი საკუთარ მოსახლეობას თვლიან ოპონენტად. და ალბათ ამიტომაცაა, რომ მათ შეხვედრებზე მხოლოდ დიფირამბებია დაშვებული...

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...