Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    18
  • comments
    27
  • views
    83.407

უდაბნოს ქვიშების ნაამბობიდან...


urfinjus

2.878 views

blog-0384951001346408354.jpgშორეულ მთებში დაიბადა ნაკადული და დაიწყო თავისი მოგზაურობა: მისი მგზავრობა სიამოვნებითა და სიხარულით იყო აღსავსე, ვიდრე იგი არ მიადგა უდაბნოს. აქ ნაკადულმა დაინახა რომ როგორც კი იგი შედიოდა უდაბნოს ქვიშებში მისი წყალი უკვალოდ ქრებოდა....აქამდე მას მსგავს წინააღმდეგობასთან შეხება არ ქონდა ამიტომაც ჩვეული გამოცდილებით უდაბნოს ქვიშებთან ვერაფერს გახდა...ნაკადული სასოწარკვეთას მიეცა: იგი გრძნობდა რომ მისი დანიშნულება მოძრაობა და წინააღმდეგობათა გადალახვა იყო მაგრამ ამჯერად მან არ იცოდა როგორ მოქცეულიყო....უდაბნოში გაისმა ჩურჩული: "ქარი ყოველდღე გადალახავს უდაბნოს, იგივე შეუძლია ნაკადულს...."-"კი მაგრამ მე ხომ ნაკადული ვარ და არა ქარი მე როგორ შევძლებ ამის გაკეთებას?". -"გამოქანდი რაც შეგიძლია და შევარდი უდაბნოს ქვიშებში, უდაბნო ააორთქლებს შენ წყალს და ქარი გადაგიტანს უდაბნოს ბოლოში" უპასუხა ხმამ. "მე არ ვიცი რომ ესე მოხდება" გაჯიუტდა ნაკადული, იგი ორჭოფობდა, "ესეც რომ იყოს ვინ დამიმტკიცებს რომ უდაბნოს გადალახვის შემდეგ მე ისევ მე ვიქნები? ნაკადულს ეშინოდა რომ ახალი, აქამდე მისთვის უცნობი ქმედებით ის დაკარგავდა ინდივიდუალურობას......-"ნაკადულის დანიშნულება მოძრაობაშია ეს შენ ჩემზე უკეთესად იცი! გარდა ამისა ადგილზე ყოფნით ჭაობად გადაიქცევი და ეს უკვე სულ სხვაა ვიდრე ნაკადულად ყოფნა" დაასრულა საუბარი უდაბნოს ხმამ.....ნაკადული მიხვდა რომ მართალს ეუბნებოდნენ....იგი გამოქანდა და შევარდა უდაბნოს ქვიშებში, წყალმა აორთქლება დაიწყო: ნაკადული გრძნობდა როგორ ხდებოდა ეს ცვლილებები მისი ცნობიერება აღიქვამდა ამ რეალობას რომელიც უკვე იყო და არც იყო რეალური ერთდროულად....აორთქლებული ნაკადული ქარმა მეგობრული ხელებით აიტაცა და მალე უდაბნოს ბოლოში გადაიტანა, აქ ორთქლი წვიმად წამოვიდა და ისევ ნაკადულად იქცა. "ეხლა მე უკვე ვიცი, ვიცი როგორ ხდება ეს გადასვლა", სიხარულით იმეორებდა ნაკადული მთელი დარჩენილი გზის მანძილზე(მან შეიძინა ახალი მისთვის უცნობი წინააღმდეგობის გადალახვის გამოცდილება)....უდაბნოს ქვიშები ღიმილით აცილებდნენ აღტაცებულ ნაკადულს და თავისთვის იმეორებდნენ "ჩვენ ვიცით, ვიცით რადგან ეს ჩვენ თვალწინ საუკუნეების მანძილზე, ყოველდღე ხდება...". ამიტომაცაა რომ ამბობენ: "ცხოვრების გზის გაგრძელების საიდუმლო უდაბნოს ქვიშებზეა დაწერილი.".

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...