Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    18
  • comments
    27
  • views
    83.407

საქართველო-რუსეთის კონფლქტის "გრუზინიზაცია" და ჩერნოკოზოვოს მშენებლობის დასაწყისი ქართულ მიწაზე.


urfinjus

3.657 views

blog-0148173001345196438.jpgქრისტესშობამდე 546 წელი ალმოდებულ ლიდიელთა დედაქალაქ სარდის სპარსელები ძარცვავენ. თვითონ ლიდიის მეფე კრეზუსი დამპყრობელი სპარსთა მეფის წინ იდგა ხელებშეკრული.....".რას ხედავ მეფეო?-კითხა კრეზუსმა კიროსს, ვხედავ როგორ ძარცვავენ ჩემი მებრძოლები შენ ქალაქს!-უპასუხა კიროსმა. ისინი ძარცვავენ შენ და არა ჩემ ქალაქს აღმოხდა კრეზუსს....კიროსი უმალ მიხვდა კრეზუსის სიტყვათა სიმართლეს და აკრძალა ძარცვა. კიდევ ურჩია კრეზუსმა კიროსს: ლიდიელებს იარაღი ტარება აუკრძალე, დეე ჩაიცვან თეთრი ქიტონები და ივაჭრონ, მომავალში თავსატეხი აღარ გაგიჩნდება ამ ხალხისაგან.....ესეც მოხდა, მოკლე ხანში ლიდიამ არსებობა თითქმის შეწყვიტა....მართალია იყო პაქტიის აჯანყება სპარსთა წინაარმდეგ მაგრამ ლიდია ისე ჩაბარდა სპარსელებს რომ კიროსის მემკვიდრეებს აღარც კი გახსენებიათ რომ ლიდია ერთ დროს მდიდარი და ძლიერი მეზობელი იყო. ლიდიელებმა ფიზიკური არსებობა აირჩიეს და უარი თქვეს წარსულსა და მომავალზე. ლიდიამ არსებობა შეწყვიტა...... იჩკერია სულ ნახევარი მილიონი ადამიანით იყო დასახლებული, ვერც ვაკუმური ბომბებით, ვერც ქიმიური იარაღით ვერც ვაინახების დემონიზაციით, ვერც აურაცხელი ტანკებით ვერ მოახერხა რუსულმა მოლოქმა ამ პატარა სახელმწიფოს დაპყრობა(როდესაც მთელი "ცივილიზირებული" სამყარო თვალს არიდებდა ამ სასაკლაოს). არც ჩერნოკოზოვოს მსგავსი ფილტრაციულ-კონცენტრაციულ ბანაკებში ნაწამები, მოკლული და გამქრალი ადამიანების არსებობას არ გაუტეხია ეს ერი.....ამის შემდეგ რუსეთმა ახალი დოქტრინა შემოიღო: რუსეთ-იჩკერიის კონფლიქტის ე.წ. "ჩეჩენიზაცია". დოქტრინა აბსოლუტურად მარტივი და ეფექტური აღმოჩნდა სისხლისაგან დაცლილი იჩკერიისათვის......რუსეთმა მოახდინა კოლლაბორაციონისტებისა და პატრიოტების დაპირისპირებით კონფლიქტის შეტრიალება შიგნით, ქვეყნის შუაგულში. ხდებოდა პატრიოტთა ნებისმიერი ქმედებისა თუ განცხადების ერთი მხრივ დემონიზაცია მეორე მხრივ თავისუფლების იდეის ყოველმხრივი დევალვაცია. ინფორმაციულ ვაკუმში მყოფი სისხლისაგან დაცლილი იჩკერია განადგურდა.....როდესაც 1989-90 წლებში საქართველოში ასიათასობით ქართველმა პატრიოტმა თავისუფლება მოითხოვა აშკარად გამოჩნდა რომ რუსეთს არ გააჩნდა რესურსები ეს მოძრაობა შეეჩერებინა. მოკლე ხანში რუსეთმა მოახდინა საქართველოში პროვოცირება სამოქალაქო ომისა და აქედან გამომდინარე ქვეყნის ადვილად ჩათრევა ეთნოკონფლიქტებში. ამის გამო დაიწყო საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის იდეის ნაწილობრივი დევალვაცია მოსახლეობისა და მსოფლოს წინაშე. საქართველომ ეს პრობლემები ნაწილობრივ გადალახა საკმაოდ მძიმედ და ოდნავ მოძლიერდა.. 2008 წელს რუსეთმა ვეღარ მოახერხა საქართველოსათვის თავზე მოეხვია წმინდა წყლის ეთნოკონფლიქტი ამიტომაც მოახდინა მისი ტერიტორიების ნაწილის პირდაპირი ოკუპაცია. საქართველოში რუსეთის დოქტრინა ისევ ძველი ახალი მეთოდით იწყებს მუშაობას(ისევე როგორც იჩკერიაში როგორც საქართველოში გასული საუკუნის 90-იან წლებში) ხდება საქართველო-რუსეთის კონფლიქტის ე.წ. "გრუზინიზაცია". ერთი მხრივ არი საქართველოს ხელისუფლება რომელიც რუსეთთან ომში წარუმატებლობის გამო ხელშესახებ ალტერნატივას ვერ თავაზობს საქართველოს მოსახლეობას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხში(თუმცა ჩემი ზრით "ე.წ. იარაღის არგამოყენების პირობის(რომელიც ევროპელებს მიცა საქართველოს მოსახლეობის უკითხავად) გარდა რუსეთთან შეცდომა არ დაუშვია) და მეორე მხრივ რუსული ფულით(დიდი რუსული ფულით) შეკოწიწებული კოლლაბორაციონისტული -"ქართული ოცნება". ცხადია რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს არჩევანი დიდი არა აქვს, თუმცა შეიძლებოდა რომ ყოფილიყო......თუ მოხდება ამ რუსული დოქტრინის ნაწილობრივი რეალიზაცია ე.ი. რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის ქვეყნის შიგნით შემოტანა ეს გამოიწვევს წარმოუდგენელ არაპროგნოზირებადი მოვლენების განვითარებას რომელთა მართვა შეუძლებელი გახდება და ამ შემთხვევაში საქართველოში შესაძლებელია: 1შემთხვევაში სამოქალაქო ომი, შემდგომი რუსეთის ინტერვენციით. 2 შემთხვევში არჩევნების შედეგების გადახედვა სხვადასხვა ფორმით რომელიც არ იქნება შედეგიანი რამოდენიმე ღია კოლლაბორაციონისტური დაჯგუფების წევრთა ინტერნირების გარეშე. მესამე შემთხვევაში სამხედრო დიქტატურა მეოთხე დე ფაქტო თავისუფლების დაკარგვა(დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკაზე ფაქტიური უარის თქმა, ნატოსა და ევროსტრუქტურებში მონაწილეობაზე(ზოგადი ჰუმანიტარული და სხვ გარდა) უარის თქმა, ბაქო-თბილის-ჯეიჰანის რუსეთის კონტროლში გადასვლა და ა.შ.). საქართველოს მოსახლეობას სამწუხაროდ პოლიტიკოსები(კოლლაბორაციონისტებს არ ვგულისხმობ მათი გეგმები ნათელია და თუ გაუმართლათ დროთა განმავლობაში ამ რეტროგრადული ძალის გეგმები ყველასთვის ნათელი გახდება) ვერ თავაზობენ სერიოზულ ძლიერ ალტერნატივას დღევანდელი სიტუაციიდან გამოსასვლელად. დღეს ყველა პოლიტიკოსს სურს თოვლის ბაბუა იყოს და მხოლოდ საჩუქრები ურიგოს ბავშვებს და იზრდება ალბათობა ამ ხუმრობა-პოლიტიკაში რუსეთმა შემოგვაჩეჩოს თავისი გათლილი მატრიოშკა-"ქართული ოცნება" რაც აუცილებლად გამოიწვევს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის "გრუზინიზაციას" ე.ი. სამოქალაქო დაპირისპირებას ეს "უკეთეს" შემთხვევაში 20 წლით წარსულში გადაგვისვრის და უარეს შემთხვევაში რუსეთთან ევრაზიულ კავშირში შეგვათრევს რომ პერსპექტივაში მონაწილეობა მივიღოთ რუსული სახელმწიფოს პარანოიდალურ ექსპერიმენტებში რომელთა მზგავსშიც მონაწილეობა მიგვაღებინეს კობამ, სერიოჟმნ(ორჯო) ფილმახმა და სხვებმა რუსეთთან "ნებაყოფილობითი" ოკუპაციის შემდეგ.....შესაძლებელია საქართველოში პატრიოტ ქართველთათვის და მათ თანამგრძნობელთათვის ჩერნოკოზოვოს მსგავს ფილტრაციული ბანაკები უკვე შენდება(პროექტები ექნებათ ლუბიანკაზეც და ჭორვილაშიც) სადაც შემდეგ "ზონდერობის" "მიშისტობის" "პროამერიკანელ"-ის "ეს ებრძოდა რუსებს ცხინვალში" იარლიყით განათავსებენ და გააქრობენ ქართველ პატრიოტებს....... "ადგილის კურდღელს ადგილის მწევარი დაიჭერსო," ჩათვალეს რუსებმა. ყოველმა ქართველმა თავისთვის უნდა გადაწყვიტოს თუ ვინ არი? კურდღელია(ალასანიაზე არ ვამბობ მან იცის რომ კურდღელია) თუ თავისუფალი ქვეყნის მოქალაქე!

2 Comments


Recommended Comments

×
×
  • შექმენი...