Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    18
  • comments
    27
  • views
    83.407

არისტომენეს დაბლა დაშვებული Δόρυ და რა დარჩება შენ შემდეგ?


urfinjus

2.454 views

როდესაც არისტომენემ დაინახა როგორ დაიღუპა თეოკლე მის თვალწინ, როგორ კალიებივით შემოესივნენ ლაკედემონელები მესენიელთა ბოლო იმედს ითომას მთაზე, როგორ იღუპებოდნენ ბოლო მესენიელი ჯარისკაცები ათჯერ აღმატებული მტრის ხელით....არისტომენემ Δόρυ დაუშვა სპარტელებმა იგი გაატარეს რადგან უაღრესად დიდ პატივს ცემდნენ მას როგორც მოწინააღმდეგეს და მის მოკვლაშიც არ იყო არც დიდება არც საჭიროება. რადგან მესენიის ბოლო წინააღმდეგობის ქალაქი ითომა მათ ხელში იყო(ერთი ძილისგუდა მესენიელი მეციხოვნისა და მოღალატე დედაკაცის სპარტელისადმი ვნების წყალობით)....... ამ ბრძოლით დასრულდა სპარტა-მესენიის მესამე ომი: ნაწილმა მესენიელებმა არ ისურვეს სპარტელთა ბატონობის ქვეშ ცხოვრება და გადასახლდნენ სიცილიაზე(სადაც დაარსეს ქალაქი მესენა), დანარჩენები დარჩნენ თავის მიწაზე და იქცნენ ლაკედემონიის ჰილოტებად...... "სპარტიატმა დიოგენის თანდასწრებით შეაქო ჰესიოდეს ეს ლექსი:" შენი მეზობელი სულელი რომ არ ყოფილიყო მისი ხარიც არ დაიღუპებოდა"-ო. --"მესენიელები თავის ხარებთან ერთად დაიღუპნენ, თქვენ კი მათი მეზობლები ხართ"-ო უთხრა დიოგენემ". ელიანე...........ღუნიბის ციხეს დაუსრულებლად ბომბავდა რის ვაივაგლახით ამოთრეული რუსული არტილერია ღენერალი ბარიათინსკი ნერვიულად იწიწკნიდა ულვაშებს: "ბებერო გეყოფა ურჩობა დაგვნებდი, კავკასია დასრულდა ბებერო!" იმეორებდა ერთსა და იგივეს უკვე მერამდენედ რუსი თავადი.....გაიღო ღუნიბის კარი და მიურიდთა ჯგუფს გამოეყო მოხუცი მთის არწივი შამილი. გადმოცემით შამილმა დაამთქნარა ამის შემყურე ბარიათინსკიმ უთხრა "არ გადმყლაპო იმამო"-ო, რაზეც შამილმა ზიზღნარევი ღიმილით უპასუხა: "მე ღორის ხორცის ჭამას რწმენა მიკრძალავს რუსო"..... 200 წელია საქართველოს ყავს წამებულები და არ ყავს გმირები.....ეს მნიშვნელოვანია რადგან თუ გმირობამ შედეგი არ მოიტანა როგორც იმ დღეს, ისე ისტორიულ პერსპექტივაში, გმირობა ხდება ერთი ადამიანის წამების აქტი ქვეყნისათვს. თაყვანისცემის დიდები ღირსი მაგრამ არა მიბაძვის...არა მგონია ბევრი მოიძებნოს საქართველოში ადამიანი ვისაც მიზნად ქონდეს ამ გმირობების გამეორების სურვილი რაც ქართველმა წამებულმა რაინდებმა ჩაიდინე აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, ან მზად იყვნენ ისე შეხვდნენ სიკვდილს როგორც საქართველოსათვის წამებული ადამიანები. ეს არაფრით არ ამცირებს ჩადენილ გმირობებს მაგრამ დგება კითხვა არ იმსახურებენ საქართველოსათვის წამებულები და თვითონ მცნება საქართველო სათისფაქციას რუსეთის სახელმწიფოსთან? არც დღევანდელი ხელისუფლება რომელმაც დიდი ზარზეიმით განაცხადა რომ "იარაღს აღარ გამოვიყენებთ სამშობლოს დასაბრუნებლად"-ო და არც ოპოზიცია რომელიც თვლის რომ ან "საქართველო წამოეგო რუსეთის პროვოკაციას(ე.ი. შემოჭრილ მტერს რომ პასუხს გაცემ ეს "პროვოკაციაზე წამოგება ყოფილა", აფსუს წინაპრებმა არ იცოდნენ ეს ამბავი თორემ რა თავს შეაკლავდნენ სხვადასხვა ჯურის მტერს? უსუფაშვილი და ბერძენიშვილი ეტყოდნენ "მურვან ყრუ თემურ ლენგი და სხვები პროვოკატორები არიანო და არ აყვეთო" ქართველებიც ეტყოდნენ აგაშენა ღმერთმა ჩვენ კი მტერი გვეგონა და აბა წავალთ სახლებში, ჩაო თემურ ლენგ მოიწერე ხოლმეო".) ან "საქართველომ დაიწყო" ომი......როდესაც ვუსმენდი რუსთა მხარეში გამდიდრებულ ბორის-ბიძინას რა ლაღად წარმოთქვა ეს ფრაზები ებეო და ტალიავინის დასკვნაო თავს დავესხით "მძინარა" ცხინვალსო და რუსეთსო.... მე ერთი ვიფიქრე ამ ადამიანს და მის თანამხარჯველებს ეტყობა სხვა სამშობლო აქვთ, თორემ ცოტა გულდაწყვეტილი მაინც იქნებოდნენ გიორგი ანწუხულიძე დამპყრობლებმა როგორ აწამეს ერთი მიზეზის გამო რომ იგი ქართველი ჯარისკაცი იყო.....ესე ხელაღებით შეიძლება მტრის გამართლება? ქართლელ ლტოლვილებს რომ ვაშლის გამყიდველ ზონდერებს დაუძახებ რა არი შენში ისეთი რომ აგირჩიოთ? ან კიდევ ბარამიძემ რომელიც ბამს აშენებდა ნატოსთან ინტეგრაციას უნდა შეუწყოს ხელი. როგორც ბიძინას მომხრეები ისე მიშას მომხრეები იღებენ კამერებით მოხუც ქალებს და კაცებს რომლებსაც აზრის ვერბალიზაციის უნარი დიდად არ გააჩნიათ მაგრამ ერთერთი მხარეს მომხრენი არიან შემდეგ დებენ ამ ვიდეოებს საიტებზე და ათასგვარი ონანისტური კომენტარებით ერთობიან....ესენი ქართველები არიან!!!! რა უფლებით დაცინიან ადამიანებს პოლიტიკური გემოვნების გამო? რუსეთზე სალაპარაკოდ არ ცალიათ(იქ ისე ისვრიან შეიძლება მოგვკლანო, ან გამსახურდიას პრეზიდენტობიდან ეს მესმის ოღონდ ეს პრეზიდენტი ჩამოვაგდოთ და რაა მერე რუსეთიო) სამაგიეროდ თუ ვიმეს თავში წამოარტყეს ისეთი ვაიუშველებელს ტეხენ რომ ჰოლაკოსტის ებრაელები იძახიან დაგენაცვლეთ ეგებ ჯერ თქვენი უფლებები დაიცვას მსოფლიომ ჩვენ დავიცდით ცოტა ხანიო....საქართველო დიდის ამბით იბრძოლებს ოქტომბერში ბიუჯეტის გობიდან სალაფავის გადამანაწილებელის უფროსობისათვის.......ამიტომ დაღუპული გმირები რჩებიან სამშობლოსათვის წამებულ ხატებად მაგრამ არა გმირებად ვინც აიძულა დანარჩენები ქვეყანა დაეცვა მტრისაგან. როგორც ჩანს ქართველებმა რომ გადავწყვითოთ ქვეყნის დამოუკიდებლობისა და მთლიანობისათვის ბრძოლა, მხოლოდ სამშობლოსათვის წამებულის სიკვდილი საკმარისი აღარაა. ამიტომაა საქართველო დღემდე ოთარაანთ ქვრივებისა და თავსფრიანი დედაკაცების ქვეყანა....და რა რეფორმები და ევროკავშირი თუ ძმა ხარ ამათ მთვრალს რომ ჭიქას ააცლი სუფრიდან მაშინ ახსენდებათ ღირსება.....ერთმანეთის ნიჭიერად დამცირება კი ბრძოლა გონიათ, გასილაქება დარბევა და ა.შ. ......რა დარჩება შენ შემდეგ თუ ვერ ნახავ მტერთან სათისფაქციას, თუ ვერ ნახავ გამარჯვებას წამებული ქართველთა ხსოვნისათვის......Exoriare ultor

1 Comment


Recommended Comments

×
×
  • შექმენი...