Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    18
  • comments
    27
  • views
    83.407

ვიღაც კვაკერი, ანგელოსი ბოსტნეული და აბუჩად აგდებული Homo sapiens-ი


urfinjus

3.237 views

blog-0815088001344763876.jpgეს შეხვედრა 2002 ნოემბერში მოხდა: "გამარჯობა ქალბატონო #, ეს ბავშვი ალბათ თქვენი შვილისშვილია?(ქალბატონს შეფუთული ჩვილი ეჭირა) არა, შვილო მთლად ასე არაა....ჩვენ გვყავს ორი შვილიშვილი ეს პატარა ავიყვანეთ(?)....ეგ როგორ? ეს ბავშვი ავადმყოფია(რაღაც ავადმყოფობა თქვა ვერ ვიხსენებ), იგი ვერასოდეს გაივლის, დაილაპარაკებს, მას არ გააჩნია აზროვნების უნარი..." .დავიბენი ქალბატონი # არ იყო ცუდი ადამიანი მაგრამ ეს საქციელი ჩემთვის ზეადამიანური კეთილშობილების გამოვლინება იყო....ქალბატონო # ალბათ ძნელია ასეთი უმწეო ბავშვის მოვლა? "არა შვილო, ისეთი კარგი და უპრეტენზიო ბავშვია ჩვენ თითქმის შეგვიყვარდა.(?)".-და ჩემი მთლად კითხვის ნიშნად ქცეული გამომეტყველებისათვის რომ დროული პასუხი გაეცა, მიპასუხა: "300$ გვიხდიან ამის შენახვა-მოვლაში ვიღაც ამერიკელები".....გამოვემშვიდობე და წამოვედი.....ჯერ ვერ გავაცნობიერე, რა ამბავი მოვისმინე.....გადიოდა დრო და მახსენდებოდა ეს პატარა გოგონა რომელიც მიუხედავად იმისა რომ ნახევრად ადამიანი იყო და ნახევრად ბოსტნეული, ახერხებდა 5 ადამიანისაგან შემდგარ ოჯახს 300$ დახმარებოდა..... როდესაც ამის შესახებ ვფიქრობდი ენით აღუწერელი სირცხვილის გრძნობა მეუფლებოდა(არა ქალბატონი # შვილის ოჯახის გამო) იმის გამო რომ მე ადამიანი ვიყავი.....გადიოდა დრო ნელნელა ეს პატარა გოგონა გაიცნო ჩემმა არსებამ(თუმცა ეს ოჯახი აღარასოდეს აღარ მინახავს) ხანდახან მეჩვენებოდა რომ ნათლად ვგრძნობდი თუ როგორ აღიქვამდა სამყაროს ეს ადამიანი როდესაც თვალებს გაახელდა და ირვლივ Homo sapiens-ები უღიმოდნენ, რაღაცას ელაპარაკებოდნენ.....მე ვერ ვიტყვი რა გრძნობაა მაგრამ მხოლოდ ის გამიგებს ვისაც სხვა ადამიანების შეგრძნებების წარმოსახვის უნარი გააჩნია ან უცდია მაინც......ხანდახან იყო ღამეები როდესაც სიზმრებში ვხედავდი რომ მე ვიყავი ეს, გოგონა შეფუთული და უმწეო არსება რომლისთვისაც ამ სამყაროს ყველაფერი დაენანა, მან კი მაინც მოახერხა და გამოკვება სხვა ადამიანები თავისი არსებობით....იყო დრო როდესაც სიზმრებში ვხედავდი რომ ეს გოგონა მთელი კაცობრიობა იყო: უმწეო, ყოველგვარ იმედს მოკლებული ამაოების უდაბნოში მოხეტიალე როგორც მძიმე სულით, ასევე უმწეო სხეულით..... როდესაც ამ ადამიანზე ვფიქრობ ყველაფერი აზრს კარგავს, ხელები დაბლა მეშვება....არ მაქვს სამყაროსთან არავითარი შეკითხვა რატომ? უბრალოდ მრცხვენია რომ ადამიანი ვარ......მრცხვენია არა ჩემ სინდისთან ან ზოგად მორალთან მიმართებაში, არამედ მისი მრცხვენია უსაზღვროდ ვინც შეიძლება ვერასოდეს გაიგებს რომ იყო ამ სამყაროში, იმ გოგონასი რომელმაც მოინახულა ეს პლანეტა აჭამა პური 5 ადამიანს თავისი არსებობით და არაფერი მოუთხოვია, არაფერი უთქვამს, ისე წავიდა სამყაროდან.....

1 Comment


Recommended Comments

×
×
  • შექმენი...