Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    18
  • comments
    27
  • views
    83.301

საქართველო და რუსეთი: კონტექსტისმიღმა პრობლემა(outside context problem).


urfinjus

2.426 views

blog-0191283001343903562.jpgoutside context problem - კონტექსტისმიღმა პრობლემა ეს ტერმინი გაჩნდა აცტეკებისა და კონკისტადორთა ურთიერთობის აღწერისას....აცტეკები მთელი თავისი არსებობის მანძილზე წარმატებით წყვეტდნენ ყველა პრობლემას რომელიც მათ ცივილიზაციის არსებობას ხელს უშლიდა ან ემუქრებოდა.....აცტეკებს ყოველთვის ქონდათ დრო რესურსი გამოცდილება გამკლავებოდნენ წამოჭრილ პრობლემებს ესპანელთა მოსვლამდე....კონკისტადორების გამოჩენით აცტეკებს წამოეჭრათ სწორედ კონტექსტისმიღმა პრობლემა ....ამგვარ პრობლემას თითქმის არ გააჩნია ტრადიციული ან აქამდე ცნობილი(აცტეკებისათვის) გადაწყვეტის გზა...გარდა ამისა მორალური, ლოგიკური თვალსაზრისითაც შეუძლებელია მსგავსი პრობლემის პროგნოზირება ან წარმოდგენა რაც აცტეკებისათვის ესპანელი კონკისტადორების გამოჩენამ და შემოტევამ მოიტანა....საქართველომ გადაღლილმა მუდმივი ომებით არაქრისტიანულ ქვეყნებთან რუსეთს თხოვა მფარველობა და მიიღო კიდეც გეორგიევსკის ტრაქტატის სახით პირობა რომ იგი (საქართველო) შედიოდა რუსეთის მფარველობის ქვეშ როგორც სრულფასოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფო და ორივე მხარე პირობას დებდა სამხედრო დახმარება გაეწიათ ერთმანეთისათვის......აქ იწყება საქართველოსათვის კონტექსტისმიღმა პრობლემა: რუსეთი აუქმებს საქართველოში მეფობას 1801წელს და ავტოკეფალიასაც.....ერთი სიტყვით საქართველო აღმოჩნდა "ლეგიტიმურად" ოკუპირებული....საერთოდ რუსეთთან ურთიერთობა საქართველოსათვის outside context problem-ა გახდა პირველ დღიდან: საქართველოს ეგონა რუსეთი "ერთმორწმუნე მართლმადიდებელი" იყო და სწორედ რუსეთი ანადგურებს ქართული ეკლესიის ავტოკეფალიას, საქართველოს ეგონა რუსეთი ევროპული ქვეყანა რომელიც იცავდა დადებულ ხელშეკრულებებს სხვა ქვეყნებთან, აღმოჩნდა რომ რუსეთი თავისი ყველა ხელშეკრულებას მხოლოდ მომავალში დასარღვევად დებდა საქართველოსთან: 1783-ს ხელშეკრულება დაარღვია 1801წ, 1920 წლის(ეს თარიღი ზუსტად არ მახსოვს ბოლშევიკურ რუსეთთან ურთიერთაღიარებისა თავდაუსხმელობის აქტი) დაარღვია 1921წელს. 1989წელს საბჭოთა საქართველომ სსრკ-დან გამოსვლა მოითხოვა(სსრკ-ს კონსტიტუციაც კი იძლეოდა ესეთ გარანტიას) რუსეთმა დაარღვია ეს კანონი....1991წელს რუსეთმა აღიარა საქართველოს რესპუბლიკა მსოფლიო აღიარებულ საზღვრებში და იმ დღიდან ამარაგებდა და აქეზებდა საომრად საქართველოს წინააღმდეგ ორ სეპარატისტულ რეგიონებს საქართველოში. სწორედ რუსული გარანტიებით გამოიტანა იარაღი სოხუმიდან საქართველომ და მოკლე ხანში რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა და ფეესბეს კავკასიურმა ბანდებმა აიღეს სოხუმი მოაწყეს ეთნიკური წმენდა საქართველოს ამ რეგიონში. ვერ გადაჭრა რა კონტექსტისმიღმა პრობლემა საქართველომ რუსულ ჯარს რომლმაც დაამარცხა საქართველოს არმია, მიანიჭა "სამშვიდობო" ჯარის სტატუსი......სწორედ ამ "სამშვიდობო ჯარის სტატუსით მოახდინა რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის ხელახალი ოკუპაცია 2008წელს. რუსეთი და რუსეთის ლობისტი პარტიები(მაგ. "ქართული" ოცნება, ლეიბორისტული პარტია, კუკავას და ბურჯანაძეს დაჯგუფებები) მომავალშიც დარჩებიან საქართველოსათვის outside context problem-ად ვიდრე მათ პოლიტკორექტულობის გამო შეუნარჩუნდებათ ლეგიტიმურობა რაიმე ფორმით. არ შეიძლება რუსეთს დეოკუპაციამდე მიეცეს ხელშეუხებლობის გარანტია, არ შეიძლება რუსეთთან საუბარი სხვა საკითხებზე დეოკუპაციის საკითხის გადაწყვეტამდე, არ შეიძლება იმ ჯგუფების პოლიტიკაში რაიმე სახით მონაწილეობა რომელიც ეწევა ოკუპაციის რაიმე სახით გამართლებას, აქვთ კოლლაბორაცია ოკუპანტ მხარესთან. მომავალში ვიდრე რუსეთი არ გახდება დემოკრატიულ ქვეყანა უნდა გამოირიცხოს მასთან რაიმე სახის განსაკუთრებული ურთიერთობა. რუსეთმა უნდა გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები, უნდა გადაუხადოს საქართველოს მიყენებული ზარალის კონპენსაცია და ბოდიში მოიხადოს ეთნიკური წმენდებისა და ოკუპაციის გამო საქართველოს. წინააღმდეგ რუსეთი რჩება საქართველოსათვის outside context problem-ად რომლის გადაწყვეტა ევროპული სამართებლივი ცნობილი გზებით შეუძლებელია, რამდენიც არ უნდა იკოპწიავოს საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებან ევროპაში თავისი "ძალის არგამოყენების" პირობით ამით არცერთი ოკუპანტი არ გავა საქართველოდან......რუსეთი და მის მსგავსი სახელმწიფოები ოკუპაციას ასრულებენ არა იმიტომ რომ ეს უკანონობაა, არამედ მაშინ და მხოლოდ მაშინ როდესაც ოკუპაციის გაგრძელება აუტანელია როგორც მორალურად ისე ფიზიკურად......თუ საქართველოს ეყოფა გამბედაობა და დაიწყებს ქმედებებს ამ outside context problem-ის გადასაწყვეტად დაახლოებით 2 წელში ეს ტეიტორიები დაუბრუნდება საქართველოს, ხოლო თუ შეეცდება ეს პრობლემა ჩვეულებრივი ევროპული კანონმდებლობით გადაწყვიტოს საქართველოს ხელისუფლებები დისკრედიტირებულნი იქნებიან სამუდამოდ მოსახლეობის ცნობიერებაში და იდეა თავისუფალი საქართველო ყოველგვარ მომხიბვლელობას დაკარგავს აქედან კი სრულ ოკუპაციამდე ერთი ნაბიჯია. საქართველომ უნდა გადაჭრას outside context problem-ა და გაითავისოს რომ თავისუფლება და დამოუკიდებლობა უფრო დიდ შრომას სისხლს და პასუხისმგებლობას მოითხოვს ვიდრე სხვა ქვეყნის მოახლედ მყოფი ეთნიკური წარმონაქმნად ყოფნა.

3 Comments


Recommended Comments

ვერ გავიგე რას ამბობ?

 

ყველაფერი, ნათელია კრემლი შნირზე, შნირია,

პუტინი და მედვედივიც რო წავიდენ დიდათ არაფელი შეიცლება საგარეო პოლიტიკაში

ვსე.

ლინკი
×
×
  • შექმენი...