ზღვა, რომელიც შორია...
ექსკლუზიური ფოტო და ვიდეო რეპორტაჟი აფხაზეთიდან
სოხუმი
სასტუმრო ,,რიწა"
სოხუმის კოლონადა
ყოფილი ლენინის, ამჟამად ლეონის ქუჩა
სასტუმრო ,,აფხაზეთი"
მოწყალების მთხოვნელი ქუჩის მუსიკოსი (მის უკან სარკეში მეც ვჩანვარ)
პორტი
ხედი კელასურისკენ და მეთევზის ანკესი
ესეც - მეთევზე
ცნობილი რესტორანი ,,ნართა"
ღია კაფე-რესტორანი, მდებარეობს რესტორან ,,ამრას" წინ
რესტორნების მენიუს არაფერი დაეწუნება
აქ მდინარე ბესლეთი ერთვის ზღვას
შესართავიდან მარჯვნივ ასე ჯვარედინად კვეთს ტალღები ერთმანეთს
უკან ზღვაა, წინ - პარკი
პარკს რომ გადაივლი, ადგილობრივი ხელისუფლების რეზიდენციას მიადგები
ესეც იქვე, პარლამენტის შენობისკენ რომ მოუხვევ
ეშბას ქუჩა, სოხუმის ცენტრალური სადგურის წინა მხარე
ცენტრალური ბიბლიოთეკა ლაკობას ქუჩაზე
გზა ბაზრისკენ, მარცხნივ ,,სოხუმპრიბორის" შენობაა, მარჯვნივ - ავტობუსების გაჩერება ყოფილი თარხნიშვილის ქუჩაზე
სოხუმის ბაზრის ფერადობები
აფხაზური შავი ლეღვი
ნაირ-ნაირი ჩაი და ბალახეულობა
ესეც საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება
მარჯვნივ ლაკობას ქუჩაა, პირდაპირ - ყოფილი თარხნიშვილის, ამჟამად - იმამ შამილის, რომელიც პლიაჟიდან ბაზრის მიმართულებით მიდის. წინ გზაჯვარედინია, თარხნიშვილის ქუჩა და მშვიდობის პროსპექტი (ამჟამად აიააირას ქუჩა) ჭრის ერთმანეთს. გზაჯვარედინთან დგას ,,სოხუმპრიბორის" შენობა, რომელშიც ომამდე ჯავახიშვილის სახელობის უნივერისტეტის სოხუმის ფილიალი მდებარეობდა
ზედა ფოტოზე ნახსენები ლაკობას ქუჩიდან ასიოდე ნაბიჯს გაივლი და აქ ჩამოხვალ
ეს თევზსაჭერი გემი სულ აქ დაგხვდება
ეს რუსი ამ ნაკადულს მიმართულებას უცვლიდა, ცივი წყალი შემოაქვს ზღვაშიო
სოხუმის შუქურას რაიონში, ამ გაველურებული ქუჩის ბოლოს, სანაპიროზე ვიღაცა სასტუმროს აშენებს
ესეც შუქურას რაიონი, ,,მაიაკი"
ყოფილი კინოთეატრი ,,მაიაკში"
ცენტრალური ქუჩიდან გადავუხვიე და რომელიღაც ორღობიდან პირდაპირ აქ მოვხვდი
შუქურას რაიონის სანაპირო
ფოტოს შუა ნაწილში, ოდნავ მარცხნისკენ პირამიდის ფორმის მთა რომ მოჩანს, ახალი ათონია, იმ მთაზე მდებარეობს ანაკოფიის ციხე, მის ქვემოთ კი სიმონ კანანელის მონასტრის გუმბათი ბრჭყვიალებს.
ახალი ათონი
ფაცხა-რესტორანი ახალ ათონში
სახელიც შესაბამისი ჰქვია
მდინარე ფსირცხა
რკინიგზის სადგური ,,ფსირცხა"
სადგურის ჭერი
ახალი ათონის კულტურის სახლი
ჯვარედინი ტალღები სოხუმში, მდინარე ბესლეთის შესართავთან
სამგზავრო გემი ტურისტული მარშრუტით
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.