Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    70
  • comments
    34
  • views
    312.930

არჩევნები საქართველოში.ზოგიერთი დეტალის გახსენება


lasha_alo

2.771 views

ფორუმ ჯიზე რამდენჯერმე დავდევი პოსტები, რომლებსაც დიდი რეზონანსი არ მოყვა. წარსულის გახსენება ჩვენთან მაინცდამაინც პოპულარული არაა .არადა დიდი შეცდომაა :(. ფაქტების ანალიზი, შედარება აწმყოსთან ისტორიის ერთერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა. ჩვენთან კი იგნორირდება.

თემა თარიღდება 2008 წლის იანვარით.ვისაც არ დაგეზარებათ, შეგიძლიათ გაეცნოთ. მაშინდელი სტილი დავიცავი. მხოლოდ რამდენიმე დეტალი ჩავასწორე.

 

http://forum.ge/?sho...0

 

1990 წლის 28 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა პირველად უსისხლოდ შეცვალა ხელისუფლება. გავიხსენოთ ზოგიერთი მონაცემი.ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა იყო -3 444 002 მონაწილეობა მიიღო -2 406 742 ანუ ამომრჩეველთა 69.88 პროცენტი , ხოლო არჩევანი გააკეთა 67.13 პროცენტმა ხმები გადანაწილდა -თავისუფლება (ჟვანია,შენგელაია, კაკაბაძე)-(71 602) 3.10%, კომპარტია- (638 824 29.58) 29.58%, თანხმობა, მშვიდობა, აღორძინება(შევარდნაძეს რეალური მხარდამჭერები) -(80 262 ) 3.47%(ცოტა დააკლდათ!!!),3. რუსთაველის საზოგადოება(აკაკი ბაქრაძე) -2.47 ,განთავისუფლება და ეკონომიკური აღორძინება(დავით ზოდელავა) -1.46, მრგვალი მაგიდა- თავისუფალი საქართველო- 1.248.111 (53.99)სახალხო ფრონტი(ნ.ნათაძე) -1.89 დემოკრატიული საქართველო რესპუბლიკელები, ლიბერალები)-1.76]

 

შედეგად არჩეულ იქნა მრგვალი მაგიდიდან - 81დეპუტატი კომუნისტი-44 მაჟორიტარ დეპუტატად ძირითადში გავიდნენ ზვიდის ბლოკი და კომპარტია+ ბობოხიძე,ბერძენიშვილი, დიასამიძე და კიდევ რამდენიმე რესპუბლიკელი და სახალხო ფრონტელი მაჟორიტარი.

 

შემდეგში ჩატარდა ეროვნული კონგრესის "არჩევნები" , რაც იყო ნამდვილი ფალსიფიკაცია, თუმცა მასში მონაწილეობა მიიღო ედპ-მ, სედპ-მ, "დემოკრატიულმა საქართველომ", "სახალხო პარტიამ" და გერმანე ფაცაციას კომუნისტურმა ჯგუფმა.

 

ობიექტურობისათვის , ედპს და სედპს იმ პერიოდში ყავდათ გარკვეული ოდენობის ამომრჩეველი თუ სტაბილური პარტიული სისტემა და 28 ოქტომბერს მაინც სავარაუდოდ გადალახავდნენ 4 პროცენტიან ზღვარს.ეს კი ბევრ ცუდ მოვლენას თავიდან აგვაცილებდა, რადგან პარლამენტში იქნებოდა ობიექტურ ძალთა ბალანსი. არ მიკვირს ცენტრისტთა მარცხი. ძალიან კარგი იქნება, თუ ამ შედეგებს კარგად გაანალიზებენ ზომიერების დამარცხებით გაოცებული იუზერები.

 

ადგილობრივ და საპრეზიდენტო არჩევნებში გამსახურდიამ მოიპოვა ტრიუმფალური გამარჯვება(87 პროცენტი). გასათვალისწინებელია, რომ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებდა ე.წ შეურიგებელი ოპოზიცია , ხოლო მისი მთავარი ოპონენტი იყო შევარდნაძის პლატფორმის მომხრე ვალერიან ადვაძე ანუ მართალია საზოგადოებამ გააკეთა არჩევანი, მაგრამ კვლავ ბოიკოტის გამო ოპოზიციამ(იმდროინდელმა) არ გამოიყენა რესურსი.

 

სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ 1992 წლის 11 ოქტომბერს ჩატარდა ძალიან სპეციფიური , ერთგვარად კომიკური , მაგრამ ძალიან საჭირო ედუარდისთვის არჩევნები. კომპენსაციის სისტემა საშუალებას აძლევდა წვრილ პარტიებსაც მოხვედრილიყვნენ პარლამენტში, ვინაიდან "არამრგვალ სპექტრში" არ ყოფილიყო უკმაყოფილო ხალხი. არჩევნები ჩატარდა დაძაბულობის ფონზე, როცა შევარდნაძე წინასაარჩევნოდ ჩაერთო აფხაზეთის ომში , ხოლო დასავლეთში ხუნტის ხელისუფლება სუსტი გახლდათ.ამ არჩევნებში დემოკრატიულმა პარტიამ(ქ.ღარიბაშვილი) მიიღო 10 მანდატი ქარტია91- 9მანდატი (მიხეილ სააკაშვილი ვერ მოხვდა პარლამენტში,1 ადგილი არ ეყოთ) ედპ -12 მანდატი, ტრადიციონალისტები-7, მთელთა კავშირი-1,ბლოკი"ერთობა"-14 ,მამულის აღორძინების კავშირი-1 ,ხალხთა მეგობრობის პარტია-2, თანხმობისა და აღორძინების კავშირი-4, ილია ჭავჭავაძის საზოგადოება-7, ღვთის შვილთა კავშირი-2(ცოლქმარი ),მთიელთა პარტია-1,მთლიანობის პარტია-1,სოციალისტკომუნისტები-4 ,რადიკალიმონარქისტები-1, სედპ-4 ,მიწათმოქმედთა პარტია-2, კოსტიტუციურ-დემოკრატიული პარტია-1, ბლოკი"მშვიდობა"-29 ,მერაბ კოსტავას საზოგადოება -5, ბლოკი 11 ოქტომბერი -18, სოციალ-დემოკრატები-2, მწვანეთა პარტია-11.

 

ანუ შევარდნაძემ მოიგო ,რადგან ქუჩაში არავინ დატოვა მისთვის "ოდიოზურ" ზვიადისტთა გარდა და მისი ტაქტიკა ვაღიაროთ ძალთა ბალანსის გამოყენების ნამდვილი მაგალითია .მან უზრუნველყო ხუნტის ლეგიტიმაცია და შექმნა სპექტრი გამსახურდიას საწინააღმდეგოდ. ეს გახლდათ ყველაზე ბინძური პარლამენტი და ბევრი მათგანი იმსახურებს სატუსაღოს ხილვას.

ჯერჯერობით არ დამეზარა და ეს მონაცემები ამოვქექე და ჩემი მოსაზრებებიც დავურთე . ავღნიშნავ კიდევ,1990 წლიდან ყველა არჩევნებს ბოიკოტს უცხადებდა სერიოზული პოლიტიკური ჯგუფები.

 

 

 

კანდიდატი ხმების რაოდენობა %

ედუარდ შევარდნაძე 1,589,909 74,04

ჯუმბერ პატიაშვილი 414,313 19,58

აკაკი ბაქრაძე 31,350 1,48

პანტელეიმონ გიორგაძე 10,697 0,50

ქართლოს ღარიბაშვილი 10,023 0,47

როინ ლიპარტელიანი 7,948 0,37

 

დავუშვათ გაყალბდა 40 პროცენტი, მაგრამ ვაღიაროთ, ხალხის ნაწილმა თეთრი მელა აირჩია.

გადავხედოთ საპარლამენტოს რეზულტატებს:

 

 

აჭარის რეჟიმმა , ედო-ჟვანია-სააკაშვილის ჯგუფმა და ედეპემ გადალახეს 5 პროცენტიანი არჩევნები.....

გაიხსენეთ საუბრები სუსტ ოპოზიციაზე და ლოგიკა "თუ არა ედო აბა ვინ? "

რა შეიცვალა?

თქვენი აზრით ?

ეს ბმულიც იყოს ,ეხება თვითმართველობის არჩევნებს

http://planeta.ge/in...showtopic=27256

ჩანაწერის ბოლოს გთავაზობთ ცეესკოს საიტზე დადებულ ინფორმაციას 1999 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ. ბოლო ნაწილი ჩემი დაწერილი არ გახლავთ და კატეგორიულად არ ვეთანხმები კონიუნქტურულ ფორმულირებებს.

ციტატა:

1995-1997 წლების პერიოდში პროგრესი შეინიშნებოდა; სტაბილურობა გაიზარდა, შეიარაღებული რაზმების ზეგავლენა შემცირდა და ეკონომიკამ დაიწყო აღდგენის ნიშნების გამოვლინება.

ზოგადი განვითარებისა და სტაბილურობის შედეგად, ელექტორატში გამოჩენა დაიწყო ახალმა ჯგუფებმა, ხოლო `საქართველოს მოქალაქეთა კავშირის~ ლიდერებმა მეტი ზეგავლენამოიპოვეს გადაწყვეტილების მიღების პროცესზე.( L.A) მიუხედავად ამისა, პარტიამ ვერ შეასრულა საარჩევნოდ მიცემული დაპირებები, მაგალითად, მილიონი სამუშაო ადგილის შექმნა ან

სწრაფი ეკონომიკური ზრდა. თვით `საქართველოს მოქალაქეთა კავშირში~ დაიწყო კონფრონტაცია ახალგაზრდა, უფრო პრაგმატულადმოაზროვნე ლიდერებსა და კონსერვატიულ ფრთას შორის.

1999 წლის კარს მომდგარი არჩევნებისთვის საქართველოს საზოგადოება უკვე კარგად ათვითცნობიერებდა ქვეყნის წინაშე მდგომ პრობლემებს, მათ შორის კორუფციას, ორგანიზებულ დანაშაულს და ეკონომიკური განვითარების ნელ ტემპს. გაიზარდა არასამთავრობო ორგანიზაციების რაოდენობა. ზოგიერთმა მათგანმა შეძლო საერთო ენის გამონახვა `მოქალაქეთა კავშირის~ რეფორმისტთა ჯგუფთან. კერძოდ, პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია მხარს უჭერდა არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებულ კანონმდებლობას. ამ პროცესში გამოჩნდა ბევრი სხვა ახალგაზრდა ლიდერი, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილი,

მიხეილ მაჭავარიანი და გია ბარამიძე. ეს იყო მმართველ პოლიტიკურ პარტიასა და უფრო ფართო საზოგადოების ელემენტებს შორის ურთიერთობის დასაწყისი.

საპარლამენტო არჩევნების წინა რაუნდისგან განსხვავებით 1999 წლის კამპანია ძირითადად ფოკუსირებული აღმოჩნდა ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე. მართალია, ქართველ

ამომრჩევლებს კვლავაც აწუხებდათ ქვეყნის გრძელვადიანი უსაფრთხოება და სტაბილურობა, მათ მთავარ საფიქრალად მაინც ეკონომიკური გაჭირვება რჩებოდა. საქართველოს ეკონომიკა

დაზარალდა რუსეთის 1998 წლის ფინანსური კრიზისის შედეგად. მთავრობას არ შეეძლო გადასახადების მოკრება, აქედან გამომდინარე კი ვერ ხერხდებოდა ელექტროენერგიის,

წყლის და გაზის მოწოდების გაუმჯობესება, სკოლების თუ გზების შეკეთება. ხშირად არ გაიცემოდა პენსიები რამდენიმე თვის განმავლობაში, ხოლო მთავრობის მაღალჩინოსანი მოხელეების ხელფასი სულ რაღაც 50 აშშ დოლარს შეადგენდა. ეკონომიკური

განვითარების და სახელმწიფო მომსახურებების სერიოზულ შემაფერხებელ მიზეზად კვლავაც კორუფცია რჩებოდა. გარდა ამისა, `საქართველოს მოქალაქეთა კავშირს~ გამუდმებით მიჰქონდა

შეტევები ასლან აბაშიძესა და მის საქართველოს აღორძინების პარტიაზე.

1999 წლის 4 აგვისტოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემსახელმწიფო დეკრეტით გამოაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდებოდა 1999 წლის 31 ოქტომბერს. კანონი `არჩევნების შესახებ~ შესწორდა არჩევნებამდე. კანონმა შეამცირა

საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა და პროპორციული წარმომადგენლობის[/b] სისტემაში ბარიერი 5%-დან 7%-მდე გაზარდა.[/b] 33 პარტია და ბლოკი დარეგისტრირდა საბრძოლველად 225 ადგილისთვის, რომელთაგან 150 ენიჭებოდა პარტიული სიით, ხოლო 75 კანდიდატებისთვის ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქებიდან. `არჩევნების შესახებ~ კანონის მიხედვით ერთმანდატიანი წევრებისთვის განკუთვნილი იყო 85 ადგილი, მაგრამ ამჯერად

აფხაზეთისთვის გამოყოფილ 10 ადგილზე არ იყო კონკურსი. ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისმა თავისი 12 ძირითადი თანამშრომელი გამოაგზავნა თბილისში,12 ხანგრძლივად მომუშავე დამკვირვებელი – რეგიონებში და 177 მოკლე ვადით მომუშავე დამკვირვებელი – არჩევნების დღისთვის. დამკვირვებლებმა აღნიშნეს ზოგიერთი დარღვევა, მათ შორის დაშინების და ძალადობის შემთხვევები არჩევნებამდე

პერიოდში და არჩევნების დღეს, გამჭვირვალობის ნაკლებობაარჩევნების ადმინისტრაციის საქამიანობაში და შეზღუდვებიგადაადგილებაში, რაც დროდადრო ხელს უშლიდა პოლიტიკურ

პარტიებს კამპანიების ჩატარებაში, ხოლო დამკვირვებლებს მათი უფლებების განხორციელებაში.

1999 წლის 14 ნოემბერს განმეორებითი არჩევნები ჩატარდა იმ 24 ოლქში, სადაც ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმათა უმრავლესობა (მოსახლეობის მთლიანი რაოდენობის არა ნაკლებ

ერთმა მესამედმა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში). მაჟორიტარ დეპუტატთა არჩევნები განმეორდა რამდენიმე რაიონში, სადაც არჩევნების პირველი რაუნდი გაუქმდა დარღვევების, მათ შორის ოქმების დაწვის გამო.

არჩევნებში მონაწილე 33 პარტიიდან მხოლოდ სამი იქნა წარმოდგენილი პარლამენტში. `საქართველოს მოქალაქეთა კავშირმა~ გაინაღდა ადგილების უმეტესობა, მეორე ადგილზე აღმოჩნდა ბლოკი `აღორძინება~. ბლოკმა `მრეწველობა

გადაარჩენს საქართველოს~ ასევე გადააბიჯა ზღვარს. რაც ყველაზე

საკვირველია, 7%-იანი ზღვარი ვერ გადალახა ლეიბორისტულმა

პარტიამ.

მხოლოდ სამმა პარტიამ შეძლო 7%-იანი ზღვრის გადალახვა; ერთმა დამატებითმა პარტიამ დაიკავა ადგილები პარლამენტში, ვინაიდან მისმა მაჟორიტარმა კანდიდატებმა მოიგეს მანდატები.

აღნიშნული ოთხი პარტიაა `საქართველოს მოქალაქეთა კავშირი~,

`საქართველოს აღორძინება~, `მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს~ და ლეიბორისტული პარტია.

წამყვანი პოზიციის შენარჩუნების მიზნით `მოქალაქეთა კავშირმა~ სახე შეიცვალა. მან პარტიის სიაში 49 ახალი პირი შეიყვანა, რომელთაგან ბევრი იყო ახალგაზრდა საზღვარგარეთ

მიღებული განათლებით. ამ არჩევნებში `საქართველოს მოქალაქეთა კავშირის~ სლოგანი `სტაბილურობიდან კეთილდღობისკენ~გამოხატავდა პარტიის ყურადღების გადანაცვლებას უსაფრთხოებიდან ეკონომიკური და სოციალური საკითხებისკენ. `საქართველოს მოქალაქეთა კავშირი~ აღნიშნავდა, რომ მის გეგმაში შედიოდა გადასახადების ამოღების გაუმჯობესება პენსიების გადახდის მიზნით.

1999 წლის საპარლამენტო არჩევნები – საბოლოო შედეგები,

ადგილების განაწილება

პოლიტიკური პარტია პროპორციული მაჟორიტარული სულ

`საქ. მოქ. კავშირი~ 85 47 132

`ბლოკი საქართველოს

აღორძინება~

51 7 58

` ბლოკი მრეწველობა გადაარჩენს

საქართველოს~

14 1 15

ლეიბორისტული პარტია

0 2 2

აფხაზეთის პარლამენტის

წევრები

- 12 12

დამოუკიდებლები - 16 16

წყარო: დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა

ოფისის საბოლოო დასკვნა – 1999 წლის საპარლამენტო

არჩევნები

`საქართველოს აღორძინება~ წარმოადგენდა საარჩევნო ბლოკს, რომელიც ჩამოყალიბდა 1999 წლის დასაწყისში

აჭარის დედაქალაქში, ბათუმში ხელმოწერილი ხელშეკრულების საფუძველზე. ქვეყნის ეს რეგიონი იმ დროს ასლან აბაშიძის მმართველობის ქვეშ იმყოფებოდა. ჯგუფი `ბათუმის ალიანსი~, როგორც მას მაშინ მოიხსენიებდნენ, შედგებოდა სხვადასხვა ელემენტისგან, მათ შორის აბაშიძის `აღორძინების~ პარტიისგან, საქართველოს სოციალისტთა პარტიისგან, საქართველოს ტრადიციონალისტთა კავშირისგან, მასში ასევე შედიოდნენ კომუნისტური

პარტიის ყოფილი ლიდერის ჯუმბერ პატიაშვილის და ყოფილი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერები.

მთავარ ამოცანას წარმოადგენდა საბაზისო ძალის შექმნა აჭარაში – გაყალბებული არჩევნების დახმარებით – და იქიდან მხარდაჭერის მოპოვება ქვეყნის დანარჩენ ნაწილებში შევარდნაძის

სმკ-ის დასამარცხებლად.

პარტია `მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს~ შეიქმნა 1999 წელს გიორგი თოფაძის, საქართველოს ახალი პოლიტიკური სახის, მიერ. იგი იყო კარგად ცნობილი ბიზნესმენი

და ლუდსახარშის `ყაზბეგი/კასტელი~ მფლობელი. რამდენიმე წლის განმავლობაში თოფაძე მონაწილეობდა, როგორც თვითონ მიაჩნდა, უსამართლო საგადასახადო კანონმდებლობის

წინააღმდეგ მაღალი რანგის სახელმწიფო ბრძოლებში. მას სწამდა, რომ ქართულ ბიზნესს უნდა ჰქონოდა საგადასახადო შეღავათები და იმპორტისგან დაცვა ქვეყანაში სტაბილური

ეკონომიკის ჩამოყალიბებამდე. აქედან გამომდინარე, თოფაძემ შექმნა საკუთარი მოძრაობა და სხვა ქართველ ბიზნესმენებს შემოერთებისკენ მოუწოდა. სხვათა შორის, პარტიამ

შემოიერთა ულტრანაციონალისტური პარტია `საქართველო უპირველეს ყოვლისა~, რომელსაც სათავეში გურამ შარაძე ედგა. თოფაძის გადაწყვეტილებამ გურამ შარაძესთან გაერთიანების შესახებ დიდი დაძაბულობა გამოიწვია პარტიის წევრებს შორის, რომლებიც პარტიიდან გასვლით იმუქრებოდნენ.

ამ დროს თოფაძემ შარაძე გამოიყენა ნაციონალისტური ხმების შემოსამატებლად, რამაც, საბოლოოდ, შეაძლებინა მას 7%- იანი ზღვრის გადალახვა.

ისევე, როგორც 1995 წლის არჩევნებში, ლეიბორისტულმა პარტიამ ვერ გადალახა ბარიერი, მაგრამ მაინც მოიპოვა მაჟორიტართა მანდატები პარლამენტში. 1999 წლის არჩევნებამდე ლეიბორისტული პარტია განიხილავდა პარტია `აღორძინებასთან~ კოალიციის

შექმნის შესაძლებლობას მომავალ არჩევნებში მონაწილეობისთვის, მაგრამ ბოლოს ლეიბორისტებმა გადაწყვიტეს, მარტო

მიეღოთ მონაწილეობა არჩევნებში. პარტიის კამპანია ეფუძნებოდა პოპულისტურ თემებს და ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ სისტემაზე გადასვლას, ხელფასებისა დაპენსიების გადახდას და ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენას.

კრიტიკოსების აზრით, ლეიბორისტულ პარტიას არ ჰქონდა პარტიის დაპირებების შესრულებისთვის საჭირო რაიმე გეგმა, მაგრამ მათი გამოსვლები მაინც იზიდავდა მოსახლეობის ნაწილს.პარლამენტში აღარ იყვნენ ირაკლი წერეთელი და მისი ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია, რომელიც საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ავანგარდში იდგა და ხმამაღალ ოპონირებას უწევდა როგორც გამსახურდიას, ისე შევარდნაძეს.

გაერთიანებულმა რესპუბლიკელებმა, ლიბერალებისა და რეფორმატორებისგან

შემდგარმა კოალიციურმა პარტიამ, რომელსაც დიდი გავლენა ჰქონდა კანონმდებლობის ჩამოყალიბებისას ძველ პარლამენტში, ახალ პარლამენტში ადგილები ვერ მოიპოვა.

ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სესია 1999 წლის 20 ნოემბერს გაიმართა და `საქართველოს მოქალაქეთა კავშირის~ წევრი, ზურაბ ჟვანია, კვლავ იქნა არჩეული სპიკერად. ამის შემდეგ შევარდნაძეს ელოდა საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც,

კონსტიტუციის თანახმად, ხუთ წელიწადში ერთხელ უნდა ჩატარებულიყო.

ეს არჩევნები 2000 წლის 9 აპრილს გაიმართა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...