Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    222
  • comments
    48
  • views
    549.274

რას წარმოადგენს სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტი და რატომაა მნიშვნელოვანი


lasha_alo

501 views

blog-0582375001640590466.png

უკანასკნელ დღეებში დიდი დავაა სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუციის გარშემო. "ქართული ოცნება" რეფორმებს გვთავაზობს, თუმცა ოპოზიციას მიუღებლად მიაჩნია.

დღევანდელი მონაცემებით:

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოა, რომელიც როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამონაცვლე, საქართველოში 2019 წლის 10 მაისიდან ამოქმედდა. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

  • პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლი;
  • ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი;
  • სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის და ძალადობით ან დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით ჩადენილი სამოხელეო დანაშაულის მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ძირითადი პრინციპებია:

  • კანონიერება;
  • ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა;
  • დამოუკიდებლობა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტი;
  • ობიექტურობა და მიუკერძოებლობა;
  • პროფესიონალიზმი;
  • საიდუმლოებისა და კონფიდენციალურობის დაცვა.
  • სახელმწიფო ინსპექტორი ხელმძღვანელობს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.
    სახელმწიფო ინსპექტორს 6 წლის ვადით ირჩევს საქართველოს პარლამენტი.
    სახელმწიფო ინსპექტორი უფლებამოსილების განხორციელებისას დამოუკიდებელია და არ ექვემდებარება არც ერთ ორგანოს და თანამდებობის პირს.
    სახელმწიფო ინსპექტორი ხელშეუხებელია. სახელმწიფო ინსპექტორზე რაიმე ზემოქმედება ან მის საქმიანობაში უკანონო ჩარევა აკრძალულია და კანონით ისჯება.
    2019 წლის 3 ივლისიდან სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილებას ლონდა თოლორაია ახორციელებს.
  • იხ: https://personaldata.ge/ka/about-us
  • როგორც ხედავთ, ინსტიტუცია უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს მოქალაქის უფლებრივი დაცვის პროცესში. შესაბამისად ხელისუფლების პრეტენზიები გაუგებარია

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური პროტესტს გამოთქვამს პარლამენტის უმრავლესობის სურვილს გააუქმოს უმნიშვნელოვანესი ინსტიტუცია

 

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...