ცხინვალში ვიცე-სპიკერი და ლექტორი საქმეებს ჩხუბით არჩევენ
ცხინვალში თვითგამოცხადებული პარლამენტის ვიცე-სპიკერ, პეტრე გასიევსა და უნივერსიტეტის ლექტორ სოსლან პლიევს შორის დაპირისპირება წარმოიშვა.
„ვიცე-სპიკერმა“ პლიევს ფეისბუქში გამოქვეყნებული სტატუსების შესახებ ახსნა-განმარტება მოთხოვა და ხელი გაარტყა. ლექტორმა კი საპასუხოდ იარაღი ამოიღო და „თანამდებობის პირს“ დაუმიზნა.
„ ოსეთში მამაკაცი საკუთარ სიტყვებზე პასუხს ყოველთვის აგებდა. მე მოვთხოვე სოსლანს ბრალდება აეხსნა."
როგორც ჩანს, რუსეთის მიერ კონტროლირებულ ზონაში ვიცე-სპიკერი საქმეებს ქურდულად არჩევს, ხოლო ლექტორი კი იარაღით თავს იწონებს.
პეტრე გასიევი ე. წ პარლამენტში 2014 წლიდანაა. არის პ.გ „ერთიანი ოსეთის“ ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარე იყო ტელეკომპანია „ენტევეს“ პროდუსერი , ფსევდოპარლამენტის სპიკერი..
სოსლან პლიევს აქვს ისტორიკოსის და იურისტის დიპლომი. არის ვლადიკავკაზის "მანსანკანი"ს ხელმძღვანელი. მწერალი
კონფლიქტის ორივე მონაწილე ანტიქართული, პრორუსული რიტორიკით არიან ცნობილნი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.