Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    222
  • comments
    48
  • views
    549.169

ბერდია სიჭინავა- მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედებები თუ უმოქმედობა პანდემიასთან ბრძოლაში, ნამდვილად კარგი მაგალითია იმის საილუსტრაციოდ, სად ვიყავ


PLANETA_INFO

668 views

blog-0652271001639832626.jpg

მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედებები თუ უმოქმედობა პანდემიასთან ბრძოლაში, ნამდვილად კარგი მაგალითია იმის საილუსტრაციოდ, სად ვიყავით ადრე (ვირუსის ბუნებას მსოფლიო რომ არ იცნობდა და ვაქცინაც არ არსებობდა) და სად ვართ ეხლა.

შედეგები ნამდვილად კატასტროფულად გამოიყურება მთავრობის 10 თვიანი “წარმატებული” მოღვაწეობის ფონზე, “კატასტროფიდან რომ ამოიყვანა ქვეყანა.”

- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა გასცდა 900 ათასს.

- დღეის მდგომარეობით გვაქვს გარდაცვლილთა კატასტროფული მაჩვენებელი და საერთო რაოდენობა უკვე აჭარბებს 13 ათასს, ყოველდღიურად იღუპება 50 მოქალაქეზე მეტი, ხშირად ეს დღიური მაჩვენებელი 80-საც კი სცდება.

- ღია სივრცეში პირბადის ტარების მაჩვენებელი კრიტიკულად დაბალ ნიშნულზეა, მაშინ, როდესაც 80%-ს შეადგენდა “ავადსახსენებელ დროს”.

- გვაქვს ვაქცინაციის მკვეთრად დაბალი დღიური მაჩვენებელი. არ არსებობს საგანმანათლებლო და შემეცნებითი კამპანია.

- დაწესებული რეგულაციების აღსრულების ადმინისტრირება არ და ვერ ხორციელდება, რომელსაც აქვს თავისი გამომწვევი ფაქტორები, ჯარიმების პოპულისტური, უპირობო ჩამოწერიდან დაწყებული და სხვა ბევრი ფაქტორით გაგრძელებული.

- ვირუსის მართვის პროცესში ხდება არათანმიმდევრული გადაწყვეტილებების მიღება (კარგი მაგალითია ღია სივრცეში პირბადის ტარების რეგულაციის პოპულისტურად მოხსნა და 1 თვეში ამ რეგულაციის ისევ დაბრუნება) მაშინ, როდესაც მის მართვას სისტემური, გააზრებული, გრძელვადიანი ხედვის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებები სჭირდება!

- გვაქვს გაურკვეველ ლოგიკაზე დაფუძნებული და შექმნილი ე.წ. „მწვანე პასპორტი“, რომელიც ეფექტურად, რა თქმა უნდა, ვერ მუშაობს.

ამ ყველაფრის ფონზე, მინიმუმ უხერხულია, წინამორბედის დანატოვარზე ისაუბრო, რომელსაც პანდემიური კრიზისის ფონზე მოუწია ხელისუფლების მართვა და რომლის მართულმა პროცესმა, სხვადასხვა მიმართულებით მიღებულმა დროულმა და ქმედითმა ზომებმა და გატარებულმა ანტიკრიზისულმა ღონისძიებებმა მაღალი შეფასება დაიმსახურა გაეროს გენერალური მდივნის, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, OECD-ის, საერთაშორისო სუვერენული სარეიტინგო კომპანია Moodys-ის, კორპორაცია Microsoft-ის და ა.შ. ჩამონათვალი დიდია.

P.S. ხელისუფალს ეფექტურად მუშაობისთვის სჭირდება პოლიტიკური და პარტიული კომპლექსებისგან გათავისუფლება, სიმართლის დანახვა და პასუხისმგებლიანი ქმედებების განხორციელება, რომ მოქალაქეებმა, მათი პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, იგრძნონ სახელმწიფოს მხრიდან მათზე ზრუნვა.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...