Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    70
  • comments
    34
  • views
    313.071

ჭადრაკის დაფა სამ მოთამაშეზე ანუ რა ხდება ჩხოროწყუში


lasha_alo

719 views

blog-0804336001639674969.jpg

ჩხოროწყუში წინასაარჩევნო პერიოდი ძალიან მწვავედ მიმდინარეობდა. არსებობდა სამი პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც ადმინისტრაციულ ერთეულებში გადამწყვეტ გავლენას ფლობდნენ.

 

„ ქართული ოცნების“ მხრიდან სახელისუფლებო რესურსების უპრეცედენტო გამოყენების მიუხედავად, მოქმედმა მერმა დათო გოგუამ მხოლოდ მცირე უპირატესობით გაიმარჯვა, ხოლო მანდატები

შემდეგნაირად გადანაწილდა:

„ქართული ოცნება“- 12

საქართველოსთვის-7

„ენმ“-7

„ლელო“-1

ზუსტად ასეთ განლაგებას უკავშირდება „ქოცების“ „ოპერატიულობა“ და ბიუჯეტის სასწრაფო წესით მიღება, თუმცა პრობლემები ამით არ ამოიწურა

ყველასთვის მოულოდნელად „ოცნების“ კანდიდატმა, ჯუმბერ იზორიამ 12-ს მაგივრად 13 ხმა მიიღო, ხოლო ერთი ბიულეტენი ბათილად გამოცხადდა, რასაც ურთიერთბრალდებები და მოსახლეობის აღშფოთება მოყვა

800px-Jumberizoria.jpg

ჯუმბერ იზორია- საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი

 

საჭადრაკო დაფასთან სამი კონკურენტის ყოფნა ერთი კვირის შემდეგაც ფაქტად იქცა.

სხდომათა დარბაზში „საქართველოსთვის“ შვიდივე წარმომადგენელი დროულად გამოცხადდნენ. ისინი ოლიმპიური სიმშვიდით ელოდნენ კოლეგებს, თუმცა ნახევარი საათი არავინ გამოჩენილა.

262322259-10220718364815221-7291757196044251061-n.jpg

გახარიას გუნდის დეპუტაცია ჩხოროწყუში

 

„ენმ“ და „ოცნება“ მოგვიანებით დარეგისტრირდნენ. ენმ-ლელოს სახელით განცხადება კორნელი წურწუმიამ გააკეთა და დარბაზი დატოვა.

ramaz.jpg

რამაზ გულუა

 

მასთნ ერთად სხდომიდან „ნაციონალებიც“ გავიდნენ. რამაზ გულუამ ხაზი გაუსვა, რომ გახარიას პარტია „ქართულ ოცნებასთან „ იყო გარიგებული. ისინი პოლიტიკურ სისუსტეში დაადანაშაულა და მწვავე განცხადებები გააკეთა.

 

„საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა სხვა სტრატეგია აირჩიეს. ისინი დარბაზში დარჩნენ და კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღეს

ჯუმბერ იზორიამ 12 ხმა მიიღო. 7 ბიულეტენი ბათილად გამოცხადდა ანუ „ოცნებამ“ ერთსულოვნად მხარი დაუჭირა მის კანდიდატურას, „საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა ამ პოლიტიკური დემარშით მათი მიუკერძოებლობა და ერთსულოვნება დაააფიქსირეს

კენჭისყრამდე შოთა წურწუმიას კანდიდატურა იქნა წარდგენილი , რომელიც „საქართველოსთვის წარმომადგენელია

შესვენება დიდხანს გაგრძელდა. დარბაზიდან გახარიას გუნდი არ გავიდა, ხოლო „ქოცები“ და „ნაცები“ არსად ჩანდნენ.

 

უხუცესმა დეპუტატმა ქვორუმის უქონლობის გამო სხდომა დახურა. ამის შემდეგ კი უკვე „ენმს“ დეპუტაცია გამოჩნდა, რომელებმაც მათი გაუფრთხილებლობა საკრებულოს აპარატს დააბრალეს.

რას უნდა ველოდოთ?

კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდეს განცხადებით, კრიზისი ადვილად არ ამოიწურება. პოლიტიკური ველი კი სამ მოთამაშეს მოიცავს, რომლებიც ერთმანეთს არ ენდობიან.

„ნაცმოს“ არ სიამოვნებს გახარიას გუნდის ბრალდებები და ცალსახაა დღეს მათ თავი შეიკავეს წურწუმიას მხარდაჭრისგანაც.

„ოცნება“ მ კი სხდომა ჩაშალა, მაგრამ ოპოზიციურ პარტიებს თავისუფლად შეუძლიათ ერთობლივად დაძლიონ ეს ბარიერი

პოზიციათა სიტუაციური თანხვედრა ალიანსი არაა. ვფიქრობ, კონსულტაციები უნდა იყოს ღია და თუ ეს არ ხერხდება საზოგადოებამ ადეკვატურად უნდა მიიღოს რომელიმე ორი სუბიექტის საერთო გადაწყვეტილება, რომელიცამ სიტუაში ისედაც მუდმივად იქნება დამოკლეს მახვილის ქვეშ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...