პარტია "შაქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი კახი კალაძეს განცხადებებთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს.პოლიტიკოსი თბილისის მერს გახარიასადმი წარდგენილ ნარკოდამოკიდებულების ბრალდებას ახსენებს და საქმიან ინიციატივებზე საქმიან პასუხს მოითხოვს
სრული ტექსტი:
"ბატონ კალაძეს, როგორც სჩანს, ჰგონია არჩევნები დასრულდა და მისი ავტორობით წარმოებული უღირსი წინასაარჩევნო კამპანია ყველას დაავიწყდა.
ნარკოდამოკიდებულების ბინძური ბრალდების სულისჩამდგმელი და გამწევი ძალა რომ იყო ეს არ იკმარა და ახლა ნეპოტიზმში და კორუფციაში ადანაშაულებს კაცს, რომლის ცხოვრების წესია “არა ნეპოტიზმს და არა კორუფციას”.
მერწმუნეთ, ეს ცილისწამებაც ისევე ჩამოგენგრევათ თავზე, როგორც ყველა სხვა. მსგავსი თავდასხმებით ვერ აირიდებთ პასუხისმგებლობას ვერც კორუფციაზე და ვერც სხვა პრობლემებზე, რომელიც ქვეყანაში არსებობს.
ამიტომ, სჯობს საქმიან ინიციატივებს საქმანად მოეკიდოთ, რასაკვირველია, თუ ამის პასუხისმგებლობა გაგაჩნიათ.
და ეს პარტია გველაპარაკება პოლარიზაციის დასრულებაზე, რადიკალიზმის შემცირებაზე:
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.