Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    206
  • comments
    3
  • views
    529.274

თანასწორობის ილუზია ანუ მატყუარა ეგალიტარიზმი (რატომ არ არსებობს თანასწორობა)


ოცდამეერთე საუკუნეში განსაკუთრებით გააქტიურდნენ ნეოლიბერალისტები, რომლებიც ქადაგებენ ეგალიტარიზმის და ბიოცენტრიზმის ფსევდო-ეთიკურ ცრუ-სწავლებებს. ისმის კითხვა; რატომ ცრუ? პასუხი: იმიტომ, რომ ბუნებაში არც იყო, არც ახლა არსებობს და არც მომავალში იქნება ის, რასაც ეგალიტარისტები და ბიოცენტრისტები, უწოდებენ თანასწორობას. ბიოცენტრისტები ამტკიცებენ, რომ ბუნებაში ყველა სიცოცხლე ერთნაირად ფასდაუდებელი და თანასწორია, მაგრამ ეს სიცრუეა, დაფუძნებული აბსურდულ ფანტაზიებზე, რომლებიც ასე უყვართ თავ-გზა აბნეულ ბიოცენტრისტებს (ინვირომენტალისტებს). შენ შეგიძლია გსურდეს ბუნების დაცვა, მაგრამ ბუნება მუდამ შეეცდება დაგახრჩოს, დაგწვას, შეგჭამოს ან შიმშილით მოგკლას. ბუნება არაა ადამიანის მეგობარი და არც თანასწორობა და დემოკრატია არსებობს ცხოველთა, მცენარეთა, ფრინველთა და ადამიანთა სამყაროში. თანასწორობა არსად არ არის, სამაგიეროდ ყველგან არსებობს მკაცრი იერარქიული სუბორდინაცია, სადაც არ უნდა წახვიდეთ; სამსახურში, სკოლაში, არმიაში, ბაგა-ბაღში, უნივერსიტეტში, ქუჩაში, ცხოველებში და ა.შ. თვით ანარქისტულ და ულტრა-ლიბერალისტურ საზოგადოებებშიც კი არის სუსტი და მკრთალი, მაგრამ მაინც იერარქია. პოლითეისტურ რელიგიებში ასევე, მკაცრი იერარქია და სუბორდინაცია ღვთაებებს შორის. როცა ეკოლოგი იცავს ნიანგს, საზარელ მტაცებელ რეფტილიას, იმიტომ, რომ მიაჩნია, რომ ყველა ცოცხალი არსება თანასწორია, როგორღა დაიცავს იმ ანტილოპას ან კამეჩის უფლებებს, რომელსაც ადრე თუ გვიან წყალში ჩაითრევს ნიანგი და ნაკუწებად აქცევს? ნუთუ პლაკატებით ხელში მიტინგს დაიწყებენ ნიანგის ცხვირწინ?:) სრული უაზრობაა ეგალიტარიზმი. ერთმა რუსმა ეკოლოგმა ერთხელ ბრძანა, რომ ცხოველის მოკვლა იგივეა, რაც ბავშვის... ვინმეს სჯერა ამ უაზრობის? ბავშვი ადამიანის და ძაღლი ერთი და იგივეა? ნიუტონი და ქუჩაში მცხოვრები ოლიგოფრენი ბომჟი ერთი და იგივეა? ბეთჰოვენი და ჰიტლერი ერთი და იგივეა? მაჰათმა განდი და რუსთაველი მანიაკი ერთი და იგივეა? მარტინ ლუთერ კინგი და ჰანიბალ ლექტერი კრავთა დუმილიდან თანასწორები არიან? "კანონის წინაშე თანასწორი"? ეს როგორ? სრული აბსურდია ეგალიტარიზმი, ტკბილი სიზმარი ფსიქიურად დაავადებული ლიბერალების დამჭკნარ ტვინში.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...