დღეს ზუსტად არავინ იცის, რა პოსტზე იმუშავებს მიხეილ სააკაშვილი ხვალ, თუმცა უკრაინული პრესა იუწყება, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინაში მალე ,,რაიმე“ თანამდებობაზე დაინიშნება.
,,უახლოეს დღეებში ის მიიღებს თანამდებობას, თუმცა ჯერ ვერ გეტყვით, თუ რა პოსტი იქნება ეს, ვინაიდან დანიშვნის შესახებ განცხადება პრეზიდენტმა უნდა გააკეთოს. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ სააკაშვილი უკრაინაის ხელისუფლებას მუშაობაში დაეხმარება.“ - ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინელ ჟურნალისტებს პრეზიდენტ ზელენსკის ოფისის წარმომადგენელმა მიაწოდა.
შეგახსენებთ, რომ 22 აპრილს მიხეილ სააკაშვილმა პრესაში გავრცელა ინფორმაცია, თითქოს ის, რეფორმების საკითხებში, უკრაინის ვიცე-პრემიერად უნდა დანიშნულიყო, თუმცა როგორც აღმოჩნდა, მან მმართველი პარტიის უმრავლესობის კეთილგანწყობა ვერ მოიპოვა და ხსენებულ პოსტზე რადამ მისი კანდიდატურა არც განიხილა.
მოგვიანებით ითქვა, რომ შესაძლებელი იყო სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ნაციონალური საბჭოს წევრი გამხდარიყო.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.