Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    222
  • comments
    48
  • views
    544.674

უკრაინის პირველი პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას აკრიტიკებს


PLANETA_INFO

1.128 views

1547123218-2737.jpg

უკრაინის პირველი პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებას ეხმიანება, რომელიც მან უკრაინის ვიცე-პრემიერად მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დანიშვნის შემთხვევაში, ქვეყნიდან სრულუფლებიანი ელჩის გამოწვევის შესახებ გააკეთა.

კრავჩუკი გახარიას განცხადებას უკიდურესობად აფასებს და მიიჩნევს, რომ უკრაინის შიდა საქმეებში არავინ უნდა ჩაერიოს.

ამის თაობაზე მან უკრაინულ ინტერნეტ-გამოცემა ,,112 უკრაინას“ კორესპონდენტთან ინტერვიუს დროს ისაუბრა.

,,მე ვფიქრობ, ეს უკიდურესი ნაბიჯი იქნება. იმის გათვალისწინებით, რომ სააკაშვილი არა საქართველოს, არამედ უკრაინის მოქალაქეა, ხელისუფლებას შეუძლია მისი დანიშვნის შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილება თავად მიიღოს.“ - განაცხადა ლეონიდ კრავჩუკმა.

მისი აზრით, საჭიროა გაკეთდეს განცხადება, სადაც არგუმენტირებულად იქნება ნაჩვენები, თუ რატომ მოქმედებს უკრაინა თავისი სუვერენული უფლებების შესაბამისად. კრავჩუკი მიიჩნევს, რომ მათ შინა მმართველობაში გამუდმებით ერევიან გარედან.

,,ხან რუსეთი და ამერიკა ერევა ჩვენს საქმეში, ხან - პოლონეთი, ხშირად უნგრეთიც ერეოდა და ახლა საქართველოც გამოჩნდა.

უკრაინამ საერთაშორისო ნორმების დაცვით თავისი მყარი პოზიცია უნდა დაიკავოს. უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა და საკუთარი კანონებისა და კონსტიტუციის მიხედვით თავად გადაწყვეტს, ვის სად დანიშნავს და როგორ ხელისუფლებას ჩამოაყალიბებს.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მიხეილ სააკაშვილი ამჟამად არის უკრაინის მოქალაქე.

ვფიქრობ, ერთ-ერთ მხარეს ძალიან არ უნდა, რომ უკრაინამ სააკაშვილის პოტენციალი გამოიყენოს.“ - აღნიშნა უკრაინის პირველმა პრეზიდენტმა.

2020 წლის 22 აპრილს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისგან მიიღო შეთავაზება, რეფორმების საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერობის პოსტზე დანიშვნასთან დაკავშირებით.

მის განცხადებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ სააკაშვილის დანიშვნის შემთხვევაში, დღის წესრიგში დადებოდა უკრაინიდან საქართველოს ელჩის გამოწვევის საკითხი. ასევე, გიორგი გახარიას თქმით, უკრაინის, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან კატეგორიულად მიუღებელია მაღალ თანამდებობაზე დანიშნოს ისეთი პირი, რომელიც საქართველოში საკმაოდ მძიმე დანაშაულისთვის არის მსჯავრდებული და ამჟამად ძებნაში იმყოფება.

ცნობისთვის, დღეს უკრაინულ პრესაში გავრცელდა ხმები, თითქოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინიდან სრულუფლებიანი ელჩი გაიწვია, თუმცა ქართული მხარე ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...