ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ 19-ის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
ამის შესახებ აფხაზურ პრესას ადგილობრივი ეპიდ.სამსახურის მთავარმა ექიმმა, ლუდმილა სკორიკმა აცნობა.
არსებული მონაცემებით, გუშინ, 6 აპრილს გუდაუთის ინფექციურ საავადმყოფოში, კორონავირუსის სიმპტომებით ორი პაციენტი მოათავსეს, რომელთა ანალიზების პასუხსაც დღეს ელოდნენ.
დაახლოებით ერთი საათის წინ, ამ ორი პაციენტიდან, ერთ-ერთს კოვიდ 19-ის ინფექცია დაუდასტურდა.
შეგახსენებთ, რომ ახალი კორონავირუსის საფრთხესთან დაკავშირებით, ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებულმა მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და რუსეთ-საქართველოს საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთი ნაწილობრივ, რუსეთის მოქალაქეთათვის, ჩაკეტა.
დღევანდელი შემთხვევის შემდეგ, ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებულმა ხელისუფლებამ, აღნიშნული საზღვრის სრულად ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.