Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    222
  • comments
    48
  • views
    549.246

დაძლევენ თუ არა ,,პრეზიდენტობის კანდიდატები“ აფხაზური ენის გამოცდას?


PLANETA_INFO

1.644 views

cms-image-000024493.jpg

 

ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული, ეგრეთწოდებული ენობრივი კომისიის წევრები უკმაყოფილებას გამოხატავენ იმ ფაქტის გამო, რომ კანდიდატები, რომლებიც ,,რესპუბლიკის ხელმძღვანელის“ პოსტს უმიზნებენ, აფხაზურ ენაზე საუბარს, ხშირად, თავს არიდებენ. ამიტომ, აფხაზური ენის ცოდნის მხრივ, ისინი კანდიდატების მიმართ მოთხოვნების გამკაცრებას აპირებენ.

გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ჰუმანიტარული კვლევების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი ვალენტინ კოღონია ავრცელებს.

მისი თქმით, ,,მომავალი პრეზიდენტი“, ვალდებულია, სახელმწიფო ტელევიზიის ეკრანიდან ხალხს აუცილებლად აფხაზურ ენაზე ესაუბროს.

,,პრეზიდენტი აფხაზურ ენას თავისუფლად უნდა ფლობდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ოპერატიული თათბირის, ბრიფინგის თუ სხვა შეკრებების წაყვანა აფხაზურ ენაზე უნდა ეხერხებოდეს. მე პირველად ვმონაწილეობ კომისიაში და ვერ შევაფასებ, აქამდე როგორ ჩააბარეს გამოცდები იმ კანდიდატებმა, რომლებმაც შემდეგ ეკრანიდან აფხაზურ ენაზე ლაპარაკი ვერ შეძლეს. ამჯერად, გადავწყვიტეთ, ეს ბარიერი გავამკაცროთ.“ - აღნიშნა კოღონიამ.

კომიიის სხდომაზე, რომელიც ოკუპირებულ სოხუმში გუშინ გაიმართა, გადაწყდა, თუ რომელ დღეებში და როგორ ფორმატში ჩააბარებენ გამოცდებს ,,საპრეზიდენტო კანდიდატები“.

კომისიის წევრების თქმნით, ,,პოტენციურ პრეზიდენტს“ მოუწევს თავი აფხაზურად წარადგინოს, მოჰყვეს თავის შესახებ, ამ ენაზევე წაიკითხოს თხზულება და წაკითხულის შინაარსი გადმოსცეს, ასევე, შეადგინოს ტექსტი.

ვალენტინ კოღონიამ უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ მიუხედავად, ეგრეთწოდებული ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილი წესისა, ,,პრეზიდენტობის კანდიდატები“ სატელევიზიო ეთერებში მშობლიურ ენაზე არ ლაპარაკობენ.

,,ამ საკითხში საჭიროა გამოვიჩინოთ პრინციპულობა. ჩემის აზრით, აფხაზურად, ძირითადად, არ საუბრობდნენ ის პირები, რომლებიც ენას პასიურად ფლობდნენ. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც სახელმწიფო ენაზე თავისუფლად ლაპარაკობენ, მაგრამ უნდოდათ, მათი ნათქვამი მთელ ელექტორატს გაეგო და ამიტომ არჩევდნენ რუსულ ენას.

ჩვენ დავაყენეთ აუცილებელი პირობა, რომ ესა თუ ის კანდიდატი, პირდაპირ სატელევიზიო ეთერში უნდა გამოვიდეს მხოლოდ აფხაზურ ენაზე.“ - განაცხადა მან.

კოღონიას თქმით, დადგენილი წესის დარღვევისთვის სანქციები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა მიიღოს.

ეგრეთოწდებულ ენობრივ კომისიაში ხუთი წევრი შედის: თავად ვალენტინ კოღონია, აფხაზეთის სახელწმიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ალექსეი კასლანძია, დოცენტი ბათალ ხაგუში, პროფესორი ლეონიდ სამანბა და დოცენტი დიანა აჯინჯალი.

კომისიის მიერ მშობლიური ენის ცოდნის შესამოწმებლად ჩატარებული გამოცდების შედეგები იქნება ერთ-ერთი აუცილებელი დოკუმენტი, რომელსაც ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული პრეზიდენტობის კანდიდატი საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციისთვის წარადგენს. მისი არქონის ან უარყოფითი შედეგის შემთხვევაში, კანდიდატის განცხადება არ მიიღება.

კანდიდატების მიმართ აფხაზური ენის ცოდნის შესახებ მოთხოვნების გამკაცრების თაობაზე, ენობრივი კომისიის წევრმა ალექსეი კასლანძიამ, ადგილობრივ საარჩევნო კომისიას, ჯერ კიდევ, გასული წლის ,,საპრეზიდენტო არჩევნებამდე“ მიამრთა.

,,თუ ახლა ჩვენ გარკვეულ დათმობებზე მივდივართ, მაგალითად, ზმნის დროების ცოდნის ან მართლწერის საკითხებში, მომავალში ეს არ მოხდება.“ - აცხადებდა ის.

ოკუპირებულ აფხაზეთში, 2019 წელს გამართულ ეგრეთწოდებულ არჩევნებამდე, კანდიდატებმა ენის ცოდნაზე, როგორც ზეპირი, ისე წერითი ტესტირება გაიარეს, რომელიც ბილეთების სისტემის მიხედვით ჩატარდა და აფხაზურ ენაზე მათი კითხვის, წერის და თავისუფლად საუბრის უნარი შემოწმდა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...