Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    222
  • comments
    48
  • views
    549.286

რა ბედი ელის ,,სოხუმელ“ ლომის ბოკვერს?


PLANETA_INFO

817 views

1029035646.jpg

 

 

რა ბედი ელის სოხუმში, კერძო პირის საკუთრებაში მყოფ ლომის ბოკვერს, ჯერ-ჯერობით უცნობია. ამ ეტაპზე, გარკვეული მიზეზების გამო, მისი მფლობელის ვინაობაც არ ხმაურდება.

ვიდეო და ფოტოკადრები, სადაც ჩანს, როგორ სთავაზობენ ტურისტებს ახალ ათონში ლომის პატარა ბოკვერთან გადაღებას, სოციალურ ქსელებსა და აფხაზურ საიტებზე, პირველად აგვისტოში გამოჩნდა და აფხაზურ საზოგადოებაში მალევე ხმაურიანი განხილვის თემად იქცა.

როგორც ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ცხოველთა დაცვის ფონდ ,,ბაგირას“ დამფუძნებელი, იულია ემხვარი ადგილობრივ პრესასთან აცხადებს, ლომის ბოკვერი, რომელსაც ახალ ათონში ფოტოსესიისთვის იყენებდნენ, ერთ-ერთმა სოხუმელმა აფხაზმა გამოისყიდა და იშვილა.

,,თავის დროზე, ყოფილ მეპატრონეს ბოკვერი 50 ათას რუბლად უყიდია და მას, ტურისტულ სეზონზე, გადაღების საშუალებით, ყოველდღიურად 20 ათასი რუბლის მოგება მოჰქონდა, მაგრამ შემდეგ გასაყიდად გაიმეტა, რადგან ცხოველი ფიზიკურად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა.“ - განაცხადა ემხვარმა.

მისი თქმით, ბოკვერის მდგომარეობის შესახებ აფხაზეთის ეგრეთწოდებული ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს აცნობა, მაგრამ იქ განუცხადეს, რომ მათ ლომის ბოკვერის მიღება და მის მომავალზე ზრუნვა არ შეეძლოთ, რადგან აფხაზეთში გარეული ცხოველების რეაბილიტაციის ცენტრი არ არსებობს.

ცხოველთა დაცვის ფონდის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ასეთ ცენტრს მოსკოვში მიაგნეს და დახმარების თხოვნით მიმართეს. ცენტრი ბოკვერის მისაღებად მზად იყო, მაგრამ ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებულმა ხელისუფლებამ მოსკოვიდან დახმარების მიღებაზე უარი თქვა და ემხვარი ამ საქმიდან სარგებლის მიღებაშიც დაადანაშაულა.

სწორედ ამის შემდეგ, აფხაზეთის მკვიდრმა, რომლის სახელი და გვარიც არ ხმაურდება, ყოფილი მეპატრონისგან ბოკვერი 25 ათას რუბლად იყიდა.

იულია ემხვარი ამბობს, რომ ამჟამინდელი პატრონი მისი ნათესავია და ინფორმაციაც მისგან აქვს.

,,ამჟამად, ლომის ხუთი თვის ბოკვერი კომფორტულ პირობებშია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც თანდათან უმჯობესდება. ვეტერინარი მას მუდმივ მეთვალყურეობას უწევს.

პატარა ლომი არ არის აგრესიული და ჯერ-ჯერობით ადამიანებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

მისი პატრონები აპირებენ საკუთარი ,,სახლი“ აუშენონ.“ - ამბობს აფხაზ ჟურნალისტებთან იულია ემხვარი.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...