Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    206
  • comments
    3
  • views
    529.274

ქალღმერთი კალი (ვედური სიმბოლიზმი)


blog-0104626001532685917.jpgქალღმერთი კალი გამოისახება, როგორც ოთხი ხელის მქონე შეიარაღებული გრძელთმიანი თხელი ნატიფი ქალი მუქი ლურჯი კანით. როგორც წესი, შიშველი, თუ ჩაცმულია მაშინ ვეფხვის ტყავითაა შემოსილი. ზედა მარცხენა ხელში მას უჭირავს სისხლიანი ხმალი, რომელიც განასახიერებს ეჭვის და დუალიზმის განადგურებას, ქვედა მარცხენა ხელში მას უჭირავს — დემონის მოჭრილი თავი, რომელიც სიმბოლურად პიროვნული ეგოს მოკვეთას განასახიერებს. ზედა მარჯვენა ხელით, ის აჩვენებს შიშის გამქრობელ დამცავ მუდრას (ჟესტს), ხოლო ქვედა მარჯვენა ხელით აკურთხებს ადამიანებს უსრულებს თავის ერთგულებს სურვილებს. ოთხი ხელი ესაა 4 მთავარი ჩაკრას და სამყაროს 4 მხარის სიმბოლო. ქალღმერთის სამი თვალი მართავს სამ ძალას: შექმნას, შენარჩუნებას და განადგურებას. ისინი ასევე შეესაბამება სამ დროს, ესენია: წარსული, აწმყო და მომავალი, და არიან მზის, მთვარის და ელვის სიმბოლო. მისი ქამარი ადამიანის ხელებისგან, განასახიერებს სასტიკ კარმას, რომელიც ყველგან მოგწვდება. მისი მუქი ლურჯი ფერი არის ფერი უსასრულო კოსმოსური მარადიული დროისა, და სიკვდილისა. ეს სიმბოლიზმი ამახვილებს ყურადღებას იმაზე რომ კალი მოკვდავთა სამყაროზე მაღლა დგას. მაჰანირვანა ტანტრა ამბობს: "შავი ფერი შედგება თეთრი, ყვითელი და ყველა სხვა ფერებისგან. ისევე როგორც კალი შეიცავს ყველა სხვა არსებებს." შავი ფერი სიმბოლოა უშფოთველი სუფთა ცნობიერებისა. თავის ქალების გირლიანდა მის სხეულზე, განასახიერებს რეინკარნაციას. თავის ქალების რაოდენობა არის ზუსტად 50 — როგორც სანსკრიტული ანბანის ასობგერები. მოჭრილი თავი, რომელილ ხელში უჭირავს კალის, ესაა დემონური პიროვნული ეგო (ego) ანუ მატერიალისტური იდეა: " მე ვარ სხეული", რომელსაც ანადგურებს კალი. თავის ქალა ასევე განასახიერებს კალის უნარს, გაანთავისუფლოს ადამიანის ცნობიერება საკუთარი სულიერი მეს სხეულთან გაიგივებისგან. ეს გირლიანდა სიმბოლოა, სიბრძნისა და ძალისა. "კალის აჩეჩილი თმა (elokeshi) ესაა სიკვდილის საიდუმლო ფარდა, რომელიც ფარავს სიცოცხლეს. გვამი, რომელზეც დგას იგი, განასახიერებს წარმავალ და დროებით ფიზიკურ სხეულს, რომელიც სულზე (ატმანზე) დაბლა დგას. სისხლივით წითელი ენა ესაა რაჯასის მოდუსის სიმბოლო, რაჯასი ესაა სამყაროს კინეტიკური ენერგია. კალი სუფევს ანაჰატა-ჩაკრაში. ის ურთიერთქმედებს ფიზიკურ გულთან; ამ ფორმით მას ეწოდება რაკტი-კალი - Rakti-Kali (წითელი კალი), პულსაცია გულისა. მაგრამ ეს არაა მხოლოდ სილამაზე, ეს არის, ასევე, საშინელება და სიკვდილი. კალი — ესაა მიუწვდომელი სილამაზე, უპასუხო სიყვარული. სილამაზე მისი შეუცნობელია, რადგან მას არა აქვს ფორმა. კალი სიმბოლოა მარადიული ცხოვრების. მარადიულ ცხოვრებას აქვს ფასი. მხოლოდ, რაც არის უკვდავი შეიძლება იყოს უსასრულო, იმიტომ, რომ არაფერს შეუძლია შეცვალოს მისი ბუნება. მოკვდავი და გარდამავალი პროცესი დასრულდება ადრე თუ გვიან. რათა მიკიღო სარგებელი მარადისობიდან, რომელიცაა Kali, ჩვენი მოკვდავი ბუნება უნდა შევწიროთ მსხვერპლად. ამიტომაც, უბრალო ადამიანის თვალს კალი ეჩვენება, როგორც საშიში და დესტრუქციული. კალი — ესაა მრავალსახა ქალღმერთი, რომელიც მართავს ცხოვრებას ჩასახვის მომენტიდან სიკვდილამდე. იგი განასახიერებს კოსმიურ ძალას მარადიული დროისა. კოსმოსურ დონეზე, კალი არის დაკავშირებული ჰაერის ანუ ქარის, ვაიუს, პრანას ელემენტთან. ეს ძალა ავსებს სამყაროს, როგორც ენერგიას ტრანსფორმაციისა. მოქმედებს სწრაფად და არ ტოვებს კვალს უკან, იწვევს რადიკალურ ცვლილებებს. კალი არის ჭეშმარიტება, რომელიც უარყოფს ყოველგვარ ილუზიებს. იგი განასახიერებს შექმნას, შენარჩუნებას და განადგურებას, იწვევს სიყვარულსაც და შიშსაც. ადამიანის სხეულში, Kali არსებობს სუნთქვის ანუ სიცოცხლის ძალის (პრანას) სახით. მისი სიმბოლოა ნამგალა მთვარე.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...