Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    206
  • comments
    3
  • views
    529.277

ვედური კოსმოლოგია და მეორე მზე - ნემეზიდა (რაჯა)


სულ რამოდენიმე წლის წინ ამერიკელმა ასტროფიზიკოსმა რიჩარდ მიულერმა წამოაყენა ჰიპოთეზა, რომ ჩვენ ყვითელ მზეს ჰყავს თანამგზავრი ვარსკვლავი ე.ი. ჩვენ მზის სისტემაში არის მეორე მზე - თითქმის ჩამქრალი წითელი ჯუჯა, ემ 5 კლასის წითელი მზე. ნემეზიდას ორბიტული პერიოდი უდრის 25 000 000 წელიწადს. დაახლოებით იგივე ჰიპოთეზა აქვს რუს ასტრონომს - კირილე ბუტუსოვს. ამ პუბლიკაციაში მოცემულია მიულერის სურათი. ახლა მთავარი: 1) მიულერი მეორე წითელ მზეს უწოდებს - ნემეზიდას, ხოლო ბუტუსოვი - რაჯას. 2) ვედურ რელიგიაში ნათქვამია, რომ ჩვენ მზის სისტემაში არსებობს არც მეტი არც ნაკლები 4 მზე (!) და მათგან 3 არის ემ 5 კლასის წითელი ჯუჯა, რომლებიც ბრუნავენ მთავარი ყვითელი მზის, ჯი 2 კლასის ჯუჯის გარშემო, საკმაოდ პარაბოლურ ე.ი. უკიდურესად გაწელილ ორბიტებზე და პერიოდულად შემოდიან პლანეტური სისტემის შიგნით. ეს ცოდნა დაკავშირებუია იუგების შესახებ სწავლებასთან. ვედური მოძღვრება გვეუბნება, რომ ყოფიერება იყოფა დიდ და მცირე კოსმიურ ციკლებად; უფალი ბრაჰმა ცოცხლობს 100 ღვთაებრივი წელიწადი (1 მაჰა-კალპა), რომელიც უდრის 315 360 000 000 000 მიწიერ წელიწადს. ბრაჰმას 1 წელიწადი უდრის 3 153 600 000 000 მიწიერ წელიწადს. ბრაჰმას 1 თვე უდრის 262 800 000 000 მიწიერ წელიწადს. ბრაჰმას 1 კვირა უდრის 65 700 000 000 მიწიერ წელიწადს, ესაა ერთი კონკრეტული მეტაგალაქტიკის სიცოცხლის ხანგრძლივობა, მაგალითად ჩვენის. გასულია 13 700 000 მიწიერი წელი, დარჩა 52 000 000 000 წელიწადი, რის შემდეგაც მეტაგალაქტიკა შეიკუმშება და შემდეგ ისევ გაფართოვდება და ასე იქამდე სანამ არ გავა ბრაჰმას 100 ღვთიური წელი ე.ი. მეტაგალაქტიკა შეიკუმშება და გაფართოვდება სულ 4 800-ჯერ. უფალი ბრაჰმას 1 კვირა შედგება 7 ღვთაებრივი დღისგან, ესაა 7 კალპა. თითო კალპა გრძელდება 4 320 000 000 მიწიერი წელიწადი. კალპა ესაა ჩვენი მზის სისტემის სიცოცხლის ხანგრძლივობა. ჩვენი პლანეტური სისტემა - ბჰურ-ლოკა, ექვსჯერ ინგრევა და ხელახლა იქმნება ბრაჰმას 1 კვირის მანძილზე და როცა ინგრევა მეშვიდედ ეს უკვე საბოლოო დანგრევაა და ემთხვევა მეტაგალაქტიკის ნგრევას. თითო კალპაში არის 1000 მაჰა-იუგა. თითო მაჰა-იუგაში არის 4 იუგა: სატია-იუგა (გრძელდება 1 728 000 წელი) - ამ ეპოქაში ვედების მიხედვით არის 4 მზე (!) და დომინირებენ თეთრკანიანი ბრაჰმანები (ქურუმები). ამ ეპოქაში მოდის ვიშნუს თეთრი იუგა-ავატარი. ტრეტა-იუგა (გრძელდება 1 292 000 წელი) - ამ ეპოქაში ვედების მიხედვით არის 3 მზე (!) და დომინირებენ წითელკანიანი ქშატრიები (მეომრები). ამ ეპოქაში მოდის ვიშნუს წითელი იუგა-ავატარი. დვაპარა-იუგა (გრძელდება 864 000 წელი) - ამ ეპოქაში ვედების მიხედვით არის 2 მზე (!) და დომინირებენ ყვითელკანიანი ვაიშიები (ვაჭრები). ამ ეპოქაში დედამიწაზე მოდის ვიშნუს ყვითელკანიანი იუგა-ავატარი. და ბოლოს კალი-იუგა (გრძელდება 432 000 წელი) - ამ ეპოქაში ვედების მიხედვით არის მხოლოდ ერთი მზე და დომინირებენ შავკანიანი შუდრები (მუშები). ამ ეპოქაში დედამიწაზე მოდის ვიშნუს შავკანიანი იუგა-ავატარი. თუმცა ეპოქების წანაცვლების გამო, დვაპარა-იუგაში მოვიდა შავკანიანი კრიშნა, ხოლო კალი-იუგაში მოვიდა ოქროსფერკანიანი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ. ეს იმიტომ, რომ დვაპარა-იუგამ და კალი-იუგამ ფრაგმენტულად გადაფარეს ერთმანეთი. ესეთი წანაცვლება-გადაფარვა ხდება ყოველ 1000 მაჰა-იუგაში ერთხელ. რა საინტერესოა... საიდან გაიგეს მიულერმა და ბუტუსოვმა მეორე მზის შესახებ? არა, ბუტუსოვი კი ახსენებს მაჰაბჰარატას, მაგრამ მიულერმა საიდანღა გაიგო? ანუ ეს მეცნიერები თითქმის იგივეს ამბობენ, რასაც ვედები... უცნაურია...

ომ შანტი

ომ კალიკე სვაჰა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...