Jump to content
Planeta.Ge

ყველა აქტივობა

This stream auto-updates

  1. Past hour
  2. პრეზიდენტი ერმანიის, ლიეტუვის, პოლონეთის, ჩეხეთის და ფინეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული რელიზის მიხედვით, დელეგაციამ შემაშფოთებელი უწოდა კანონპროექტს და აღნიშნა, რომ ის ნამდვილად დააზიანებს და შეაფერხებს საქართველოს ევროინტეგრაციას. ამავე რელიზით, პრეზიდენტმა რომ, საქართველო ევროპისაგან სიცხადესა და მხარდაჭერას ელოდება, რათა ამ გზაზე, საქართველოს მოსახლეობამ, რომელიც ასე თავგანწირვით იბრძვის ევროპული მომავლისათვის, თავი მიტოვებულად არ იგრძნოს. „საქართველოს პრეზიდენტმა გერმანიის, ლიეტუვის, პოლონეთის, ჩეხეთის და ფინეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და ქვეყანაში მიმდინარე პროცესები განიხილა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დღეს საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია, არა მხოლოდ მისი ევროპული მომავლისათვის, არამედ მისი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის. საქართველო და ქართველი ხალხი იმ გზას ადგას, რომელიც დიდი ხნის წინ აირჩია, ქართველი ხალხი ერთიანია ევროპული მიზნის ირგვლივ. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ვეტოს დაადებს ყველა კანონს, რომელიც ქვეყნის ევროპულ გზას შეეწინააღმდეგება. პრეზიდენტის განცხადებით, მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება ნამდვილი რეფერენდუმი ევროპულ და რუსულ საქართველოს შორის, რომელშიც კიდევ ერთხელ, ევროპული არჩევანი გაიმარჯვებს. დელეგაციამ შემაშფოთებელი უწოდა კანონპროექტს და აღნიშნა, რომ ის ნამდვილად დააზიანებს და შეაფერხებს საქართველოს ევროინტეგრაციას. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, საქართველო ევროპისაგან სიცხადესა და მხარდაჭერას ელოდება, რათა ამ გზაზე, საქართველოს მოსახლეობამ, რომელიც ასე თავგანწირვით იბრძვის ევროპული მომავლისათვის, თავი მიტოვებულად არ იგრძნოს. პრეზიდენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია ასევე, ამ ეტაპზე მაღალი დონის ვიზიტების განხორციელება, რაზეც დელეგაციამ აღნიშნა, რომ დღეს მათი ვიზიტი სწორედ საქართველოსადმი გამოხატული მხარდაჭერის დასტურია. დელეგაციამ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს იმ ლიდერობისათვის, რომელიც პრეზიდენტმა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ევროპული მომავლის დაცვისა და მისი ადვოკატირებისათვის აჩვენა საერთაშორისო თანამეგობრობას. პრეზიდენტმა ისაუბრა ევროპული პლატფორმის შესახებ მის ინიციატივაზე, რომელიც საქართველოს ევროპული სამოქმედო გეგმა იქნება. შეხვედრისას საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის უკანონო ქმედებებს“, – ნათქვამა რელიზში. პუბლიკა
  3. კოლეგებს მივმართავ, კიდევ ერთხელ, განსაკუთრებით ქალ კოლეგებს ოპოზიციიდან, ზოგადად, რა წესია ეს კამერების ჩართვა ტელეფონში, მისვლა და კოლეგებზე დამბეზღებელი დამოკიდებულებაა, თუ რა არის?! მედია აქ არის, ყველაფერი ფიქსირდება, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციიდან იმ დეპუტატებს, რომლებიც პარლამენტში დღეს, არაერთხელ მომხდარ დაპირისპირებას ტელეფონით იღებდნენ. თავდაპირველად,აღნიშნული შინაარსის შენიშვნა, პაპუაშვილმა „ევროპტიმისტების“ წევრს, ხატია დეკანოიძეს მისცა. „ქალბატონო ხატია, თქვენ, როგორც უკრაინის ყოფილი მოქალაქე, ალბათ, ამ სტატუსით იღებთ ამ ვიდეოებს? არ შეიძლება, რა ზრდილობაა, დადიხართ ჩართული ტელეფონით და კოლეგებს სახეში უშვერთ კამერებს. არის აქ, მედია წარმოდგენილი და იღებენ და ფარულ ჩანაწერებს თუ აკეთებთ, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ სტილი რომ არის, გასაგებია. ეგ ტელეფონი შეინახეთ, ადგილზე დაბრძანდით, თუ შეიძლება. კოლეგებს სახეში უჩრით თქვენი ტელეფონის კამერას. რა წესია?! ფარული ჩანაწერები, რაც 2012 წლამდე გაქვთ გაკეთებული, გეყოფათ! გამორთეთ ტელეფონი და დასხედით! კოლეგებს მივმართავ, კიდევ ერთხელ, განსაკუთრებით ქალ კოლეგებს ოპოზიციიდან, ზოგადად, რა წესია ეს კამერების ჩართვა ტელეფონში, მისვლა და კოლეგებზე მაბეზღრული დამოკიდებულებაა, თუ რა არის?! მედია აქ არის, ყველაფერი ფიქსირდება. რა წესია უბრალოდ, რამე ფარულ ჩანაწერები გინდათ, თუ რა გინდათ? ან რა ქცევაა, ან რა კოლეგიალობაა, ტელეფონში რთავთ კამერას, დადიხართ და კოლეგებს ასე უშვერთ, რა გინდათ გააკეთოთ?! მედია არის, აფიქსირებს ყველაფერს, უბრალოდ, ეს, არ არის ის ქცევა, რომელიც ეკადრება კოლეგიალურ ქცევას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ამის შემდეგ, მან მიმართა უმრავლესობის დეპუტატებს და აღნიშნა, ოპოზიციის პროვოკაციულ განცხადებებს არ აჰყვნენ. „დღეს, ოპოზიციას აქვს ამოცანა, ერთი, რომ ან ჩაშალოს ეს სხდომა ასეთი ექსცესებით ან გაწელოს უკიდეგანოდ და ნუ მივცემთ ამის საშუალებას. პროცესის ინტერესშია, რომ იყოს მშვიდი გარემო. კიდევ იქნება ბევრი პროვოკაციული განცხადება, არ ავყვეთ ამ ყველაფერს!“ - განაცხადა პაპუაშვილმა უმრავლესობის მისამართით. იპნ
  4. „ქართული ოცნების“ დეპუტატები კვლავ დაუპირსპირდნენ ოპოზიციონერ კოლეგებს — ამჯერად ტარიელ ნაკაიძეს შეაწყვეტინეს გინებით სიტყვა. „თუ დღეს საბოლოოდ ქვეყნის განადგურებას მოაწერთ ხელს, საუკუნოდ ორჯონიკიძის გვერდით მოიხსენიება თქვენი სახელი და გვარები. ნუ გააკეთებთ ამას, დადგება დრო და შეგრცხვებათ, თვალებში ჩახედოთ თქვენს შვილებს და შვილიშვილებს,“ — ამბობდა ნაკაიძე, როცა მას უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური მიუვარდა. ამის შემდეგ პარლამენტის სხდომის ტრანსლაციას ხმა გაეთიშა, თუმცა სხდომათა დარბაზიდან პირდაპირი ეთერი ტელეფონით ჩართო დეპუტატმა თამარ კორძაია. ამ ვიდეოში ისმის არაერთი გინება „ოცნების“ დეპუტატთა მხრიდან. ტარიელ ნაკაიძეს ფიზიკური შეხებისგან მანდატურის სამსახური იცავდა. კორძაიას გადაღებულ ვიდეოში ისმის უმრავლესობის დეპუტატ ლევან მგალობლიშვილის გინება: „ამათ ასე პირში უნდა *** ყოველთვის“ ნაკაიძესთან დაპირისპირების შემდეგ უმრავლესობის დეპუტატებმა ადგილზე მივარდნით სიტყვა შეაწყვეტინეს ოპოზიციონერ დეპუტატ ბექა ლილუაშვილთან. ის რუსული კანონის გამო ხელისუფლებას აკრიტიკებდა. პარლამენტში მიმდინარე პროცესებს, სხვა ონლაინ მედიების მსგავსად, ადგილზე ვერ აშუქებს ნეტგაზეთი, რადგან პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, უკვე რამდენიმე კვირაა, საკანონმდებლო ორგანოში შესვლა აკრძალული აქვს რუსული კანონის გაპროტესტების საბაბით. 14 მაისის პლენარულ სხდომაზე, სადაც რუსული კანონის მესამე მოსმენით კენჭისყრა იგეგმება. პარლამენტი დღეს კვლავ სპეცრაზმის დახმარებით შეიკრიბა და „ოცნების“ დეპუტატებმა მხოლოდ ასე შეძლეს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა. ტრადიციულად, გარეთ კვლავ იმართება აქცია რუსული კანონის წინააღმდეგ. ნაკაიძესა და ლილუაშვილთან დაპირისპირებას წინ უძღოდა კონფლიქტი, რომელიც ლევან ხაბეიშვილის გამოსვლას მოჰყვა.
  5. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ამბობს, რომ პირადად იმედგაცრუებულია იმით, რაც საქართველოში ხდება. ამის შესახებ მან კოპენჰაგენში დემოკრატიის სამიტზე ისაუბრა. მიშელის თქმით, კონტაქტში არიან საქართველოს ხელისუფლებასთან და აღნიშნავს, რომ „თუ მათ ევროკავშირის წევრობა სურთ, პატივი უნპირადად იმედგაცრუებული ვარ იმით, რაც საქართველოში ხდება. და სცენ კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპები”.
  6. Today
  7. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მანამდე "ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს პლენარულ სხდომაზე ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაც სცადა, თუმცა მას ამის საშუალება მანდატურებმა და სხვა დეპუტატებმა არ მისცეს. „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც მან პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას დიმიტრი სამხარაძის მისამართით თქვა, რომ "სამხარაძის, რომელსაც თავში ნაგვის ყუთი აქვს, დაორგანიზებულია ახალგაზრდებთან მივარდნა და თავპირის ლეწვა". დიმიტრი სამხარაძემ მას ჯერ შეაგინა, შემდეგ კი სცადა ოპოზიციონერ დეპუტატს ფიზიკურად გასწორებოდა და დარბაზის იმ ნაწილისკენ გაიქცა, სადაც ოპოზიციონერი დეპუტატები სხედან. მოგვიანებით ეს მცდელობა სხვა დეპუტატებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა. „ლაჩარი მოღალატეები“ - ასე მიმართავდნენ ოპოზიციონერი დეპუტატები მმართველი გუნდის წევრებს. პარლამენტის სხდომა ინციდენტის გამო დროებით შეჩერებული იყო. იპნ
  8. სალამი ყველას, რამოდენიმე დღით დასასვენებლად როცა გადიხართ ხოლმე ბინებს დღიურად რომელ საიტზე ნახულობთ?
  9. დღეს “ოცნებას” პოლიტიკური რესურსი არ გააჩნია და ისინი გადართული არიან, რომ, როგორმე ნებისმიერ ფასად შეინარჩუნონ ძალაუფლება. ფაქტობრივად, რასაც “ოცნება” აკეთებს ამ დღეებში, არის ძალადობა, ჰიბრიდული ომი და აგრესია საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. საკუთარ მოქალქეებთან და მითუმეტეს ახალგაზრდებთან ბრძოლაში აქამდე არავის არ გაუმარჯვია და ვერც ესენი გაიმარჯვებენ, უბრალოდ დროის ამბავია, ეს ყველაფერი როდის დასრულდება. მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/2392437714479851/
  10. სალამი, მცირე ბიზნესისთვის მჭირდება სახანძრო უსაფრთხოების სისტემები, რომელ კომპანიას შეიძლება რომ მივმართო?
  11. "ოცნებაში" რაციონალურობა აღარ დარჩა, ერთი ადამიანის გადაწყვეტილებაზე არიან დამოკიდებული და რასაც ივანიშვილი ეტყვის იმას აკეთებენ, ერთ ადამიანს არგებენ სახელმწიფო სისტემას. ივანიშვილი საკუთარი ქვეყნის მომავალს სცემს. ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/429987179753909/
  12. ივანიშვლს თუ ჰგონია, რომ მოქალაქეებს კობახიძით და "ოცნებით" შეაშინებს, ძალიან ცდება. რასაც დღეს ხელისუფლება აკეთებს არის აბსოლუტურად არალეგიტიმური. ივანიშვილს პანიკურად ეშინია არჩევნების, სწორედ ამიტომ უქვემდებარებს პარტიას ყველა სახელმწიფო უწყებას და ახორციელებს სადამსჯელო ღონისძიებებს. ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1516499182236206/
  13. სალამი, რომელ მწარმოებელს აქვს შედარებით ყველაზე გამძლე სარეცხი მანქანები?
  14. ხელისუფლებამ კანონი უკვე აამოქმედა საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ, დაიწყო აგენტის იარლიყების მიწებება, წაახალისა მოქალაქეებს შორის ძალადობა ქოცური ზონდერ ჯგუფებით და საბოლოოდ დაემსგავსა "ნაც.მოძრაობის" რეჟმს. ბექა ლილუაშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის". ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/2421615601377505/
  15. გამარჯობა, რომელი საიტიდან შეიძლება კომუნალურების გადახდა მარტივად?
  16. გამარჯობა, ხომ ვერ მეტყვით რა უპირატესობები აქვს ავტო სესხს სამომხმარებლო სესხთან შედარებით მანქანის შეძენის დროს?
  17. არ მიიღოთ ეს კანონი! კანონი, რომელიც არის რუსული და რომელიც აპირისპირებს ჩვენს მოსახლეობას. დღეს, მთელი საქართველო გამოსულია ქუჩაში, მსგავსი კონსოლიდაცია საქართველოში არ ყოფილა ბოლო 30 წლის განმავლობაში. ყველა გვეუბნება, რომ ამ კანონით ვერ შევალთ ევროპაში! ალექსანდრე მოწერელია, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/454197380495812/
  18. გამარჯობა, თუ შეგიძლიათ მითხრათ რომელ სანდო სამშენებლო კომპანიას აქვს დასრულებული ბინები ვაკეში?
  19. გამარჯობა, საკუთარი მცირე ბიზნესისთვის მჭირდება ბუღალტრული კომპანია, პირადი გამოცდილებით რომელს გაუწევდით რეკომენდაციას?
  20. შეუმდგარი პრემიერი და შემდგარი მატყუარა კობახიძე რას იტყვის საკუთარი გუნდის გასამხნევებლად ქართველ ხალხს დიდი ხანია აღარ აინტერესებს. არაფერი აღარ დარჩა “ოცნებისთვის” სათქმელი, ყველა სიტყვა ითქვა "რუსულ კანონთან" დაკავშირებით ჩვენი პარტნიორებისა და მოქალაქეების მხრიდან. ახლა ჩვენ უნდა გადავიდეთ გრძელვადიანი, მშვიდობიანი, სამართლიანი პროტესტის ტალღაში და ხელისუფლება აუცილებლად გატყდება, ეს გარდაულია, ისინი ერთად უნდა გავისტუმროთ პოლიტიკურ სანაგვეზე. ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის ისტორია და ქართველი ხალხის შეუდრეკელობა. ვერავინ, ვერც ივანიშვილი, ვერცერთი თეთრისა თუ მილიარდის ფასად, ამ ქვეყნის არჩევანს, მოქალაქეების შეუქცევად ნებას, ვერ გაამრუდებს, ეს შეუძლებელია. ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1186381699394248/
  21. კანონის დამტკიცებამდეც კი მისი ამოქმედება მოხდა - თქვენ ხედავთ პოსტერების კამპანიას, რომელიც თითქმის ფაშისტურ მეთოდებს მოიცავს და განთავსებულია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სამუშაო სივრცეებთან, ან მათ სახლებთან და ოჯახის წევრების საცხოვრებლების კედლებზე. ხედავთ, დაშინების კამპანიას, რომელიც ცხადია, რომ მასობრივად არის ორკესტრირებული ქოლ-ცენტრებიდან, - ამის შესახებ ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსმა მკვლევარმა სტივენ ბლოკმანსმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ეფექტის შეფასებისას „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მან აღნიშნული ქმედებები რეპრესიული მექანიზმების ისეთ ტიპებს შეადარა, როგორებიც, მისი თქმით, გამოყენებული იყო რუსეთში, ბელარუსში, ნაცისტურ გერმანიაში. „თქვენ ხედავთ პოსტერების კამპანიას, რომელიც თითქმის ფაშისტურ მეთოდებს მოიცავს და განთავსებულია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სამუშაო სივრცეებთან, ან მათ სახლებთან და ოჯახის წევრების საცხოვრებლების კედლებზე. ხედავთ, დაშინების კამპანიას, რომელიც ცხადია, რომ მასობრივად არის ორკესტრირებული ქოლ-ცენტრებიდან, რაც საჭიროებს დაფინანსებას და სახელმწიფო აპარატის ჩართულობას, სულ მცირე იმისთვის, რათა ამ ადამიანების ტელეფონის ნომრების მოპოვება მოხდეს. ეს არის რეპრესიული მექანიზმების ტიპი, რომელიც ჩვენ ვნახეთ გამოყენებული რუსეთში, ბელარუსში, ნაცისტურ გერმანიაში და სხვა ადგილებში და არ ვისურვებ, რომ საქართველო წავიდეს იმავე მიმართულებით. აბსოლუტურად საკვანძოა, რომ ზეწოლა მოდიოდეს შიგნიდან და სამოქალაქო საზოგადოება ამ მიმართულებით თავის როლს ასრულებს მასობრივი საპროტესტო აქციებით და ეს უნდა გაგრძელდეს, ასევე, მნიშვნელოვანია ზეწოლა გარედან, რაც მოიცავს მაღალი დონის ვიზიტების გაგრძელებას ევროკავშირის ლიდერებისა და სხვა პოლიტიკური ლიდერების მხრიდან. თუ საქართველოს პარლამენტის სპიკერს არ სურს, შეხვდეს თავის კოლეგებს, სხვადასხვა ევროპული პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებს, არაფერი შეიძლება უკვე გაკეთდეს ამ მიმართულებით, მაგრამ ეს საკმაოდ ხმამაღლა საუბრობს მმართველი პარტიის ჩართულობაზე ევროკავშირთან, რომელსაც, როგორც ამბობს სურს შეუერთდეს, მაგრამ როგორ უნდა შეათავსო ეს ორი რაღაც? - ეს შეუძლებელია“,- განაცხადა ბლოკმანსმა. ექსპერტმა ხელისუფლების წარმომადგენლებს, ოპოზიციასა და საზოგადოებას რეკომენდაციითაც მიმართა, თუ როგორ შეიძლება საერთო ნიადაგის გამონახვა, ქვეყანაში შექმნილი ვითარების განსამუხტად. „ხელისუფლებისთვის ეს საკმაოდ მარტივია- გაიწვიონ „უცხოური აგენტების“ შეთავაზებული კანონპროექტი. მოუსმინონ ხალხს, გაიაზრონ მიმართულება, რომლითაც უნდათ სვლა ევროკავშირისკენ და დაიწყონ შესაბამისობაში მოსვლა იმ პრიორიტეტულ ნაბიჯებთან, რომლებიც იქნა განსაზღვრული ქვეყნის პროგრესისთვის ევროკავშირში წევრობის გზაზე. ხალხისთვის ვიტყოდი, რომ აბსოლუტურად საკვანძოა ზეწოლის გაგრძელება. უსამართლობაა, რომ მათი ჩვენება მოხდა ამ საპასუხისმგებლო მდგომარეობაში, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არის ვითარება, რომელშიც საზოგადოება ახლა იმყოფება და იმისთვის, რომ ცვლილება მოახდინოს, აბსოლუტურად საკვანძოა ზეწოლის შენარჩუნება, მათ შორის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფისთვის. ასევე ვიტყოდი, რომ მთელი ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს დღის წესრიგის ირგვლივ, რომელიც შთაგონებული იქნება ევროკავშირისკენ სვლით და რუსეთისგან დაშორებით“, - განაცხადა ექსპერტმა. ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე. ipn
  22. გუშინ, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულები, ამ დრომდე იზოლატორში რჩებიან, მათ შორის არის ამერიკის ორი მოქალაქე, ბრაიან ჯეიმს ბინგამს და პატრიკ ჰენდერსენი. როგორც ადვოკატი, გიორგი ტაბატაძე „ტვ პირველთან“ საუბარში ამბობს, ორივე მათგანს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება. მისივე თქმით, მათ აიძულებდნენ ქართულ ენაზე ესაუბრათ და პოლიციელების კითხვებისთვის ეპასუხათ. გიორგი ტაბატაძის ცნობით, პატრიკ ჰენდერსენი საქართველოში რამდენიმე თვეა რაც ცხოვრობს, ის ინგლისურის მასწავლებელია, რაც შეეხება ბრაიან ჯეიმს ბინგამს, ის ტურისტია. კიდევ ერთი ნაცემი, რომელსაც გუშინ სპეცრაზმი ფიზიკურად გაუსწორდა, კახა კვეკვესკირია. მის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. ნაცემია ასევე გურამ ადამია. ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე აცხადებს, რომ ადამიას მიყენებული აქვს დაზიანებები სახესა და სხეულზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 13 მაისს პარლამენტთან 20 ადამიანი დააკავეს, პოლიციის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად. ეს მუხლები წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩლებლობას გულისხმობს. საგამოძიებო სამსახურმა პარლამენტთან სამართალდამცავების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო. publika
  23. Yesterday
  24. ხელისუფლება ჩვენს წყობიდან გამოყვანას ცდილობს - მათ ჭკუით უნდა ვაჯობოთ, ჩვენი თავი, ემოციები ხელში ავიყვანოთ, რომ ეს ქვეყანა მშვიდად მივიყვანოთ არჩევნებამდე იმიტომ, რომ არჩევნებზე რეჟიმი დამარცხებული იქნება, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, რაც ახლა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ხდება, ტერორია და თუ ვინმეს ჰქონდა კითხვა, „რატომ არის ეს კანონი რუსული, ზუსტად ამიტომ“. „მე თვითონ შევესწარი, შემოსვლისას, ჩემს თვალწინ ხდებოდა ძალადობის ფაქტი. თუ კი ვინმეს ჰქონდა კითხვა, რატომ არის ეს კანონი რუსული, ზუსტად იმიტომ, რაც ხდება ახლა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, ყველას, ვინც არ არის მათიანი ანუ „ოცნების“ მხარდამჭერი, ყველას გვეძახიან მოღალატეებს, ყველას გვეძახიან აგენტებს, "ზონდერები" ღამ-ღამობით ადამიანებს ჩუმად თავს ესხმიან და სცემენ და ივანიშვილს, ფაქტობრივად, ტერორში ჰყავს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეები. ყოჩაღ, მართლა ყოჩაღ! ეს არის ყველაზე მკაფიო და ნათელი მაგალითი, როგორ იქცა ეს ადამიანი იმის გაგრძელებად, რაც 2012 წელს ქართველ ხალხთან ერთად დაამარცხა. მე ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ამის თქმა მომიწევდა 12 წლის თავზე. ახლა რაც ხდება საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, ამას ჰქვია ტერორი. თუ კი ვინმეს ჰქონდა კითხვა - რატომ არის ეს კანონი რუსული, ზუსტად ამიტომ - ეს კანონი უკვე ამოქმედებულია. ახლა არ არის პანიკის დრო, მესმის, რომ ყველანი გაბრაზებულები ვართ, მესმის, რომ ბევრი ემოცია გვაქვს ყველას, მაგრამ ახლა არ არის პანიკის დრო, ახლა ვხედავთ, რომ ხელისუფლება ჩვენს წყობიდან გამოყვანას ცდილობს. უნდა ვაჯობოთ მათ ჭკუით, თავი ავიყვანოთ ხელში, ჩვენი ემოციები ავიყვანოთ ხელში, რომ მშვიდად ეს ქვეყანა მივიყვანოთ არჩევნებამდე, იმიტომ, რომ არჩევნებზე რეჟიმი დამარცხებული იქნება“,- განაცხადა ბუჩუკურმა. იპნ
  25. 12 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელს საქართველოს შესახებ წერილით მიმართავენ. წერილს ხელს აწერენ: ჩეხეთის, ესტონეთის, საფრანგეთის, ირლანდიის, ლიეტუვის, პოლონეთის, დანიის, ფინეთის, გერმანიის, ლატვიის, ნიდერლანდების და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები. წერილში ნათქვამია, რომ „ახლა პირდაპირ და მკაფიო გზავნილს დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად”.
  26. ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტს უერთდებიან და სხვა უნივერსიტეტის სტუდენტების მსგავსად იფიცებიან. გარდა ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტებისა, გაიფიცნენ შემდეგი უნივერსიტეტების სტუდენტები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი; საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი; თბილისის სამხატვრო აკადემია; GIPA – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი; საქართველოს უნივერსიტეტი; კავკასიის უნივერსიტეტი; GAU – ქართულ ამერიკული უნივერსიტეტი; ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი; სეუ – საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი; თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები; ალტე უნივერსიტეტი; სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი; გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი; საავიაციო უნივერსიტეტი; შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი – IBSU; ევროპის უნივერსიტეტი; კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი – CIU სამცხე ჯავახეთის-სახელმწიფო უნივერსიტეტი; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უნივერსიტეტი ალტერბრიჯი; საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი; ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი; აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი. პუბლიკა
  27. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი გაიფიცა. ისინი რუსულ კანონს აპროტესტებენ და აპირებენ, მსვლელობით ქუთაისში დაგეგმილ ძირითად აქციას შეუერთდნენ. სტუდენტების თქმით, პროტესტს არ შეწყვეტენ მანა, სანამ „ქართული ოცნება“ რუსულ კანონს არ გაიწვევს. აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტები გაფიცვას ოფიციალურად დღეს, 13 მაისს, 14:00 საათზე გამოაცხადებენ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი; საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი; თბილისის სამხატვრო აკადემია; GIPA – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი; საქართველოს უნივერსიტეტი; კავკასიის უნივერსიტეტი; GAU – ქართულ ამერიკული უნივერსიტეტი; ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი; სეუ – საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი; თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები; ალტე უნივერსიტეტი; სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი; გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი; საავიაციო უნივერსიტეტი; შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი – IBSU; ევროპის უნივერსიტეტი; კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი – CIU სამცხე ჯავახეთის-სახელმწიფო უნივერსიტეტი; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უნივერსიტეტი ალტერბრიჯი; საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი; ბათუმის საზღვაო აკადემია; აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი; ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი – KIU. პუბლიკა
  28. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ სტუდენტურ გაფიცვას უერთდებიან. უნივერსიტეტს ბიძინა ივანიშვილის ფონდი „ქართუ“ აფინანსებს. უნივერსიტეტის ცნობით, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტის მშენებლობისთვის მილიარდი ევრო გამოყო. გარდა KIU-ს სტუდენტებისა, გაიფიცნენ სხვა უნივერსიტეტების სტუდენტები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი; საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი; თბილისის სამხატვრო აკადემია; GIPA – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი; საქართველოს უნივერსიტეტი; კავკასიის უნივერსიტეტი; GAU – ქართულ ამერიკული უნივერსიტეტი; ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი; სეუ – საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი; თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები; ალტე უნივერსიტეტი; სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი; გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი; საავიაციო უნივერსიტეტი; შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი – IBSU; ევროპის უნივერსიტეტი; კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი – CIU სამცხე ჯავახეთის-სახელმწიფო უნივერსიტეტი; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უნივერსიტეტი ალტერბრიჯი; საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი; ბათუმის საზღვაო აკადემია; აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი. პუბლიკა
  1. Load more activity
×
×
  • შექმენი...