Jump to content
Planeta.Ge

ყველა აქტივობა

This stream auto-updates

  1. Yesterday
  2. როდესაც ნამდვილმა მეგობარმა დაინახა, რომ ხელისუფლება მზად არის, ქვეყანა იზოლაციაში მოაქციოს და რუსეთის პირისპირ დატოვოს, მოვიდა და გითხრა, ოღონდ შენ ეს ნაბიჯი არ გადადგა, მე ყველაფრისთვის მზად ვარ, - ასე გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, მიხეილ დაუშვილი Politico-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს, თუ ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება. მიხეილ დაუშვილის განცხადებით, ეს არის მაგალითი, როგორ იქცევიან ნამდვილი მეგობრები. „მათ მაშინვე, როცა დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, ჩვენი დახმარება დაიწყეს იმისთვის, რომ გავძლიერებულიყავით. იმისთვის, რომ ზუსტადაც ორფეხზე ვმდგარიყავით და ჩვენი სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა ყოფილიყო უზრუნველყოფილი. ახლა, როდესაც ძალიან მძიმე დრო გვიდგას, რისკი დგას იმისა, რომ საქართველო საერთაშორისო იზოლაციაში მოექცეს, მარტო დარჩეს რუსეთთან, ამ მძიმე დროში, ნამდვილი მეგობარი მოდის და გეუბნება, რომ ოღონდ შენ ეს ნაბიჯი არ გადადგა და მე მზად ვარ, რომ დაგეხმარო როგორც ეკონომიკურად, ასევე უსაფრთხოების კუთხით, როგორც ამას ნამდვილი მეგობრები აკეთებენ“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა. მიხეილ დაუშვილის თქმით, ამ შესაძლებლობებზე უარის თქმა ქვეყნის ინტერესების განადგურება იქნება. „ახლა მთავარია, რომ რაღაც რაციონალურობა შემოვიდეს „ოცნების“ ქმედებებში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი უკან წაიღონ და ეს უზარმაზარი შესაძლებლობა ქვეყანას არ დააკარგვინონ. ამ შესაძლებლობებზე უარის თქმა ქვეყნის ინტერესების განადგურება იქნება, სხვა სახელი ამას არ ჰქვია. იმედია, რომ ამაზე მაინც უარს არ იტყვიან, ამდენი რაციონალურობა მაინც აქვთ დარჩენილი, რომ ამაზეც რაღაც სისულელე არ მოიგონონ და თავის ძველ ვერსიას არ „მიაწვნენ“. ვეტოს დაეთანხმებიან თუ თვითონვე გააუქმებენ ამ კანონს, ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა საერთოდ არ აქვს. რომელი ვერსიითაც უნდათ, იმით წავიდნენ. ეს არის უზარმაზარი შესაძლებლობა ჩვენი მოქალაქეებისთვის და თუ „ოცნება“ ამ შესაძლებლობაზე უარს იტყვის და დააკარგვინებს ჩვენს მოქალაქეებს, მაშინ უნდა გვითხრან, ამაზე პასუხისმგებლობას ვინ იღებს. ვინ ეტყვის მოქალაქეებს, რომ თქვენ ამ უზარმაზარ შესაძლებლობაზე უარი გათქმევინეთ?“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა. იპნ
  3. POLITICO-ს ცნობით, შეერთებულ შტატებში განიხილება „Megobari” აქტის მიღება, რომელიც მთავრობის მიერ მზარდ ანტიდასავლურ რიტორიკაზე უარის თქმისა და ადამიანის უფლებათა კუთხით უკუსვლის შეწყვეტის შემთხვევაში, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას, შეღავათიან სავაჭრო პირობებსა და გაუმჯობესებულ სამხედრო მხარდაჭერას ითვალისწინებს. გამოცემამ მოიპოვა კონგრესმენ ჯო უილსონის კანონპროექტი, რომელშიც აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესებაზეა საუბარი. Politico-ს ცნობით, კანონპროექტის პირობების მიხედვით, რომელსაც „რესპუბლიკელი“ ჯო უილსონი, კონგრესს სავარაუდოდ, დღეს წარუდგენს, აშშ საქართველოსთან „ძლიერი შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმის“ გასახსნელად მოლაპარაკებებს დაიწყებს, თუ მნიშვნელოვანი პოლიტიკური კრიტერიუმების დაკმაყოფილება მოხდება. ასევე, ამერიკულ ბაზრებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასთან ერთად, კანონპროექტი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას ითვალისწინებს. ასევე, კანონპროექტი ოფიციალურ პირებს საქართველოსთვის სამხედრო მხარდაჭერის პაკეტის შემუშავებას ავალდებულებს, მათ შორის „უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობების უზრუნველყოფას, რომელიც რუსული აგრესიისგან ტერიტორიული თავდაცვისთვის და მასთან დაკავშირებული სასწავლო, ტექნიკური და ოპერაციების დამხმარე ელემენტებისთვის იდეალურია“. თუმცა, პროგრამა მხოლოდ იმ შემთხვევაში გააქტიურდება, თუ აშშ დაადასტურებს, რომ „საქართველომ დემოკრატიის აღდგენის მიმართულებით მნიშვნელოვანი და მდგრადი პროგრესი აჩვენა, რასაც როგორც მინიმუმ, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები და დაბალანსებული წინასაარჩევნო გარემო მოწმობს“. POLITICO-მ მანამდე მოიპოვა აშშ-ის კონგრესში წარსადგენი კანონპროექტი, რომელიც რუსულ კანონთან დაკავშირებით შესაძლო სანქციებს ითვალისწინებს. მედია წერს, რომ ოფიციალური პირებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან საქართველოში „რუსული სტილის უცხოური აგენტების” კანონზე, შესაძლოა, გაუყინონ აქტივები და დაუწესონ სამოგზაურო შეზღუდვები. პუბლიკა
  4. ოფშორების კანონი ჩვეულებრივად შეიძლება იყოს რუსული კაპიტალის თავისუფლად შემოდინებისთვის “კარგი არხი”, რომლითაც შესაძლოა ჩვენი ბმა რუსეთთან ფინანსური სისტემის თვალსაზრისით გაიზარდოს და როგორ იყენებს რუსეთი ამას, ჩვენი უახლესი ისტორია ძალიან კარგ და მძიმე მაგალითებს გვაძლევს. ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/459072529843122/
  5. “ოცნებას” შევყავართ ძალიან ბუნდოვან და დიდ რისკებში, რომელსაც დღეს თვითონაც ვერ ზომავენ, რატომ? იმიტომ, რომ ერთი თემა არის - ოფშორების კანონის მიღება და მეორე არის ამის აღსრულება. ჩვენ, დარწმუნებული ვართ მალე დავინახავთ ეს კანონი, რისთვის დაიწერა და ვისთვის მიიღო უმრავლესობამ. მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/766255212380551/
  6. მთავარია ეს კანონი უკან წაიღონ და ეს უზარმაზარი შესაძლებლობა ქვეყანას არ დააკარგვინონ. იმიტომ, რომ ამ შესაძლებლობებზე უარის თქმა, ეს იქნება ქვეყნის ინტერსების განადგურება. ერთი რაღაც უნდა გვესმოდეს, თუ “ოცნება” აი ამ შესაძლებლობაზე უარს იტყვის და მას დააკარგვინებს ჩვენს მოქალაქეებს, მაშინ უნდა გვითხრან ამაზე პასუხისმგებლობას ვინ იღებს. მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/7413466268772370/
  7. ქართველი ექიმი, მეცნიერი გულიკო ჩაფიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ახლობლები ავრცელებენ. გულიკო ჩაფიძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1955 წელს დაამთავრა. 1954–1958 წლებში იყო ბორჯომის ლიკანის სანატორიუმის ექიმი-ორდინატორი. 1958–1961 წლებში მოსკოვის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ასპირანტი. 1962-1963 წლებში საქართველოს ექსპერიმენტული და კლინიკური თერაპიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1963-1975 წლებში ინფარქტის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1962-1964 წლებში კარდიოლოგიური განყოფილების უფროსი მეცნიერ მუშაკი. 1965-1994 წლებში — თერაპიის ინსტიტუტის ინფარქტის განყოფილების ხელმძღვანელი. 1989 წლიდან იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პირადი ექიმი. 1997 წელს გადაუდებელ კარდიოლოგიის ცენტრს მიენიჭა აკად. გ. ჩაფიძის სახელი. 1994-2014 წლებში იყო აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის დირექტორი. 2011 წლიდან ამავე ცენტრის გენერალური დირექტორი. ავტორია 4 მონოგრაფიის და 300-მდე სამეცნიერო ნაშრომის. 8 საკანდიდატო 3 სადოქტორო დისერტაციის ხელმძღვანელი. ის იყო კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი. მიღებული აქვს უამრავი მედალი, ჯილდო და სიგელი (მათ შორის ამერიკის). 1962 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა - „რეგიონალური სისხლის მიმოქცევის ზოგიერთი თავისებურებანი ჰიპერტონული დაავადების დროს“. სადოქტორო დისერტაციის თემა „მიოკარდიუმის ინფარქტის მიმდინარეობის თავისებურებანი სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში და მიმდინარეობის პროგნოზირება“. იპნ
  8. იმდენად დიდი ბუნდოვანება და ბევრი კითხვაა "ოფშორების კანონთან" დაკავშირებით, აბსოლუტურად სწორია პრეზიდენტის მიერ გამოყენებული ვეტო - სანამ უმრავლესობა ვეტოს დაძლევას ეცდება, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რას ან ვის ემსახურება "ოფშორების პროექტი", - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, ე.წ. ოფშორების კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვისას განაცხადა. საკომიტეტო განხილვისას დაუშვილი დაინტერესდა, თუ რამდენად სწორია ამდენად კომპლექსური კანონის მიღება ისე, რომ რეგულირების გავლენის შეფასება (RIA) ჩატარებული არ არის და არავინ იცის, ამ ახალ რეგულაციას რა დადებითი თუ ნეგატიური გავლენა შეიძლება ჰქონდეს ეკონომიკასა და საფინანსო სისტემაზე. “უმრავლესობის წევრები გვიმტკიცებენ, რომ ეს არის კანონი, რომელიც ორიენტირებულია ინვესტიციების მოზიდვაზე და ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაზე. დავუშვათ, რომ ასეა, რა ედგა ან რა უდგას წინ იმას, რომ ამაზე ჩატარდეს სრულყოფილი RIA - სრულყოფილი RIA-ს ფარგლებში ყველამ დავინახოთ და ჩვენი მოქალაქეები დარწმუნდნენ, რომ ეს კანონი ემსახურება და მოემსახურება ქვეყნის ეკონომიკის და საფინანსო სისტემის გაძლიერებას. თუ ამაზე დარწმუნებულები არიან უმრავლესობის წარმომადგენლები, მაშინ რატომ არ უნდა ჩატარდეს RIA, რათა ჩვენც დავრწმუნდეთ, იქნებ მხარსაც ვუჭერთ საერთოდ ამ პროექტს. მეორე, თუ ინვესტიციების მოზიდვაზეა ეს პროექტი ორიენტირებული, რატომ არის ჩაკეტილი 100%-იანი წილის ფლობით და ამის გადმოტანით, ვიღაცას ხომ შეიძლება ჰქონდეს 90%, 30%, პორტფელური ინვესტიცია ხომ შეიძლება ვიღაცამ განახორციელოს? თუ ეს პროექტი ინვესტიციების შემოტანას ემსახურება, მაშინ ასეთ ხალხს რატომ ვუშლით ხელს? მესამე, ამ პროექტით ჩაკეტილია ის, რომ ტრანზაქცია უნდა განხორციელდეს იმ კომპანიებს შორის, რომელიც უკვე არსებობს, მომავლის ტრანზაქციები ჩაიკეტა, ამას რატომ უშლის ხელს? ეს ყველაფერი კითხვებს აჩენს. ორ დღეში მიღება ამ პროექტის, არავითარი კვლევა ჩატარებული არ არის, სექტორთან გავლილი არ არის, არც პირველ რიგში ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ. კითხვა ჩნდება, რა შეიძლება იყოს მოტივაცია, რატომ უნდა უნდოდეს ოფშორში არსებულ კომპანიას გადმოვიდეს აქ - მოტივაცია შეიძლება იყოს პოზიტიური, შეიძლება არსებობდეს ნეგატიური. ნეგატიური მოტივაციების შემთხვევაში ჩვენთან დაზღვევის მექანიზმები რა არის? ქვეყნის შიგნით დაზღვევის მექანიზმები საკმარისად ეფექტურია იმისათვის, რომ ნეგატიური მოტივაციის მქონე კომპანიების შემოსვლით საქართველოში არ დაზიანდება ეკონომიკა და საფინანსო სისტემა?“ - განაცხადა დაუშვილმა კომიტეტის სხდომაზე. იპნ
  9. „ქართულ ოცნებას” საარჩევნო კოდექსში ისევ შეაქვს ცვლილებები. კერძოდ, იცვლება ცესკოს სხდომაზე გადაწყვეტილების მიღების წესი. კერძოდ, მმართველი პარტიის ინიციატივის თანახმად, საარჩევნო კოდექსის მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 4/1 პუნქტი: თუ ცესკოს სხდომაზე კენჭისყრის შედეგად ვერ იქნა მიღებული ცესკოს ის გადაწყვეტილება, რომლის მისაღებად საჭიროა ცესკოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ით მხარდაჭერა, ცესკოს ამ გადაწყვეტილებას იმავე სხდომაზე კენჭი ხელახლა ეყრება. ამ შემთხვევაში ცესკოს აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს ცესკოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა. განმარტებითი ბარათის თანახმად, ეს არის ე.წ ანტიჩიხური მექანიზმი მსგავსი შემთხვევების მოსაწესრიგებლად. ამასთან, კანონპროექტით უქმდება ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც, საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, იქმნება საარჩევნო პერიოდით, არჩევნების დანიშვნიდან 10 დღის ვადაში. განმარტებითი ბარათის თანახმად: ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფის შექმნის შესახებ საარჩევნო კოდექსში 2021 წელს ჩაიწერა. ჯგუფში უნდა ყოფილიყო არანაკლებ 9 და არაუმეტეს 15 წევრი. საბჭო ცესკოს საარჩევნო დავებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს წარუდგენს. არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებდნენ, რომ ცესკო არ უზრუნველყოფდა საბჭოს კვალიფიციური და სანდო ადამიანების კონსენსუსის საფუძველზე შერჩევას. პუბლიკა
  10. „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ წევრმა, დავით ქაცარავამ ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკა დატოვა. როგორც მან კლინიკის დატოვებისას ჟურნალისტებთან განაცხადა, ყველაფერს გააკეთებს, რომ რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს ოკუპაციის ხაზს და ქუჩაში პროტესტს. „ჩანს კვალი, როგორ მახრჩობდნენ ე.წ. სპეცრაზმელები, იმიტომ, რომ მათ სპეცრაზმთან არანაირი კავშირი არ აქვთ, ისინი უბრალოდ ჯალათები არიან. იყო ჩემი გაგუდვის მცდელობა, რომელიც საკმაოდ ბრუტალური იყო. ეს ხდება ბოლო ცემის დროს, როდესაც ყველაზე სასტიკად გამისწორდნენ ჯალათები", - აღნიშნა ქაცარავამ. ცნობისთვის, პოლიციის მხრიდან დავით ქაცარავას მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო. მეუღლის ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე ერთ-ერთი აქციის დროს, დავით ქაცარავას დაკავებისას სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ. იპნ
  11. ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს წარედგინება კანონპროექტი, რომლითაც საქართველოში რუსული სტილის „უცხოური აგენტების“ წარდგენაზე პასუხისმგებელ პირებს აქტივების გაყონვა და მოგზაურობის აკრძალვა ემუქრებათ, - ინფორმაციას Politico ავრცელებს. გამოცემის მტკიცებით, კანონპროექტში აღნიშნულია, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ „მზარდად და სამწუხაროდ ადგას რუსეთის ფედერაციასთან შეთანხმების პოლიტიკას“. კანონპროექტის თანახმად, თბილისი ღიად ესხმის თავს აშშ-სა და დასავლური დემოკრატიის სხვა ხელშემწყობ ორგანიზაციებს, ასევე ადგილობრივ და საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოებას მაშინ, როცა ზრდის კავშირებს რუსეთთან და ჩინეთთან. Politico-ს ინფორმაციით, კანონპროექტს კონგრესს „რესპუბლიკელი“ ჯო უილსონი, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენს. მისი პირობები ავალდებულებს ამერიკელ მაღალჩინოსნებს, აცნობონ კონგრესს „საქართველოში არსებული არასათანადო პოლიტიკური გავლენის, კლეპტოკრატიისა და ელიტური კორუფციის კვანძების შესახებ“, ასევე რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო აქტივების შესახებ, რომლებიც ქვეყანაში მოქმედებენ. Politico წერს, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციებს მთავრობის წარმომადგენლებისა და სხვა ადამიანების წინააღმდეგ, რომლებსაც „აკისრიათ მატერიალური პასუხისმგებლობა საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებების ან უსაფრთხოების ძირის გამოთხრის ან დაზიანებისათვის“. „როგორც „დემოკრატიის დაცვისა და უზრუნველყოფის“ ძალისხმევის ნაწილი, კანონპროექტი ითვალისწინებს სავიზო აკრძალვას პოლიტიკოსებისთვის და პოლიტიკოსების ოჯახებისთვის, რომლებიც პასუხისმგებლები არიან რუსული სტილის უცხოური აგენტების კანონმდებლობის მიღებაზე“, - წერს გამოცემა. Politico-ს ინფორმაციით, სანქციების სამიზნე ასევე იქნება საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები და უსაფრთხოების სამსახურები, რომლებმაც ხელი შეუშალეს „უცხოური აგენტების“ კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს. „ხელისუფლებამ ათიათასობით ადამიანს, რომელიც ქუჩაში გამოვიდა, ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებით, აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ცემითა და დაკავებით უპასუხა“, - წერს გამოცემა. იპნ
  12. „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკურმა ჯგუფმა და ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ ადამიანთა უფლებების კომიტეტს მიმართეს, რომ პირველივე საკომიტეტო მოსმენაზე მოიწვიონ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი. როგორც „გახარია საქართველოსთვის” წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განმარტა, საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელმა უნდა აიღოს საჯარო პასუხისმგებლობა საზოგადოების და პარლამენტის წინაშე იმისთვის, რომ ქვეყანაში მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით არა “ფეისბუქ” პოსტებით განაახლოს ინფორმაცია, არამედ კონკრეტული პასუხისმგებლობის ფარგლებში მოახსენოს საზოგადოებას რა კონკრეტული ნაბიჯები გადადგა ამ საქმეების გამოძიების და შესაბამისი სამართლებრივი შედეგების დასაყენებლად. „ფაქტობრივად, არცერთ საქმეზე, რომელიც თვე-ნახევრის განმავლობაში მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევას, ქვეყანაში მოწყობილ მასობრივ ტერორს, რომელიც გამოხატულია იმით, რომ ურეკავენ ადამიანებს და მცირეწლოვან ბავშვებს, აშინებენ მათ, გამოძიება არ დაწყებულა და არ დაყენებულა კონკრეტული სამართლებრივი შედეგები. ეს პირველ რიგში ეხება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რომელსაც ჩვენ დღეს შესაბამის, ადამიანის უფლებათა კომიტეტზე წერილობითი მიმართვით ვიბარებთ პირველივე საკომიტეტო მოსმენაზე იმისთვის, რომ აიღოს საჯარო პასუხისმგებლობა საზოგადოების და პარლამენტის წინაშე იმისთვის, რომ მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით არა “ფეისბუქ” პოსტებით განაახლოს ინფორმაცია, არამედ კონკრეტული პასუხისმგებლობის ფარგლებში მოახსენოს საზოგადოებას რა კონკრეტული ნაბიჯები გადადგა ამ საქმეების გამოძიების და შესაბამისი სამართლებრივი შედეგების დასაყენებლად. ჩვენმა პოლიტიკურმა ჯგუფმა თეონა აქუბარდიასთან ერთად მივმართეთ ადამიანთა უფლებების კომიტეტს იმისთვის, რომ მოვიყვანოთ და საჯარო პასუხისმგებლობა ავაღებინოთ ამ სამსახურის ხელმძღვანელს“, - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა. იპნ
  13. იმდენად დიდი ბუნდოვანება და ბევრი კითხვაა ოფშორების კანონთან დაკავშირებით, აბსოლუტურად სწორი იყო გამოყენებული ვეტო. სანამ ვეტოს დაძლევას ეცდება უმრავლესობა, საზოგადოებას ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ რას ემსახურება ან ვის ემსახურება ოფშორების პროექტი. მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1427979807900125/
  14. მაშინ, როცა ქვეყანაში მიიღება ძალიან ბევრი მავნებლური კანონპროექტი, არსებობს უზარმაზარი რისკი იმისა, რომ ოფშორების კანონპროექტი გამოყენებული იქნება არაკეთილსინდისიერი მიზნებისთვის. ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1270855557221866/
  15. თავისუფლების ფასეულობების მიღმა, რუსული კანონი ყველას შეეხება, ფინანსურ ფასსაც გადავიხდით ჩვენი ჯიბიდან. ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1479660259653247/
  16. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, 20 მაისის სხდომაზე, ე.წ. ოფშორების კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს.­ სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებების პროექტი დაუბრუნა. მოტივირებული შენიშვნების ფარგლებში პრეზიდენტი პარლამენტს ოფშორებთან დაკავშირებული ნორმების ამოღებას სთავაზობს. ამასთან, სრულად იზიარებს "საგადასახო კოდექსში" განხორციელებული ცვლილებების იმ ნაწილს, რომელიც ფიზიკური პირების საგადასახადო დავალიანებებისგან და მასზე დარიცხული საურავებისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს. პრეზიდენტის შეფასებით, ოფშორებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური რისკების შემცველია. პრეზიდენტი "მიუღებელს" და "დაუშვებელს" უწოდებს კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღების ფაქტს. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, მიღებული კანონით არათანაბარი და დისკრიმინაციული გარემო იქმნება როგორც უცხოურ ინვესტორებთან მიმართებით, ასევე, ადგილობრივი ინვესტორების მიერ განხორციელებულ ინვესტიციებთან დაკავშირებით, რადგან მათ მიმართ ახალი საშეღავათო რეჟიმი არ გავრცელდება. როგორც ზურაბიშვილი მოტივირებულ შენიშვნებში აღნიშნავს, მნიშვნელივანია არ შეილახოს საქართველოს საერთაშორისო საინვესტიციო რეპუტაცია და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით კანონისთვის გვერდის ავლის რისკი არ შეიქმნას. პრეზიდენტი აღნიშნავს იმასაც, რომ განხილვისას წარმოდგენილი არ იყო შესაბამისი ფინანსური დასაბუთება - თუნდაც ის, თუ რა ფინანსურ სარგებელს მოიტანს პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები, რა რისკებს შეიცავს და რა ეკონომიკური ეფექტი ექნება მას. პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებული კანონის პროექტით, საგადასახადო შეღავათები წესდება ე.წ. ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის ოპერაციებზე, რომლებიც 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განხორციელდება. პროექტის თანახმად, ე.წ. ოფშორული კომპანიების მიერ აქტივების საქართველოში გადმოტანის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი ოპერაციები გათავისუფლდება მოგების გადასახადისგან, საშემოსავლო გადასახადისა და ქონების გადასახადისგან. ასევე, ამ ოპერაციის ფარგლებში, აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი გათავისუფლდება იმპორტის გადასახდელებისგან. საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის აუცილებელი პირობაა, რომ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოსა და საქართველოს საწარმოში წილის/აქციების 100 პროცენტს ერთი და იგივე ფიზიკური პირი (პირთა ჯგუფი) ფლობდეს. იპნ
  17. პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძე განცხადებით, ევროპის მატჩზე დასწრების მსურველებისთვის ფრენებზე სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში ბილეთები კვირის ბოლომდე შესაბამის პლატფორმაზე განთავსდება. ერთი ფრენის ფასი სუბსიდირების ფარგლებში 195 ევრო, ხოლო ორი ფრენის ფასი 390 ევრო იქნება. კობახიძის თქმით, ბილეთების შეძენას შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც მატჩის ბილეთები უკვე შეძენილი აქვთ. „ჩვენ ვსაუბრობდით ავია ბილეთების სუბსიდირებაზე, რაც უკავშირდება გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე დასასწრებად განკუთვნილ ფრენებს. 18-26 ივლისს გაიმართება მატჩები შესაბამის ქვეჯგუფში და ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი გუყლშემატკიუვგარი დაესწროს მატჩებს და მნიშვნელოვანია მგზავრობის გამარტივება და გაიაფება. მივიღეთ ზომები და ხდება ჩარტერული რეისების სუბსიდირება და ვახდენთ რეგულარული ფრენების სუბსიდირებას, მატჩების თარიღებზე იქნება მორგებული ეს ფრენები. გერმანიაში მთლიანობაში სუბსიდირებული ბილეთების შეძენის შესაძლებლობა ექნება 3000 გულშემატკივარს, დაახლოებით 2500 მაყურებლისთვის იქნება შესაძლებელი პირდაპირი ფრენები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ხოლო დაახლოებით 1000 გულშემატკივრისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან. ერთი გზის ფასი სუბსიდირებით იქნება 195 ევრო, ორი გზის 390 ევრო. გულშემატკივარს ექნება საშუალება, რომ თვითონ ააწყოს მოგზაურობის განრიგი. მას შეუძლია დაესწროს 1-2 ან 3 მატჩს. საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ბილეთების შეძენა, ის მოქალაქეები, რომლებსაც შეძენილი აქვს მატჩის ბილეთები. ბილეთების შეძენისას მატჩის ბილეთი უნდა წარადგინონ. ბილეთებს გასაყიდად გამოვიტან კვირის ბოლომდე. შესაბამის პლატფორმაზე, ამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას წარვუდგენთ საზოგადოებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ავტორი: მერი ტაბატაძე
  18. ირანის მთავრობის საგანგებო სხდომას, რომელიც ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის დაღუპვის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ გაიმართა, ვიცე-პრეზიდენტმა მოჰამედ მოხბერიმ უხელმძღვანელა, - ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მთავრობამ სამძიმარი გამოუცხადა უზენაეს ლიდერს აიათოლა ალი ხამენეის და ირანელ ერს და განაცხადა, რომ მუშაობას შეფერხების გარეშე გააგრძელებს. საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ის ცნობით, მინისტრებმა ასევე პატივი მიაგეს გარდაცვლილ პრეზიდენტს და მის „დაუღალავ ძალისხმევას“. BBC-ი წერს, რომ ირანის კონსტიტუციის თანახმად, იმ შემთხვევაში, როდესაც პრეზიდენტს არ შეუძლია შეასრულოს თავისი მოვალეობები ავადმყოფობის, სიკვდილის ან იმპიჩმენტის და პარლამენტის მიერ გადაყენების გამო, ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტს - ამ შემთხვევაში მოჰამედ მოხბერს - ევალება მართოს ქვეყანა და პარლამენტის ხელმძღვანელებთან და სასამართლო ხელისუფლებასთან ერთად ზედამხედველობა გაუწიოს ახალი საპრეზიდენტო არჩევნებს ჩატარებას მაქსიმუმ 50 დღის განმავლობაში. თუმცა, ეს მხოლოდ უზენაესი ლიდერის დასტურის შემდეგ უნდა მოხდეს, რომლის სიტყვაც გადამწყვეტია ყველა სახელმწიფო საკითხზე. იპნ
  19. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისთვის ჩემპიონატზე გასვლის პრემია 850 ათასი ლარიდან 3 მილიონ ლარამდე გაიზრდება. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად იქნა მიღებული. „როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონატზე გასვლისთვის სტანდარტულად არის გათვალისწინებული პრემია ნაკრებებისთვის 850 ათასი ლარის ოდენობით. ჩვენ გვქონდა მსჯელობა კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად და მივიღეთ გადაწყვეტილება, გავზარდოთ პრემიის მოცულობა 3 მილიონ ლარამდე. 3 მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი, დღეს განიხილება ეს განკარგულება და გვაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი“,- განაცხადა კობახიძემ. იპნ
  20. ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი და საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი ვერტმფრენის ჩამოვარდნისას დაიღუპნენ, - ამის შესახებ Reuters-ს ირანელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა. „პრეზიდენტი რაისი, საგარეო საქმეთა მინისტრი და შვეულმფრენის ყველა მგზავრი კატასტროფის შედეგად დაიღუპნენ“, - განაცხადა წყარომ Reuters-თან, რომელმაც, საკითხის სენსიტიურობის გამო, ანომიმურობის დაცვა ითხოვა. ამასთან, ირანულმა საინფორმაციო სააგენტო Mehr-ის ინფორმაციით, "ვერტმფრენის ყველა მგზავრი, მათ შორის ირანის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი , დაიღუპა". იპნ
  21. Last week
  22. აშშ-ს ჰელსინკის კომისია სოციალურ ქსელ “X”-ზე წერს, რომ საქართველოს ჯერ კიდევ აქვს დრო, რომ შეჩერდეს რუსული კანონი და გადარჩეს საქართველოს სუვერენიტეტი. კომისია ამ განცხადებას თან ურთავს გამოცემა The Hill-ში გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც საუბარი იმაზეა, რომ კონგრესმენი ჯო უილსონი სანქციების შემუშავებაზე მუშაობს ქართველი მაღალჩინოსნებისთვის რუსული ყაიდის კანონის მიღების გამო. უილსონი ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეა. “რუსეთისგან შთაგონებულმა კანონმა საქართველოში უპრეცედენტო პროტესტის მისცა ბიძგი. კანონი დაგმეს როგორც აშშ-ს, ისე ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა”, – წერია სტატიაში. გამოცემის თანახმად, კონგრესმენის მიერ შემუშავებული კანონპროექტი მოითხოვს სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების დაწესებისთვის საქართველოს მთავრობის იმ წარმომადგენელთა იდენტიფიცირებას, ვინც პასუხისმგებელია “უცხოური აგენტების შესახებ” კანონის მიღებაზე. კანონისა, რომელიც შექმნილია სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფების ჩასახშობად. “უილსონის კანონპროექტის და სხვა მსგავსი ზომები, რაზეც სენატში მიდის მსჯელობა, მიზნად ისახავს დაანახოს “ქართულ ოცნებას”, რომ ან შეეშვება უცხოური აგენტების შესახებ კანონს, ან მიიღებს იმ შედეგებს, რაც ამას აშშ-სგან მოჰყვება”, – წერია სტატიაში. კონგრესმენი გამოცემასთან საუბარში ამბობს, რომ საქართველოში არსებული მდგომარეობა მისთვის გულისმომკვლელია. “ქართველი ხალხი არის განსხეულება თავისუფლების იდეისა და შთამაგონებელი ამერიკელებისთვის”, – ამბობს უილსონი, – “სამწუხაროდ, პრორუსული მთავრობა პატრიოტი ქართველების წინააღმდეგ მიდის, რომელთაც არ სურთ კრემლისებრ ბნელეთში ცხოვრება. უნდა შეწყდეს რეპრესიები თავისუფლებისმოყვარე ქართველების წინააღმდეგ. აშშ მკაცრად მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუბრუნდეს დემოკრატიულ პრინციპებსა და ღირებულებებს.” კონგრესმენ უილსონის კანონპროექტი პირველი ნაბიჯია, რაც აშშ-ს მხრიდან დაპირებული შედეგების გამოხატულება იქნება. კანონპროექტს, სავარაუდოდ, ორშაბათს წარადგენენ და როგორც გამოცემა წერს, მაღალი ალბათობით, ადვილად იქნება მიღებული საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ. უილსონის კანონპროექტი ინდივიდებზე სავიზო შეზღუდვისა და სანქციების დაწესების გარდა, მოუწოდებს ბაიდენის ადმინისტრაციას, რომ შეისწავლოს რა შესაძლებლობები აქვს საქართველოში რუსულ დაზვერვას და რამდენად დიდია ჩინეთის გავლენა. ასევე მოუწოდებს შესაბამის აღმასრულებელ უწყებას, წარმოადგინოს ანგარიში საქართველოში “შეუფერებელი პოლიტიკური გავლენების, კლეპტოკრატიისა და ელიტური კორუფციის შესახებ”, განსაკუთრებით, თუ ეს რუსეთის სასარგებლოდ ხდება. ასევე მოძიებულ უნდა იქნას ინფორმაცია, აარიდეს თუ არა ცალკეულმა ინდივიდებმა თავი საქართველოში საერთაშორისო სანქციებს რუსეთზე. უილსონი ასევე ითხოვს სანქციების დაწესებას მთავრობის იმ წარმომადგენლებზე, რომლებიც ადამიანის უფლებათა დარღვევაში არიან გამოვლენილნი. თუ უცხოური აგენტების შესახებ კანონი ძალაში შევა, კონგრესმენის კანონპროექტი ითვალისწინებს მხარდაჭერას ოპოზიციური მოძრაობის მიმართ. ასევე არჩევნებამდელ პერიოდში დემოკრატიულ გარემოზე დამკვირვებელი ჯგუფის შექმნას. უილსონის მიერ შემუშავებული პირველადი ტექსტი, კანონის გაუქმების შემთხვევაში საქართველოს მეტად ინტენსიურ სავაჭრო ურთიერთობას სთავაზობს, მხარდაჭერას თავდაცვაში. ასევე ითვალისწინებს მეტ შესაძლებლობას ქართველებისთვის, რომ აშშ-ს სამოგზაუროდ, სწავლისთვის, ეკონომიკური და სხვა მიზნებით ეწვიონ. უილსონის მიერ საქართველოსთვის გაწერილი სარგებელი იმ შემთხვევაში მოვა მოქმედებაში, თუ დადასტურდება საქართველოს პროგრესი დემოკრატიული განვითარების გზაზე, რისი მტკიცებულებაც პირველ რიგში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები, დაბალანსებული წინასაარჩევნო გარემო უნდა იყოს. “აშშ-ს ინტერესი ქართული დემოკრატიის დაცვასა და უზრუნველყოფაში განპირობებულია ქართველ ხალხთან მეგობრობითა და მათი ევროატლანტიკური არჩევანისადმი მხარდაჭერით”, – ნათქვამია უილსონის ტექსტში. საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს რუსული კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კენჭისყრაში მონაწილეობა 116-მა დეპუტატმა მიიღო. მათგან, რუსული კანონის მიღებას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კანონს ვეტო დაადო. თუმცა „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკმარისი მანდატები აქვს იმისათვის, რომ პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს. არაერთი კვირაა თბილისში, ბათუმში და სხვა ქალაქებში მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, სადაც რიგ შემთხვევებში ათი ათასობით მოქალაქე იღებს მონაწილეობას. დასავლელი პარტნიორები აცხადებენ, რომ ამ კანონის მიღება საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხეს შეუქმნის, რადგან მსგავსი კანონმდებლობის ადგილი ევროპულ სახელმწიფოში არ არის. მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან. „ქართულმა ოცნებამ“ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ რუსულ კანონში ისეთი ცვლილება უკვე შეიტანა, რომელიც კანონს მონიტორინგის ნაწილში ფიზიკურ პირებსაც შეახებს. ამის შესახებ ჩანაწერი მესამე მოსმენით დამტკიცებულ ვერსიაში გაჩნდა. ნეტგაზეთი
  23. ირანის შინაგან საქმეთა მინისტრის, აჰმად ვაჰიდის განცხადებით, უამინდობის გამო, მაშველებს იმ ადგილამდე მისვლა უჭირთ, სადაც ვერტმფრენმა, რომელშიც, ირანის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი იმყოფებოდა, უხეში დაშვება განახორციელა. ირანის სახელმწიფო ტელევიზიასთან საუბრისას ვაჰიდმა განაცხადა, რომ „უამინდობისა და ნისლის გამო, ადგილზე მისასვლელად მაშველებს დრო დასჭირდებათ. "ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება და სამაშველო ჯგუფები ასრულებენ სამუშაოს. ვიმედოვნებთ, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდება", - აღნიშნა მინისტრმა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც რაისი ირან-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონიდან დაბრუნების შემდეგ ირანის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ თავრიზისკენ მიემართებოდა. ასევე გავრცელებული ინფორმაციით, სამი ვერტმფრენიდან ერთ-ერთმა უხეში დაშვება მას შემდეგ განხორციელა, რაც მას ძლიერი ნისლის გამო პრობლემები შეექმნა. ორ ვერტმფრენი კი დანიშნულების ადგილას უსაფრთხოდ დაეშვა. 19 მაისს, აზერბაიჯანისა და ირანის სახელმწიფო საზღვარზე პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და ებრაჰიმ რაისის შეხვედრა გაიმართა. აზერბაიჯანისა და ირანის პრეზიდენტების მონაწილეობით „ხუდაფერინის“ ჰიდროელექტროსადგურის ექსპლუატაციაში გაშვება და „გიზ გალას“ ჰიდროელექტროსადგურის გახსნის ცერემონია შედგა. იპნ
  24. ვერტმფრენს, რომელსაც ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი გადაჰყავდა, ინციდენტი შეემთხვა ირანის აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში ვიზიტისას. ამის შესახებ ირანის ნახევრად ოფიციალური სააგენტო იტყობინება და ინფორმაციას CNN ავრცელებს. “პრეზიდენტის თანმხლები პირების ნაწილმა შეძლო დაკავშირება ცენტრალურ შტაბთან, რაც იმედს იძლევა, რომ ინციდენტი მსხვერპლის გარეშე დასრულდა”, – წერს ირანული წყარო. ირანელების დელეგაცია სამი ვერტმფრენით იმყოფებოდა აზერბაიჯანში. ორ მათგანში მინისტრები და სხვა მაღალჩინოსნები ისხდნენ, რომელნიც, ირანული წყაროს მიხედვით, დანიშნულების ადგილას მშვიდობიანად ჩავიდნენ. ნეტგაზეთი
  25. საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი დამოუკიდებლობის დღისთვის ქვეყანაში მოიწვია. „მივწერე პრეზიდენტ მაკრონს, ველოდები მას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს“, - განაცხადა პრეზიდენტმა ფრანგულ გამოცემა La Tribune Dimanche-თან ინტერვიუში. მისი თქმით, ახლა სასწორზე არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის მომავალი დევს. „სასწორზე მხოლოდ საქართველო არ დევს, ეს არის საბჭოთა უღლისა და რუსული გავლენის მენტალიტეტიდან კავკასიის საბოლოოდ დახსნის საკითხი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა გამოცემასთან საუბარში. პრეზიდენტის განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა გამოეხმაურა და აღიშნა, რომ საფრანგეთის ხელისუფლება ისტერიულად ეძებს ადგილს ახალი კალედონიისთვის. „როგორც ჩანს, ელისეის სასახლეში ისტერიულად ეძებენ ახალ ადგილს ახალი კალედონიისთვის, აკეთებენ რა არჩევანს საქართველოსა და სომხეთს შორის“, - აღნიშნა ზახაროვამ. იპნ
  26. მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს, არ დაძლიოს ვეტო და გაიწვიოს კანონი, - ამის შესახებ განცხადებას დიდი ბრიტანეთის ევროპის საკითხებში მინისტრი, ნუსრატ განი ავრცელებს. „გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს საქართველოს პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, ვეტო დაადოს უცხოური გავლენის შესახებ კანონს. ეს კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს, არ დაძლიოს ვეტო და გაიწვიოს ეს კანონი”, - წერს მინისტრი „ტვიტერზე“. იპნ
  1. Load more activity
×
×
  • შექმენი...