Jump to content
Planeta.Ge

ყველა აქტივობა

This stream auto-updates

  1. Today
  2. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ „კრემლი საქართველოს საშინაო საქმეებში არ ერევა, დასავლეთისგან განსხვავებით, რომელიც სანქციების გატარებითაც კი იმუქრება”. პესკოვმა ეს განცხადება რუსული კანონის შეფასების დროს გააკეთა. დღეს, 14 მაისს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო ‘ბრაიენი საქართველოში ჩამოვიდა. 13 მაისს სამთავრობო არხმა „იმედმა“ გაავრცელა განცხადება, რომ ო’ბრაიენს ბიძინა ივანიშვილთან სანქციების პაკეტი ჩამოაქვს. ინფორმაცია „იმედმა“ ვებგვერდიდან მალევე წაშალა. პუბლიკა
  3. არ მიიღოთ ეს კანონი! კანონი, რომელიც არის რუსული და რომელიც აპირისპირებს ჩვენს მოსახლეობას. დღეს, მთელი საქართველო გამოსულია ქუჩაში, მსგავსი კონსოლიდაცია საქართველოში არ ყოფილა ბოლო 30 წლის განმავლობაში. ყველა გვეუბნება, რომ ამ კანონით ვერ შევალთ ევროპაში! ალექსანდრე მოწერელია, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/454197380495812/
  4. „ოცნების“ ისტერია გასაგებია, რადგან ისინი არიან დამარცხებული ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ ზუსტად იციან რა მავნებლობას სჩადიან ივანიშვილის გამო და თქვენი პერსონალური პასუხისმგებლობა აუცილებლად დადგება. ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/4736354173255495/
  5. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი დამტკიცებულია. პარლამენტმა პროექტი მესამე მოსმენით 84 ხმით მიიღო. წინააღმდეგ ხმა 30 დეპუტატმა მისცა. ამით კანონპროექტის საპარლამენტო განხილვის პროცესი დასრულდა. პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა. "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" პროექტის ავტორი და ინიციატორია ფრაქცია “ქართული ოცნება". კანონპროექტი "გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით", უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა - კერძოდ კი, 20%-ზე მეტი - უცხოეთიდან არის მიღებული. კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად" მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ. კანონპროექტი “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციის გამოსავლენად“ იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს ნებისმიერ დროს კვლევა ჩაატაროს და საკითხის შესწავლა-მონიტორინგი განახორციელოს. პროექტის პირველი მოსმენით წარდგენილ ვარიანტში ეწერა, რომ მონიტორინგის დაწყების საფუძველი იქნება იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება და იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ კონკრეტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ სათანადო მინიშნებას შეიცავს". განხილვის პროცესში ტერმინი "სათანადო მინიშნება" შეიცვალა და მის ნაცვლად "სათანადო ინფორმაცია" ჩაიწერა. პროექტის გათვალისწინებით, თუ მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ სუბიექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, მაგრამ მან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციას თავი აარიდა, სააგენტო, იუსტიციის სამინისტროს "შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე", მას უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად დაარეგისტრირებს, რაც აღნიშნულ სუბიექტს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან არ გაათავისუფლებს. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: - იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი. იპნ
  6. ძალაუფლების შენარჩუნებისთვის საკუთარ მოქალაქეებზე და ოპონენტებზე თავდასხმები არა მხოლოდ "ნაც.მოძრაობის" ხელისუფლების დროს გვახსენებს, არამედ კიდევ უფრო უარესს, 90-იან წლების დროინდელ უკანონო ბანდფორმირებებს და იმდროინდელ პარლამენტსაც. დრო დადგა მადლობა გადაუხადოთ ქართველ ხალხს ამდენი ხანი, რომ გითმინათ. ამავე დროს, ბოდიშიც მოუხადეთ ჩადენილი არასწორი სახელმწიფოებრივი ქმედებებისთვის და არჩევნების გზით მშვიდობიანად დატოვეთ ხელისუფლება. შალვა კერესელიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/810232527695295/
  7. არასდროს, არსად მომავალ თაობაზე ხელისუფალს არ გაუმარჯვია. იცოდეთ, არც მუქარის, არც ძალადობის და არც არანაირი სასჯელის არავის ეშინია. რასაც 2012 წელს ვებრძოდით, დღეს იმას განასახიერებთ "ოცნება", ამიტომ ჩვენ ვიქნებით გარანტი, რომ ერთპიროვნული მმართველობა ამ ქვეყანაში დასრულდება და ეს ქვეყანა გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. მიშა დაუშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1739335179924600/
  8. პრეზიდენტი ერმანიის, ლიეტუვის, პოლონეთის, ჩეხეთის და ფინეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული რელიზის მიხედვით, დელეგაციამ შემაშფოთებელი უწოდა კანონპროექტს და აღნიშნა, რომ ის ნამდვილად დააზიანებს და შეაფერხებს საქართველოს ევროინტეგრაციას. ამავე რელიზით, პრეზიდენტმა რომ, საქართველო ევროპისაგან სიცხადესა და მხარდაჭერას ელოდება, რათა ამ გზაზე, საქართველოს მოსახლეობამ, რომელიც ასე თავგანწირვით იბრძვის ევროპული მომავლისათვის, თავი მიტოვებულად არ იგრძნოს. „საქართველოს პრეზიდენტმა გერმანიის, ლიეტუვის, პოლონეთის, ჩეხეთის და ფინეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და ქვეყანაში მიმდინარე პროცესები განიხილა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დღეს საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია, არა მხოლოდ მისი ევროპული მომავლისათვის, არამედ მისი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის. საქართველო და ქართველი ხალხი იმ გზას ადგას, რომელიც დიდი ხნის წინ აირჩია, ქართველი ხალხი ერთიანია ევროპული მიზნის ირგვლივ. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ვეტოს დაადებს ყველა კანონს, რომელიც ქვეყნის ევროპულ გზას შეეწინააღმდეგება. პრეზიდენტის განცხადებით, მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება ნამდვილი რეფერენდუმი ევროპულ და რუსულ საქართველოს შორის, რომელშიც კიდევ ერთხელ, ევროპული არჩევანი გაიმარჯვებს. დელეგაციამ შემაშფოთებელი უწოდა კანონპროექტს და აღნიშნა, რომ ის ნამდვილად დააზიანებს და შეაფერხებს საქართველოს ევროინტეგრაციას. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, საქართველო ევროპისაგან სიცხადესა და მხარდაჭერას ელოდება, რათა ამ გზაზე, საქართველოს მოსახლეობამ, რომელიც ასე თავგანწირვით იბრძვის ევროპული მომავლისათვის, თავი მიტოვებულად არ იგრძნოს. პრეზიდენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია ასევე, ამ ეტაპზე მაღალი დონის ვიზიტების განხორციელება, რაზეც დელეგაციამ აღნიშნა, რომ დღეს მათი ვიზიტი სწორედ საქართველოსადმი გამოხატული მხარდაჭერის დასტურია. დელეგაციამ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს იმ ლიდერობისათვის, რომელიც პრეზიდენტმა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ევროპული მომავლის დაცვისა და მისი ადვოკატირებისათვის აჩვენა საერთაშორისო თანამეგობრობას. პრეზიდენტმა ისაუბრა ევროპული პლატფორმის შესახებ მის ინიციატივაზე, რომელიც საქართველოს ევროპული სამოქმედო გეგმა იქნება. შეხვედრისას საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის უკანონო ქმედებებს“, – ნათქვამა რელიზში. პუბლიკა
  9. კოლეგებს მივმართავ, კიდევ ერთხელ, განსაკუთრებით ქალ კოლეგებს ოპოზიციიდან, ზოგადად, რა წესია ეს კამერების ჩართვა ტელეფონში, მისვლა და კოლეგებზე დამბეზღებელი დამოკიდებულებაა, თუ რა არის?! მედია აქ არის, ყველაფერი ფიქსირდება, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციიდან იმ დეპუტატებს, რომლებიც პარლამენტში დღეს, არაერთხელ მომხდარ დაპირისპირებას ტელეფონით იღებდნენ. თავდაპირველად,აღნიშნული შინაარსის შენიშვნა, პაპუაშვილმა „ევროპტიმისტების“ წევრს, ხატია დეკანოიძეს მისცა. „ქალბატონო ხატია, თქვენ, როგორც უკრაინის ყოფილი მოქალაქე, ალბათ, ამ სტატუსით იღებთ ამ ვიდეოებს? არ შეიძლება, რა ზრდილობაა, დადიხართ ჩართული ტელეფონით და კოლეგებს სახეში უშვერთ კამერებს. არის აქ, მედია წარმოდგენილი და იღებენ და ფარულ ჩანაწერებს თუ აკეთებთ, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ სტილი რომ არის, გასაგებია. ეგ ტელეფონი შეინახეთ, ადგილზე დაბრძანდით, თუ შეიძლება. კოლეგებს სახეში უჩრით თქვენი ტელეფონის კამერას. რა წესია?! ფარული ჩანაწერები, რაც 2012 წლამდე გაქვთ გაკეთებული, გეყოფათ! გამორთეთ ტელეფონი და დასხედით! კოლეგებს მივმართავ, კიდევ ერთხელ, განსაკუთრებით ქალ კოლეგებს ოპოზიციიდან, ზოგადად, რა წესია ეს კამერების ჩართვა ტელეფონში, მისვლა და კოლეგებზე მაბეზღრული დამოკიდებულებაა, თუ რა არის?! მედია აქ არის, ყველაფერი ფიქსირდება. რა წესია უბრალოდ, რამე ფარულ ჩანაწერები გინდათ, თუ რა გინდათ? ან რა ქცევაა, ან რა კოლეგიალობაა, ტელეფონში რთავთ კამერას, დადიხართ და კოლეგებს ასე უშვერთ, რა გინდათ გააკეთოთ?! მედია არის, აფიქსირებს ყველაფერს, უბრალოდ, ეს, არ არის ის ქცევა, რომელიც ეკადრება კოლეგიალურ ქცევას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ამის შემდეგ, მან მიმართა უმრავლესობის დეპუტატებს და აღნიშნა, ოპოზიციის პროვოკაციულ განცხადებებს არ აჰყვნენ. „დღეს, ოპოზიციას აქვს ამოცანა, ერთი, რომ ან ჩაშალოს ეს სხდომა ასეთი ექსცესებით ან გაწელოს უკიდეგანოდ და ნუ მივცემთ ამის საშუალებას. პროცესის ინტერესშია, რომ იყოს მშვიდი გარემო. კიდევ იქნება ბევრი პროვოკაციული განცხადება, არ ავყვეთ ამ ყველაფერს!“ - განაცხადა პაპუაშვილმა უმრავლესობის მისამართით. იპნ
  10. „ქართული ოცნების“ დეპუტატები კვლავ დაუპირსპირდნენ ოპოზიციონერ კოლეგებს — ამჯერად ტარიელ ნაკაიძეს შეაწყვეტინეს გინებით სიტყვა. „თუ დღეს საბოლოოდ ქვეყნის განადგურებას მოაწერთ ხელს, საუკუნოდ ორჯონიკიძის გვერდით მოიხსენიება თქვენი სახელი და გვარები. ნუ გააკეთებთ ამას, დადგება დრო და შეგრცხვებათ, თვალებში ჩახედოთ თქვენს შვილებს და შვილიშვილებს,“ — ამბობდა ნაკაიძე, როცა მას უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური მიუვარდა. ამის შემდეგ პარლამენტის სხდომის ტრანსლაციას ხმა გაეთიშა, თუმცა სხდომათა დარბაზიდან პირდაპირი ეთერი ტელეფონით ჩართო დეპუტატმა თამარ კორძაია. ამ ვიდეოში ისმის არაერთი გინება „ოცნების“ დეპუტატთა მხრიდან. ტარიელ ნაკაიძეს ფიზიკური შეხებისგან მანდატურის სამსახური იცავდა. კორძაიას გადაღებულ ვიდეოში ისმის უმრავლესობის დეპუტატ ლევან მგალობლიშვილის გინება: „ამათ ასე პირში უნდა *** ყოველთვის“ ნაკაიძესთან დაპირისპირების შემდეგ უმრავლესობის დეპუტატებმა ადგილზე მივარდნით სიტყვა შეაწყვეტინეს ოპოზიციონერ დეპუტატ ბექა ლილუაშვილთან. ის რუსული კანონის გამო ხელისუფლებას აკრიტიკებდა. პარლამენტში მიმდინარე პროცესებს, სხვა ონლაინ მედიების მსგავსად, ადგილზე ვერ აშუქებს ნეტგაზეთი, რადგან პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, უკვე რამდენიმე კვირაა, საკანონმდებლო ორგანოში შესვლა აკრძალული აქვს რუსული კანონის გაპროტესტების საბაბით. 14 მაისის პლენარულ სხდომაზე, სადაც რუსული კანონის მესამე მოსმენით კენჭისყრა იგეგმება. პარლამენტი დღეს კვლავ სპეცრაზმის დახმარებით შეიკრიბა და „ოცნების“ დეპუტატებმა მხოლოდ ასე შეძლეს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა. ტრადიციულად, გარეთ კვლავ იმართება აქცია რუსული კანონის წინააღმდეგ. ნაკაიძესა და ლილუაშვილთან დაპირისპირებას წინ უძღოდა კონფლიქტი, რომელიც ლევან ხაბეიშვილის გამოსვლას მოჰყვა.
  11. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ამბობს, რომ პირადად იმედგაცრუებულია იმით, რაც საქართველოში ხდება. ამის შესახებ მან კოპენჰაგენში დემოკრატიის სამიტზე ისაუბრა. მიშელის თქმით, კონტაქტში არიან საქართველოს ხელისუფლებასთან და აღნიშნავს, რომ „თუ მათ ევროკავშირის წევრობა სურთ, პატივი უნპირადად იმედგაცრუებული ვარ იმით, რაც საქართველოში ხდება. და სცენ კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპები”.
  12. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მანამდე "ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს პლენარულ სხდომაზე ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაც სცადა, თუმცა მას ამის საშუალება მანდატურებმა და სხვა დეპუტატებმა არ მისცეს. „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც მან პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას დიმიტრი სამხარაძის მისამართით თქვა, რომ "სამხარაძის, რომელსაც თავში ნაგვის ყუთი აქვს, დაორგანიზებულია ახალგაზრდებთან მივარდნა და თავპირის ლეწვა". დიმიტრი სამხარაძემ მას ჯერ შეაგინა, შემდეგ კი სცადა ოპოზიციონერ დეპუტატს ფიზიკურად გასწორებოდა და დარბაზის იმ ნაწილისკენ გაიქცა, სადაც ოპოზიციონერი დეპუტატები სხედან. მოგვიანებით ეს მცდელობა სხვა დეპუტატებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა. „ლაჩარი მოღალატეები“ - ასე მიმართავდნენ ოპოზიციონერი დეპუტატები მმართველი გუნდის წევრებს. პარლამენტის სხდომა ინციდენტის გამო დროებით შეჩერებული იყო. იპნ
  13. სალამი ყველას, რამოდენიმე დღით დასასვენებლად როცა გადიხართ ხოლმე ბინებს დღიურად რომელ საიტზე ნახულობთ?
  14. დღეს “ოცნებას” პოლიტიკური რესურსი არ გააჩნია და ისინი გადართული არიან, რომ, როგორმე ნებისმიერ ფასად შეინარჩუნონ ძალაუფლება. ფაქტობრივად, რასაც “ოცნება” აკეთებს ამ დღეებში, არის ძალადობა, ჰიბრიდული ომი და აგრესია საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. საკუთარ მოქალქეებთან და მითუმეტეს ახალგაზრდებთან ბრძოლაში აქამდე არავის არ გაუმარჯვია და ვერც ესენი გაიმარჯვებენ, უბრალოდ დროის ამბავია, ეს ყველაფერი როდის დასრულდება. მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/2392437714479851/
  15. სალამი, მცირე ბიზნესისთვის მჭირდება სახანძრო უსაფრთხოების სისტემები, რომელ კომპანიას შეიძლება რომ მივმართო?
  16. "ოცნებაში" რაციონალურობა აღარ დარჩა, ერთი ადამიანის გადაწყვეტილებაზე არიან დამოკიდებული და რასაც ივანიშვილი ეტყვის იმას აკეთებენ, ერთ ადამიანს არგებენ სახელმწიფო სისტემას. ივანიშვილი საკუთარი ქვეყნის მომავალს სცემს. ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/429987179753909/
  17. ივანიშვლს თუ ჰგონია, რომ მოქალაქეებს კობახიძით და "ოცნებით" შეაშინებს, ძალიან ცდება. რასაც დღეს ხელისუფლება აკეთებს არის აბსოლუტურად არალეგიტიმური. ივანიშვილს პანიკურად ეშინია არჩევნების, სწორედ ამიტომ უქვემდებარებს პარტიას ყველა სახელმწიფო უწყებას და ახორციელებს სადამსჯელო ღონისძიებებს. ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1516499182236206/
  18. სალამი, რომელ მწარმოებელს აქვს შედარებით ყველაზე გამძლე სარეცხი მანქანები?
  19. ხელისუფლებამ კანონი უკვე აამოქმედა საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ, დაიწყო აგენტის იარლიყების მიწებება, წაახალისა მოქალაქეებს შორის ძალადობა ქოცური ზონდერ ჯგუფებით და საბოლოოდ დაემსგავსა "ნაც.მოძრაობის" რეჟმს. ბექა ლილუაშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის". ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/2421615601377505/
  20. გამარჯობა, რომელი საიტიდან შეიძლება კომუნალურების გადახდა მარტივად?
  21. გამარჯობა, ხომ ვერ მეტყვით რა უპირატესობები აქვს ავტო სესხს სამომხმარებლო სესხთან შედარებით მანქანის შეძენის დროს?
  22. არ მიიღოთ ეს კანონი! კანონი, რომელიც არის რუსული და რომელიც აპირისპირებს ჩვენს მოსახლეობას. დღეს, მთელი საქართველო გამოსულია ქუჩაში, მსგავსი კონსოლიდაცია საქართველოში არ ყოფილა ბოლო 30 წლის განმავლობაში. ყველა გვეუბნება, რომ ამ კანონით ვერ შევალთ ევროპაში! ალექსანდრე მოწერელია, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/454197380495812/
  23. გამარჯობა, თუ შეგიძლიათ მითხრათ რომელ სანდო სამშენებლო კომპანიას აქვს დასრულებული ბინები ვაკეში?
  24. გამარჯობა, საკუთარი მცირე ბიზნესისთვის მჭირდება ბუღალტრული კომპანია, პირადი გამოცდილებით რომელს გაუწევდით რეკომენდაციას?
  25. შეუმდგარი პრემიერი და შემდგარი მატყუარა კობახიძე რას იტყვის საკუთარი გუნდის გასამხნევებლად ქართველ ხალხს დიდი ხანია აღარ აინტერესებს. არაფერი აღარ დარჩა “ოცნებისთვის” სათქმელი, ყველა სიტყვა ითქვა "რუსულ კანონთან" დაკავშირებით ჩვენი პარტნიორებისა და მოქალაქეების მხრიდან. ახლა ჩვენ უნდა გადავიდეთ გრძელვადიანი, მშვიდობიანი, სამართლიანი პროტესტის ტალღაში და ხელისუფლება აუცილებლად გატყდება, ეს გარდაულია, ისინი ერთად უნდა გავისტუმროთ პოლიტიკურ სანაგვეზე. ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის ისტორია და ქართველი ხალხის შეუდრეკელობა. ვერავინ, ვერც ივანიშვილი, ვერცერთი თეთრისა თუ მილიარდის ფასად, ამ ქვეყნის არჩევანს, მოქალაქეების შეუქცევად ნებას, ვერ გაამრუდებს, ეს შეუძლებელია. ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1186381699394248/
  26. კანონის დამტკიცებამდეც კი მისი ამოქმედება მოხდა - თქვენ ხედავთ პოსტერების კამპანიას, რომელიც თითქმის ფაშისტურ მეთოდებს მოიცავს და განთავსებულია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სამუშაო სივრცეებთან, ან მათ სახლებთან და ოჯახის წევრების საცხოვრებლების კედლებზე. ხედავთ, დაშინების კამპანიას, რომელიც ცხადია, რომ მასობრივად არის ორკესტრირებული ქოლ-ცენტრებიდან, - ამის შესახებ ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსმა მკვლევარმა სტივენ ბლოკმანსმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ეფექტის შეფასებისას „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მან აღნიშნული ქმედებები რეპრესიული მექანიზმების ისეთ ტიპებს შეადარა, როგორებიც, მისი თქმით, გამოყენებული იყო რუსეთში, ბელარუსში, ნაცისტურ გერმანიაში. „თქვენ ხედავთ პოსტერების კამპანიას, რომელიც თითქმის ფაშისტურ მეთოდებს მოიცავს და განთავსებულია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სამუშაო სივრცეებთან, ან მათ სახლებთან და ოჯახის წევრების საცხოვრებლების კედლებზე. ხედავთ, დაშინების კამპანიას, რომელიც ცხადია, რომ მასობრივად არის ორკესტრირებული ქოლ-ცენტრებიდან, რაც საჭიროებს დაფინანსებას და სახელმწიფო აპარატის ჩართულობას, სულ მცირე იმისთვის, რათა ამ ადამიანების ტელეფონის ნომრების მოპოვება მოხდეს. ეს არის რეპრესიული მექანიზმების ტიპი, რომელიც ჩვენ ვნახეთ გამოყენებული რუსეთში, ბელარუსში, ნაცისტურ გერმანიაში და სხვა ადგილებში და არ ვისურვებ, რომ საქართველო წავიდეს იმავე მიმართულებით. აბსოლუტურად საკვანძოა, რომ ზეწოლა მოდიოდეს შიგნიდან და სამოქალაქო საზოგადოება ამ მიმართულებით თავის როლს ასრულებს მასობრივი საპროტესტო აქციებით და ეს უნდა გაგრძელდეს, ასევე, მნიშვნელოვანია ზეწოლა გარედან, რაც მოიცავს მაღალი დონის ვიზიტების გაგრძელებას ევროკავშირის ლიდერებისა და სხვა პოლიტიკური ლიდერების მხრიდან. თუ საქართველოს პარლამენტის სპიკერს არ სურს, შეხვდეს თავის კოლეგებს, სხვადასხვა ევროპული პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებს, არაფერი შეიძლება უკვე გაკეთდეს ამ მიმართულებით, მაგრამ ეს საკმაოდ ხმამაღლა საუბრობს მმართველი პარტიის ჩართულობაზე ევროკავშირთან, რომელსაც, როგორც ამბობს სურს შეუერთდეს, მაგრამ როგორ უნდა შეათავსო ეს ორი რაღაც? - ეს შეუძლებელია“,- განაცხადა ბლოკმანსმა. ექსპერტმა ხელისუფლების წარმომადგენლებს, ოპოზიციასა და საზოგადოებას რეკომენდაციითაც მიმართა, თუ როგორ შეიძლება საერთო ნიადაგის გამონახვა, ქვეყანაში შექმნილი ვითარების განსამუხტად. „ხელისუფლებისთვის ეს საკმაოდ მარტივია- გაიწვიონ „უცხოური აგენტების“ შეთავაზებული კანონპროექტი. მოუსმინონ ხალხს, გაიაზრონ მიმართულება, რომლითაც უნდათ სვლა ევროკავშირისკენ და დაიწყონ შესაბამისობაში მოსვლა იმ პრიორიტეტულ ნაბიჯებთან, რომლებიც იქნა განსაზღვრული ქვეყნის პროგრესისთვის ევროკავშირში წევრობის გზაზე. ხალხისთვის ვიტყოდი, რომ აბსოლუტურად საკვანძოა ზეწოლის გაგრძელება. უსამართლობაა, რომ მათი ჩვენება მოხდა ამ საპასუხისმგებლო მდგომარეობაში, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არის ვითარება, რომელშიც საზოგადოება ახლა იმყოფება და იმისთვის, რომ ცვლილება მოახდინოს, აბსოლუტურად საკვანძოა ზეწოლის შენარჩუნება, მათ შორის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფისთვის. ასევე ვიტყოდი, რომ მთელი ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს დღის წესრიგის ირგვლივ, რომელიც შთაგონებული იქნება ევროკავშირისკენ სვლით და რუსეთისგან დაშორებით“, - განაცხადა ექსპერტმა. ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე. ipn
  1. Load more activity
×
×
  • შექმენი...