Jump to content
Planeta.Ge

ყველა აქტივობა

This stream auto-updates

  1. Today
  2. POLITICO-ს ცნობით, ევროკავშირი მზადაა, ივნისში დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინასთან, ევროკავშირში მისი გაწევრების შესახებ. გამოცემის ინფორმაციით, ევროკავშირის ხელმძღვანელობა დაბეჯითებით მოითხოვს, 25 ივნისიდან დაიწყოს ოფიციალური მოლაპარაკება. უკრაინელი და ევროპელი დიპლომატები აქტიურად მუშაობენ „კულისებში“ და ცდილობენ უნგრეთის დარწმუნებას. POLITICO-ს ცნობით, უკრაინა და მისი მხარდამჭერები ევროკავშირში ითხოვენ კიევსა და ბრიუსელს შორის მთავრობათაშორისი კონფერენციის ჩატარებას მანამ, სანამ პირველ ივლისს უნგრეთი დაიკავებს ევროკავშირის საბჭოს როტაციულ თავმჯდომარეობას. გამოცემის ცნობით, უნგრეთის პრემიერ მინისტრი, ვიქტორ ორბანი უკრაინისთვის ევროკავშირში ყველაზე დიდ დაბრკოლებას ქმნიდა. უნგრეთი რამდენჯერმე დაემუქრა ევროკავშირის მიერ უკრაინის დაფინანსების შესახებ, ასევე გაწევრების მოლაპარაკებების და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ გადაწყვეტილებების გაუქმებით. POLITICO-ს ინფორმაციით, მანამ სანამ ბუდაპეშტი მოლაპარაკებების ჩარჩოზე დათანხმდება, სურს უკრაინაში მცხოვრები უნგრელი უმცირესობების სამართლებრივი დაცვის გაუმჯობესების გარანტიებს. პუბლიკა
  3. ძლიერი რისკია, რომ კანონი შეეხებათ ორგანიზაციებსა და მედიებს, რომლებიც მთავრობას აკრიტიკებენ - მათი აღმოფხვრა ცუდ გავლენას იქონიებს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე. ამის შესახებ ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ მოსაზრებაშია ნათქვამი. როგორც ვენეციის კომისია განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ არსებული ქართული კანონმდებლობა უკვე მოიცავს პირობებს, რომელიც ვალდებულებებს აკისრებს ორგანიზაციებს რეგისტრაციის, ასევე, ანგარიშების ჩაბარების, მათ შორის დაფინანსების წყაროების შესახებ, დამაჯერებელი ახსნა არ ყოფილა, რატომ არ არის არსებული ვალდებულებები საკმარისი გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. ვენეციის კომისია მიიჩნებს, რომ იმ შემთხვევაში თუ არსებული კანონმდებლობა და პირობები საკმარისი არ არის, საქართველოს ოფიციალურმა პირებმა არსებულ კანონებში ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი შესწორებების შეტანა უნდა განიხილონ. კერძოდ, ვენეციის კომისიის თანახმად, უცხო ქვეყნების სახელით ლობისტური აქტივობები შესაძლებელია დარეგულირდეს ევროპულ სტანდარტებთან. “ამ კანონის ფარგლებში უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად განსაზღვრას სერიოზული შედეგები აქვს, ვინაიდან, ის ძირს უთხრის სამიზნეში ამოღებული ორგანიზაციების ფინანსურ სტაბილურობასა და სანდოობას, ასევე , მათ ოპერაციებს. მძიმე რეგისტრაციისა და ანგარიშების მოთხოვნების (მათ შორის ფინანსური ინფორმაციის გამხელა), რომელიც სტიგმატიზებული ორგანიზაციებისთვის ფინანსურ შესაძლებლობებზე წვდომას ზღუდავს, იმ მძიმე ადმინისტრაციულ ჯარიმებთან, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას, მუდმივ თვალთვალთან ერთად კომბინირებული ეფექტი, უდავოდ, გაართულებს და საფრთხის ქვეშ დააყენებს აღნიშნული ორგანიზაციების ეფექტიან ოპერაციებსა და არსებობას. სახელმწიფოს ხელში კონცენტრირებული მუდმივი და სტიგმატიზებადი შეფერხებები შემაკავებელ ეფექტს ქმნის. ამ კანონს, გამჭვირვალობის უზრუნველყოფის დასახელებული მიზნის ქვეშ, სტიგმატიზების, გაჩუმებისა და, საბოლოო ჯამში, ორგანიზაციებისა და მედიის განადგურების ობიექტური ეფექტი აქვს, რომლებიც თავიანთი დაფინანსების თუნდაც მცირე ნაწილს საზღვარგარეთიდან იღებენ. ძლიერი რისკია შექმნილი, რომ ორგანიზაციები და მედია, რომლებსაც [ეს კანონი] შეეხება, იქნებიან ისინი, ვინც მთავრობას აკრიტიკებენ, ხოლო მათი აღმოფხვრა ცუდ გავლენას იქონიებს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე. ვენეციის კომისია მკაცრი რეკომენდაციით გამოდის, საქართველოს მთავრობამ თავი დაანებოს რეგისტრაციის, ანგარიშების ჩაბარებისა და გასაჯაროების მოთხოვნებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის, ონლაინ მედიისთვისა და მაუწყებლებისთვის, რომლებიც უცხოურ დახმარებას იღებენ, მათ შორის ადმინისტრაციულ ჯარიმებს. მიუხედავად იმისა, რომ არსებული ქართული კანონმდებლობა შეიცავს პირობებს, რომლებიც ამ კანონის მიერ სამიზნეში ამოღებულ ორგანიზაციებს რეგისტრაციისა და ანგარიშების ჩაბარების, მათ შორის მათი დაფინანსების წყაროების შესახებ, ვალდებულებებს აკისრებს, დამაჯერებელი ახსნა არ ყოფილა იმის თაობაზე, თუ რატომ არ იქნება არსებული ვალდებულებები საკმარისი გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. იმ შემთხვევაში თუ არსებული პირობები არასაკმარისი არ არის, საქართველოს ოფიციალურმა პირებმა ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისად არსებულ კანონებში შესწორებების შეტანა უნდა განიხილონ. კერძოდ, უცხო ქვეყნების სახელით ლობისტური აქტივობები შესაძლებელია დარერეგულდეს ევროპული სტანდარტების შესაბამისად, თუ არსებული კანონმდებლობა საკმარისი არ აღმოჩნდება“, - ნათქვამია განცხადებაში. იპნ
  4. კანონის მიერ გამოხატვის თავისუფლებაზე, შეკრების თავისუფლებასა და პრივატულობაზე დაწესებული შეზღუდვები არ შეესაბამება მკაცრ მოთხოვნებს, რომლებიც მოცემულია “ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის” და “სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტის” მუხლებში. ამის შესახებ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნაშია ნათქვამი. ვენეციის კომისია ხაზს უსვამს კანონპროექტის მიღების პროცედურას და წუხილს გამოთქვამს, რომ პროცედურამ გულწრფელი დისკუსიისთვისა და აზრიანი კონსულტაციებისთვის ადგილი არ დატოვა. კომისია აღნიშნავს, რომ პროცედურების „ეს მანერა დემოკრატიული კანონმდებლობის ევროპულ მოთხოვნებს“ არ აკმაყოფილებს. “უპირველეს ყოვლისა, ვენეციის კომისია წუხს, რომ ეს კანონი, რომელიც სენსიტიურია ადამიანის უფლებების კუთხით, ასევე, ძალზედ კონტორვერსიულია ქართულ საზოგადოებაში, რასაც ქვეყანაში მასიური რეაქციები აჩვენებს, მიღებულ იქნა ისეთ პროცედურაში, რომელმაც გულწრფელი დისკუსიისთვისა და აზრიანი კონსულტაციებისთვის ადგილი არ დატოვა - ქართველი ხალხის დიდი ნაწილის შეშფოთებების ღია უგულებელყოფით. ეს კიდევ უფრო სამწუხაროა, ვინაიდან, 2023 წელს მსგავს კანონპროექტზე რეაქციებმა აჩვენა პოლარიზაცია მის მიღებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, იყო შინაარსიანი კონსულტაციების ჩატარების თვალსაჩინო და დემონსტრირებადი საჭიროება იმ პირებთან, რომლებსაც კანონი შეეხებოდა, განსაკუთრებით, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, ონლაინ მედიასაშუალებებთან და მაუწყებლებთან. პროცედურების ეს მანერა დემოკრატიული კანონმდებლობის ევროპულ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს. ვენეციის კომისიამ გააანალიზა კანონის თავსებადობა შესაბამის საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან, იმ პრინციპებზე დაყრდნობით, რომლებიც გამომუშავებულ იქნა ბევრ წინა მოსაზრებებში მსგავს საკითხებზე. შედეგად, ამ კანონის მიერ გამოხატვის თავისუფლებაზე, შეკრების თავისუფლებასა და პრივატულობაზე დაწესებული შეზღუდვები არ შეესაბამება მკაცრ მოთხოვნებს, რომლებიც აღნიშნულია “ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის” (ECHR) მუხლებში 8(2), 10(2) და 11(2), ასევე “სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტის” (ICCPR) მუხლებში 17(2), 19(2) და 22(2), ვინაიდან, ისინი არ აკმაყოფილებენ ლეგალურობის, ლეგიტიმურობის, დემოკრატიულ საზოგადოებაში საჭიროებისა და პროპორციულობის მოთხოვნებს, ისევე როგორც ECHR-ის მე-14 მუხლში აღნიშნული არადისკრიმინაციის პრინციპს”, - ნათქვამია განცხადებაში. იპნ
  5. საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებ, შეასრულონ ჩვენი ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად , - ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებ, შეასრულონ ჩვენი ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. ევროპის საბჭოს მზად არის დახმარებისთვის”, - წერს პეიჩინოვიჩ-ბურიჩი. იპნ
  6. როდესაც შენ ფაქტობრივად ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ქვეყანასთან უარს ამბობ სავაჭრო ურთიერთობების შემსუბუქებაზე, უარს ამბობ ვიზალიბერალიზაციაზე და შენი უსაფრთხოების გაძლიერებაზე, ეს არის პირდაპირ სახელმწიფო ინტერესების ფეხქვეშ გათელვა. ყველასთან, ყველანაირ პლათფორმასთან ვითანამშრომლებთ, იმისათვის, რომ დავიცვათ არჩევნების შედეგები. მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/442257328405493/
  7. რუსუდან თევზაძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, განათლების ექსპერტი. ტატა ხვედელიანი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი. პროტესტი - რა ხდება სასწავლებლებში
  8. ვენეციის კომისია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე გადაუდებელ მოსაზრებას აქვეყნებს. ვენეციის კომისია მკაცრი რეკომენდაციით გამოდის, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი გაწვეულ იქნას მისი ამჟამინდელი ფორმით. „ვენეციის კომისია ამ კანონის მისი ამჟამინდელი ფორმით გაწვევის მკაცრი რეკომენდაციით გამოდის, ვინაიდან, მისი ფუნდამენტური ნაკლები მნიშვნელოვან ნეგატიურ შედეგებს მოიტანს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებისთვის, პრივატულობის უფლებისთვის, საჯარო საქმეებში მონაწილეობის უფლებისთვის, ისევე როგორც დისკრიმინაციის აკრძალვისთვის. საბოლოო ჯამში, ეს გავლენას იქონიებს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე”, - ნათქვამია დასკვნაში. იპნ
  9. ევროკავშირმა და მოლდოვამ ხელი მოაწერეს უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის შეთანხმებას. შეთანხმებას ბრიუსელში, ევროკავშირ-მოლდოვას ასოცირების საბჭოს ფარგლებში, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა და მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა დორინ რესიანმა მოაწერეს ხელი. ბორელის თქმით, მსგავსი შეთანხმება ევროკავშირისთვის პირველია. „მოლდოვა პირველი ქვეყანაა, რომელმაც ხელი მოაწერა ევროკავშირთან თავდაცვისა და უსაფრთხოების პარტნიორობის შეთანხმებას. ეს პარტნიორობა გააძლიერებს ქვეყნის მდგრადობას და საშუალებას მოგვცემს, ერთობლივად ვუპასუხოთ ჩვენს საერთო უსაფრთხოების გამოწვევებს, გავხადოთ ჩვენი ქმედებები უფრო ეფექტური და დავიწყოთ თანამშრომლობა ახალ სფეროებში“, — განაცხადა ბორელმა. მან ხაზი გაუსვა, რომ მოლდოვა, მიუხედავად შიდა და გარე წინააღმდეგობისა, წინ მიიწევს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი თავის წევრ ქვეყნებთან ერთად ამზადებს უკრაინასთან უსაფრთხოების შეთანხმებას, როგორც ვილნიუსის G7-ის სამიტის დეკლარაციის გაგრძელებას. დღესვე, ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება გაყინული რუსული აქტივების წმინდა მოგებიდან შემოსავლების უკრაინის სასარგებლოდ კონფისკაციაზე. ევროკავშირის შემზღუდავი ზომები გამოყენებული იქნება უკრაინის შემდგომი სამხედრო მხარდაჭერისთვის, ასევე, მისი თავდაცვის ინდუსტრიის შესაძლებლობებისა და რეკონსტრუქციისთვის. საუბარია მოგებაზე, რომელიც 2024 წლის 15 თებერვლიდან გროვდება. netgazeti
  10. გერმანიის ელჩმა საქართველოში, ერნსტ პეტერ ფიშერმა, განაცხადა, რომ გერმანია არ მისცემს ხმას საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრების გზაზე მოლაპარაკებების გახსნას, თუ რუსული კანონი მიღებული იქნება იმ ფორმით, როგორსაც მას დღეს ვიცნობთ. ამის შესახებ ელჩმა მედიასთან ისრაელის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ისაუბრა. “ეს დინამიკური პროცესია. ალბათ, წაიკითხავდით განცხადებასაც, რომელიც გერმანიის კანცლერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ერთობლივად გამოაქვეყნეს და რომელიც უკავშირდებოდა მიღებულ კანონს. საქართველომ უკვე გადაუხვია ევროპულ გზას. არსებობს სტანდარტები, რომლებიც კანდიდატმა ქვეყნებმა უნდა დააკმაყოფილონ და ეს კანონი სტანდარტს მიღმაა. რაც შეეხება ევროკომისიის მიერ დეკემბერში მისაღებ გადაწყვეტილებას. ეს კანონი თუ იქნება მიღებული იმ სახით, როგორც ახლაა, გერმანია არ მისცემს ხმას საქართველოსთვის მოლაპარაკების სივრცის გახსნას ევროკავშირში გასაწევრებლად. თქვენ უნდა შეესაბამებოდეთ სტანდარტებს, თუ არადა წინ ვერ წახვალთ,” – ამბობს გერმანიის ელჩი საქართველოში (ტვ პირველის თარგმანი). 19 მაისს გამოქვეყნდა საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონისა და გერმანიის კანცლერ შოლცის ერთობლივი წერილი, სადაც მათ სინანული გამოთქვეს, რომ “ქართული ოცნება” რუსული კანონით ევროპული ღირებულებებისა და ქართველი ხალხის მისწრაფებების წინააღმდეგ მიდის. აშშ-ში განიხილავენ საქართველოსთვის ეკონომიკური და უსაფრთხოების მხარდაჭერის ყოვლისმომცველ პაკეტს, თუ მთავრობა უარს იტყვის მზარდ ანტიდასავლურ რიტორიკაზე და შეწყვეტს ადამიანის უფლებათა კუთხით უკუსვლას. ესაა MEGOBARI Act (Mobilizing and Enhancing Georgia’s Options for Building Accountability, Resilience, and Independence Act – საქართველოს შესაძლებლობის გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი ანგარიშვალდებულების, მდგრადობისა და დამოუკიდებლობის გაზრდის მიზნით). თუმცა მთავრობამ კანონპროექტს, რომელიც დაპირებებთან ერთად, სანქციებსაც შეიცავს, „შეურაცხმყოფელი შანტაჟი“ უწოდა. საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს რუსული კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კენჭისყრაში მონაწილეობა 116-მა დეპუტატმა მიიღო. მათგან, რუსული კანონის მიღებას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კანონს ვეტო დაადო. თუმცა „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკმარისი მანდატები აქვს იმისათვის, რომ პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს. არაერთი კვირაა თბილისში, ბათუმში და სხვა ქალაქებში მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, სადაც რიგ შემთხვევებში ათი ათასობით მოქალაქე იღებს მონაწილეობას. დასავლელი პარტნიორები აცხადებენ, რომ ამ კანონის მიღება საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხეს შეუქმნის, რადგან მსგავსი კანონმდებლობის ადგილი ევროპულ სახელმწიფოში არ არის. მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში სრულად გააქრო დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. დროთა განმავლობაში რუსეთი აღნიშნულ კანონს სულ უფრო ამკაცრებდა და ის ამჟამად ვრცელდება ფიზიკურ პირებსა და ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც რაიმე ფორმით იღებს ფულს დასავლეთისგან. „ქართულმა ოცნებამ“ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ რუსულ კანონში ისეთი ცვლილება უკვე შეიტანა, რომელიც კანონს მონიტორინგის ნაწილში ფიზიკურ პირებსაც შეახებს. ამის შესახებ ჩანაწერი მესამე მოსმენით დამტკიცებულ ვერსიაში გაჩნდა. netgazeti
  11. საქართველოში ესტონეთის ელჩის, რინა კალიურანდის განცხადებით, თუ „ქართული ოცნება“ რუსულ კანონს მიიღებს, ესტონეთი საქართველოს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების გახსნაზე მხარს არ დაუჭერს. „ტვ პირველთან“ საუბრისას ესტონეთის ელჩმა აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ რუსული კანონის დამტკიცემის მიზეზი არ აქვს. ამასთან, საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება რუსულ კანონს ამჟამინდელი ფორმით მიიღებს, გერმანია, ევროკომისიის გადაწყვეტილების გამოცხადებისას, არ მისცემს ხმას საქართველოსთვის მოლაპარაკების სივრცის გახსნას. publika
  12. ქართველი სპორტსმენი, ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი ზედიზედ მესამედ მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ინფორმაციას ძიუდოს ეროვნული ფედერაცია ავრცელებს. გრიგალაშვილს ჯამში მსოფლიო ჩემპიონატის 4 მედალი აქვს მოპოვებული, მათგან 3 ოქრო და ერთი ვერცხლი. “მიზანი შესრულებულია, ისტორია დაწერილია! გთხოვთ მიესალმოთ მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს, ზედიზედ მესამედ მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალოსანს და ოთხგზის ფინალისტს. ტატოს ანგარიშზე ჯამში მსოფლიო ჩემპიონატის 4 მედალია, საიდანაც 3 ოქრო და ერთი ვერცხლია”, - აღნიშნავს ფედერაცია "ფეისბუქზე". ipn
  13. „საქართველოს მთავრობა ვერ გაასულელებს თავის ხალხს,“ — განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სიმონას შატუნასმა ბრიუსელში, ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს (GAC) სხდომის დაწყებამდე. „ჩვენ გვჯერა, რომ ევროკავშირის გაფართოებისთვის სწორი დროა. და ივნისში უნდა გვქონდეს სამთავრობოთაშორისი კონფერენციები უკრაინასა და მოლდოვასთან. რაც შეეხება საქართველოს. ჩვენ აუცილებლად უნდა განვიხილოთ საქართველოს საკითხი. საქართველოს მთავრობა ვერ გაასულელებს თავის ხალხს. მათი უცხოელი აგენტების კანონი ევროპული პრინციპებისა და ფასეულობების საწინააღმდეგოა,“ — განაცხადა შატუნასმა. ლიეტუვის პოზიციაა, ევროპულმა საბჭომ უნდა განიხილოს საქართველოში განვითარებული მოვლენები და მათი შედეგები საქართველოს ევროპულ გზაზე. საქართველოს პარლამენტმა, 84 ხმით, 14 მაისს რუსული კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კანონს ვეტო დაადო. თუმცა „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკმარისი მანდატები აქვს იმისთვის, რომ პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს. ნეტგაზეთი
  14. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო ვრცელ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საუბრობს Politico-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, შეერთებულ შტატებში განიხილება „Megobari” აქტის მიღება, რომელიც მთავრობის მიერ მზარდ ანტიდასავლურ რიტორიკაზე უარის თქმისა და ადამიანის უფლებათა კუთხით უკუსვლის შეწყვეტის შემთხვევაში, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას, შეღავათიან სავაჭრო პირობებსა და გაუმჯობესებულ სამხედრო მხარდაჭერას ითვალისწინებს. „ოცნება“ აცხადებს, რომ კანონპროექტი მიღებული არაა და მისი მიღების პერსპექტივა ბუნდოვანია. მმართველი გუნდი განცხადებაში წერს, რომ საჭიროა აშშ-ის მხრიდან ქართველი ხალხის პატივისცემის გამოვლენა და არა ბუნდოვანი პერსპექტივის მქონე დაპირებები და შეურაცხმყოფელი შანტაჟი. გთავაზობთ სრულ განცხადებას: პუბლიკა
  15. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაული გამოვლინდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ ბრიფინგზე განმარტა, ამოღებული იქნა ბანანით დატვირთულ საზღვაო კონტეინერში ფარულად მოთავსებული 52 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში ტრანზიტული გზით, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ. მისი თქმით, სამართალდამცველების მიერ აღმოჩენილი და განეიტრალებული იქნა ერთ-ერთი მსხვილი ინტერნეტ ნარკოსარეალიზაციო მაღაზია, რომელიც შსს-ის ინფორმაციით, ე.წ. შავი ბაზრის 50 პროცენტზე მეტს ამარაგებდა. „ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები ნარკოტრანზიტში ჩართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების გამოვლენისა და მათი დაკავების მიზნით. ასევე ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველების მიერ აღმოჩენილი და განეიტრალებული იქნა ერთ-ერთი მსხვილი ინტერნეტ ნარკოსარეალიზაციო მაღაზია, რომელიც ე.წ. შავი ბაზრის 50 პროცენტზე მეტს ამარაგებდა. აღნიშნულ მაღაზიას მართავდა, ასევე, დადების მეთოდით განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციას ახდენდა ჩვენ მიერ დაკავებული, 1963 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე, რომლის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ასევე, მის მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოღებული იქნა 4 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“, 27 ათასი ცალი ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზის“ აბები და 10 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის თანამშრომლების მიერ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბოლო პერიოდში, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 77 პირია დაკავებული, მათ შორის 23 ნარკორეალიზატორია. დაკავებულები არიან როგორც საქართველოს, ასევე, ირანის, თურქეთის, რუსეთის, ინდოეთის და ნიგერიის მოქალაქეები. პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. დაკავებულების მიერ მითითებული ლოკაციებიდან, ასევე, დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და მათი ავტომანქანების ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები: „ჰეროინი“, „კოკაინი“, „მდმა“, „ალფა პვპ“, „მეტამფეტამინი“, „მეტადონი“, „ჰაშიში“ და ფსიქოტროპული ნივთიერებები. ბრალდებულებისგან პოლიციამ, ასევე, ნივთმტკიცებად ამოიღო სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული დიდი ოდენობით ფული. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,-განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.
  16. ღრმად შეშფოთებული ვართ და ვაკვირდებით რუსეთის გავლენას საქართველოში, - ამის შესახებ აშშ-ის საჰაერო ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელმა, გენერალმა ჩარლზ ბრაუნმა ბრიფინგზე განაცხადა. ჩარლზ ბრაუნმა უპასუხა შეკითხვას, შეუძლია თუ არა ნატო-ს რაიმეს გაკეთება იმისთვის, რომ დაეხმაროს საქართველოს წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის მხრიდან გავლენის გაზრდის მცდელობებს, როგორ აისახება ეს იმაზე, რაც ახლა ხდება საქართველოში და როგორ აისახება ეს საქართველოს ნატო-სკენ მიმავალ გზაზე. „ღრმად შეშფოთებული ვართ და ვაკვირდებით რუსეთის გავლენას საქართველოში ჩვენ დავრჩებით საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ ერთგული. თქვენ იცით, რომ გასულ კვირას შევხვდი ჩემს ნატო-ს კოლეგებს, ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ ვმუშაობთ ერთად ნატო-ს პარტნიორი ქვეყნების სუვერენიტეტზე, ასევე ევროპაში უსაფრთხოების ზოგად სიტუაციაზე“, - აღნიშნა გენერალმა ჩარლზ ბრაუნმა. იპნ
  17. დღეს თუკი ამ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი აქვს, მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის დამსახურებაა და არა იმ ხელისუფლების, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანას მართავს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანები საარჩევნო უბნებზე მივლენ. თითოეული ჩვენგანის მიზანი და მისია იქნება, რომ ჩვენი ხმა საარჩევნო უბნებზე დავიცვათ, იმიტომ, რომ ეს არჩევნები განაპირობებს ჩვენს შემდეგ 30-40 წელიწადს, სად ვიცხოვრებთ, ეს იქნება ჩვენი ევროპული მომავალი თუ ეს იქნება ისეთი მომავალი საითკენაც სამწუხაროდ “ოცნება” მიგვათრევს. გიორგი ჭანტურია, პარტია “გახარია საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/2009374459460149/
  18. Yesterday
  19. როდესაც ნამდვილმა მეგობარმა დაინახა, რომ ხელისუფლება მზად არის, ქვეყანა იზოლაციაში მოაქციოს და რუსეთის პირისპირ დატოვოს, მოვიდა და გითხრა, ოღონდ შენ ეს ნაბიჯი არ გადადგა, მე ყველაფრისთვის მზად ვარ, - ასე გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, მიხეილ დაუშვილი Politico-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს, თუ ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება. მიხეილ დაუშვილის განცხადებით, ეს არის მაგალითი, როგორ იქცევიან ნამდვილი მეგობრები. „მათ მაშინვე, როცა დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, ჩვენი დახმარება დაიწყეს იმისთვის, რომ გავძლიერებულიყავით. იმისთვის, რომ ზუსტადაც ორფეხზე ვმდგარიყავით და ჩვენი სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა ყოფილიყო უზრუნველყოფილი. ახლა, როდესაც ძალიან მძიმე დრო გვიდგას, რისკი დგას იმისა, რომ საქართველო საერთაშორისო იზოლაციაში მოექცეს, მარტო დარჩეს რუსეთთან, ამ მძიმე დროში, ნამდვილი მეგობარი მოდის და გეუბნება, რომ ოღონდ შენ ეს ნაბიჯი არ გადადგა და მე მზად ვარ, რომ დაგეხმარო როგორც ეკონომიკურად, ასევე უსაფრთხოების კუთხით, როგორც ამას ნამდვილი მეგობრები აკეთებენ“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა. მიხეილ დაუშვილის თქმით, ამ შესაძლებლობებზე უარის თქმა ქვეყნის ინტერესების განადგურება იქნება. „ახლა მთავარია, რომ რაღაც რაციონალურობა შემოვიდეს „ოცნების“ ქმედებებში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი უკან წაიღონ და ეს უზარმაზარი შესაძლებლობა ქვეყანას არ დააკარგვინონ. ამ შესაძლებლობებზე უარის თქმა ქვეყნის ინტერესების განადგურება იქნება, სხვა სახელი ამას არ ჰქვია. იმედია, რომ ამაზე მაინც უარს არ იტყვიან, ამდენი რაციონალურობა მაინც აქვთ დარჩენილი, რომ ამაზეც რაღაც სისულელე არ მოიგონონ და თავის ძველ ვერსიას არ „მიაწვნენ“. ვეტოს დაეთანხმებიან თუ თვითონვე გააუქმებენ ამ კანონს, ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა საერთოდ არ აქვს. რომელი ვერსიითაც უნდათ, იმით წავიდნენ. ეს არის უზარმაზარი შესაძლებლობა ჩვენი მოქალაქეებისთვის და თუ „ოცნება“ ამ შესაძლებლობაზე უარს იტყვის და დააკარგვინებს ჩვენს მოქალაქეებს, მაშინ უნდა გვითხრან, ამაზე პასუხისმგებლობას ვინ იღებს. ვინ ეტყვის მოქალაქეებს, რომ თქვენ ამ უზარმაზარ შესაძლებლობაზე უარი გათქმევინეთ?“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა. იპნ
  20. POLITICO-ს ცნობით, შეერთებულ შტატებში განიხილება „Megobari” აქტის მიღება, რომელიც მთავრობის მიერ მზარდ ანტიდასავლურ რიტორიკაზე უარის თქმისა და ადამიანის უფლებათა კუთხით უკუსვლის შეწყვეტის შემთხვევაში, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას, შეღავათიან სავაჭრო პირობებსა და გაუმჯობესებულ სამხედრო მხარდაჭერას ითვალისწინებს. გამოცემამ მოიპოვა კონგრესმენ ჯო უილსონის კანონპროექტი, რომელშიც აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესებაზეა საუბარი. Politico-ს ცნობით, კანონპროექტის პირობების მიხედვით, რომელსაც „რესპუბლიკელი“ ჯო უილსონი, კონგრესს სავარაუდოდ, დღეს წარუდგენს, აშშ საქართველოსთან „ძლიერი შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმის“ გასახსნელად მოლაპარაკებებს დაიწყებს, თუ მნიშვნელოვანი პოლიტიკური კრიტერიუმების დაკმაყოფილება მოხდება. ასევე, ამერიკულ ბაზრებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასთან ერთად, კანონპროექტი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას ითვალისწინებს. ასევე, კანონპროექტი ოფიციალურ პირებს საქართველოსთვის სამხედრო მხარდაჭერის პაკეტის შემუშავებას ავალდებულებს, მათ შორის „უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობების უზრუნველყოფას, რომელიც რუსული აგრესიისგან ტერიტორიული თავდაცვისთვის და მასთან დაკავშირებული სასწავლო, ტექნიკური და ოპერაციების დამხმარე ელემენტებისთვის იდეალურია“. თუმცა, პროგრამა მხოლოდ იმ შემთხვევაში გააქტიურდება, თუ აშშ დაადასტურებს, რომ „საქართველომ დემოკრატიის აღდგენის მიმართულებით მნიშვნელოვანი და მდგრადი პროგრესი აჩვენა, რასაც როგორც მინიმუმ, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები და დაბალანსებული წინასაარჩევნო გარემო მოწმობს“. POLITICO-მ მანამდე მოიპოვა აშშ-ის კონგრესში წარსადგენი კანონპროექტი, რომელიც რუსულ კანონთან დაკავშირებით შესაძლო სანქციებს ითვალისწინებს. მედია წერს, რომ ოფიციალური პირებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან საქართველოში „რუსული სტილის უცხოური აგენტების” კანონზე, შესაძლოა, გაუყინონ აქტივები და დაუწესონ სამოგზაურო შეზღუდვები. პუბლიკა
  21. ოფშორების კანონი ჩვეულებრივად შეიძლება იყოს რუსული კაპიტალის თავისუფლად შემოდინებისთვის “კარგი არხი”, რომლითაც შესაძლოა ჩვენი ბმა რუსეთთან ფინანსური სისტემის თვალსაზრისით გაიზარდოს და როგორ იყენებს რუსეთი ამას, ჩვენი უახლესი ისტორია ძალიან კარგ და მძიმე მაგალითებს გვაძლევს. ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/459072529843122/
  22. “ოცნებას” შევყავართ ძალიან ბუნდოვან და დიდ რისკებში, რომელსაც დღეს თვითონაც ვერ ზომავენ, რატომ? იმიტომ, რომ ერთი თემა არის - ოფშორების კანონის მიღება და მეორე არის ამის აღსრულება. ჩვენ, დარწმუნებული ვართ მალე დავინახავთ ეს კანონი, რისთვის დაიწერა და ვისთვის მიიღო უმრავლესობამ. მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/766255212380551/
  23. მთავარია ეს კანონი უკან წაიღონ და ეს უზარმაზარი შესაძლებლობა ქვეყანას არ დააკარგვინონ. იმიტომ, რომ ამ შესაძლებლობებზე უარის თქმა, ეს იქნება ქვეყნის ინტერსების განადგურება. ერთი რაღაც უნდა გვესმოდეს, თუ “ოცნება” აი ამ შესაძლებლობაზე უარს იტყვის და მას დააკარგვინებს ჩვენს მოქალაქეებს, მაშინ უნდა გვითხრან ამაზე პასუხისმგებლობას ვინ იღებს. მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/7413466268772370/
  24. ქართველი ექიმი, მეცნიერი გულიკო ჩაფიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ახლობლები ავრცელებენ. გულიკო ჩაფიძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1955 წელს დაამთავრა. 1954–1958 წლებში იყო ბორჯომის ლიკანის სანატორიუმის ექიმი-ორდინატორი. 1958–1961 წლებში მოსკოვის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ასპირანტი. 1962-1963 წლებში საქართველოს ექსპერიმენტული და კლინიკური თერაპიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1963-1975 წლებში ინფარქტის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1962-1964 წლებში კარდიოლოგიური განყოფილების უფროსი მეცნიერ მუშაკი. 1965-1994 წლებში — თერაპიის ინსტიტუტის ინფარქტის განყოფილების ხელმძღვანელი. 1989 წლიდან იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პირადი ექიმი. 1997 წელს გადაუდებელ კარდიოლოგიის ცენტრს მიენიჭა აკად. გ. ჩაფიძის სახელი. 1994-2014 წლებში იყო აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის დირექტორი. 2011 წლიდან ამავე ცენტრის გენერალური დირექტორი. ავტორია 4 მონოგრაფიის და 300-მდე სამეცნიერო ნაშრომის. 8 საკანდიდატო 3 სადოქტორო დისერტაციის ხელმძღვანელი. ის იყო კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი. მიღებული აქვს უამრავი მედალი, ჯილდო და სიგელი (მათ შორის ამერიკის). 1962 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა - „რეგიონალური სისხლის მიმოქცევის ზოგიერთი თავისებურებანი ჰიპერტონული დაავადების დროს“. სადოქტორო დისერტაციის თემა „მიოკარდიუმის ინფარქტის მიმდინარეობის თავისებურებანი სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში და მიმდინარეობის პროგნოზირება“. იპნ
  25. იმდენად დიდი ბუნდოვანება და ბევრი კითხვაა "ოფშორების კანონთან" დაკავშირებით, აბსოლუტურად სწორია პრეზიდენტის მიერ გამოყენებული ვეტო - სანამ უმრავლესობა ვეტოს დაძლევას ეცდება, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რას ან ვის ემსახურება "ოფშორების პროექტი", - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, ე.წ. ოფშორების კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვისას განაცხადა. საკომიტეტო განხილვისას დაუშვილი დაინტერესდა, თუ რამდენად სწორია ამდენად კომპლექსური კანონის მიღება ისე, რომ რეგულირების გავლენის შეფასება (RIA) ჩატარებული არ არის და არავინ იცის, ამ ახალ რეგულაციას რა დადებითი თუ ნეგატიური გავლენა შეიძლება ჰქონდეს ეკონომიკასა და საფინანსო სისტემაზე. “უმრავლესობის წევრები გვიმტკიცებენ, რომ ეს არის კანონი, რომელიც ორიენტირებულია ინვესტიციების მოზიდვაზე და ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაზე. დავუშვათ, რომ ასეა, რა ედგა ან რა უდგას წინ იმას, რომ ამაზე ჩატარდეს სრულყოფილი RIA - სრულყოფილი RIA-ს ფარგლებში ყველამ დავინახოთ და ჩვენი მოქალაქეები დარწმუნდნენ, რომ ეს კანონი ემსახურება და მოემსახურება ქვეყნის ეკონომიკის და საფინანსო სისტემის გაძლიერებას. თუ ამაზე დარწმუნებულები არიან უმრავლესობის წარმომადგენლები, მაშინ რატომ არ უნდა ჩატარდეს RIA, რათა ჩვენც დავრწმუნდეთ, იქნებ მხარსაც ვუჭერთ საერთოდ ამ პროექტს. მეორე, თუ ინვესტიციების მოზიდვაზეა ეს პროექტი ორიენტირებული, რატომ არის ჩაკეტილი 100%-იანი წილის ფლობით და ამის გადმოტანით, ვიღაცას ხომ შეიძლება ჰქონდეს 90%, 30%, პორტფელური ინვესტიცია ხომ შეიძლება ვიღაცამ განახორციელოს? თუ ეს პროექტი ინვესტიციების შემოტანას ემსახურება, მაშინ ასეთ ხალხს რატომ ვუშლით ხელს? მესამე, ამ პროექტით ჩაკეტილია ის, რომ ტრანზაქცია უნდა განხორციელდეს იმ კომპანიებს შორის, რომელიც უკვე არსებობს, მომავლის ტრანზაქციები ჩაიკეტა, ამას რატომ უშლის ხელს? ეს ყველაფერი კითხვებს აჩენს. ორ დღეში მიღება ამ პროექტის, არავითარი კვლევა ჩატარებული არ არის, სექტორთან გავლილი არ არის, არც პირველ რიგში ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ. კითხვა ჩნდება, რა შეიძლება იყოს მოტივაცია, რატომ უნდა უნდოდეს ოფშორში არსებულ კომპანიას გადმოვიდეს აქ - მოტივაცია შეიძლება იყოს პოზიტიური, შეიძლება არსებობდეს ნეგატიური. ნეგატიური მოტივაციების შემთხვევაში ჩვენთან დაზღვევის მექანიზმები რა არის? ქვეყნის შიგნით დაზღვევის მექანიზმები საკმარისად ეფექტურია იმისათვის, რომ ნეგატიური მოტივაციის მქონე კომპანიების შემოსვლით საქართველოში არ დაზიანდება ეკონომიკა და საფინანსო სისტემა?“ - განაცხადა დაუშვილმა კომიტეტის სხდომაზე. იპნ
  26. „ქართულ ოცნებას” საარჩევნო კოდექსში ისევ შეაქვს ცვლილებები. კერძოდ, იცვლება ცესკოს სხდომაზე გადაწყვეტილების მიღების წესი. კერძოდ, მმართველი პარტიის ინიციატივის თანახმად, საარჩევნო კოდექსის მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 4/1 პუნქტი: თუ ცესკოს სხდომაზე კენჭისყრის შედეგად ვერ იქნა მიღებული ცესკოს ის გადაწყვეტილება, რომლის მისაღებად საჭიროა ცესკოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ით მხარდაჭერა, ცესკოს ამ გადაწყვეტილებას იმავე სხდომაზე კენჭი ხელახლა ეყრება. ამ შემთხვევაში ცესკოს აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს ცესკოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა. განმარტებითი ბარათის თანახმად, ეს არის ე.წ ანტიჩიხური მექანიზმი მსგავსი შემთხვევების მოსაწესრიგებლად. ამასთან, კანონპროექტით უქმდება ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც, საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, იქმნება საარჩევნო პერიოდით, არჩევნების დანიშვნიდან 10 დღის ვადაში. განმარტებითი ბარათის თანახმად: ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფის შექმნის შესახებ საარჩევნო კოდექსში 2021 წელს ჩაიწერა. ჯგუფში უნდა ყოფილიყო არანაკლებ 9 და არაუმეტეს 15 წევრი. საბჭო ცესკოს საარჩევნო დავებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს წარუდგენს. არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებდნენ, რომ ცესკო არ უზრუნველყოფდა საბჭოს კვალიფიციური და სანდო ადამიანების კონსენსუსის საფუძველზე შერჩევას. პუბლიკა
  27. „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ წევრმა, დავით ქაცარავამ ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკა დატოვა. როგორც მან კლინიკის დატოვებისას ჟურნალისტებთან განაცხადა, ყველაფერს გააკეთებს, რომ რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს ოკუპაციის ხაზს და ქუჩაში პროტესტს. „ჩანს კვალი, როგორ მახრჩობდნენ ე.წ. სპეცრაზმელები, იმიტომ, რომ მათ სპეცრაზმთან არანაირი კავშირი არ აქვთ, ისინი უბრალოდ ჯალათები არიან. იყო ჩემი გაგუდვის მცდელობა, რომელიც საკმაოდ ბრუტალური იყო. ეს ხდება ბოლო ცემის დროს, როდესაც ყველაზე სასტიკად გამისწორდნენ ჯალათები", - აღნიშნა ქაცარავამ. ცნობისთვის, პოლიციის მხრიდან დავით ქაცარავას მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო. მეუღლის ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე ერთ-ერთი აქციის დროს, დავით ქაცარავას დაკავებისას სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ. იპნ
  1. Load more activity
×
×
  • შექმენი...