Jump to content
Planeta.Ge

ყველა აქტივობა

This stream auto-updates

  1. Yesterday
  2. ეკა ბესელიას ინფორმაციით, პრეზიდენტიც აპირებს, რომ რუსული კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს. როგორც ფორმულას ეთერში იურისტმა განაცხადა, ჯერ უცნობია ტექნიკური დეტალები, პრეზიდენტი დამოუკიდებელ სარჩელს წარადგენს, თუ შეუერთდება მედიასა და არასამთავრობოებს, რომლებიც თავის მხრივ ასევე აპირებენ რუსული კანონის გასაჩივრებას. ეკა ბესელიას თქმით, ჯერ არ ყოფილა პრეცედენტი, რომ პრეზიდენტს მიემართოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის და შეიძლება სალომე ზურაბიშვილი გახდეს პირველი ვინც ამას გააკეთებს. ბესელიას თქმით, რუსული კანონის საკითხი ისედაც ძალიან მნიშვნელოვანია და პრეზიდენტის ჩართვა სარჩელში პროცესს უფრო განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელს გახდის. კანონის მიღების შემდეგ შესაძლებელია მისი გასაჩივრება საკონსტიტუციო სასამართლოში და დავა მის შესაბამისობაზე საქართველოს კონსტიტუციასთან. ამის გაკეთებას არასამთავრობო ორგანიზაციები აპირებენ, თუმცა არ არსებობს გარანტია, რომ პროცესი სწრაფად დასრულდება. ის შეიძლება წლობითაც გაიწელოს. ნეტგაზეთი
  3. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR) უარყოფს “ქართული ოცნების” ლიდერების განცხადებებს, რომ ” უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონზე” დასკვნის ავტორი [ზოგი განცხადებით მთავარი ავტორიც. ნეტ] სტრასბურგის სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის ყოფილი ადვოკატი ჯერემი მაკბრაიდია. როგორც ODIHR-ის პრესსპიკერის, კატია ანდრუშის მიერ ნეტგაზეთისთვის გამოგზავნილ საპასუხო წერილში ვკითხულობთ, სამართლებრივი დასკვნა კანონის შესახებ მათი შიდა ექსპერტების მიერაა მომზადებული. მას შემდეგ, რაც რუსული კანონის მიმართ ODIHR უაღრესად კრიტიკული სამართლებრივი ანალიზი გამოქვეყნდა, “ქართული ოცნების” არაერთმა წევრმა, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარემ, დააყენა მისი ობიექტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ, განაცხადა რა, რომ ის სტრასბურგში სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატის დაწერილია. “ოცნების” დეპუტატმა ნინო წილოსანმა განაცხადა ისიც, რომ საქართველოში ვიზიტისას ODIHR-ის დელეგაციამ დააფიქსირა კანონის მიღების აუცილებლობა, რეალურად კი სულ სხვა შინაარსის სამართლებრივი ანალიზი გამოაქვეყნა. ODIHR -ის კომენტარი ამ საკითხზე ასეთია: ეუთო/ოდირმა რუსულ კანონზე გადაუდებელი დასკვნა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა, სადაც ხელისუფლებას მისი გაუქმებისკენ მოუწოდებს. ოდირმა შარშანაც დაწერა დასკვნა რუსულ კანონზე, რომელიც “ოცნება’ საბოლოოდ აღარ მიიღო. ოდირის გარდა კანონის გაუქმებისაკენ მმართველ გუნდს სხვა სამართლებრივი ანალიზებითაც მოუწოდეს ვენეციის კომისიამ და ევროსაბჭოს ექსპერტებმა. ნეტგაზეთი
  4. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ გვიან ღამით მათ „ცენტრალურ ოფისს თავს დაესხნენ, რაშიც მონაწილეობას ასამდე თავდამსხმელი იღებდა”. განცხადებაში აღნიშნულია, რომ თავდასხმის შედეგად ოფისის შუშები და ინვენტარი დაზიანდა. პუბლიკა
  5. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 1-ელ ივნისს ქართველთა განმანათლებლის, მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს ხსენებას დღესასწაულობს. ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა შესრულდება. წმინდა ნინოს ხსენების დღეს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ - 1-ელ ივნისს, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს და 27 იანვარს, მისი გარდაცვალების დღეს აღნიშნავს. რელიგიური სწავლების თანახმად, ქართველთა განმანათლებელი, წმინდა მოციქულთა სწორი, ქალწული ნინო წარმოშობით კაბადოკიიდან იყო. მისი მამა ზაბულონი საფრანგეთის განმანათლებლად მიიჩნევა, წმინდა ნინო ვაზის ჯვრით საქართველოში IV საუკუნეში შემოვიდა, როდესაც ტახტზე მეფე მირიანი და დედოფალი ნანა იმყოფებოდნენ. წმიდა ნინოს ქადაგებით, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა. იპნ
  6. ჯანდაცვის სამინისტრო გამოდის ინიციატივით, რომ ბავშვებისთვის სისხლის უანგაროდ დონაციის კამპანია დაიწყოს, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება, - აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა,მიხეილ სარჯველაძემ განუცხადა. მან ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა, ამასთან, ყველას მოუწოდა, რომ ბავშვის ინტერესები არასდროს მოექცეს სხვა, რომელიმე ინტერესის ჩრდილში. „1-ელი ივნისი არის, არამხოლოდ ამ დღეს, ბავშვთა უფლებების გადაფასებისთვის, არამედ ეს არის იმის შესახსენებლად,რომ ბავშვის ინტერესი წლის ყოველ დღეს უმთავრესია. ჩვენი მიზანია, რომ ჩვენ მომავალ თაობას, ბავშვებს კეთილდღეობისთვის არაფერი აკლდეთ, ამიტომ ჩვენი სამინისტრო 1-ელ ივნისს ინიციატივით გამოდის, რომ დავიწყოთ სისხლის უანგაროდ დონაციის კამპანია ბავშვებისთვის, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. ჩვენ შევკრებთ და გავაერთიანებთ ყველას, ვისაც ექნება ამ კამპანიაში მონაწილეობის სურვილი, რათა დაცული და უზრუნველყოფილი იქნეს ჯანმრთელობაზე ყველას უფლება და უპირველესად, რა თქმა უნდა, ბავშვებისთვის“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. იპნ
  7. რუსული კანონის ამოქმედების შემდეგ, განახლებული ძალებით დაიწყო ივანიშვილმა და მისმა გუნდმა საქართველოს მოქალაქეების დაშინება, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა. ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/2028738634194292/
  8. „უცხოეთის აგენტების” შესახებ ახალ კანონს საქართველო არასწორი მიმართულებით მიჰყავს”, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, „რადიო თავისუფლების” ჟურნალისტ რიკარდ იოზვიაკთან ინტერვიუში განაცხადა. შეკითხვაზე, ექნება თუ არა ასეთი კანონის მიღებას რაიმე კონკრეტული გავლენა ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, იენს სტოლტენბერგმა პასუხად თქვა, რომ: რიკარდ იოზვიაკის კითხვაზე, დარჩება თუ არა საქართველო ალიანსის ასპირანტ ქვეყნად, სტოლტენბერგმა განაცხადა: „დიახ, საქართველომ წევრობისთვის მოგვმართა. ჩვენ მისთვის ჯერ არ მიგვიცია გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, მაგრამ ჩვენ საქართველოსთან პარტნიორული ურთიერთობა გვაქვს“. პუბლიკა
  9. ამერიკული გამოცემა New Lines Magazine წერს, რომ ბრიტანეთმა მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დაფინანსება შეწყვიტა. რუსული კანონის დამტკიცებამდე რამდენიმე დღით ადრე New Lines Magazine-მა გამოაქვეყნა 1-თვიანი გამოძიების შედეგები, რომელიც დასავლელი პარტნიორების მხრიდან საქართველოს ხელისუფლების კომუნიკაციების დეპარტამენტების დახმარებას ეხება. საქართველოში პირველი სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი, იგივე სტრატკომი 2015 წელს თავდაცვის სამინისტროში შეიქმნა, როგორც NATO-ს ინიციატივა, რომელსაც სათავეში დიდი ბრიტანეთი ედგა და მიზნად ისახავდა შავი ზღვის ქვეყნის მედეგობის გაძლიერებას რუსული ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ. მას შემდეგ სტრატკომები ეტაპობრივად შეიქმნა საქართველოს მთავრობასა და სხვადასხვა სამინისტროში. პროექტის ფარგლებში საქართველოს სტრატკომების დეპარტამენტების თანამშრომლებმა გაიარეს არაერთი ტრენინგი და მიიღეს ტექნიკური მხარდაჭერა, ასევე დაესწრნენ და თავადაც უმასპინძლეს არაერთ კონფერენციას და პროგრამებს დეზინფორმაციისა და პუტინისტური პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებზე. თუმცა, New Lines Magazine-ის თანახმად, მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ დაიწყო თავისი დღევანდელი ანტიდასავლური ტრაექტორიის გატარება, სტრატკომებმა თავად დაიწყეს სწორედ იმ სახის აქტივობების განხორციელება, რომელთა წინააღმდეგ საბრძოლველადაც ისინი შეიქმნა. გამოცემა წერს, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობის თანახმად, NATO-ს ინიციატივა 2024 წლის მარტში დასრულდა. publika
  10. Last week
  11. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა დაადასტურა, რომ ვაშინგტონმა უკრაინას ამერიკული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების ნებართვა მისცა. „როიტერსმა“ 30 მაისს, ოთხ ამერიკელ ანონიმურ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კიევს ჩუმად მისცა უფლება, აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღი გამოეყენებინა რუსეთის შიგნით სამხედრო ობიექტებზე დასარტყმელად, რომლებიც მხარს უჭერენ შეტევას ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ხარკოვზე. პრაღაში, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, „როიტერსმა“ ბლინკენს ჰკითხა, შეიძლება თუ არა ბაიდენის ნებართვა გაფართოვდეს სხვა ქალაქებსა და სამიზნეებზე, რომლებიც უფრო სიღრმეშია რუსეთის ტერიტორიაზე. „ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, უკრაინა მოვიდა ჩვენთან და ითხოვა ნებართვა გამოეყენებინათ იარაღი, რომელსაც ჩვენ ვაძლევთ ამ აგრესიისგან დასაცავად, მათ შორის, რუსული ძალების წინააღმდეგ, რომლებიც იკრიბებიან საზღვრის რუსულ მხარეს და შემდეგ უკრაინას უტევენ. ეს ინფორმაცია დაუყოვნებლივ მივიდა პრეზიდენტამდე და მან დაამტკიცა ჩვენი იარაღის გამოყენება ამ მიზნით“, — განაცხადა ბლინკენმა და დასძინა, რომ აშშ მომავალშიც გააგრძელებს პოლიტიკის ადაპტირებას საჭიროების შესაბამისად. საფრანგეთი და გერმანია შეუერთდნენ იმ ქვეყნების სიას, რომლებიც თანახმა არიან, რომ უკრაინამ მათ მიერ მიწოდებული შეიარაღება რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტების განადგურების მიზნით გამოიყენოს. საუბარია დისკუსიაზე, უნდა შეეძლოს თუ არა კიევს, დასავლეთის მიერ გადაცემული შორ მანძილზე მოქმედი არტილერია და რაკეტები რუსეთის სიღრმეში სამხედრო ობიექტების გასანადგურებლად გამოიყენოს. ipn
  12. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ანდრიუს კალინდრა დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე განმარტებით, ელჩის დაბარება „საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით ლიეტუვის მხარის პოზიციასა და ქმედებებთან დაკავშირებით“ მოხდა. „საქართველოს მხარემ ელჩს განუმარტა, რომ ლიეტუვის ოფიციალური პირების მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები, ისევე როგორც საპროტესტო აქციაზე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა, ასევე გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების გამო ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ელჩის დაბარება წარმოადგენს ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევას და არ შეესაბამება ორ ქვეყანას შორის ტრადიციულად არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს. შეხვედრაზე, მხარეებმა გამოთქვეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების პოზიტიურ დღის წესრიგში დაბრუნების იმედი და გამოითქვა მზაობა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა განაგრძონ თანამშრომლობის მიმდინარე დღის წესრიგზე მუშაობა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. ipn
  13. პრეზიდენტის არყოფნა დღევანდელ ღონისძიებაზე აბსოლუტურად ლოგიკურია, მას არავითარი მორალური უფლება არ ჰქონდა დღეს აქ ყოფილიყო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პოლიციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ მედიასთან განაცხადა. მისივე თქმით, პრეზიდენტს აღნიშნულ ღონისძიებაზე „არაფერი ესაქმებოდა“, რადგან მან ერთ-ერთი პატიმარი, რომელმაც პოლიციელს "მოლოტოვის კოქტეილი" ესროლა, შეიწყალა. „პრეზიდენტის არყოფნა დღევანდელ ღონისძიებაზე აბსოლუტურად ლოგიკურია, იმ პირობებში, როდესაც მან შეიწყალა ერთ-ერთი პატიმარი, რომელმაც პოლიციელს "მოლოტოვის კოქტეილი" ესროლა, პოლიციელის ცოცხლად დაწვა სცადა. მას არავითარი მორალური უფლება არ ჰქონდა დღეს აქ ყოფილიყო. ამ საკითხს მე არ ვწყვეტ, ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ღონისძიებაა. გარდა ამისა, გახსოვთ სალომე ზურაბიშვილის განცხადებები პოლიციასთან მიმართებით, ბოლო კვირების განმავლობაში. ეს აბსოლუტურად შეურაცხმყოფელი განცხადებები იყო, ამიტომ მას აქ არაფერი ესაქმებოდა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. გარდა ამისა, მისივე თქმით, სხვადასხვა ქვეყნების ელჩები და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ღონისძიებაზე მოწვეულები იყვნენ, თუმცა მან ზუსტად არ იცის, ვინ ესწრებოდა პოლიციის დღეს და ვინ არა. „რაც შეეხებათ ირაკლი ღარიბაშვილსა და სხვადასხვა ქვეყნების ელჩებს, ჩემი ინფორმაციით, თითოეული მათგანი დღეს ღონისძიებაზე მოწვეული იყო. მე არ ვიცი ვინ ესწრებოდა და ვინ არა მაგრამ დარწმუნებული ვარ, ქართული პოლიციის მიმართ უპატივცემულობას არავინ გამოხატავდა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. ipn
  14. გახდი „გახარია საქართველოსთვის" თბილისის გუნდის წევრი. შეავსე განაცხადი და შემოუერთდი თბილისის გუნდს. https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdZX8LYTu3zGgaPXa1EKwZQ79zgX66oxL5wxOlM9v0kl_j-ow/viewform?fbclid=IwZXh0bgNhZW0CMTEAAR3RmqwrYlvGRCRwb-uv29s78Ngi0BARajaKgRkKVpgaQwyC6DqG635QpHE_aem_AYbnFB6NQDIWugTnjs_5wElT-F0cH9H62traAneA-S0Ox1vCyDtXHmmxXddNKuXcb2LlTpQb2hHbqV9z6EpbCIJT&pli=1
  15. ნათელია პოლიტიკური მიკუთვნებადობა ამ დასკვნის პირობებში, - ასე აფასებს უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი ნინო წილოსანი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე ეუთო/ოდირის დასკვნას. როგორც წილოსანმა აღნიშნა, ის ფიქრობს, რომ ეუთო/ოდირის წარმომადგენელთან შეხვედრაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტზე საუბრისას მისი საჭიროება დაინახეს, თუმცა ოფიციალურად გამოსულ დოკუმენტში სრულებით სხვა ჩანაწერია. „საინტერესოა, როდესაც ეუთო/ოდირის წარმომადგენელთან გვქონდა შეხვედრა, ვისაუბრეთ ამ თემაზე და ვფიქრობ, რომ ის და მთლიანად ჯგუფი, ვინც იყო ჩამოსული, ძალიან კარგად ხედავს ამ კანონის მიღების აუცილებლობას და საჭიროებას. ვხედავთ, რომ ოფიციალურად გამოსულ დოკუმენტში სრულებით სხვა რამ არის ჩაწერილი, ეს სხვა რამ ჩაიწერა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ არის კონკრეტული ინტერესები. ეს არის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის მიერ მომზადებული დასკვნა, რომელზეც შინაარსში შესვლას აზრი არ აქვს, უკვე ნათელია პოლიტიკური მიკუთვნებადობა ამ დასკვნის პირობებში. კიდევ ერთხელ მადლობა „ფარას“ და ამერიკაში მოქმედ აგენტების შესახებ რეესტრს, რომელიც ნათელ წარმოდგენას გვაძლევს ყველა იმ ლობისტურ თუ პოლიტიკურად მოტივირებულ ადამიანებსა და პროცესებზე, რომელიც ამ შემთხვევაშიც ნათელია“, - აღნიშნავს წილოსანი. ინფორმაციისთვის, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) იურიდიულ ანალიზში ნათქვამია, რომ საქართველოს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი დემოკრატიულ სტანდარტებსა და ადამიანის უფლებებს არ შეესაბამება. ODIHR-ის ანალიზი ასევე ხაზს უსვამს მნიშვნელოვან სხვაობებს საქართველოში მიღებულ კანონსა და აშშ-სა (FARA) და ავსტრალიაში არსებულ კანონებს შორის, რომელიც ფუნდამენტურად განსხვავებულია მიზნებსა და მასშტაბებში. იპნ
  16. ხელისუფლების კრიტიკოსებს ისევ ემუქრებიან, ურეკავენ და აგინებენ. უცხო ნომრებიდან მუქარის ზარები შევიდა როგორც ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან და მათი ოჯახის წევრებთან, ისე – მოქალაქეებთან, რომლებიც ხელისუფლების კრიტიკულ პოზიციას ღიად გამოხატავენ. მოქალაქე გიგა გარუჩავამ „ფეისბუქზე” დაწერა: მანვე დაურთო შემომავალი ზარის სქრინშოთები: აქვე გთავაზობთ სხვა მოქალაქეების პოსტებს, რომლებშიც ისინი მათთან ზარებსა და მუქარებზე საუბრობენ: რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს: ენმ-ის წევრმა, დეპუტატმა ანი წითლიძემ თქვა, რომ დაურეკეს მის დედას: ბათუმის საკრებულოში ენმ-ის დეპუტატმა, ნოდარ დუმბაძემ თქვა, რომ დაურეკეს მისი 8 წლის შვილს. ენმ-ის კიდევ ერთი დეპუტატის, თინა ბოკუჩავას თქმით, მასაც ღამით დაურეკეს. დაურეკეს გიორგი გახარიას პარტიის წევრებსაც: ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრ მათე ცენტერაძეს და პარლამენტის წევრ ანა ბუჩუკურს და მის ოჯახის წევრს. მათე ცენტერაძემ ამის შესახებ დაწერა: ანა ბუჩუკურმა ამ საკითხზე პარლამენტში ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ რეაგირების მოთხოვნით მიმართავენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, პროკურატურას. მუქარითა და გინებით დაურეკეს აქტივისტებსაც. მათ შორის, ბათუმელ აქტივისტ ციალა ქათამიძეს. ხელისუფლებისა და მათ მიერ ინიციირებული რუსული კანონის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეებთან და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან დარეკვისა და გინება-მუქარის ერთი ტალღა მაისის პირველი კვირაში იყო. 24 მაისს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა განაცხადა, რომ მუქარის ზარების საქმე პროკურატურას გადაუგზავნა. მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ” პრეზიდენტის ვეტოც დაძლია და რუსული კანონი საბოლოოდ დაამტკიცა, რამდენიმე დეპუტატის სახლის კართან გაჩნდა წარწერები: „მონა”, „მოღალატე”. „ოცნების” დეპუტატმა, დიმიტრი სამხარაძემ თქვა, რომ ამაზე პასუხი იქნება „მწარე, უფრო მასშატაბური და ხარისხიანი”. „ჩემთვის საბაბის მოცემა იქნებოდა და შეიძლებოდა? თან სახლში მოკითხვა? რა იდიოტები ხართ ხვდებით ხომ? მერე წუწუნი და ქალოიობა არ დაიწყოთ, რადგან მეც თქვენებურად უნდა მოვიქცე, გიპასუხოთ, ცოტა მწარედ, უფრო მასშტაბურად და ხარისხიანად”. – თქვა მან. პუბლიკა
  17. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს, 31 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 2 ივნისის დილამდე ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მთიან და მაღალმთიან რაიონებში ძალიან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. სააგენტოში აცხადებენ, რომ მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ- ღვარცოფული პროცესების ჩასახვა- გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე მაღალი). პუბლიკა
  18. ხევსურეთში რუსული ჭურვის შედეგად დაზიანებული კოშკის აღდგენის ქართულმა პროექტმა მემკვიდრეობის სფეროში ევროპის უმაღლესი აღიარების ჯილდო მოიპოვა. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ფონდი ავრცელებს. ფონდის ცნობით, „ევროპა ნოსტრას“ ერთ-ერთი გამარჯვებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის – ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაციაა, რომელიც დასავლელი პარტნიორების დაფინანსებით გახდა შესაძლებელი და ქართველი და ევროპელი პროფესიონალებისა და ახალგაზრდა მოხალისეების ერთობლივი მუშაობის შედეგია. „ევროპა ნოსტრა“ ევროპის ყველაზე მასშტაბური და წარმომადგენლობითი ორგანიზაციაა მემკვიდრეობის დაცვის საკითხებში, 60-წლიანი ისტორიით. ის 1963 წელს დაარსდა პარიზში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით; აერთიანებს 40-ზე მეტ ქვეყანას და აქტიურად თანამშრომლობს ევროკავშირთან, ევროპის საბჭოსთან, იუნესკოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან. საქართველოს ეროვნული ფონდის ცნობით, ძეგლის რეაბილიტაციაზე, საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, საქართველოში 420 000 ლარი დაიხარჯა, საიდანაც, დაახლოებით 90 000 ლარი პროექტში ჩართულ ადგილობრივ თემს მოხმარდა. ცისკარაულების კოშკის დაზიანებისა და აღდგენის შესახებ XVI-XVIII საუკუნეების ცისკარაულების კოშკი რუსეთ-ჩეჩნეთის ომის დროს, 2001 წელს, რუსული ჭურვების სამიზნე გახდა და მძიმედ დაზიანდა. დანგრევის საფრთხის წინ მდგარი 19 მეტრის სიმაღლის კოშკის გადარჩენა შესაძლებელი გახდა ბრიტანელი, ფრანგი, პოლონელი და ქართველი პარტნიორების წარმატებული თანამშრომლობის, პროფესიონალთა გუნდისა და 46 ახალგაზრდა მოხალისის შრომის წყალობით. რუსეთ-საქართველოს საზღვრისპირა არხოტის ხეობის სიამაყის – ცისკარაულების კოშკის – გადარჩენა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ადგილობრივი თემისთვის, რომელიც წელიწადში 8 თვის განმავლობაში მოწყვეტილია სამყაროს. პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყო საფეხმავლო ეკო-ტურისტული ბილიკი საირმის მთაზე, რომელიც დაკავშირებულია სოფელ ახიელთან და კოშკთან. კოშკის აღდგენაზე ერთად მუშაობდნენ ადგილობრივი კალატოზები, გამოცდილი არქიტექტორები, სპეციალისტები და მოხალისეები. დღეს კოშკი სათავდაცვო ნაგებობების რეაბილიტაციის სანიმუშო მაგალითია. მის ქვედა სივრცეში მოწყობილი სამუზეუმო სივრცე მნახველს აცნობს არხოტის თემის ისტორიას და კოშკის რეაბილიტაციის ეტაპებს. კოშკის რეაბილიტაციის პროცესს ასახავს მოკლე ფილმიც, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ფონდმა მოამზადა.
  19. "ოცნების" ზოგიერთი გულწრფელი მხარდამჭერისთვის რომ გეკითხათ ეს კანონი “გამჭვირვალობას” ემსახურებაო. თან ისე მტკიცედ და სხარტად გიპასუხებდნენ გეგონება ყველაზე “ზე-გამჭვირვალე” პარტიის, მთავრობის და მათი ბელადის მმართველობის ქვეშ გვეცხოვროს მთელი ეს ბოლო წლები… "ოცნების" ამორალურობის პიკია, როცა ეს მართლა რუსების ნომრიანი თუ უნომრო პირდაპირი მნიშვნელობით ჯაშუშები, ვიღაცის გასამართლებაზე იწყებენ საუბარს ჯაშუშობის ბრალდებით. სახელმწიფოს ინტერესები, კონსტიტუცია, საგარეო ორიენტაცია თავზე გადაიხიეს; ქვეყანა ამხელა უსაფრთხოების ტექტონიკურ რისკებში შეაგდეს; სახელმწიფო 90-ის “ბარდაგში”, სრულ განუკითხაობაში, “ჩაცუცქულების”, საყოველთაო ნარკომანიის ხანაში დააბრუნეს; ერი პოლიციის უნდობლობის, სრული ინსტიტუციური დეგრადაციის წინაშე დააყენეს; ხალხი ამხელა ურთიერთდაპირისპირებაში დააბრუნეს, მოსახლეობის ნახევარი, ბავშვები, ახალგაზრდები დაატერორეს და დასტრესეს, ნამდვილი ჰიბროდული ომი გამოუცხადეს საკუთარ ხალხს და ეს მართლა ყველაფერზე ხელისმომწერი, სულგაყიდული მედროვეები კიდევ ბედავენ და ხმას იღებენ. გაჩუმდით მაინც და ამ სიბინძურეს კიდევ უფრო მეტ სინაგვეს ნუღა უმატებთ… საკუთარს თავს თუ პატივს არ სცემთ თქვენს ახლობლებს და ნათესავებს მაინც ეცით პატივი!!!" კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი. ცნობისთვის, "ხალხის ძალის" წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ ჯაშუშობის მუხლით უნდა გასამართლდეს ყველა, ვინც კანონის მიღებას აპროტესტებს, ჩართულია ბულინგსა და შეურაცხყოფაში, რადგან ლუსტრირებული ჯაშუშების დაუსჯელი დატოვება ქვეყნის სუვერენიტეტსა და სტაბილურობაზე მძიმედ აისახება.
  20. გუშინ ძალადობის მუქარები განახლებული ძალებით განხორციელდა ჩვენი გუნდის დეპუტატებთან, მათ შორის, პირადად ჩემთან - ძალადობაზე და ძალადობის მუქარაზე პოლიტიკურ და სამართლებრივ პასუხისმგებლობას სრულად ვაკისრებთ ბიძინა ივანიშვილს და მის „ოცნებას“, - ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა ბრიფინგზე განაცხადა. ბუჩუკურის თქმით, ამ დრომდე მისი პარტიის წარმომადგენლების მიმართ მუქარის ზარების ათეულობით ფაქტია დაფიქსირებული. მან საგამოძიებო უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდა. "ხელისუფლებამ "რუსული კანონის" მიღების შემდეგ ახალი ძალებით დაიწყო "რუსული კანონის" მოწინააღმდეგეებისა და ხელისუფლების კრიტიკოსების მიმართ ორგანიზებული, სისტემური ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა და ძალადობის მუქარა. გუშინ ძალადობის მუქარები განახლებული ძალებით განხორციელდა ჩვენი გუნდის, პარტია „გახარია საქართველოთვის“ დეპუტატებთან, (მათ შორის, პირადად ჩემთან და ჩემს მშობელთან ჩემზე მუქარით), ახალგაზრდებთან და ოჯახის წევრებთან. განსხვავებული აზრის და პოლიტიკური შეხედულებების გამო ადამიანებს, მათ შორის ბავშვებს ემუქრებიან ფიზიკური ანგარიშსწორებით. ამ დრომდე დაფიქსირებულია პარტიის წარმომადგენელთა მიმართ მუქარის ზარების ათეულობით ფაქტი. ძალადობაზე და ძალადობის მუქარაზე პოლიტიკურ და სამართლებრივ პასუხისმგებლობას სრულად ვაკისრებთ ბიძინა ივანიშვილს და მის „ოცნებას“, რომლის ტექნიკური და მატერიალური მხარდაჭერის და პირდაპირი მონაწილეობის გარეშე ამ მასშტაბის ძალადობის ორგანიზება, პრაქტიკულად, არის შეუძლებელი. მუქარა ვერანაირად ვერ შეგვაჩერებს იმ გზაზე, რასაც საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლა ჰქვია. მივმართავთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, პროკურატურას - მოახდინეთ რეაგირება თითოეულ ფაქტზე და აღკვეთეთ დანაშაული. თქვენი დუმილი და უმოქმედობა ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ სისტემურ დანაშაულში თანამონაწილეობაა. შესაბამის სამსახურებს კონკრეტულ მტკიცებულებებს ოფიციალურად უახლოეს დღეებში წარვუდგენთ," - განაცხადა ბუჩუკურმა. იპნ
  21. ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ხმაურია. ერთმანეთს “ქართული ოცნებისა” და ოპოზიციის წევრები დაუპირისპირდნენ. მხარეებს შორის შელაპარაკება ფარული სატელეფონო ზარების საკითხმა გამოიწვია. კერძოდ, ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ მმართველი გუნდის დავალებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მოწინააღმდეგეებს, ბავშვებს და სტუდენტებს ტელეფონით და აშანტაჟებენ. აღნიშნულ განცხადებას შელაპარაკება მოჰყვა, იყო ფიზიკური დაპირისპირების მცდელობა, რაც თავად საკრებულოს წევრებმა განმუხტეს. “შენს შვილზე რომ დაგირეკავენ და დააშანტაჟებენ, უხერხულია. სოლიდარობას ვითხოვ, მშობლებს რომ აწიოკებენ. უზრდელი ხარ რიჩარდ სირაბიძე”,- მიმართეს ოპოზიციის წევრებმა სირაბიძეს. თავის მხრივ, “ქართული ოცნების” წევრები პარტია “ახალის” წარმომადგენლებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდნენ და ტყუილში ადანაშაულებდნენ. “საქართველოს პარლამენტის შენობაზე წარწერებს რომ ტოვებენ ესაა კარგი? გაუზრდელი ხართ სახლიდან გამოსული. რა გჭირთ?! ბევრს ბედავთ!”, - მიმართეს მმართველი გუნდის წევრებმა ოპოზიციის წარმომადგენლებს. იპნ
  22. დღეს, “ოცნების” უმრავლესობის ბირთვს ვინც წარმოადგენს, ყველაზე ამაზრზენად ვინც იქცევა, ყველა ეს ადამიანი თავის დროზე იყო მეორე და მესამეხარისხოვანი ნაცი. პოლიცია გახდა პოლიტიკოსის დაცვის ობიექტი, აქამდე რომ დახვალ უკვე ნოლი ხარ. დღეს ივანიშვილს რუსის ფუნქცია აქვს აღებული, რომ ქართველი დაუპირიპიროს ქართველს და ამაში იხდის ფულს. ლევან გოგიჩაიშვილი, პარტა “გახარია საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/760037159623862/
  23. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR) „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე სამართლებრივ დასკვნაში განმარტავს, რით განსხვავება საქართველოს მიერ მიღებული კანონი ევროკავშირის დემოკრატიის დაცვის ინიციატივისგან. ODIHR-ის ანალიზი ხაზს უსვამს ძირითად განსხვავებებს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონსა და სხვა ქვეყნების (აშშ, ავსტრალია) კანონმდებლობას შორის, რომელიც მოხსენიებულია განმარტებით ბარათში. ასევე ნათქვამია, რომ საჯარო დებატებში ევროკავშირის დირექტივის წინადადება მოხსენიებულ იქნა, როგორც ქართული კანონის მსგავსი ინიციატივა. „[ევროკავშირის] დირექტივის მიზანი, „დანერგოს საერთო გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები შიდა ბაზარზე ინტერესთა წარმომადგენლობითი საქმიანობისთვის, რომლებიც განხორციელებულია მესამე ქვეყნების სახელით“, მიმართულია უცხო ქვეყნის სახელით განხორციელებული აქტივობებისადმი და არა ორგანიზაციებისადმი, რომლებიც უბრალოდ უცხოურ დაფინანსებას იღებენ. რამდენადაც ევროკავშირის შემოთავაზებული დირექტივის ადამიანის უფლებებთან შესაბამისობის ანალიზი სცილდება ამ გადაუდებელი დასკვნის ფარგლებს, უნდა აღინიშნოს, რომ მისი [დირექტივის] ფარგლები უფრო ვიწროა, ვიდრე კანონი“, — ნათქვამია დასკვნაში. „ქართული ოცნება“ ხშირად იმეორებს, რომ ევროკავშირი თავად იღებს ანალოგიურ კანონს, რისთვისაც საქართველოს აკრიტიკებს. საუბარია „დემოკრატიის დაცვის პაკეტზე“, რომელიც საბჭოსა და ევროპარლამენტის მიერ ჯერ დამტკიცებული არ არის და რომლის მიხედვითაც მესამე ქვეყნის ინტერესთა წარმომადგენლები უნდა დარეგისტრირდნენ გამჭვირვალობის ეროვნულ მონაცემთა ბაზებში. ევროკომისია კანონპროექტის განმარტებით ბარათში მიუთითებს, რომ ეს მიდგომა რადიკალურად განსხვავდება ზოგიერთ სხვა იურისდიქციებში, მათ შორის, საქართველოში დაფიქსირებული „უცხოელი აგენტების“ კანონებისგან იმით, რომ უარყოფითად არ ასახელებს კონკრეტული სუბიექტების საქმიანობას და არც სამოქალაქო სივრცის შეზღუდვას ცდილობს, ამასთან, არ მოითხოვს უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობას, რომელიც არ არის დაკავშირებული მესამე ქვეყნების სახელით განხორციელებულ ინტერესთა წარმომადგენლობით საქმიანობასთან. ნეტგაზეთი
  24. ლონდონში, საქართველოს საელჩოს წინ ნაცემი მოქალაქეების და სხვადასხვა შინაარსის საპროტესტო პლაკატები გამოაკრეს. ლონდონში მცხოვრები ქართველი, დავით ჯინჭარაძე ფეისბუქზე, წერს, რომ არც ერთ საელჩოს არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ემსახურებიან საქართველოს და არა პუტინს. „ამიტომ გავაკარი ქოცების მიერ დასახიჩრებულთა ფოტოები და სხვადასხვა პლაკატი ლონდონში საელჩოს წინ. თან ნიუ-იორკ თაიმსის და გარდიანის სტატიები შევუგზავნე – თუ არ იციან, რას აკეთებენ – საერთაშორისო მედიისგან მაინც გაიგონ. მე პირადად არ გავჩერდები და ყველაფერს ვიზამ, რომ ქოცებო, კომფორტულად ცხოვრების უფლება არ მოგეცეთ. კენსინგტონს და ჩელსის სჯობს, კისლოვოდსკში გადახვიდეთ და შეწყვიტოთ ჩვენი ფულით გოიმობის, სიძულვილისა და პუტინიზმის პროპაგანდა” – წერს იგი. შეგახსენებთ, რომ მმართველი პარტიის 84-მა დეპუტატმა სამშაბათს რუსულ კანონს მხარი დაუჭირა, რითაც, როგორც ყველა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია და პარტნიორი ქვეყანა აცხადებს, საქართველოს ევროატლანტიკური კურსი უდიდესი საფრთხის ქვეშ დააყენა. პუბლიკა
  25. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 29 მაისს გამოქვეყნებული მონაცემებით, ქვეყანაში აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი 11.8%-მდე შემცირდა. სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC) ამ ფაქტს ეხმაურება და წერს, რომ სიღარიბის მაჩვენებელს პროსახელისუფლებო მედია საშუალებები (იმედი, POSTV) მანიპულაციურად განმარტავენ და ამტკიცებენ, რომ თითქოს 145 000-ზე მეტმა ადამიანმა სიღარიბე დაძლია. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სინამდვილეში, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები მხოლოდ იმას აჩვენებს, თუ საქართველოს ამჟამინდელი მოსახლეობის რა ნაწილი იმყოფება აბსოლუტურ სიღარიბეში და არაფერს ამბობს ამ მაჩვენებლის საფუძვლებსა და მიზეზებზე. სოციალური სამართლიანობის ცენტრი განმარტავს თუ რა ფაქტორებს შეიძლება ჰქონოდა ზეგავლენა აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებლის შემცირებაზე: სოციალური შემწეობითა და მასთან დაკავშირებული ბენეფიტებით სარგებლობა – 660 000-მდე ადამიანი საარსებო შემწეობის, ასევე სოციალურად დაუცველის ქულასთან დაკავშირებული არაერთი სოციალური მხარდაჭერის სერვისის მიმღებია. სახელმწიფოსგან ამგვარი სახით მიღებული შემოსავლების დაფიქსირება შესაძლებელია, ადამიანების აბსოლუტური სიღარიბის კატეგორიიდან ამოსვლის საფუძველი გახდეს. თუმცა, სახელმწიფოს ამგვარი მხარდაჭერა ბევრი ადამიანისთვის შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს და მათი შეწყვეტა მათ ფიზიკურ არსებობასაც კი საფრთხის წინაშე დააყენებდა; ემიგრანტების გზავნილებზე დამოკიდებულება – საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წლის განმავლობაში ქვეყანაში ფულადი გზავნილების მოცულობა 4 მლრდ. აშშ დოლარს, ხოლო 2024 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში – 1 მლრდ. აშშ დოლარს აღემატებოდა. ნათელია, რომ ემიგრანტების მხარდაჭერის გარეშე მოსახლეობის ნაწილის კეთილდღეობა მნიშვნელოვანი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა. ფარდობითი სიღარიბე სოციალური მოწყვლადობისა და შემოსავლების უთანასწორობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. იგი აღნიშნავს მოსახლეობის იმ წილს, რომელიც მედიანური სამომხმარებლო ხარჯის 60 %-ზე ნაკლებს მოიხმარს. როგორც აღმოჩნდა, 2023 წელს ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებელი მთელი ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 0.1 %-ით შემცირდა და 19.8 % შეადგინა. ხაზგასასმელია, რომ სასოფლო დასახლებაში ფარდობითი სიღარიბე 0.2 %-ით გაიზარდა კიდეც და მაჩვენებელი 26.8 %-ს გაუთანაბრდა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს რეგიონებში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების განსაკუთრებულ დაუცველობაზე და სოციალური დაცვის პოლიტიკის სისუსტესა და ფრაგმენტულობაზე. როგორც სოციალური სამართლიანობის ცენტრი წერს, 2023 წელს გაიზარდა „ჯინის” კოეფიციენტის მაჩვენებელიც, რომელიც საზოგადოების შემოსავლებს შორის უთანასწორობის ინდიკატორს წარმოადგენს. ორგანიზაციის შეფასებით, სახელმწიფოს ამ დრომდე არ აქვს სამართლიანი და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული სოციალური პოლიტიკა, რომელიც ქვეყნის მოსახლეობას ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობებს შექმნიდა. მათი თქმით, რეალური რეფორმების ნაცვლად, მთავრობა ინარჩუნებს სისტემას, რომელიც მოსახლეობას სოციალურ გასაცემლებზე დამოკიდებულს ხდის და აგრძელებს ამ დამოკიდებულების და, ზოგადად, სოციალური საკითხების პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზებას. პუბლიკა
  26. სამწუხაროა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური განცხადებების თანმიმდევრული და მუდმივი დეგრადაციის ყურება, რომლის გარჩევა ბოლო დროს რთული გახდა რუსეთის ხელისუფლების განცხადებებისგან, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის „მორიგ არამეგობრულ განცხადებებს და უკრაინაში მიმდინარე მოვლენების მიმართ მის დამახინჯებულ შეფასებებს“. „უკრაინისთვის, საქართველოს მთავრობის მეთაურის ჩვენს სახელმწიფოსთან, ღირსების რევოლუციასთან, გმირობასთან და უკრაინელი ხალხის თავისუფლებისთვისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლასთან დაკავშირებით განცხადებები მიუღებელი და აღმაშფოთებელია. არა უკრაინა, რომელიც თავს იცავს, არამედ მხოლოდ რუსეთია, რომელიც მოღალატურად თავს დაესხა ჩვენს მიწას, პასუხისმგებელი ათასობით დაკარგულ სიცოცხლეზე, უკრაინული ქალაქებისა და სოფლების განადგურებაზე. სამაგალითოა, რომ სიტყვა “რუსეთი” საქართველოს ოფიციალური პირის განცხადებაში ერთხელაც არ იყო ნახსენები. სამწუხაროა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური განცხადებების თანმიმდევრული და მუდმივი დეგრადაციის ყურება, რომლის რუსეთის ხელისუფლების განცხადებებისგან გარჩევა ბოლო დროს რთული გახდა. რუსეთის ფედერაცია უნდა დაისაჯოს უკრაინაში, საქართველოსა და სხვა ქვეყნებში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩადენილი დანაშაულებისთვის. ქართველ პოლიტიკოსებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მსგავსი განცხადებებისგან, რომლებიც რუსულ ნარატივებს იმეორებენ და უკრაინას საქართველოს შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში იყენებენ. უკრაინა გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ქართველი ხალხის მშვიდობისთვის, თავისუფლებისთვის, საკუთარი სახელმწიფოებრიობის გაძლიერებისთვის და მსოფლიოს სხვა თავისუფალ ქვეყნებთან კავშირების გაძლიერებისთვის მისწრაფებების მხარდაჭერას”, - წერია განცხადებაში. იპნ
  27. „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც მუდმივად ლაპარაკობს, რომ ვიღაცებს ომი უნდათ, თავად გამოაცხადა ომი, ოღონდ ომი გამოუცხადა მთელ ცივილურ სამყაროს და ამასთან, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას , - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, ვახტანგ ძაბირაძემ ქვეყანაში მიმდინარე ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც პოლიტოლოგმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ აღნიშნა, კარგი იქნება თუკი „ქართული ოცნება“ სუვერენიტეტს და იზოლაციას ერთმანეთისგან გაარჩევს. “კურსი აშკარად შეცვლილია, „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც მუდმივად ლაპარაკობს, რომ აქ ვიღაცებს ომი უნდათ, თავად გამოაცხადა ომი, ოღონდ ომი გამოუცხადა მთელ ცივილურ სამყაროს და ამასთან, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას. ყველა განცხადება,რომელსაც დღეს საქართველოს ხელისუფლება აკეთებს, ერთი-ერთშია რუსეთის განცხადებებთან. ორი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც დასავლეთს ომს უცხადებს, ეს არის რუსეთი და საქართველო. „ქართული ოცნებისთვის“ ევროსტრუქტურებში ინსტიტუტი არ დარჩა, რომელიც არაპროფესიონალიზმით არ გამოირჩევა, ომის პარტიის მონა არ იყოს. კურსის ცვლილება სხვა რას ჰქვია, არ ვიცი. მაშინ გვითხრან, რა არის კურსის ცვლილება? ის განცხადებები, რომელსაც ლიდერები აკეთებენ, რატომ არის პროდასავლური კურსის შენარჩუნება და რით განსხვავდება დღევანდელი ხელისუფლება რუსული ხელისუფლებისგან? იმით, რომ კიევს არ ვბომბავთ? ეს რეალობა მივიღეთ. ხვალ რა იქნება არ ვიცი, მაგრამ სიკეთისკენ რომ არ მიდის საქმე, ნამდვილად ასეა. კარგი იქნება ხელისუფლებამ გაარჩიოს სუვერენიტეტი იზოლაციისაგან. ეს ორი სხვადასხვა რამ არის. ჩვენ მივდივართ იზოლაციისაკენ. დასავლურ სამყაროსთან იზოლაციაში ვართ უკვე“,- განაცხადა ძაბირაძემ. მისივე თქმით, ხელისუფლებას დღეს ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მიჰყავს. „დღეს, „ქართულ ოცნებას“ და პირველ რიგში, ივანიშვილს ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მიჰყავს. ამიტომ, ჩვენი ვალია, არ დაუშვათ ეს პროცესი სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდოს, ამისათვის მნიშვნელოვანია ოპოზიციის გადაჯგუფება. სულ სამი დაჯგუფებაა: არის „ქართული ოცნების“, „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი და არიან, რომლებსაც არც ერთი უნდათ და არც მეორე“,- განაცხადა ძაბირაძემ. მისივე მოსაზრებით, თუკი ოპოზიცია ერთიანი საარჩევნო სიით მიიღებს 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას, შეცდომა იქნება. ძაბირაძის განმარტებით, სამი ცენტრი თუ იქნება, მაშინ „ქართული ოცნება“ იძულებული იქნება დამარცხება აღიაროს, რადგან ასეთ შემთხვევაში არჩევნებს ვერ გააყალბებს. „ერთიანი საარჩევნო სიის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. ერთიანი სია წამყვანმა პარტიებმა რომც გააკეთონ, ეს იქნება უპრეცედენტო არჩევნები პარტიების მონაწილეობის რაოდენობით. „ქართული ოცნების“ ინტერესებშია, რაც შეიძლება ბევრმა პარტიამ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, რომ პროცენტები დაბლა წავიდეს და ბარიერს მიღმა დარჩეს ბევრი პოლიტიკური პარტიები. ყველაზე კარგი იქნება, თუკი სამი ოპოზიციური ცენტრი იქნება. ისეთი სამი ცენტრი შეიქმნას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ გაბედოს გაყალბება. გაერთიანებულ გახარიას პარტიას და „ლელოს“ 4%-ს ვერ დაუწერს. რაღაც პრინციპებზე შეიძლება შეთანხმდნენ. ასეთი სამი ცენტრი თუ იქნება, მაშინ „ქართული ოცნება“ იძულებული იქნება დამარცხება აღიაროს“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ. იპნ
  1. Load more activity
×
×
  • შექმენი...