Jump to content
Planeta.Ge

ყველა აქტივობა

This stream auto-updates

  1. Past hour
  2. “ოცნება” შევიდა ფაზაში, საიდანაც მას არანაირი რეინკარნაციის შესაძლებლობა და რესურსი არ აქვს. ეს არის მდგომარეობა, სადაც ფსიქოლოგიურ, სიტყვიერ ძალადობასთან ერთად, პოლიტიკურ იარაღად უკვე “ოცნება” იყენებს ფიზიკურ ძალადობასაც. “ოცნება” გაგრძელებად იქცა იმ ხელისუფლების, რომლის დამარცხებაშიც , საქართველოს მოქალაქეების მოწადინებით, თავადვე იყო ჩართული 2012 წელს. ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1105031077606021/
  3. Yesterday
  4. სახალხო დამცველის აპარატი თვალყურს ადევნებს ბლოგერ და სამხედრო ჟურნალისტ უჩა აბაშიძესთან დაკავშირებით მიმდინარე მივლენებს, მისი სახლის რამდენიმე საათიან ჩხრეკის და შემდგომ მისი დაკავების ფაქტს. სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ ეტაპზე სახალხო დამცველის რწმუნებული მიემართება თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში დაკავებულთან შეხვედრის მიზნით. ამასთან, აპარატი მოუწოდებს საგამოძიებო უწყებას, დაუყოვნებლივ მისცეს უჩა აბაშიძის ადვოკატებს მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირთან შეხვედრის შესაძლებლობა. „მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატის რეაგირების შესახებ სრულ ინფორმაციას საზოგადოებას უახლოეს პერიოდში მივაწვდით. სამწუხაროდ, მოცემულ მომენტში სახალხო დამცველი არ იმყოფება საქართველოში, თუმცა მისი წარმომადგენლები მთელი დღის განმავლობაში ადგენენ დაკავებულთა ადგილმდებარეობას და ხვდებიან დაკავებულ პირებს, მათი ფიზიკური მდგომარეობისა და დაკავების პირობების გასარკვევად. აპარატი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს და მთელი გუნდი მობილიზებულია, რათა უფლებადარღვევის არცერთი ფაქტი არ დარჩეს რეაგირების გარეშე. შეგახსენებთ, რომ უფლებადარღვევის შემთხვევებზე შეტყობინების მიღების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზი - 14 81 - მუშაობს 24 საათიან რეჟიმში”, - წერია განცხადებაში. იპნ
  5. შინაგან საქმეთა სამინისტრო სამხედრო ბლოგერ უჩა აბაშიძის დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, აბაშიძე იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით არის დაკავებული. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა სამთავრობო უწყების, კერძოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის ვებგვერდებზე განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყეს, რაც კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიმართ ჩადენილ კომპიუტერული მონაცემის ან კომპიუტერული სისტემის ხელყოფას გულისხმობს. აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, ჩატარდა და ამ დრომდე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები თბილისსა და ბათუმში, მათ შორის თბილისში, ი. აბაშიძის #22-ში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც სამართალდამცველებმა ჩატარებული ჩხრეკის შედეგად უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს. სამართალდამცველებმა სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვას გულისხმობს, 1984 წელს დაბადებული უ.ა. დააკავეს. გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიმართ ჩადენილ კომპიუტერული მონაცემის ან კომპიუტერული სისტემის ხელყოფას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს“, - წერია განცხადებაში. უწყება ინფორმაციას თან ურთავს ვიდეომასალას, სადაც ნაჩვენებია ამოღებული მასალა.
  6. „გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრს ბორის (ჩელე) ყურუას თავს დაესხნენ. როგორც მან „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, თავდამსხმელები მას სახლთან ელოდებოდნენ და ცემეს. მისი თქმით სავარაუდოდ მხარი და თითი აქვს ამოვარდნილი. როგორც ყურუა ამბობს, მინიმუმ, 6 ადამიანი თავს დაესხა. პუბლიკა
  7. პარტია „ახალის” წევრს ნოდარ ჩაჩანიძეს თავს დაესხნენ. მისი თქმით, თავდამსხმელები სადარბაზოსთან ელოდებოდნენ. „როგორც მეზობელმა მითხრა, ორი ადამიანი მელოდებოდა სადარბაზოსთან, ორი ადამიანი მანქანაში იჯდა. ორი ადამიანი წამოვიდა ერთი მხრიდან, ერთი – მეორე მხრიდან. როგორც ჰქონდათ მოლაპარაკებული ისე მოქმედებდნენ. მე და ჩელე ერთად წამოვედით, მასაც დახვდნენ სახლთან და მეც. მგონია, რომ ხელების დაფარებამ გადამარჩინა. მირტყეს წიხლები, წავიქეცი და რამდენიმე წამში წავიდნენ. მანქანა სწრაფად მოუყენეს“, – აცხადებს ნოდარ ჩაჩანიძე „ფორმულასთან“. იქამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავს დაესხნენ „გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრს ბორის (ჩელე) ყურუას, მასაც საცხოვრებელ სახლთან დახვდნენ. ყურუას სხეულზე აღენიშნება დაზიანებები. პუბლიკა
  8. გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე: "ადამიანებს, ახალგაზრდებს, მათ შორის, ბავშვებს, ურეკავენ ჯერ მუქარით, შემდეგ გინებით. თანაც მიზანმიმართულად შერჩეულ ნომრებზე, კონკრეტულ დროს, კონკრეტული გეოლოკაციით. მე ხომ ვიცი, რომ ოპერატიული მხარდაჭერის გარეშე ეს შეუძლებელია! ვინ უზრუნველყოფს ამ ოპერატიულ მხარდაჭერას - თქვენც იცით. გააჩერეთ ეს სამარცხვინო პროცესი, სანამ ტრაგედია დატრიალებულა! ვახტანგ გომელაური - შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia გრიგოლ ლილუაშვილი - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური / state security service of georgia ირაკლი შოთაძე - საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia ანზორ ჩუბინიძე - საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური Irakli Garibashvili Kakha Kaladze"
  9. ოჯახის და მეგობრების ინფორმაციით, ბლოგერ უჩა აბაშიძის სახლში პოლიცია შევიდა და მას ადვოკატთან დარეკვის უფლებას არ აძლევენ. ინფორმაციას ისინი სოციალურ ქსელში ავრცელებენ. ასევე მათი ცნობით, შენობაში არ უშვებენ მის ძმებს. უჩა აბაშიძემ რუსული კანონის საწინააღმდეგო და პროტესტის მხარდამჭერი არაერთი პოსტი და ვიდეო გამოაქვეყნა. „პუბლიკა” დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინინისტროსთან ცდილობს. პასუხის მიღებისთანავე მასალა განახალდება. პუბლიკა
  10. ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ ქვეყანაში 2 რამ შეიცვალა: მან ღიად კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა საქართველოს ევროპული მომავალი და ჩვენს მოქალაქეებზე ზონდერების მიერ ფიზიკური ძალადობა დააბრუნა, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი. ასე იქცა ივანიშვილი იმ რეჟიმის გაგრძელებად, რომელიც ქართველმა ხალხმა, მასთან ერთად, 2012 წელს მოიშორა. ფაქტია, დღეს, არც სააკაშვილს აქვს შანსი დაბრუნდეს არჩევნებით და არც ივანიშვილს ერთპიროვნულად ხელისუფლებაში დარჩეს. ზუსტად ამიტომ, ერთდროულად ალაპარაკდა ორივე რევოლუციაზე. ამაში ემთხვევიან ერთმანეთს. არც ერთს არ აწყობს, რომ ჩვენ მშვიდად მივიდეთ არჩევნებამდე. არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება, გარანტირებულად ორივეს დამარცხებას ნიშნავს. სამწუხაროდ, მსგავს ვითარებაში ჩვენ პირველად არ ვართ, ამიტომ, ამჯერად, დაუსჯელი ვერავინ დარჩება, ამიტომ ამჯერად მაინც! სამართლიანობა უნდა აღდგეს ყველასთვის, ეს თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, რომ ჩვენ შვილებს, იგივე წრეზე სიარული მომავალში აღარ მოუწიოთ . გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/story.php?story_fbid=970044307912323&id=100047202873452&mibextid=WC7FNe&rdid=DTrgWqfFOlJ5Fqyl
  11. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემთხვევაში, ჩემს ლიდერებს ბრიუსელში, 27 წევრ სახელმწიფოსთან ერთად, მოუწევთ რეაგირება, გულწრფელი იმედი მაქვს, ნეგატიური მოვლენების სწრაფად განვითარებაზე არ გადავალთ - არ მინდა, ქართველი ხალხი დაისაჯოს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინკსიმ განაცხადა. ევროკავშირის ელჩის თქმით, ჯერ კიდევ არის დრო, რომ კანონი არ იქნას მიღებული. "ჯერ კიდევ არის დრო და ჯერ კიდევ არის პროცედურები იმისთვის, რომ ეს კანონი არ იქნას მიღებული. გულწრფელი იმედი მაქვს, რომ პარლამენტთან, პარლამენტის წევრებთან, ყველა პოლიტიკურ პარტიასთან ერთად განვიხილავთ და გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას ამ კანონის არ მისაღებად, რათა შედეგების განხილვა არ მოგვიწიოს. ამავდროულად, ამ კანონის მიღების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩემს ლიდერებს ბრიუსელში, 27 წევრს სახელმწიფოსთან ერთან, მოუწევთ რეაგირება და გულწრფელი იმედი მაქვს, რომ ამ ეტაპზე, ნეგატიური მოვლენების სწრაფად განვითარებაზე არ გადავალთ. არ მინდა, რომ ქართველი ხალხი დაისაჯოს, ვინაიდან საბოლოო ჯამში ჩვეულებრივ ხალხს, თითოეულ პიროვნებას ნეგატიურად შეეხება. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა უზრუნველვყოთ, რომ ამ ნეგატიურ ეტაპზე არ გადავალთ", - აღნიშნა მან. IPN
  12. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ტოივო კლაარი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. „დღეს მიზეზი გვაქვს საზეიმოდ. მაგრამ გული მტკივა. ჩვენი ურთიერთობა საერთო ღირებულებებზე უნდა იდგეს, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერაზე, სადაც “ხალხის მტრების” სიებისა და ანონიმური სატელეფონო ზარების ადგილი არ არის. Quo vadis (ლათ. საით მიდიხარ), საქართველო?”, – წერს ტოივო კლაარი სოციალურ ქსელ “X”-ზე. გუშინ, 8 მაისს, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, რომ პარტიის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, შეიქმნება მონაცემთა ბაზა იმ პირთა შესახებ, რომლებიც „ძალადობაში, მუქარასა და შანტაჟია ჩართული“ ან ამ ქმედებებს „საჯაროდ იწონებს“. PUBLIKA
  13. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში რჩევებს აქვეყნებს, თუ როგორ უნდა მოიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ უცხო ნომრიდან დაგირეკეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგაყენეს, დაგემუქრნენ ან თქვენს ოფისთან პლაკატები გააკრეს. „ბოლო დღეების დაშინების მცდელობებს, პირველ რიგში, აუღელვებლად დავუპირისპირდეთ სამართლებრივი გზებით. მიუხედავად იმისა, გვაქვს თუ არა იმედი, რომ ჩვენ შეტყობინებას შედეგი მოჰყვება, შესაბამისი მიმართვების გაკეთება მაინც მნიშვნელოვანია. ეს ფაქტები არ უნდა დარჩეს დოკუმენტირების გარეშე. თუ უცხო ნომრიდან დაგირეკეს და მოგაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, ან დაგემუქრნენ: მიმართეთ პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურს. მიმართვა შესაძლებელია ონლაინაც. პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახური ვალდებულია შეისწავლოს, სახელმწიფო ბაზებზე წვდომა ვის ჰქონდა და საიდან გამჟღავნდა თქვენი პერსონალური მონაცემები; მიმართეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის/პროკურატურას. მიმართვა შესაძლებელია ონლაინაც. ტელეფონზე განუწყვეტელი რეკვა, დევნა, მათ შორის, თუ მას თან ახლავს მუქარა, დანაშაულია. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა/პროკურატურამ უნდა გამოიძიოს ეს ქმედებები და გამოკვეთოს პასუხისმგებელი პირები. ამ ნაწილში არის რისკი, რომ თქვენს ტელეფონს დროებით საგამოძიებო ორგანო დაიტოვებს, თუმცა, წესით, ეს არ სჭირდება ამ ტიპის დანაშაულის გამოძიებას. თუ თქვენს ოფისთან გააკრეს პლაკატები: დაუკავშირდით თბილისის მერიას. თბილისის ქუჩებში ასეთი პლაკატების გაკვრა, სამართალდარღვევაა, რომლის აღკვეთა, მათ შორის, პლაკატების ჩამოხსნა, თბილისის მერიის ვალდებულებაა. ამ ფაქტების შესახებ დამატებით საგამოძიებო ორგანოსაც შეგიძლიათ აცნობოთ, რადგან დევნის ერთ-ერთი ფორმაა ეს. მალე მოვამზადებთ შესაბამისი უწყებებისათვის მიმართვებისთვის განცხადების შაბლონებსაც და გაგიზიარებთ”, – წერს ნონა ქურდოვანიძე. 7 მაისიდან რუსული კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქეებს უცხო ნომრიდან ურეკავენ, აგინებენ და ემუქრებიან. ზარები უკრაინული VPN-ით ფიქსირდებოდა, თუმცა ამის შემდეგ მოქალაქეებს ქართული ნომრებიდანაც ურეკავენ. როგორც ისინი სოციალურ ქსელებში წერენ, უცხო ნომრებით ურეკავენ მათი ოჯახის წევრებს, მათ შორის არასრულწლოვან შვილებს. რამდენიმე პირმა დაწერა, რომ იყო სიცოცხლის მოსპობის მუქარის შემცველი ზარებიც. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ შეისწავლიან უცნობი პირების მიერ მოქალაქეთა სატელეფონო ნომრების დამუშავების კანონიერებას. PUBLIKA
  14. საფრანგეთში საქართველოს ელჩი გოჩა ჯავახიშვილი თანამდებობას ტოვებს. დიპლომატი სოციალურ ქსელში წერს, რომ „ვეღარ ხედავს საკუთარ როლსა და რესურსს ამ მიმართულებით: - ევროპისკენ მივდიოდე და ევროპისგან ვიცავდე თავს“. როგორც ჯავახიშვილი განმარტავს, ის გარემოება და განწყობა, რომელიც “რეინკარნირებული კანონპროექტის გამო“ ქვეყნის მეგობრებთან და უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობაში შეიქმნა, უკიდურესად ართულებს პირადად მისი, როგორც საფრანგეთის რესპუბლიკასა და მონაკოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მისიას. „ჩემი დუმილით გამოწვეული ეჭვი რომ გავფანტო საქართველოს ევროპულ მომავალზე ჩემს დამოკიდებულებასთან დაკავშირებით, ევროპის დღესასწაულზე სიტყვა-სიტყვით გავიმეორებ, რაც შარშან იმ რთულ დღეებში გულწრფელად ვთქვი და დღესაც აქტუალური მგონია: ევროპა არ არის მხოლოდ საზღვრებით გარშემორტყმული სივრცე. ევროპა უპირველესად ღირებულებათა ერთობლიობაა. ევროპელობა ამ ღირებულებათა ერთგულებაა. საქართველო, რომელსაც მე ვემსახურები, არ გახლავთ არც მხოლოდ მთავრობა და არც მხოლოდ ოპოზიცია. არც ერთი და არც მეორე არ აერთიანებს საკუთარ თავში ქვეყნის აწმყოსა და მომავალს. მხოლოდ ხალხი, მისი ისტორია, კულტურა განსაზღვრავს ქვეყნის ისეთ ფუნდამენტალურ მისიას, როგორიცაა მისი სულიერი და კულტურული იდენტობა. ჩვენ წინაპართა ნება და ანდერძია ჩვენი სამშობლოს ევროპული მომავალი. წარსულისა და მომავლის გააზრებით საქართველო ერთგული დარჩება ევროპული გეზის. მე ამ გეზს ვემსახურები ჩემი მოკრძალებული საქმით. ეს არის ჩემი მრწამსიცა და მოქალაქის პოზიციაც. დღემდე მთელი შეგნებით და გულწრფელობით ვემსახურები საქართველოს ევროპულ საქმეს. სხვა არც გეზი მესმის და არც საქმე“. 30 წელია ვმსახურობ ქართულ დიპლომატიაში, 10 წელი ვასწავლიდი ევროპულ ინტეგრაციას. მეც მჯერა და სტუდენტებსაც ვარწმუნებდი, რომ ევროპული კულტურისა და მომავლის ქვეყანა ვართ. ევროპაა ჩვენი ადგილი. ვარწმუნებდი, რომ ევროპას ჩვენ სტერილური ერი კი არ ვჭირდებით, არამედ ჩვენი თავისებურებებით, ჩვენი უნიკალური ენით, ანბანითა და პოლიფონიით, ჩვენი მდიდარი ტრადიციებითა და უძველესი კულტურით, ჩვენი ხიბლითა და ლაზათით უნდა გავამდიდროთ ევროპა მეთქი. ამის გულწრფელად რომ არ მჯეროდეს, აქამდეც ვერავინ გამაჩერებდა ამ სამსახურში. იმასაც დავამატებ, რომ მტკიცედ მჯერა, საქართველო უკვე საკმარისად გაძლიერდა ეროვნულ ღირებულებებში, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ფასი ვიცით. ქართველმა ერმა რუსეთისაგან იმდენი ნახა და განიცადა, რომ ქართული მიწა ვეღარასოდეს იქნება ნოყიერი რუსული თესლისა და ნერგისთვის. პირადად მე არავის ვიცნობ ჩემს ირგვლივ, არც მთავრობაში და არც დიპლომატებში ღიად პრორუსს. მესმის, რომ ეს შეიძლება ერთგვარი ტაქტიკა იყოს, გარკვეული მიზნის მისაღწევად, თუმცა მე ვეღარ ვხედავ ჩემს როლსა და რესურსს ამ მიმართულებით: ევროპისკენ მივდიოდე და ევროპისგან ვიცავდე თავს. ის გარემო და განწყობა, რომელიც რეინკარნირებული კანონპროექტის გამო ჩვენს მეგობრებთან და უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობაში შეიქმნა, უკიდურესად ართულებს პირადად ჩემი, როგორც საფრანგეთის რესპუბლიკასა და მონაკოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მისიას. შესაბამისად, უკვე მივმართე ჩემს უშუალო ხელმძღვანელობას თხოვნით, ვადამდე შემიწყდეს დაკავებულ თანამდებობაზე უფლებამოსილება. ასევე გულწრფელად ვიტყვი, რომ პროტესტიცა და კმაყოფილებაც არჩევნებზე უნდა გამოვხატოთ. არ მინდა ჩემი გულწრფელი აზრი პოლიტიკურ დემარშად იქნას აღქმული ვინმეს სასარგებლოდ ან ვინმეს საზიანოდ. მინდა, დიდი ხნის ყოყმანის შემდეგ გავთავისუფლდე იმ ტვირთისგან, რომელსაც ვგრძნობ ვეღარ ვერევი. თუნდაც ვცდებოდე, არ ვინანებ. მხოლოდ საკუთარი სინდისის კარნახით ვიქცევი. იმასაც ვაცნობიერებ, ბევრს გულს ვატკენ ამ გადაწყვეტილებით და ამას უფრო განვიცდი. მომავალშიც, სადაც არ უნდა ვიყო, მუდამ ვიქნები საქართველოს ევროპული მომავლის მხარდამჭერი და გულშემატკივარი“, - წერს ჯავახიშვილი. IPN
  15. მიხეილ სააკაშვილს ხშირად სჩვევია მაოხრებელი გზირობა, ამიტომ ჯობია, მან თავის თავს მიხედოს. არჩევნები ამ ქვეყანაში ჩატარდება, ზუსტად ისეთივე მშვიდობიანი მეთოდებით გავუშვებთ ხელისუფლებიდან „ოცნებიდან", როგორც ეს ქართველმა ხალხმა 2012 წელს გააკეთა. ბერდია სიჭინავა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/745449201088037/
  16. ძალადობა არის სისუსტის დამახასიათებელი, თქვენ, როგორ ფიქრობთ 60%-იან პარტიას ეს სჭირდება? პოლარიზაცია რა თქმა უნდა არის ამოცანა, მაგრამ პოლარიზაცია იმ შემთხვევაში გამოდიოდა, როცა ვთქვათ, მეორე მხარეს ჰყავდათ “ნაციონალური მოძრაობა”. დღეს მეორე მხარეს არის სრულიად საზოგადოება. ვფიქრობ, რომ “ოცნების” შიგნით არის ძალიან სერიოზული რყევები. ამ პროცესს ჰყავს ერთი წარმმართველი, ამ ყველაფრის უკან დგას ბიძინა ივანიშვილი, მთელი თავისი სიგიჟეებით, ილუზიებით, რაღაცა გამოგონილი სამართლიანობით და რეალობებით. ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/765844778862850/
  17. ტატა ხვედელიანი და იაკობ ჯანგავაძე თბილისში დაწყებულ საპროტესტო მოძრაობაზე, ამ პროტესტის თავისებურებებსა და მის გაშუქებაზე
  18. ყველანაირი ძალადობა მიუღებელია პოლიტიკურ ოპონენტებზე და განსაკუთრებით ახალგაზრდებზე, ეს არის ჩვენი ქვეყნის დაბრუნება 2012 წელში. "ოცნება" დღეს მოქმედებს სრულად "ნაც.მოძრაობის" მეთოდებით. მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
  19. საქართველოს სახალხო დამცველი 8 მაისს მოქალაქეებზე თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და სამართალდამცავ ორგანოებს მყისიერი რეაგირებისკენ მოუწოდებს: „სახალხო დამცველი ხაზგასმით შეახსენებს ყველას, რომ რაც არ უნდა მიუღებელი იყოს განსხვავებული და კრიტიკული აზრი, ადამიანების დევნა, მათი ოჯახის წევრების, არასრულწლოვანი შვილების დაშინება, მოქალაქეებთან ფიზიკური ანგარიშსწორება წარმოადგენს დანაშაულებრივ ქმედებას, რაც შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოებისგან მოითხოვს მყისიერ და ეფექტურ რეაგირებას. მნიშვნელოვანია ყოველ ასეთ ძალადობას სახელმწიფოს მხრიდან გაეცეს მკაცრი და სათანადო პასუხი და ასეთმა შემთხვევებმა არ მიიღოს მასობრივი ორგანიზებული დევნისა და ძალადობის სახე, რაც შეუთავსებელია ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებთან. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდეს სამართალდამცავ ორგანოებს მოახდინონ მყისიერი რეაგირება და განხორციელებულ ღონისძიებებზე ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას,“ — ამბობს სახალხო დამცველი. გუშინ 8 მაისს უცნობი პირები აქციის მონაწილეებს და პოლიტიკოსებს, ისევე როგორც მათ ოჯახის წევრებს თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. მათ შორის, 8 მაისს ღამით სცემეს ანტირუსული აქციების მონაწილე ბაიკერი ლაშა ღვინიანიძე, ყოფილი დიპლომატი გია ჯაფარიძე, რომელიც „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციების აქტიური მონაწილეა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დიმა ჩიქოვანი. ყველა მათგანს უცნობი პირები თავს საცხოვრებელ სახლებთან დაესხნენ. ნეტგაზეთი
  20. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პოლიტიკოსებზე, აქტივისტებსა და აქციის ორგანიზატორებზე თავდასხმებთან დაკავშირებით ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ სამართლებრივ დახმარებას გაუწევენ ყველა დაზარალებულ და აქტიურ მოქალაქეებზე მიზანმიმართული თავდასხმის თითოეულ შემთხვევას ბოლომდე მიყვებიან. გუშინ 8 მაისს თავს დაესხნენ ორბორბლიანთა მარშის თანაორგანიზატორს, ლაშა ღვინიანიძეს, ასევე, „ნაციონალური მოძრაობის” წევრს დიმა ჩიქოვანს. ღვინიანიძის თქმით, თავს მაშინ დაესხნენ, როცა მეგობართან ერთად გადაადგილდებოდა, – ის ვარაუდობს, რომ მისი ადგილსამყოფელი მაშინ გაიგეს, როცა უცხო ნომრიდან შესულ ზარს უპასუხა. ჩიქოვანის განცხადებით კი, მას თავს დაესხნენ მაშინ, როცა სახლთან მარტო იმყოფებოდა. მოგვიანებით კი „გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ თავს დაესხნენ მის ძმასაც, რომელსაც სადარბაზოსთან დახვდნენ. პუბლიკა
  21. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, დიმიტრი ჩიქოვანი, რომელსაც გუშინ თავს დაესხნენ, კვლავ კლინიკაში რჩება. მათივე ცნობით, ირაკლი ჩიქოვანს კვლევები უტარდება. „გუშინ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანს, დიმიტრი ჩიქოვანს საკუთარ სახლთან სამთავრობო „ზონდერები“ თავს დაესხნენ და ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ. დიმიტრი ჩიქოვანი ამჟამად კლინიკაშია, მას უტარდება კვლევები და არის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ“, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში. როგორც ცნობილია, გვიან ღამით, უცნობი პირები თავს დაესხნენ საკუთარ სახლთან "ნაციონალური მოძრაობის" წევრს დიმიტრი ჩიქოვანს. ასევე, სადარბაზოსთან ფიზიკურად გაუსწორდნენ "ჭავჭავაძის ცენტრის" მკვლევარს გია ჯაფარიძეს. გავრცელებული ინფორმაციით, თავს დაესხნენ, ბაიკერ ლაშა ღვინიანიძესაც, რომელიც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ გამართული აქციების მონაწილეა.
  22. სახელმწიფო მმართველობის სისტემა მოშლილია! - ქვეყანა გასულია კონსტიტუციური ჩარჩოდან, არ რეაგირებს არც ერთი უწყება! ძალადობის პრევენციის და აღკვეთის ნაცვლად, “ოცნება“ მოქალაქეებს ძალოვანი უწყებების და უსაფრთხოების სამსახურების გამოყენებით ძალადობითა და რეპრესიებით ემუქრება, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის „გახარია საქართველოსთვის” აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ განაცხადა. სიჭინავას თქმით, ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ ორი რამ გახდა ნათელი: - ის ღიად დაუპირისპირდა ქვეყნის საგარეო კურსს და ასევე, ძალადობით დაუპირისპირდა საკუთარ მოქალაქეებს. როგორც სიჭინავამ აღნიშნა, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას, მუქარას ადგილი აქვს არა მხოლოდ ოპონენტების, არამედ მათი ოჯახის წევრების, ქალების, ბავშვების, ყველას მიმართ, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს. „სამწუხარო ფაქტია, რომ 12 წლის თავზე ივანიშვილის „ოცნებას“ პოლიტიკის საკეთებელ ინსტრუმენტად მხოლოდ ფიზიკური ძალადობა დარჩა. „ოცნება”, რომელიც ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის იდეით მოვიდა ხელისუფლებაში, 12 წლის თავზე დაშინების და ძალადობის ზუსტად იმ მეთოდებს იყენებს, რასაც თავად ებრძოდა. ხელისუფლებას, რომელიც ძალადობს, არ აქვს მომავალი. ხელისუფლება, რომლის მხარდაჭერა 30%-იც აღარ არის - აქვს ლეგიტიმაციის პრობლემა, რომელსაც ხელისუფლების მიწურულს ფიზიკური ძალადობით, დაშინებით, მუქარით და კორუფციით აკომპენსირებს. სახელმწიფო ინსტიტუტებს, სამართალდამცავ ორგანოებს და უსაფრთხოების სამსახურს, შევახსენებთ, რომ მოქალაქეთა ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედება და ძალადობის აღკვეთა მათი ვალდებულება და პასუხისმგებლობაა. ახლა ივანიშვილი სამართალდამცავებს და მოქალაქეებს შეგნებულად ერთმანეთს აპირისპირებს, რაც არ უნდა დავუშვათ. ყველა ჩვენგანის საერთო მიზანი უნდა იყოს სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილება”, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ. იპნ
  23. Last week
  24. რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია. სუს-ის ცნობით, ტრისტან მუშკიაშვილი და ვალერი თეთრუაშვილი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. ამ ეტაპზე უკანონო პატიმრობაში რჩება მათთან ერთად დაკავებული კიდევ ერთი პირი. „აღნიშნული პირების უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში აწვდიდა საერთაშორისო პარტნიორებს. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, — აცხადებს სუსი.
  25. "ოცნება" განაგრძობს ეროვნული უსაფრთხოებისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობას და სუს-ის გამოყენებით სამოქალაქო დაპირისპირების წაქეზებას. განსხვავებული აზრის მქონე ახალგაზრდების და საზოგადო მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებულ ფიზიკურ თავდასხმებს კიდევ ერთი უკანონო ინიციატივა დაემატა. პარლამენტის თავმჯდომარემ გაურკვეველი და სრულიად არაკონსტიტუციური რეგისტრის შექმნა დააანონსა, რომლის საშუალებით ოცნება მისი მოწინააღმდეგე მოქალაქეების მტრებად გამოცხადებას გეგმავს. მსგავსი აბსურდული, რუსული მეთოდები ხაზს უსვამს ოცნების არაადეკვატურობას და მძიმე ზიანს აყენებს საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას. ცდილობს რა ძალაუფლების შენარჩუნებას, საქართველოს უსუსური და კორუმპირებული ხელისუფლება იქცა მოსკოვის სასარგებლო იდიოტად. ივანიშვილი ღიად ებრძვის ახალგაზრდებს, საკუთარ მოსახლეობას. ყველა, ვინც ამ უკანონო ქმედებებში მონაწილეობს, პასუხს აგებს კანონის წინაშე! მოვუწოდებ საჯარო მოხელეებს, იმოქმედონ გონივრულად და საკუთარი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. კონსტიტუციური წესრიგის არარსებობის პირობებში, საჯარო მოხელეებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ, რადგან ხალხი სწორედ მათ იმედზეა." გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
  26. საპარლამენტო ოპოზიციის წევრები „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებებს აკრიტიკებენ და ცვლილებების უკან საპენსიო დანაზოგების დაკარგვის რისკს ხედავენ. საუბარია პარლამენტში მთავრობის მიერ ინიციირებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე, რომლის ავტორიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა. იცვლება საპენსიო სააგენტოს მართვის სტრუქტურა და საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოების ნაცვლად გაჩნდება ერთი მმართველობითი ორგანო – „მმართველობითი საბჭო“, რომელიც განახორციელებს დაგროვებითი საპენსიო სქემის ერთიან მართვას და შეასრულებს როგორც საინვესტიციო, ისე ადმინისტრაციულ/საოპერაციო და სხვა ფუნქციებს. მმართველობითი სტრუქტურის დანიშვნის საკითხი კი მთავრობის დაქვემდებარებაში გადადის. ამასთან, ცვლილებები შეეხება საინვესტიციო აქტივების მართვასაც და შესაძლებელი გახდება სხვადასხვა პროექტის პირდაპირი დაფინანსება. გარდა ამისა, მოქალაქეებს აღარ შეეძლებათ, რომ საკუთარი საპენსიო აქტივები კერძო მმართველ კომპანიებში გადაიტანონ. ბოლო მონაცემებით, დაგროვებით საპენსიო სქემაში 1 503 000 ადამიანია ჩართული, რომელთა საპენსიო დანაზოგი, ჯამურად, 4.8 მილიარდი ლარია. როგორც საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ წევრი, რომან გოცირიძე აცხადებს, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილები მთავრობის ახალი ავანტიურაა. „მთავრობა ახალ ავანტიურას იწყებს — საპენსიო სააგენტოს მართვის სტრუქტურას ცვლის, საიდანაც პარლამენტის ნაცვლად მთავრობა აკომპლექტებს საბჭოს. ცვლილებები შედის ასევე საპენსიო თანხების ინვესტირების წესში. ეს გამოიწვევს რისკიან და არამომგებიან ბიზნესში თანხების განთავსებას. ამას თან ახლავს კორუფციის რისკის ზრდაც, რადგან ფული სახელისუფლებო ბიზნესების ( მაგ. სამშენებლო კომპანიების) დასაფინანსებლადაც შეიძლება წარიმართოს. ეს კანონი ეხება თითოეული ჩვენგანის მომავლის უზრუნველყოფას და არ უნდა მივცეთ ხელისუფლებას ამ ცვლილებების პარლამენტში გატანის შესაძლებლობა“ ,— წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში და დასძენს, რომ ყველა კანონი, რასაც ბოლო პერიოდში ხელისუფლება იღებს, მმართველი პარტიის პოლიტიკურ და ფინანსურ მიზნებს ემსახურება. პარტიის „გახარია – საქართველოსთვის“ წევრის, ბექა ლილუაშვილის თქმით, საპენსიო სააგენტოს ინსტიტუციური გადაწყობის არანაირი საჭიროება არ არსებობდა. ამიტომ, როგორც ის ნეტგაზეთთან ამბობს, მთავრობის მიერ დაგეგმილ ცვლილებებს „ძალიან მძიმე პოლიტიკური სუნი ასდის“. „სააგენტოს დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტია იყო საერთაშორისო საინვესტიციო საბჭო, საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებული, რომელიც, ფაქტობრივად, დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას იღებდა საინვესტიციო პოლიტიკის შემუშავების პროცესში. ე.წ. ორბორდიანი სისტემა იმიტომ იყო, რომ საინვესტიციო საქმიანობა საოპერაციო საქმიანობისგან გამიჯნულიყო. დამოუკიდებლობის სპეციალური დამცავები იყო ჩადებული, რადგან ყველა ხელისუფალს აქვს ცდუნება“ ,— აცხადებს ბექა ლილუაშვილი. როგორც ლილუაშვილი ამბობს, წარმატებული საპენსიო რეფორმები ქვეყნებში მაშინ მთავრდება, როგორც კი ხელისუფლებას ამ ფინანსური რესურსის გამოყენების სურვილი უჩნდება. მისი თქმით, როგორც ჩანს, მთავრობამ ვერ მოითმინა ასეთი ტიპის დანაზოგების დამოუკიდებლად მართვა და, ფაქტობრივად, საერთაშორისო საინვესტიციო ბორდის გაუქმება გადაწყვიტა. „მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ ბორდში პარლამენტი ნიშნავდა წევრებს. ახლა პირდაპირ დაუქვემდებარებენ პრემიერ-მინისტრს. საერთოდ, როგორ შეიძლება, ფინანსური თვალსაზრისით ამხელა სააგენტოს დამოუკიდებლობის ხარისხი გაუმჯობესების ნაცვლად გააუარესო?! რა საჭირო იყო, პარლამენტი ვერ ნიშნავდა საპენსიო სააგენტოს ბორდის წევრებს?! მე გეტყვით, რაშია საქმე — მხოლოდ იმ ადამიანებს დანიშნავენ, რომლებიც მათი გავლენის ქვეშ იქნებიან. ახლაც ხომ ხორციელდება ცვლილებები, გაიზარდა ისეთ აქტივებში ინვესტიციების შესაძლებლობა, რასაც აქამდე კანონი კრძალავდა და ამის ლიმიტები იზრდება. მე დარწმუნებული ვარ, შემდეგი ცვლილება იქნება ისეთი, რომ ამ დანაზოგების გამოყენება ისეთ პროექტებში გახდება შესაძლებელი, რომელიც კარგი პრაქტიკის შესაბამისად არ უნდა მოხდეს. არაერთხელ გაგვიგონია ხელისუფლებისგან, რომ რატომ არ ფინანსდება, მაგალითად, ჰესები და ასეთი ტიპის პირდაპირი პროექტები, რომელიც არ არის კარგი პრაქტიკა. არცერთ ნორმალურ საპენსიო ფონდის ქვეყანაში პირდაპირი ინვესტიცია კაპიტალურ პროექტებში არ ხორციელდება, რადგან ამას აქვს ბევრი რისკი — საბაზრო რისკი, საოპერაციო რისკი, სამშენებლო რისკი და ა.შ. ჩვენ გვახსოვს ისეთი შემთხვევებიც, როცა ჰესის მშენებლობისთვის ერთი თანხა იყო დათვლილი და შემდეგ ისეთი კატასტროფა მოხდა უხარისხო მშენებლობის გამო, რომ, ფაქტობრივად, ინვესტიციის გასამმაგება გახდა საჭირო“, — აცხადებს ბექა ლილუაშვილი. გარდა ამისა, ბექა ლილუაშვილი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ საპენსიო დანაზოგებით სხვადასხვა პროექტის პირდაპირი დაფინანსება კორუფციის მაღალ რისკებს შეიცავს. „დღევანდელი საინვესტიციო პოლიტიკის პირობებში საპენსიო სააგენტოს შეუძლია, დანაზოგების ძირითადი ნაწილი დააბანდოს ისეთი კორპორაციების ფინანსურ ქაღალდებში, ობლიგაციებსა და აქციებში, როგორიცაა: Apple, Microsoft, Google და სხვა მსოფლიო გიგანტები, მეორე მხრივ კი, ბანკებში განათავსონ დეპოზიტებზე. ბუნებრივია, აქ კორუფციის სივრცე არ არსებობს, მაგრამ როგორც კი საპენსიო ფონდი დაიწყებს ინვესტირებას პირდაპირი სახით, იქნება ეს ინფრასტრუქტურული პროექტი, პორტი თუ ჰესი, ამ ქვეყანაში კორუფციის ერთ-ერთი უზარმაზარი წყაროს დამფინანსებელი ხდება. შესაბამისად, გამოდის, რომ როგორც დღეს გამოიყენება სახელმწიფო ინფრასტრუქტურული ინვესტიციები კორუფციის დასაფინანსებლად, ზუსტად იმავე კალათაში ექცევა საპენსიო ფონდში არსებული აქტივებიც“, — აცხადებს ბექა ლილუაშვილი. როგორც ბექა ლილუაშვილი ამბობს, იმ პირობებში, როცა ინსტიტუციაც და მისი ზედამხედველიც, დამოუკიდებლობის დაცვის ორი მექანიზმი, პრაქტიკულად მორღვეულია, არავინ იცის, ეს თანხები სად წავა და რაში დაიხარჯება. მისი თქმით, ეს ზრდის რისკებს, რომ მოქალაქეების საპენსიო დანაზოგები საერთოდ დაიკარგოს. ის პარალელს ავლებს 1990-იან წლებთან, როცა მოქალაქეებმა საბჭოთა კავშირის დროს დაგროვებული ანაბრები დაკარგეს. „ყველას კარგად ახსოვს, რომ ამ [საპენსიო] რეფორმის განხორციელებას ვერავინ ბედავდა იმ განწყობის გამო, რაც არსებობდა ხალხში ასეთი ტიპის ფონდებთან დაკავშირებით. აქ პრინციპული საკითხი იყო სწორედ დამოუკიდებლობა, რადგან სახელმწიფო ინტერესების შემთხვევაში უზარმაზარი რისკები ჩნდება. 90-იან წლებში დანაზოგების დაკარგვაც მაგას მოჰყვა, როცა სწორედ ე.წ. სახელმწიფო ბანკებში მოხდა ფულის განთავსება. ამიტომ ახლა რისკი დიდია, განსაკუთრებით, როცა ხელისუფლება პირდაპირ არის კონტროლის გამტარებელი საპენსიო სააგენტოში, ვგულისხმობ საინვესტიციო ნაწილს. ბუნებრივია, რისკი დიდია, რადგან საით გაისვრის ამ თანხას, სად წაიღებს და როგორ დააბანდებს, დამზღვევიც არავინ არ არის“, — აცხადებს ბექა ლილუაშვილი. ამასთან, ბექა ლილუაშვილის თქმით, ცვლილებებით, რომლითაც მოქალაქეებს აღარ შეეძლებათ, რომ საკუთარი საპენსიო აქტივები კერძო მმართველ კომპანიებში გადაიტანონ, მთავრობა მათ გასაქცევ კარს უქოლავს. რადგან მისი თქმით, იმ პირობებში, როცა საპენსიო ფონდის სანდოობა შეერყევა, მოქალაქეებს ბუნებრივად გაუჩნდებათ სურვილი, რომ თავიანთი აქტივები კერძო სექტორში წაიღონ. „როცა ხელისუფლება ხარ და დამოუკიდებლობის დაკარგვის უზარმაზარ რისკს აჩენ, ამ უზარმაზარი კითხვის ნიშნების პირობებში ადამიანებს შეუძლიათ, ეს ფული მარტივად გამოიტანონ და გადაიტანონ და საერთოდ მოგაშორონ შენ და შენს მენეჯმენტს. ბუნებრივია, ამ კარის დატოვებას არანაირი პრაგმატული აზრი არ რჩებოდა. ამიტომ ეს კარი უბრალოდ ამოქოლეს, რომ ადამიანები არსად არ გაიქცნენ და ეს თანხები პირდაპირ მოაქციეს თავიანთი ეფექტური კონტროლის ქვეშ. ეს დამზღვევიც იმიტომ იყო ჩადებული, რომ ფონდის ზრდასთან ერთად ჩვენ გვჭირდებოდა რაღაც პერიოდი რეფორმიდან, რომ ადამიანები შეჩვეოდნენ ამ პროცესს და თავის თვალით ენახათ, რომ ეს დანაზოგები ინვესტირდება, სარგებელს წერს და უსაფრთხოა, მაგრამ რაღაც ეტაპზე, დიდი ეკონომიკური ბერკეტის სახელმწიფო მმართველობაში მოქცევა არასწორია ეფექტიანობის და კონკურენციის კუთხით. შეიძლება ადამიანმა ნაწილი კერძო ფონდში გადაიტანოს, ნაწილი სახელმწიფო ფონდში დატოვოს ან კერძო ფონდში გადაიტანოს ყველა და სამ სხვადასხვა ფონდში გადაანაწილოს. ამით თავის აქტივების დივერსიფიცირებას ახდენს და უფრო იცავს“, – აცხადებს ბექა ლილუაშვილი და დასძენს, რომ მთავრობამ ეს „ჯანსაღი პროცესიც მოშალა“. როგორც ბექა ლილუაშვილი ამბობს, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები ერთი დიდი სტრატეგიის ნაწილია, რომლის მიზანიც ხელისუფლების გახანგრძლივების ფინანსურ საფუძვლის მომზადებაა. მისი თქმით, რუსული კანონის მიღებით „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, ერთი მხრივ, საგარეო დაფინანსების წყაროების შეზღუდვას, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ ცვლილებებით კი შიდა რესურსების გამოყენებასაც თავის კონტროლს დაუქვემდებარებს. „ჩვენ ვნახეთ, ეროვნულ ბანკზე და ბიუჯეტზე პირდაპირ კონტროლს მოჰყვა ქვეყნის გამოყენება ოფშორული ფულის მომსახურების ინტერესებისთვის. ახლა უკვე საპენსიო დანაზოგს მიადგნენ და ამასაც ცდილობენ, რომ ხელისუფლების გახანგრძლივების ფინანსურ საფუძვლად და ბერკეტად გამოიყენონ. ამიტომ ეს ძალიან მძიმე ცვლილებებია სინამდვილეში“, — აცხადებს ბექა ლილუაშვილი. პუბლიკა
  27. ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზის შექმნის შესახებ „ქართული ოცნების” ახალ ინიციატივას ეხმაურება და გადაწყვეტილებას „ავტორიტარიზმად” აფასებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელ X-ში წერს. შალვა პაპუაშვილმა დააანონსა მონაცემთა ბაზის შექმნა, სადაც მმართველი პარტია განათავსებს ინფორმაციას იმ ადამიანებს შესახებ, ვინც მათი შეფასებით, ჩართული არიან „ძალადობაში, კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში, მუქარასა და შანტაჟში” ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებენ. პაპუაშვილის განცხადებით, ბაზაში შეიძლება იყოს სისხლისსამართლებრივი ან სხვა განზომილება, რომელიც არ ჯდება სისხლისსამართლებრივ კატეგორიაში, მაგრამ საჭიროა „ამის მორალური შეფასება“. პუბლიკა
  28. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის უფროსმა, თეიმურაზ კუპატაძემ ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, ბოლო პერიოდში, სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერისა და აქციის ორგანიზატორების მხრიდან, მედიასაშუალებებსა და სოციალურ ქსელებში გავრცელდა არაერთი დეზინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალას გადაამეტეს და განახორციელეს კანონსაწინააღმდეგო ქმედებები. კუპატაძის განცხადებით, „იმ დროს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, ისევე როგორც ამერიკის და ევროპის წამყვან ქვეყნებშია მიღებული“. სამსახურის განცხადება სრულად იხილეთ ბმულზე. პუბლიკა
  1. Load more activity
×
×
  • შექმენი...