Jump to content
Planeta.Ge

ყველა აქტივობა

This stream auto-updates

  1. Today
  2. განათლების სფეროს მკვლევრები რუსულ კანონს ეწინააღმდეგებიან. განათლების დარგის აკადემიური სფეროს წარმომადგენლების განცხადება ჩვენ, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების განათლების მეცნიერებების დარგის წარმომადგენლები – პროფესორები, მკვლევრები თუ დოქტორანტები ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ და აცხადებენ, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანად მიიჩნევენ ისეთი საზოგადოების შენებას, რომელიც დაფუძნებულია პერსონალური და საზოგადოებრივი გაძლიერების და თავისუფლების, დიალოგისა და თანამშრომლობის, სოციალური სამართლიანობის, ჰუმანიზაციისა და კრიტიკული ცნობიერების ამაღლების პრინციპებზე. გთავაზობთ განცხადებას: განცხადებაზე ხელმოწერები გრძელდება ამ ბმულზე პუბლიკა
  3. ექსპო ჯორჯიადან, სადაც ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იმართებოდა, მშობლების მარში დაიწყო. ისინი მსვლელობით მარჯანიშვილის მოედანთან მივლენ და აქციის სხვა მონაწილეებს შეუერთდებიან. აქცია დღეს ევროპის მოედანზე გაიმართება – იქ მოქალაქეები სამი ლოკაციიდან მივლენ. მარჯანიშვილის მოედნიდან, რესპუბლიკის მოედნიდან და მეტრო 300 არაგველიდან მსვლელობები 19:00 საათზე დაიწყება. პუბლიკა
  4. გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა Movement-თან ინტერვიუში საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სურს, იცოდეს, ვინ არის „გლობალური ომის” პარტია, რომელსაც „ქართული ოცნება” თავის განცხადებებში მუდმივად ახსენებს. ელჩმა კიდევ ერთხელ შეაფასა რუსული კანონი და თქვა, რომ საქართველოში ინიციირებულ და სხვა ქვეყნებში არსებულ კანონებს შორის მთავარი სხვაობა ინტერესების რეპრეზენტაციასა და „უცხოური” ინტერესების რეპრეზენტაციას შორისაა. კანონებისთვის, რომლებიც არსებობს, მაგალითად, შეერთებულ შტატებსა და სხვაგან, არსებობს ერთი მნიშვნელოვანი სხვაობა ინტერესების რეპრეზენტაციასა და „უცხოური” ინტერესების რეპრეზენტაციას შორის”, – აღნიშნა ელჩმა. პეტერ ფიშერმა ისაუბრა კანდიდატის სტატუსზეც და იმ 9 დათქმაზეც, რომელიც ევროკომისიამ საქართველოს წარუდგინა – ელჩის განცხადებით, დღეს პროგრესი ამ ნაბიჯების მხრივ ძალიან მცირეა. საქართველოს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი იმ პირობით, რომ იგი განახორციელებდა მოთხოვნილ 9 პუნქტს, ჩვენ საქართველოს გავუწევდით დახმარებას და მივაწვდიდით საჭირო ცოდნას იმაზე, თუ რას მოელის ევროკავშირი საქართველოსგან საიმისოდ, რომ იგი დაუახლოვდეს ევროკავშირს კანონმდებლობების და ინიციატივების სწორი მოწყობით, და ა.შ. მაგრამ, სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ, ამ დრომდე ვერანაირ პროგრესს ვერ ვხედავთ ამ 9 პუნქტთან დაკავშირებით. ახლა მაისია და პროგრესი თითქმის შეუმჩნეველია”, – აღნიშნა ელჩმა. პუბლიკა
  5. თსუ-ს სტუდენტების ნაწილი ორშაბათიდან უარს ამბობს აუდიტორიაში შესვლაზე. მათი განცხადებით, ახლა რუსთაველზე დგომისა და რუსული კანონის გაპროტესტების დროა. ამის შესახებ განცხადება უნივერსიტეტის ეზოში თსუ-ს სტუდენტმა, გიორგი წოწორიამ სხვა სტუდენტების სახელითაც წაიკითხა. თსუ-ს სტუდენტის განცხადებით, ახლა „აუდიტორიებში მშვიდად ჯდომის დრო არაა”, რის გამოც გადაწყვიტეს, რომ 13 მაისიდან, რუსული კანონის მესამე მოსმენით განხილვების პარალელურად, აუდიტორიებში ყოფნის ნაცვლად პარლამენტთან იყვნენ. სტუდენტის თქმით, მათ უკან დგას ათასზე მეტი სტუდენტი, რომელსაც ქვეყნის ევროპული მომავლის დაცვა უნდა. სტუდენტმა მოუწოდა ლექტორებსაც, გამოაცხადონ საყოველთაო გაფიცვა და დადგნენ მათთან ერთად რუსთაველზე. ასევე, მოუწოდეს სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს, შეუერთდნენ მათ წამოწყებას და შეწყვიტონ აკადემიური პროცესი თავიანთ უნივერსიტეტებში.
  6. შემოდგომაზე ევროკავშირი გადაწყვეტს, გადადგამს თუ არა საქართველო შემდეგ ნაბიჯს ევროკავშირისკენ. ეს შესაძლებლობა არსებობს სწორედ ახლა. არ გაუშვათ ის ხელიდან, დრო იწურება. თქვენზეა დამოკიდებული, როგორ გამოიყენებთ მას - დარჩით ევროკავშირის გზაზე! - ასე მიმართა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ „ევროპის დღისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებაზე მყოფ საზოგადოებას, რომელსაც, მათ შორის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დიპლომატის განცხადებით, ევროკავშირს სურს, რომ საქართველო თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით ამ ერთობის ნაწილი გახდეს. „ვზეიმობთ დღეს, რომელიც ეძღვნება მშვიდობას, ერთიანობასა და მრავალფეროვნებას. ეს სწორედ ის ღირებულებებია, რომელიც საქართველოს და ევროკავშირს აერთიანებს. ევროკავშირის წევრობა ნიშნავს უამრავ შესაძლებლობას ახალგაზრდებისთვის, ეკონომიკურ სიძლიერეს ოჯახებისთვის და ღირსეულ ცხოვრებას ხანდაზმულებისთვის. ჩვენ გვსურს, რომ საქართველო თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით ამ ერთობის ნაწილი გახდეს. შემოდგომაზე, ევროკავშირი გადაწყვეტს, გადადგამს თუ არა საქართველო შემდეგ ნაბიჯს ევროკავშირისკენ. ეს შესაძლებლობა არსებობს სწორედ ახლა. არ გაუშვათ ის ხელიდან, დრო იწურება. თქვენზეა დამოკიდებული, როგორ გამოიყენებთ მას. საქართველოს მომავალს თავად ქმნით. დარჩით ევროკავშირის გზაზე! დარჩით ევროკავშირის გზაზე! ჩვენ ამ გზაზე თქვენ გვერდით ვართ. იმედია, ისიამოვნებთ აქ წარმოდგენილი მრავალფეროვანი აქტივობებით და შესაძლებლობებით, მხიარულად გაატარებთ დროს მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად. გილოცავთ ევროპის დღეს, წინ საქართველო, წინ!“-განაცხადა ჰერჩინსკიმ, რომელმაც ღონისძიების მონაწილეებს ქართულ ენაზე მიმართა. ipn
  7. სამართალდამცველებმა, ბლოგერ უჩა აბაშიძის მეუღლე, მარიამ იაშვილი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ იაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ განუცხადა. როგორც თუთბერიძემ აღნიშნა, მარიამ იაშვილი პოლიციამ სამსახურში დააკავა. თუმცა, დაკავების მიზეზი ადვოკატისთვის ჯერჯერობით უცნობია. „ჩვენ დაგვიბარეს უჩა აბაშიძესთან ბრალის წაყენებაზე და დააკავეს მისი მეუღლე, მარიამ იაშვილიც. ის სამსახურში იმყოფებოდა და იქიდან წაიყვეს დაკავების იზოლატორში. მიზეზთან დაკავშირებით არაფერი ვიცით, ადვოკატი არ ესწრებოდა დაკავების პროცესს”,-განაცხადა შოთა თუთბერიძემ. ipn
  8. სახალხო დამცველი აცხადებს, რომ გმობს მიმდინარე დღეებში სოციალურ ქსელებში საპროტესტო აქციების მონაწილე არასრულწლოვანების ფოტოების, ტელეფონის ნომრების გავრცელებას და მათ მიმართ გამოთქმულ მუქარას, სიძულვილის ენის შემცველ და შეურაცხმყოფელ მიმართვებს. ომბუდსმენის შეფასებით, შექმნილი პოლიტიკური ვითარების ფონზე, იკვეთება მათ შორის პოლიტიკოსთა მხრიდან ბავშვებისადმი მასტიგმატიზებელი განცხადებები. სახალხო დამცველი ასევე მიუთითებს, რომ უაღრესად მიუღებელია, რომ როგორც სამოქალაქო აქტივისტების, ასევე, ოპოზიციური და მმართველი პარტიის წარმომადგენელი პოლიტიკოსების არასრულწლოვანი შვილები გახდნენ მუქარის შემცველი შეტყობინებების ადრესატები. ომბუდსმენი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბავშვები სარგებლობენ საქართველოს კონსტიტუციით, ბავშვის უფლებათა კონვენციითა და ბავშვის უფლებათა კოდექსით გარანტირებული აზრის გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებით. არასრულწლოვანებს აქვთ უფლება იყვნენ ინფორმირებულნი, გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ და ჩართულნი იყვნენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. უკიდურესად დაუშვებელია ამ უფლებით სარგებლობისას ისინი გახდნენ თავდასხმის ადრესატები. სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, შეისწავლონ არასრულწლოვანების უფლებადარღვევის თითოეული ფაქტი და გაატარონ ყველა შესაძლო ღონისძიება შემთხვევებზე ეფექტიანი და ბავშვზე მორგებული მიდგომით რეაგირების მიზნით. პუბლიკა
  9. მმართველი გუნდი ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფს აუქმებს, რომელიც არჩევნების დანიშვნიდან 10 დღის ვადაში უნდა შეიქმნას და რომელიც სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლითა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ შერჩეული საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტებით დაკომპლექტდეს. ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფის გაუქმებას „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს. კანონის პროექტი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა მოამზადეს და ის პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება. „ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფის გაუქმების მიზანშეწონილობას არსებული პრაქტიკული გამოცდილება ადასტურებს, რომელმაც წარმოაჩინა, რომ ეს ჯგუფი რეალურად არ ფუნქციონირებს, რაც ძირითადად დამკვირვებელი ორგანიზაციების მხრიდან ამ ჯგუფის საქმიანობაში მონაწილეობის სურვილის უქონლობით იქნა გამოწვეული", - განმარტავენ პროექტის ინიციატორები. ცნობისთვის, „საარჩევნო კოდექსის" თანახმად, ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი ცესკოს წარუდგენს რეკომენდაციებს დავების განხილვის პროცესთან დაკავშირებით. აღნიშნულ ჯგუფს ცესკოს დადგენილებით შეიძლება დამატებითი ფუნქციები მიენიჭოს - კერძოდ, კენჭისყრის შედეგების ხელახლა დათვლის პროცესზე დაკვირვება. იპნ
  10. 10 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს წერილობით მიმართეს. მათ კიდევ ერთხელ გამოხატეს შეშფოთება და მოუწოდეს საქართველოს მთავრობას, გაიწვიოს პარლამენტში ინიცირებული ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონი. ამის შესახებ ინფორმაციას და შესაბამის წერილს „ამერიკის ხმა“ ავრცელებს. მათივე ცნობით, წერილის ბოლოს, კონგრესში საგარეო პოლიტიკის წამყვანი კანონმდებლები აღნიშნავენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი შეუერთდებიან კოლეგა სენატორებს, რომლებიც საქართველოსთვის განსაზღვრული, ამერიკის ფულადი დახმარების გადახედვას არ გამორიცხავენ. ამასთან, შესაძლოა დაწესდეს სავიზო შეზღუდვები და ფინანსური სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც ძირს უთხრის „საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას“. ორპარტიულ მიმართვას პრემიერისადმი სხვებთან ერთად ხელს აწერენ წარმომადგენელთა პალატის წევრები, კონგრესმენები: მაიკლ მაკკოლი - საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, თომას კინი - ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, უილიამ კიტინგი, გრეგორი მიქსი, ოსტინ სკოტი, ჯერალდ კონოლი და სხვები. „გწერთ, რათა გამოვხატოთ ჩვენი სერიოზული შეშფოთება „უცხოეთის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც თქვენმა მთავრობამ ხელახლა შემოიტანა, ერთი წლის შემდეგ, რაც მან სამართლიანად ამოიღო იგი განხილვიდან. ეს კანონპროექტი ძირეულად ეწინააღმდეგება თქვენი მთავრობის მიერ განცხადებულ სურვილს, ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში შემდგომი ინტეგრაციის შესახებ და აშშ-საქართველოს 2009 წლის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის სულისკვეთებას, რომელსაც ჩვენმა ორმა ქვეყანამ მოაწერა ხელი, თქვენს ქვეყანაში რუსეთის ძალების შემოჭრიდან რამდენიმე თვეში. ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ თქვენს მთავრობას, კიდევ ერთხელ გაიწვიოს ეს დამაზიანებელი კანონპროექტი და ხელახლა აიღოს საქართველოს [სახელით] ვალდებულება, რომ გააფართოებს დემოკრატიას და ეკონომიკურ თავისუფლებას, დაიცავს მის უსაფრთხოებას და ტერიტორიულ მთლიანობას, განამტკიცებს კანონის უზენაესობას და პატივს სცემს ადამიანის უფლებებს, როგორც ეს ქარტიაშია ამოტვიფრული. ნათლად ჩანს, რომ „უცხოეთის აგენტების“ კანონპროექტის საბაბი არის კონტროლის დაწესება იმავე პარტნიორებზე, რომლებიც ათწლეულების მანძილზე მუშაობდნენ ქართველი ხალხის გვერდით, მათი ტრანსატლანტიკური ინტეგრაციის მხარდასაჭერად. მარტივად რომ ვთქვათ, ამ კანონპროექტის მიღება ძირს უთხრის ქართველი ხალხის ნებას, რომელიც მომავალს დასავლეთში ეძებს. ჩვენ უარვყოფთ იმ მოსაზრებას, რომ ეს კანონპროექტი შედგენილია აშშ-ის კანონმდებლობის მიხედვით. ამის ნაცვლად, თქვენს ყურადღებას მივაპყრობთ შემოთავაზებული კანონპროექტის მსგავსებაზე ვლადიმირ პუტინის მიერ 2012 წელს რუსეთში მიღებულ კანონთან „უცხოეთის აგენტების“ წინააღმდეგ, რომელიც ასევე „გამჭვირვალობის“ საბაბით მართლდებოდა. მოგეხსენებათ, რომ იქიდან მოყოლებული, ამ კანონს პუტინი და მისი ავაზაკები ოპოზიციის გასაქრობად იყენებენ, რამაც დაასრულა რუსეთის დაღმასვლა საბჭოთა სტილის ავტორიტარიზმისკენ. ჩვენი რწმენით, ქართველ ხალხს უკეთესი, უფრო დემოკრატიული მომავალი სურს და [ამას] იმსახურებს. ამ კანონის მიღება საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის მავნე გავლენის გავრცელების საშუალებას იძლევა. ასევე ღრმად შემაშფოთებელია რიტორიკა, რომელიც ამ კანონპროექტს ახლავს თან. 29 აპრილს, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების“ ამჟამინდელმა საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „დასჯის“ ოპოზიციას, ხელისუფლებაში და ოპოზიციაში ყოფნის დროს ჩადენილი სავარაუდო დანაშაულისთვის. ბ-ნიივანიშვილიგამოსვლაშიასევემიუთითებდა, რომშეერთებულიშტატებიდაჩვენიპარტნიორებიევროპაშიცდილობდნენშეერყიათსაქართველოსსუვერენიტეტი, მიუხედავადიმისა, რომჩვენმტკიცედვუჭერდითმხარსთქვენიქვეყნისსუვერენიტეტსთქვენიდამოუკიდებლობისმოპოვებისშემდეგ, მათშორის - 16 წლისმანძილზემასშემდეგ, რაც 2008 წელს, რუსეთიპირდაპირშემოიჭრადადაიპყროსაქართველოსნაწილი. ჩვენვგმობთბატონიივანიშვილისამშეურაცხმყოფელდასასტიკგანცხადებებს. ჩვენი შეშფოთება კიდევ უფრო გააღრმავა თქვენი მთავრობის რეაგირებამ, რაც კანონპროექტის ხელახლა ინიცირების წინააღმდეგ გამართულ მშვიდობიან საპროტესტო აქციებს მოჰყვა. ჩვენთვის ცნობილია ათობით მომიტინგის თაობაზე, მათ შორის - ამერიკის მოქალაქეებზე, რომლებიც ქუჩიდან გაიტაცეს და პოლიციაში სცემეს. გასულ კვირას, ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე, რომელიც ასევე თქვენი პარლამენტის მოქმედი წევრია, თბილისის ქუჩებში ხელისუფლების სპეცრაზმმა სცემა. საინტერესოა, რომ ცნობილმა რუსმა პროპაგანდისტმა და ფაშისტურმა იდეოლოგმა ალექსანდრე დუგინმა განაცხადა, რომ „საქართველო სწორ გზაზეა“. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კი კანონპროექტს მხარი დაუჭირა. ის, რომთქვენსქმედებებსმოჰყვადაგმობათქვენიქვეყნისუახლოესიპარტნიორებისმხრიდანდაქებაიმქვეყნისგან, რომელიციკავებსთქვენისუვერენულიტერიტორიის 20%-ს, აშკარადმიუთითებსიმაზე, რომთქვენსაქართველოსარასწორგზაზეაყენებთ. საქართველოში სიტუაცია ნათელია. მთავრობას შეუძლია აირჩიოს, რომ მოუსმინოს ქართველი ხალხის ხმებს, ან გააგრძელოს ბნელი გზა რუსული სტილის ავტორიტარიზმისკენ. ჩვენ არაბუნდოვნად ვაცხადებთ, რომ ამ უკანასკნელი გზის არჩევა გამოიწვევს შეერთებული შტატების მხრიდან ჩვენი ურთიერთობის ხასიათის ძირეულ გადაფასებას. ისევე, როგორც კონგრესმა გაითვალისწინა ავტორიტარული მოქმედება ბელარუსში და 2004-ში ორპარტიულად მიიღო ბელარუსის დემოკრატიის აქტი, ჩვენ მზად ვართ ვუპასუხოთ შემდგომ თავდასხმებს საქართველოს აყვავებულ, ევროატლანტიკურ მომავალზე, რომელსაც ის იმსახურებს. აქედან გამომდინარე, მოგიწოდებთ, გაიწვიოთ ეს კანონპროექტი და სხვა ზომები, რომლებიც ხელს უშლის ქართველი ხალხის უფლებებსა და თავისუფლებებს, რის შემდეგაც მოხარული ვიქნებით, გავმართოთ პირდაპირი მოლაპარაკებები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენისა და გააქტიურების მიზნით. გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუ ეს დამაზიანებელი კანონმდებლობა არ გაუქმდება, ჩვენ შევუერთდებით სენატში ჩვენს კოლეგებს, საქართველოს მიმართ აშშ-ის პოლიტიკაში ფუნდამენტური ცვლილებების წახალისებაში, მათ შორის - აშშ-ის ფინანსური დახმარების გადახედვის თაობაზე, შეერთებულ შტატებში სავიზო რეჟიმის გაფართოებისა და ფინანსური სანქციების ჩათვლით მათზე, ვინც პასუხისმგებელია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობაზე”, - ნათქვამია წერილში. ინტერპრესნიუსი
  11. მმართველ უმრავლესობას საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მაღალი კვორუმით გადაწყვეტილებების მიღების წესში ცვლილებები შეაქვს და ე.წ. ანტიჩიხური მექანიზმი შემოაქვს. საქმე ცესკოს სხდომაზე კენჭისყრის შედეგად მისაღებ ისეთ გადაწყვეტილებებს ეხება, რომლის მისაღებად საჭიროა ცესკოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა. „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებით, თუ ცესკომ გადაწყვეტილება არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერით ვერ მიიღო, ცესკოს იმავე სხდომაზე კენჭი ხელახლა ეყრება და გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს ცესკოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა დაუჭერს. როგორც მმართველი გუნდი განმარტავს, აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს ცესკოს ეფექტიან ფუნქციონირებასა და მისი საქმიანობის შეფერხების თავიდან აცილებას. ცნობისთვის, „საარჩევნო კოდექსის“ მიხედვით, საარჩევნო კომისია გადაწყვეტილებებს, რომლებიც შეეხება ქვემდგომი საარჩევნო კომისიების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის, საარჩევნო ოლქის/უბნის შედეგების გაუქმებას, საუბნო საარჩევნო კომისიიდან შემოსული პაკეტების გახსნასა და საარჩევნო ბიულეტენების გადათვლას, იღებს სხდომაზე დამსწრეთა არანაკლებ ორი მესამედით. ასევე, ცესკოს დადგენილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს ცესკოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი. იპნ
  12. Yesterday
  13. "კობახიძეს არც ერთ მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხი არ გაუცია და ყველას თავი აარიდა, თუმცა ცუდია, რომ არც დაისვა ბევრი მნიშვნელოვანი კითხვა. 1. რატო მოხდა რომ 4 ქვეყანაში პოსტ საბჭოთა სივრციდან, ერთი და იგივე დროს დაინიცირდა ე.წ. რუსული კანონი? (პასუხს თავი აარიდა) 2. რა უნდა უქნას მოქალაქემ ამ გამჭვიევალე ინფორმაციას (ეს კითხვა საზმაუმ დასვა, თუმცა შინაარსობრივად ეს ნიშნავდა ჩემი აზრით, რომ სახელმწიფო რატომ არ ზღუდავს თუ რამე არაკანონიერი ხდება, მას ხომ ყველანაირ ინფორმაციაზე აქვს წვდომა) ამ კითხვაზეც პასუხს თავი აარიდა. 3. არის თუ არა რუსული ეს კანონი იმიტომ, რომ ქვეყნის ოკუპანტსა და სტრატეგიულ პარტნიორს შორის ტოლობის ნიშანს სვამს? ანუ ფაქტობრივად, რუსული გავლენების გამჭვირვალობის სტანდარტსა და სტრატეგიული პარტნიორების სტანდარტს შორის სხვაობა არ არის, არც სანქციაში არაა განსხვავება. აქ კობახიძემ თქვა რომ სხვა კანონებშიც არ არის დაკონკრეტებული პირთა წრეო და განმარტებით ბარათებში რა წერია მაგას რა მნიშვნელობა აქვსო, ჯერ ერთი ეს ტყუილია, მეორეც ოკუპანტი ქვეყანა კობახიძის კანონის განმარტებით ბარათში საერთოდ მოხსენიებულიც არ არის. 4. შეუშლის თუ არა ეს კანონი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს და არის თუ არა ამის არგუმენტი ჩვენი ყველა მეგობარი ქვეყნის ერთიანი პოზიცია კანონთან დაკავშირებით. აქ ჩვეულად შეატრიალა და თქვა, რომ მან იცის რეალურად რა ახდენს გავლენას თორე ვინც განცხადებებს აკეთებს იტყუება ან და არ იცის. სამწუხაროდ არავინ დასვა კითხვა რა საჭირო იყო ახალი კანონი გამჭვირვალობის გასაზრდელად და რატომ არ შეიტანეს ცვლილებები გრანტების შესახებ კანონში, მაგალითად დამატებით ნებისმიერი გრანტის მიმღებისთვის ვალდებულება გრანტის შესახებ დეტალური ინფორმაციის წარდგენისთვის, ყოველგვარი მოღალატეების რეესტრის გარეშე. არ დაისვა ასევე კითხვა იმაზე, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ინიცირებული (1.5 თვით ადრე ვიდრე ჩვენთან) ჯერ არ არის მიღებული და დე ფაქტო იქაური პოლიტიკური აქტორებიც კი ეწინააღმდეგებიან რუსული გავლენების ზრდას ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ელოდებიან რას იზამს ოფიციალური თბილისი, თანაც იმედის თვალით ელოდებიან. ვინ იქნება და რა ერქმევა კობახიძეს, როცა ოკუპირებულ აფხაზეთზე ადრე, ქართული ოცნება მიიღებს რუსულ კანონს? კობახიძე არის პირველი სამართლის დოქტორი პრემიერი მსოფლიო ისტორიაში, რომელიც არასწორი სამართლებრივი დოკუმენტის მიღებით ღუპავს ქვეყნის ევროპულ მომავალს." ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" თავმჯდომარე. ბმული: https://www.facebook.com/beqa.liluashvili/posts/8224124730950185
  14. შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულების შესახებ განცხადებას ავრცელებს და ერთ-ერთი ბრალდებულის ჩვენების ვიდეოკადრებსაც ავრცელებს. უწყების მტკიცებით, დაკავებული აღიარებს ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერებისგან ფულის აღების ფაქტს. უწყებას ეხმაურებიან განცხადებაში ჩამოთვლილი პოლიტიკოსები. პუბლიკა
  15. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ცნობით, ელჩი დანიგანი დღეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ (TI) წევრებს შეხვდა. საელჩოს ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებისა და „გამჭვირვალობა საქართველოს“ საქმიანობის მიმართ საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მხარდასაჭერად. პუბლიკა
  16. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ჯიმ ობრაიენი უახლოეს დღეებში საქართველოს ეწვევა. „ინტერპრესნიუსს“ აღნიშნული ინფორმაცია საქართველოში აშშ-ის საელჩოში დაუდასტურეს, თუმცა კონკრეტულ დეტალებზე ჯერ არ საუბრობენ. მანამდე, ტელეკომპანია „პირველმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ჯიმ ობრაიენი საქართველოში ორშაბათს ღამით იქნება. მათივე ცნობით, უკვე ჩანიშნულია შეხვედრა ოპოზიციასთან. ინტერპრესნიუსი
  17. რამდენიმე ქვეყნის, ძირითადად ბალტიისპირეთის ქვეყნების, გერმანიის და პოლონეთი-ჩეხეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებმა გამოთქვეს სურვილი ვიზიტისა და მათ შორის იყო სურვილი ჩემთან შეხვედრისა. მათ ვუთხარი, რომ არ იყო ეს კარგი დრო ვიზიტისთვის, მათი აქ ვიზიტი, შესაძლოა, რადიკალურმა ოპოზიციამ წამახალისებლად მიიღოს რადიკალური ქმედებებისთვის - მე ვერ შევხვდები, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პარლამენტის სპიკერის თქმით, მან სურვილი გამოთქვა, რომ ევროპული პარლამენტების კომიტეტის თავმჯდომარეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით მიმდინარე დისკუსიების შემდეგ ჩამოსულიყვნენ, თუმცა როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მათ მისი რჩევა არ გაითვალისწინეს. „მე მათ ვუთხარი, რომ არ იყო ეს კარგი დრო ვიზიტისთვის, 13-14, ორშაბათი-სამშაბათი, ვინაიდან იქნება კანონპროექტის მესამე მოსმენა და არ იქნება მაინც და მაინც კარგი დრო იმისთვის, რომ საგნობრივი საუბარი გვქონდეს და უკეთესი იქნებოდა, სხვა დროს, ამ განხილვების შემდეგ, ყოფილიყო ვიზიტი და მზად ვართ ნებისმიერი საკითხის განხილვისთვის და ვაფასებთ, ზოგადად, პარლამენტებთან კოლეგიალურ თანამშრომლობას. ვინაიდან მათ დაგეგმილი აქვთ, როგორც ვხვდები, მაინც აპირებენ ჩამოსვლას, თუმცა ასევე ვუთხარი მე, რომ გამომდინარე იქიდან, რომ აქციებს წინა შემთხვევებში ჰქონდა ძალადობრივი ხასიათი და ვხედავთ, რომ ნელ-ნელა კიდევ უფრო მჟღავნდება გეგმები ძალადობრივი ქმედებებისა აქციების დროს, მათი აქ ვიზიტი შესაძლოა რადიკალურმა ოპოზიციამ წამახალისებლად მიიღოს რადიკალური ქმედებებისთვის, ამიტომაც მათ ვუთხარი, რომ ესეც მიიღონ მხედველობაში, ვინაიდან ჩვენ ვხედავთ, რომ რადიკალურ ოპოზიციას აქვს ძალადობრივი გეგმები და მათი აქ ყოფნა შეიძლება, გამოიყენონ იმისთვის, რომ კვლავ განახორციელონ თავდასხმა პარლამენტზე და ზოგადად, რადიკალური ქმედებები და ძალადობა აქციების დროს. მე ვერ შევხვდები, ვინაიდან ორშაბათი-სამშაბათი არის მესამე მოსმენით განხილვა საკითხებისა. იქნება შეხვედრა პარლამენტის მხრიდან, თუმცა, ვფიქრობ, რომ უკეთესი იქნებოდა საქმისთვისაც, საგნობრივი განხილვებისთვისაც, თუკი ისინი ამ განხილვების შემდეგ ჩამოვიდოდნენ. მზად ვართ ნებისმიერი დისკუსიებისთვის. სამწუხაროდ, ეს ჩემი რჩევა, როგორც ჩანს, არ გაითვალისწინეს“,- განაცხადა პაპუაშვილმა. ამასთან, როგორ პაპუაშვილმა განაცხადა, მათთვის კრიტიკა პრობლემა არ არის. „მე მგონი, ამდენი კვირა აკვირდებით, რომ არც კრიტიკაა ჩვენთვის პრობლემა, იმიტომ, რომ სათქმელი ყველასთან გვაქვს და გარწმუნებთ, როგორც პარლამენტში დებატების დროს, შემდეგ არგუმენტი არ აქვთ ხოლმე და ვერ შედიან შინაარსობრივ მსჯელობაში, ზუსტად ასეთივე არის ჩვენი მსჯელობა ზოგიერთ უცხოელ პარტნიორთან ხოლმე - შინაარსში როდესაც შევდივართ, იმის იქით ვეღარ არის მსჯელობა. ამიტომ არც კრიტიკაა პრობლემაა, არც განცხადება, მე მგონი ხედავთ, რომ არის განცხადებები, მათ შორის, ვინც ჩამოდიან მათი მხრიდანაც, აქ პრობლემა არ არის, ვინაიდან განცხადებას ჩვენი საპასუხო განცხადება მოჰყვება“,- განაცხადა პაპუაშვილმა. იპნ
  18. შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბავშვების ტრეფიკინგის ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფის 15 წევრი დააკავეს. უწყების ცნობით, დაკავებული 15 პირიდან შვიდს ბრალად ედება არასრულწლოვანების ჩართვა ტრეფიკინგში, რვას კი - ორგანიზებული ძარცვა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. დაკავებულებიდან სამი წარსულში ნასამართლევია. პოლიციამ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში დააკავა. "ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მცხოვრებმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა არასრულწლოვანთა ვაჭრობის სქემა შეიმუშავეს. აღნიშნულის სისრულეში მოყვანისა და შრომითი ექსპლუატაციის გაწევის მიზნით, არასრულწლოვან შვილებს, სხვადასხვა ქალაქში, აიძულებდნენ ეთხოვათ მოწყალება, ხოლო მიღებულ თანხას კი სრულად ისაკუთრებდნენ. იმ შემთხვევაში თუ არასრულწლოვანები არ დაემორჩილებოდნენ ბრალდებულების მოთხოვნებს, ისინი მათზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ და იძულებულს ხდიდნენ დამორჩილებოდნენ მათ მითითებებს", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გამოძიების ვერსიით, დამნაშავეთა ჯგუფი ძირითადად საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს ძარცვავდა, უცხო ქვეყნის მოქალაქეები კი, რომლებმაც კანონის დარღვევით გადმოკვეთეს საზღვარი, ყველანაირი სამართლებრივი სტატუსის გარეშე იმყოფებოდნენ საქართველოში. შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აკონკრეტებს, რამდენი ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ დაკავებულები საქართველოში ან დროის რა პერიოდში ეწეოდნენ კრიმინალურ საქმიანობას. რადიო თავისუფლება
  19. დღეს, 10 მაისს, ბიზნეს ასოციაციების ხელმძღვანელებმა რუსულ კანონთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართეს და იმ ზიანზე ისაუბრეს, რასაც კანონის მიღება ქვეყანას მოუტანს. როგორც ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი ზვიად ჭუმბურიძე აცხადებს, კანონი, რომელმაც უდიდესი ვნებათაღელვა გამოიწვია ჩვენს საზოგადოებაში, სიკეთეს ნამდვილად ვერ მოგვიტანს. „ის მხოლოდ გაზრდის პოლარიზაციას, დაპირისპირებას… არავინ არ დარჩება მოგებული… კანონის მიღებამდე უკვე დაიძაბა სიტუაცია, კატასტროფულ სახეს იღებს პოლარიზაცია… ჩვენ გვაქვს ერთი თემა, ეს არის ჩვენი ქვეყნის თავისუფლება“, – განაცხადა ჭუმბურიძემ. გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) ხელმძღვანელი, საშა ტერნესის განცხადებით, რუსული კანონი მიღებამდეც კი უცხოელ პარტნიორებში უამრავ შეკითხვას აჩენს. „ჩვენ ახლა ძალიან კრიტიკულ მომენტში ვართ და გერმანიის ბიზნესასოციაციის სახელით მინდა გამოვთქვა აზრი. ჩვენ არ ვართ პოლიტიკური ორგანიზაცია და პოლიტიკურ პროცესებში არ ვერევით. ჩვენ ამას ვუყურებთ ძალიან პრაგმატული კუთხით. ბოლო 20 წელში ჩვენ საკმაოდ დიდი ინვესტიცია ჩავდეთ ამ ქვეყნის განვითარებაში და ჩვენი ყველა წევრი თავის გადაწყვეტილებას იღებდა ევროპულ პრინციპებზე დაფუძნებით. 5 თვის წინ, როცა საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი, ყველა ზეიმობდა. ახლა კი სამწუხაროა, რომ მცირე პერიოდში ყველაფერი ასე სწრაფად შეიცვალა. თუ ჩვენ გვინდა ამ ქვეყნის სწორი განვითარება ევროინტეგრაციის გზას არ უნდა ავცდეთ. უნდა გითხრათ, რომ უამრავი შეკითხვა მომდის ჩვენი აქციონერებისგან, უცხოელი პარტნიორებისგან. წარმოიდგინეთ, რა მოხდება, როდესაც ამ კანონს მიიღებენ“, – განაცხადა საშა ტერნესმა. საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელის, ივა ჭყონიას განცხადებით, რუსული კანონი საქართველოს ყველაზე მყარ პარტნიორებს – ევროპას და ამერიკას აკარგვინებს. „ჩვენი ყველაზე მყარი პარტნიორები არიან ევროპელები და ამერიკელები, რომელთაც ჩემზე გაცილებით კარგად ესმით ამ კანონპროექტში რა წერია, როდესაც მიგვითითებენ, რომ ეს დაგვაშორებს ჩვენს ევროპულ მომავალს, ჩვენს ყველაზე მჭიდრო პარტნიორს ამერიკას. ჩემი აზრით, ეს არის დანაშაული, რომელსაც ვერასდროს გამოვისყიდით ჩვენი შვილების წინაშე. ჩვენ ვალდებულები ვართ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, დავდგეთ ერთად, რათა დავიცვათ ჩვენი ევროპული მომავალი. მე ნამდვილად ვერ წარმომედგინა, რომ საქართველოში ქართველებს ქართველების წინააღმდეგ მოგვიწევდა ჩვენი ევროპული მომავლის დაცვა“, – განაცხადა ივა ჭყონიამ. პრესკონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ შემდეგი ბიზნეს ასოციაციები: ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო / EU-Georgia Bbusiness Council ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში / American Chamber of Commerce in Georgia გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება / Deutsche Wirtschaftsvereinigung – DWV სავაჭრო და სამრეწველო პალატა საფრანგეთი-საქართველო / Chambre de Commerce et d’Industrie Française en Géorgie – CCIFG ევროპული ბიზნეს ასოციაცია საქართველოში / European Business Association Georgia დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია / Georgian Distributors Business Association საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია / Georgian Producers’ Federation გადასახადის გადამხდელთა კავშირი / Taxpayers Union საქართველოს რესტორატორთა ასოციაცია / Georgian Restaurateurs Association’; „ქართული ოცნების“ მიერ ერთი წლის წინ დადებული პირობის გატეხას და რუსული კანონის ხელმეორედ დაინიციირებას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. კანონპროექტის პარლამენტში განხილვის დაწყების დღიდან უწყვეტი საპროტესტო აქციები იმართება როგორც თბილისში, ისე სხვა ქალაქებში. ამდენივე ხანია, დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ კანონის მიღება ხელს შეუშლის საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში.მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი რუსული კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო ფონდებს, მათ შორის, აშშ-ის, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს ანიჭებს. მსგავსი კანონის რუსეთში მიღების შემდეგ ქვეყანაში ფაქტობრივად გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ამ რეგულაციას აქტიურად იყენებენ კერძო პირების დასასჯელადაც, რის გამოც ათასობით ადამიანი ემიგრაციაში წავიდა. საზოგადოებისთვის „რუსული კანონის“ სახელით ცნობილი დოკუმენტი საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე 83 ხმით, უკვე მეორე მოსმენითაც მიიღო პირველ მაისს. ამის შემდეგ პროცედურით გათვალისწინებულია იურიდიულ კომიტეტზე მესამე მოსმენით კენჭისყრა, შემდეგ კი კვლავ სესიაზე — მესამე მოსმენით. აღნიშნულის შემდეგ კანონის ძალაში შესასვლელად საჭიროა პრეზიდენტის ხელმოწერა, რომელმაც თქვა, რომ კანონს ვეტოს დაადებს. ამის შემდეგ, დიდი ალბათობით, „ოცნების“ უმრავლესობა ვეტოს დაძლევას შეეცდება, რის შემდეგაც საბოლოოდ შევა ძალაში. ნეტგაზეთი
  20. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის საპროტესტოდ თბილისში, ხვალ, 11 მაისს, საპროტესტო აქცია გაიმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, მოეწყობა ევროპის მარში 4 სხვადასხვა ლოკაციიდან. „ევროპის მარში – ევროპის კვირაში. 11 მაისს, 19 საათზე, ვიკრიბებით 4 ლოკაციაზე: რესპუბლიკის მოედანი მარჯანიშვილის მოედანი მეტრო 300 არაგველი მშობლების მარში – წერეთლის გამზირი, ექსპო ჯორჯია ოთხივე ლოკაციიდან ერთდროულად დავიძრებით ევროპის მოედნისკენ და გავერთიანდებით. კი ევროპას! არა რუსულ კანონს!"-წერია ინფორმაციაში. ინტერპრესნიუსი
  21. 2012-ში, როდესაც წინა ხელისუფლება მოიშორა საზოგადოებამ, ამას ჰქონდა კონკრეტული მიზეზი, მაგრამ ივანიშვილი, რომელმაც 2012 წელს ქართველ ხალხთან ერთად მოიშორა წინა რეჟიმი, იმ რეჟიმის გაგრძელებაა დღეს. ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1162942791598719/
  22. სამწუხაროდ ხელისუფლება პირდაპირი მნიშვნელობით გადავიდა მასობრივ ტერორზე. თუ დააკვირდებით, ყველაზე აგრესიული, ბინძური შემსრულებლები არიან ზუსტად ის “ოცნების” წარმომადგენლები, რომლებიც თავის დროზე პორტირდნენ “ნაციონალური მოძრაობიდან”. ივანიშვილი ცდილობს, რომ გაზარდოს დანაშაულის ჩამდენთა რაოდენობა, რომ მერე მიუბრუნდეს ამ ადამიანებს და უთხრას- თქვენ თუ არ დაიცავთ ხელისუფლებას, თუ დავკარგავ ხელისუფლებას, მოგადგებიან და მიგაბრძანებენ იქ, სადაც არის დამნაშავეების ადგილი. ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/993580288928043/
  23. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჭავჭავაძის გამზირზე წუხელ ადმინისტრაციული წესით 11 ადამიანი დააკავეს. მათგან 5 ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა. ინფორმაცია შსს-მ „პუბლიკას“ დაუდასტურა. ჭავჭავაძის გამზირზე საპროტესტო აქცია და მოქალაქეთა დაკავება ბლოგერ უჩა აბაშიძის დაკავების შემდეგ დაიწყო. მოქალაქეები ამბობენ, რომ მათ სცემეს და ძალის გამოყენებით დააკავეს, მათ შორის ქალები. „პუბლიკისთვის“ ცნობილია ორი ქალის ვინაობა – თინა ვაშაკიძე, რომელიც „პუბლიკას“ ეუბნება, რომ ის სცემეს და მანქანაში ძალით ჩატენეს და ნინო შენგელია, რომლის დაკავების ვიდეო „პუბლიკამ“ გადაიღო. ორივე მათგანი ხელწერილის საფუძველზეა გათავისუფლებული. წუხელ დააკავეს ასევე კინომცოდნე ლევან აბდუშელიშვილი, რომელიც მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, 15 აპრილიდან 9 მაისის ჩათვლით საერთო ცხელ ხაზზე შევიდა 134 დაკავებულის შესახებ ინფორმაცია. 12 საქმის განხილვა საქალაქო სასამართლომ დაასრულა. ერთს შეეფარდა 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა, ერთს მიეცა გაფრთხილება, დანარჩენ შემთხვევებში კი გამოყენებულ იქნა ფულადი ჯარიმა. პუბლიკა
  24. ნორდიკული და ბალტიის ქვეყნები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლებამ შემაშფოთებელი ტრაექტორია აირჩია, რომელიც ხელს უშლის საქართველოს ევროპულ მომავალს. განცხადებაში, რომელსაც დანია, ფინეთი, ისლანდია, ნორვეგია, შვედეთი ესტონეთი ლიეტუვა და ლატვია ერთობლივად ავრცელებს ვკითხულობთ, რომ ნორდიკული და ბალტიის ქვეყნები მხარს უჭერდნენ საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას მისი დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან. მათი თქმით, გასული წლის დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებით, ევროკავშირმა აჩვენა, რომ ის მხარს უჭერს ქართველი ხალხის მისწრაფებებს. 8 ქვეყნის ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მიენიჭა მკაფიო გზა გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად და შემდგომ, ევროკავშირში გასაწევრიანებლად თუმცა, ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლებამ შემაშფოთებელი ტრაექტორია აირჩია, რომელიც ხელს უშლის საქართველოს ევროპულ მომავალს: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც ამჟამად განიხილება საქართველოს პარლამენტში, შეუთავსებელია ევროპულ ნორმებთან და ღირებულებებთან. მიღების შემთხვევაში, კანონი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გასაჩუმებლად, რომლებიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ საქართველოს დასახმარებლად ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე. საქართველოს ხელისუფლების განცხადებები ევროკავშირის კანონპროექტთან ქართული კანონპროექტის მსგავსებასთან დაკავშირებით უსაფუძვლო და დამაბნეველია. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, გადახედონ კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას,“ — ვკითხულობთ წერილში. განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვა საქართველოსა და მისი ხალხის სუვერენული არჩევანია, ევროკავშირში გაწევრიანების სურვილის შემთხვევაში, წინაპირობების შესრულება კი საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა: „საქართველოს ხელისუფლების ანტი-დასავლური რიტორიკა სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროპულ არჩევანს. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი საქართველოს მიენიჭა იმ შეთანხმების საფუძველზე, რომ 9 ნაბიჯი შესრულდებოდა. ამ ეტაპზე, აღნიშნული ნაბიჯების შესასრულებლად საქართველოს ხელისუფლებამ პროგრესს ვერ მიაღწია. ჩვენ გვაქვს ძლიერი სურვილი ვიხილოთ საქართველოს წარმატება მის ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე, როგორც ეს ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობის სურვილია. ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ ისტორიული შესაძლებლობის ფანჯარას გამოიყენებს, რაც გაძლიერებულმა ევროკავშირის გაფართოების პროცესმა წარმოქმნა და დაუბრუნდება ევროკავშირში გაწევრიანების კურსს“ — ვკითხულობთ 8 ქვეყნის ერთობლივ განცხადებაში. ნეტგაზეთი
  25. ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ შოკირებულია საქართველოში აქტივისტებზე ბრუტალური თავდასხმებით: 7-8 მაისს განხორციელდა მუქარის შემცველი და შეურაცხმყოფელი სატელეფონო ზარები ანტირუსული პროტესტის მონაწილეებთან. 8 მაისს ღამით განხორციელდა თავდასხმები ანტირუსული აქციების მონაწილეებსა და მათი ოჯახის წევრებზე. ყველა მათგანს უცნობი პირები თავს საცხოვრებელ სახლებთან დაესხნენ. მათ შორის, 8 მაისს, ღამით სცემეს ანტირუსული აქციების მონაწილე ბაიკერი ლაშა ღვინიანიძე, ყოფილი დიპლომატი გია ჯაფარიძე, რომელიც „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციების აქტიური მონაწილეა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დიმა ჩიქოვანი. ყველა მათგანს უცნობი პირები თავს საცხოვრებელ სახლებთან დაესხნენ. თავდასხმები გაგრძელდა 9 მაისის ღამითაც. კერძოდ, საცხოვრებელ სახლთან ჩაუსაფრდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ პარტია „გირჩი მეტი თავისუფლების“ წევრ ბორის ჩელე ყურუას და პარტია „ახალის“ წევრ ნოდარ ჩაჩანიძეს. ასევე ნიღბიანი პირები იყვნენ ჩასაფრებული ზურა ჯაფარიძის სახლთანაც. ნეტგაზეთი
  26. სკანდინავიურ-ბალტიისპირეთის ქვეყნები საქართველოში მიმდინარე მოვლენებს საერთო განცხადებით ეხმაურებიან. „ჩვენ, ნორდიკული და ბალტიის ქვეყნები მხარს ვუჭერთ საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას მისი დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან. გასული წლის დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებით, ევროკავშირმა აჩვენა, რომ ის მხარს უჭერს ქართველი ხალხის მისწრაფებებს. საქართველოს მიენიჭა მკაფიო გზა გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად და შემდგომ, ევროკავშირში გასაწევრიანებლად. თუმცა, ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლებამ შემაშფოთებელი ტრაექტორია აირჩია, რომელიც ხელს უშლის საქართველოს ევროპულ მომავალს. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც ამჟამად განიხილება საქართველოს პარლამენტში, შეუთავსებელია ევროპულ ნორმებთან და ღირებულებებთან. მიღების შემთხვევაში, კანონი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გასაჩუმებლად, რომლებიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ საქართველოს დასახმარებლად ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე. საქართველოს ხელისუფლების განცხადებები ევროკავშირის კანონპროექტთან ქართული კანონპროექტის მსგავსებასთან დაკავშირებით უსაფუძვლო და დამაბნეველია. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, გადახედონ კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას. ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვა საქართველოსა და მისი ხალხის სუვერენული არჩევანია. ევროკავშირში გაწევრიანების სურვილის შემთხვევაში, წინაპირობების შესრულება საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. საქართველოს ხელისუფლების ანტიდასავლური რიტორიკა სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროპულ არჩევანს. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი საქართველოს მიენიჭა იმ შეთანხმების საფუძველზე, რომ 9 ნაბიჯი შესრულდებოდა. ამ ეტაპზე, აღნიშნული ნაბიჯების შესასრულებლად საქართველოს ხელისუფლებამ პროგრესს ვერ მიაღწია. ჩვენ გვაქვს ძლიერი სურვილი ვიხილოთ საქართველოს წარმატება მის ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე, როგორც ეს ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობის სურვილია. ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ ისტორიული შესაძლებლობის ფანჯარას გამოიყენებს, რაც გაძლიერებულმა ევროკავშირის გაფართოების პროცესმა წარმოქმნა და დაუბრუნდება ევროკავშირში გაწევრიანების კურსს“, – ნათქვამია განცხადებაში. მანამდე ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში მოკლე განცხადებაც გაავრცელა: „შოკირებული ვართ ქართველ სამოქალაქო და პოლიტიკურ აქტივისტებზე ბრუტალური თავდასხმებით. შეშფოთებული ვართ იმის გამო, რომ რიგითი მოქალაქეები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მიზანში ამოიღეს სატელეფონო ზარებით და პოსტერებით, რომელიც მათ „აგენტებად“ რაცხავს. ნორვეგია დგას ქართველების გვეერდით, რომლებიც იცავენ მათ დემოკრატიას მათ შორის „უცხოური გაველნის აგენტების კანონის“ პროტესტით“, – წერია განცხადებაში. პუბლიკა
  27. ჩვენმა გუნდმა, პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატებმა, ოფიციალური წერილით მივმართეთ საქართველოს გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს, რომ რაც შეიძლება დროულად დაიწყონ გამოძიება 151-ე, მუქარის მუხლით,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა. როგორც ბუჩუკურმა აღნიშნა, დაუსჯელი არავინ დარჩება. მისივე თქმით, მოლოდინი არ აქვს, რომ პროკურატურა ირაკლი შოთაძის ხელმძღვანელობით გამოძიებას დაიწყებს. „როგორც იცით, მასობრივად ხდება საქართველოს მოქალაქეების დაშინება, მუქარა, გინება სატელეფონო ზარებით და ადამიანების ქუჩაში ცემა. ჩვენი გუნდის საკრებულოს წევრების უმრავლესობას უკვე დაურეკეს და მათ მიიღეს ეს მუქარის ზარები. ეს პროცესი გრძელდება. კონკრეტული მტკიცებულებებით, ე.წ. სქრინებით შევიტანეთ განცხადება „ოცნებასთან“ აფილირებული ე.წ ჩატის, სოცმედიის საშუალებით როგორ ხდება კონკრეტული ადამიანების იდენტიფიცირება იმ მიზნით, რომ ამ ადამიანებს შემდგომ გაუსწორდნენ, დაემუქრონ, შეურაცხყოფა მიაყენონ, ქუჩაში დახვდნენ. შესაბამისად, ყველას უნდა ესმოდეს, რომ დაუსჯელი არ დარჩება არავინ, დანაშაულს აქვს ხანდაზმულობა და თითოეული ადამიანის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ადრე თუ გვიან აუცილებლად დადგება. შესაბამისად, რომ გითხრათ მოლოდინი მაქვს, ირაკლი შოთაძე გამოძიებას დაიწყებს, ბუნებრივია - არა, მაგრამ ყველა მტკიცებულება ჩვენი გუნდის მიერ იქნება წარდგენილი. ვიმეორებ, დაუსჯელი ამ ქვეყანაში არ დარჩება არავინ, ადრე თუ გვიან თითოეულ ამ დანაშაულს, მათ შორის, მუქარას აქვს თავისი ხანდაზმულობის ვადა“,- განაცხადა ბუჩუკურმა, რომლის კომენტარსაც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ავრცელებს. იპნ
  1. Load more activity
×
×
  • შექმენი...